"უწყლობა და უგზოობაა, განსაკუთრებით შიდა გზების საკითხი, უმწვავეს პრობლემად რჩება"

საზოგადოება

"უწყლობა და უგზოობაა, განსაკუთრებით შიდა გზების საკითხი, უმწვავეს პრობლემად რჩება"

21 ოქტ. 2019, 11:46:04

"სიკვდილის წინ მაინც დამიბრუნონ წართმეული ანაბრიდან იმდენი, დასამარხად რომ მეყოს"; "სოფელში ორი კილომეტრი გზა რომ გაკეთებულია და 160 კილომეტრ შიდა გზებზე კისერს მოიტეხ, ამას დაპირება უშველის?" "წყალს მიაქვს ყველაფერი და სოფლის ყველა ოჯახი ჭიებიან წყალს სვამს"; "სარკომა მაქვს, უარესი რა უნდა მჭირდეს?! პენსიას არ მაძლევენ"; "ფაროსანას შეწამვლა მხოლოდ ისე უნდა მოხდეს, ქინძის სახსენებელი რომ არ დატოვოს ბაღჩაში?!" "120-200 ლარია საბავშვო ბაღის მასწავლებლის ხელფასი. შეიძლება ამით არსებობა?!" "სკოლის წინ რომ გადასასვლელი უნდა მოეწყოს, ბოგირი დაიგოს, რომ ბავშვს ეს მფრინავი მანქანები არ დაეჯახოს, ტრაგედია სანამ არ მოხდება, ასე ვიძახოთ?!" _ ამ და სხვა მსგავსი, მწვავე მწვავე რეპლიკების და გამოსვლების ფონზე გაიმართა შეხვედრები 10 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ასკანაში, მთისპირში, ნაგომარსა და ძიმითში, სადაც პროექტ "ღია შეხვედრების" ფარგლებში იმყოფებოდნენ პარლამენტარები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

"რთული მდგომარეობაა, არის პრობლემები, თუმცა, არის ბევრი პოზიტივი _ ბევრი საქმეა გაკეთებული. ჩვენი პატარა ქვეყანა, ამ პატარა სამეზობლოში, სადაც გარეთაც რთული მდგომარეობაა, ახერხებს, წინ წაიწიოს. არის სოციალური თემები, საინტერესო საკითხების წყება, გასათვალისწინებელი მოსაზრებები პრიორიტეტებზე, რაც აუცილებლად აისახება საბიუჯეტო საკითხებში. ვერ ვიტყვი, რომ პრობლემების შესახებ, რაც აქ ჟღერდება, არ იციან ოზურგეთის საკრებულოში, მერიაში. თქვენ გყავთ კარგი გუბერნატორი, რომელსაც ავტორიტეტი აქვს ჩვენს მთავრობაში და პრობლემების შესახებ, თუ რა არის გასაკეთებელი, ის ყოველთვის ამბობს და იტყვის. ჩვენც ამიტომ ვართ აქ, რომ მომავალი ბიუჯეტი პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმოს", _ ეს ტექსტი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ყველა სოფელში გაიმეორა ხალხთან შეხვედრის დროს.

სოფელ ასკანაში, რომელიც კომუნისტური მმართველობის დროს მაღალმთიან ზონას განეკუთვნებოდა, ადგილობრივებმა საუბარი იმით დაიწყეს, რომ ეს სტატუსი არ უნდა გაუქმებულიყო.

_ მთაგორიან სოფელს, სადაც ურთულესი მდგომარეობაა საუბნო გზებზე, როგორც კი გაწვიმდება ან უხვი ნალექი მოვა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს იმიტომ, რომ ცენტრამდე ჩამოსვლა არ გაუჭირდეს ბავშვს, როცა სკოლაში მიდის. ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლის შედეგად ბოსტანში არაფერი დარჩა. წერტილოვანი შეწამვლები გაცილებით უკეთესია, _ თქვეს ასკანელებმა.

პენსიონერმა, შვილმკვდარმა სულიკო ნაცვალაძემ პარლამენტარებს "ლიბერთი ბანკთან" გაჭიანურებული სასესხო დავალიანების სამართლებრივად დარეგულირებაში დახმარება სთხოვა:

_ არაფრის მქონე ვარ, ობლობაში გაზრდილი შვილი გარდამეცვალა. ორი წლის წინ ორი ათასი ლარი გამოვიტანე სესხის სახით. ოთხ წელზე გამიჭიმეს გადახდის ვადა, რომ, რაც შეიძლება მეტი წამგლიჯონ. 90 ლარი მიაქვთ ყველა თვეში, მე ვერ გავიგე მაგათი არითმეტიკა. დამეხმარეთ, _ პირდაპირ ვოლსკის მიმართა აღელვებულმა ქალბატონმა.

შეხვედრაზევე გადაიანგარიშეს, რომ ორიათასლარიან კრედიტში ოთხ წელში ბანკს სესხის სახით გაცემული თანხის გარდა, დამატებით 2320 ლარი მიაქვს და თქვეს, რომ ეს მართლაც უსამართლობაა.

_ რას ვიზამთ, ბანკის სახე ასეთია. ბანკი რომ არ იყოს, ქვეყანა დაინგრევა. ჩავინიშნავთ, გავარკვევთ და ვეცდებით, დაგეხმაროთ, თუ ამის გზა და საშუალება იქნება, _ უთხრა გია ვოლსკიმ სულიკო ნაცვალაძეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა იქვე დაურეკა ფაროსანასთან ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელს გურია-აჭარის რეგიონში, ლაშა შალამბერიძეს და სთხოვა, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოახერხონ მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლა, რაც უფრო წერტილოვან დამუშავებას გულისხმობს.

ასკანის თემში შემავალი სოფელ მზიანის მცხოვრებმა ლევან გიორგაძემ სოფელში ბიბლიოთეკის აუცილებლობასა და ტყის გაჩეხვის მოსალოდნელ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.

_ ორჯერ შეგვაერთეს, ორჯერ გავიყარენით. ასკანა და მზიანი ახლა ისევ ერთადაა, თუმცა, პატარა ვართ ჩვენ და ყურადღებაც პატარაა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვიყავი პარლამენტში, რომ აქ არსებული წიფლის ტყე გაჩეხვისგან გადამერჩინა. სამი ჰა წიფლის ტყე გვაქვს, რასაც ახლაც, საშეშე მასალად მოჭრა ემუქრება. ახალგაზრდობა ჩაერჭო ამ ტელეფონში, წიგნი არავის ახსოვს. საუკეთესო ბიბლიოთეკა მაქვს და 80%-ს ვაჩუქებ სოფელს, ოღონდ შენობა გაგვირემონტონ. კლუბის გარემონტებას დაგვპირდა კოტე შარაშენიძე და სიტყვა შეასრულა. ახლა ესეც გაგვიკეთონ, ტყე უნდა გადაგვარჩენინოთ, _ თქვა ლევან გიორგაძემ.

საბავშვო ბაღის პედაგოგთა მცირე ხელფასის გამო, საყვედური გამოთქვა ნატო შანიძემ:

_ ხელფასის მომატებაზე საუბრობენ, მაგრამ ჯერ არაფერია. 120 ლარად შესაძლებელია ადამიანმა იარსებოს? _ თქვა მან, რაზეც ვოლსკიმ უპასუხა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ყველა შენიშვნა და აზრი გათვალისწინებული იქნება:

_ მენეჯერი ქალბატონი ბრძანდებით და უნდა იცოდეთ, რომ ფისკალური წელია. მალე 2020 წელი დაიწყება და სწორედ ამიტომ ჩამოვედით, რომ თქვენი აზრი მოვისმინოთ და მომავალ ბიუჯეტში ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ. ამაზე უკვე არის საუბარი, _ უთხრა მთავრობის წარმომადგენელმა შანიძეს.

ასკანელებმა, ასევე, მოითხოვეს წყლის სათავე ნაგებობის ისე გაკეთება, რომ ფილტრი მოწესრიგდეს და წლების მანძილზე ხალხი ჭიებიან წყალს არ სვამდეს.

_ შიდა გზების გაკეთებისას, გვსურს, გაითვალისწინონ ჩვენი სურვილი _ როგორმე დაიგოს ბეტონის საფარი, რაც ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს პრობლემას. უნდა გაიგონ, რომ ასკანა ძალიან მთაგორიანი სოფელია და ყოველ წელს რომ ასფალტი არ იყოს დასაგები, რომელიც ერთ წელში ფუჭდება, გააკეთონ ბეტონის გზები. ჩვენ აქ უნდა ვიცხოვროთ, _ ამ მოთხოვნას თითქმის ყველა ადგილობრივი მცხოვრები ერთნაირად იმეორებდა.

სოფელ მთისპირში მოსახლეობის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა დახვდათ პარლამენტარებს. მათი პრობლემებიც, ძირითადად, სოციალურ საკითხებს და ინფრასტრუქტურულ თემებს მოიცავდა, თუმცა, კატეგორიულად მოთხოვეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება, რაც ადრე ჰქონდათ და გააუქმეს.

 წლის პენსიონერმა ვახტანგ მგელაძემ წართმეული ანაბრის დაბრუნება მოითხოვა.

_ ათი პროცენტი მაინც დამიბრუნონ, რომ დასამარხი ფული მქონდეს. 22 ათასი მანეთი რომ წამართვეს. ამაზე არავინ ფიქრობს? _ ჰკითხა მან პარლამენტარებს.

_ დაუმარხავი ვინმე დარჩენილიყოს, არ გამიგია. მეც შვიდი ათასი მქონდა ანაბარზე და დავკარგე. წიგნაკს მაინც ვინახავ, _ ღიმილით მიუგო ვოლსკიმ.

_ მე კი ვიცი, ჩემი სიმყრალე რომ დამმარხავს, მაგრამ ისე ვამბობ, დასამარხი ფული მაინც დამიბრუნონ, პარლამენტში მიიტანეთ ეს ამბავი, _ არ ცხრებოდა მგელაძე.

ხუთი შვილის დედამ ირინა ქარქაშაძემ სოფლის, "ნასაკირალის წყლების" ადგილად წოდებულ უბანზე ისაუბრა, სადაც მრავალი წელია, უწყლოდ ცხოვრობენ:

_ ვყვირით, ვიძახით, არავინაა პატრონი. ძიმითში წყალი ბევრ უბანში გაკეთდა, თუმცა, ჩვენ რატომ ვართ ასე მოძულებული, არ ვიცი. რა ვუყო ხუთ შვილს, დღეში 150 ლიტრ წყალს რომ გამოზოგვით ვხმარობ და ისიც არ არის? ამ უბანში 34 ოჯახი ვცხოვრობთ, კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ, _ თქვა მან.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სოფლის პროგრამით სამომავლოდ მოხდება აღნიშნულ უბანში წყლის შეყვანა, თუმცა, ქარქაშაძე მაინც უკმაყოფილო დარჩა და თქვა, რომ სულ დაპირებაში აცხოვრებს ხელისუფლება ხალხს.

სოფელ ძიმითში შეხვედრისას სოფლის მკვიდრმა, ყოფილი კოლმეურნეობის თავმჯდომარემ შოთა თოხაძემ ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, ძველი ფოტო წარუდგინა პარლამენტარებს:

_ აი, ნახეთ, წითელ ყელსახვევიანი პაწია გიგა ბოკერია თუ არ იყო ლენინელი. აგერ ჩემ გვერდით დგას ერთ შეხვედრაზე და ახლა რა აყვირებს?! _ თქვა მან, რაზეც პარლამენტარებს გაეღიმათ, ხოლო თოხაძემ, ჩვენი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, ფოტო კი დაგვანახა წამიერად, თუმცა, არც მოგვცა და არც გვათხოვა.

_ გაანებეთ თავი. მაგას ჰგონია, ვინმე მედალს მისცემს მაგ ფოტოში, _ იხუმრეს ძიმითელებმა.

სოფელ ნაგომარში შეხვედრისას ადგილობრივებმა შიდა გზების მოუწესრიგებელ მდგომარეობაზე იდავეს და დაასახელეს კონკრეტული მონაცემები.

_ ამხელა სოფელში მხოლოდ ორი კილომეტრი გზაა მოასფალტებული, დანარჩენი 160 კილომეტრი კი შიდა გზებია, სადაც მანქანით კი არა, ფეხით გავლაც ჭირს, _ თქვეს მათ.

ნაგომრელებმა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ასევე, განსაკუთრებით საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მოითხოვეს.

_ ვხედავ, უწყლობა და უგზოობა, განსაკუთრებით შიდა გზების საკითხი, უმწვავეს პრობლემად რჩება. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, ბიუჯეტში ჩვენი უმთავრესი შემოსავალი აქედან შემოდის. ცენტრალური გზების გაკეთებაც ამიტომ არის პრიორიტეტი. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, საკითხები, რომლებიც თქვენ წამოჭერით, პრიორიტეტების მიხედვით აუცილებლად გავითვალისწინოთ მომავალი წლის ბიუჯეტში, _ დაუბარა გია ვოლსკიმ ნაგომრელებს.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს Bolero & Company საწარმო ხაზებს აფართოებს (R)საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკისა და შპს Bolero & Company-ს პარტნიორობის შედეგად ღვინის საწარმო ხაზების გაფართოებასა და წარმოებისათვის მნიშვნელოვანი დანადგარების შესაძენად 18 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიცია კომპანიას სამომავლო განვითარების, წარმოების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის  ახალ შესაძლებლობას იძლევა.  „გვიხარია რომ პარტნიორობა შპს Bolero & Company-სთან გრძელდება. კომპანია  2012 წელს დაარსდა და საქართველოში ღვინისა და საკონიაკე სპირტების ექსპორტის სფეროში დღესდღეობით ლიდერ პოზიციას იკავებს.  შპს Bolero & Company ფლობს საკუთარ ვენახებს კახეთში. ექსპორტს კი აწარმოებს შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, უკრაინა. 2015 წელს კომპანია გაფართოვდა, ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვა და გააუმჯობესა წარმოება.  კომპანიის მენეჯმენტმა საწარმოს მეტად განვითარების მიზნით დამატებითი ინვესიტიციები განახორციელა. მიგვაჩნია, რომ კომპანია რომელიც ამდენი წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე კიდევ უფრო მეტად მომგებიანი იქნება და წარმოების ზრდითა თუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ქოქოსაძემ.  ინფორმაციისთვის, 2015 წელს შპს Bolero & Company-მ სახელმწიფოსგან გრუზვინპრომის ქარხანა შეისყიდა. აღნიშნული ქარხანა 1929 დაარსდა. ის წარმოადგენდა ცენტრალურ ქარხანას, რომელიც დამატებით 10 ქარხანას აერთიანებდა და კახეთის რეგიონში ყურძნის მიღებას უწევდა კოორდინაციას.  გრუზვინპრომში აღდგენილი იქნა ერთ-ერთი უძველესი და საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ქვევრის ღვინის მარანი, რომელიც 224 ქვევრისაგან შედგება. თითოეულის მოცულობა 2500-4000 ლიტრია და ქვევრების, როგორც ნაკეთობის ასაკი ბევრად ადრეულია, ვიდრე თვით მარნის დაარსების თარიღი. აღსანიშნავია, რომ ახალ მარნებში  ქვევრების საერთო რაოდენობა ახლაც იზრდება. გრუზვინპრომში 2 ჰექტარზე მეტ ფართობზე,  -1 და -2 დონეზე აღდგა საბრენდე სპირტის საძველო მიწისქვეშა საცავები.  ამჟამად კომპანიის საკუთრებაში დაახლოებით 15000 მუხის კასრია და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. საფუძველი ჩაეყარა საქართველოში (და არა მხოლოდ) ყველაზე მოცულობით სპირტის რეზერვების ბანკს.  კომპანიის მიერ წარმოებული საბრენდე სპირტის დიდი ნაწილის რეალიზაცია ხდება საფრანგეთის და ესპანეთის ბაზარზე, (რაც ადრე საერთოდ  არ ხდებოდა) და ამ ფაქტმა საქართველოს მსოფლიოში ადგილი დაუმკვიდრა,  როგორც საბრენდე სპირტის მწარმოებელ, ასევე მეღვინეობის მაღალი თანამედროვე კულტურის მქონე ქვეყანას. რაც სასიკეთოდ აისახება ქართული ღვინის იმიჯსა და მარკეტინგულ პოტენციალზე.  შპს Bolero & Company შპს გრუზვინპრომის გარდა  ოპერირებას უწევეს შპს კ და ქართულ სპირტს.  კომპანია საქმიანობას აწარმოებს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და სარგებლობს სპირტების წარმოების ექსკლუზიური უფლებით. კომპანია ოპერირებას უწევს  შპს უნივერსალ სპირიტსაც, რომელიც შპს კ და ქართული სპირტის მთავარი მიმწოდებელია ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანიის ყველაზე ცნობილი სავაჭრო ნიშნებია - დავით ივერიელი, ბეთანელი, დიასი, ბერიკონი, ტალავარი, იორელი მირონი და სხვა. Bolero & Company ასევე აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს, როგორიცაა წინანდალი, ქინძმარაული, მუკუზანი.  ასევე შემდეგი  ბრენდის სასმელებს- არაგვი, ვარციხე, ... ...
  • თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება (R)2020 წლის 1 ივლისიდან, თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება. პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად წამოიწყო, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს, ხუთი  წლის განმავლობაში.  პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი- 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით  შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად.  პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.  პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი სტატუს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.  „თიბისისთვის სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორებში მხოლოდ 2019 წლის ივლისიდან  2020 წლის ივნისამდე პერიოდში 721 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ სექტორის განვითარებას წაახალისებს. იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ერთი მხრივ,  დაეხმარება მომხმარებლებს, შეიძინონ სასურველი ბინა, მეორე მხრივ კი, დეველოპერული ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორს ბევრ სხვა ინდუსტრიასთან აქვს გადაკვეთა. ამიტომ, ვფიქრობ, ინიციატივა მნიშვნელოვნად წაახალისებს, როგორც დეველოპერული, ისე სხვა სექტორების წარმატებულ საქმიანობას და  დასაქმებას", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.  იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  თიბისის ვებ-გვერდზე -https://www.tbcbank.ge/web/ka/tbc-joins-subsidization-program ; ცხელ ხაზზე - (032) 2 27 27 27  ასევე,  ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით. ... ...
  • სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის, მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს _ ომბუდსმენი"სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს", _ ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სუს-ის მიერ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი არხის რესპონდენტების დაბარებას და ტელევიზიიდან დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვას. ლომჯარიას თქმით, ეს ჟურნალისტებზე ზემოქმედებისთვის კეთდება.  "ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სუს-ისგან, თუ კონკრეტულად რა ფაქტებს შეეხება და როდის დაიწყო ეს გამოძიება. მიღებული პასუხებით, ის არ იყო კავშირში რამდენიმე დღის წინ მთავარზე გასულ სიუჟეტთან. სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს. ეს გამოძიება, რაც მიმდინარეობს, იმ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაციას უფრო ვხედავ",— განაცხადა ... ...
  • ირაკლი კობახიძე: "დიდი იმედი გვაქვს, რომ კოვიდ 19 არჩევნების ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლის"„დღევანდელი შეხვედრის „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე"- ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან წელს ტარდება არჩევნები", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე. „პირველ რიგში, მსურს მივესალმო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ვენეციის კომისიის ექსპერტებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელმაც თვეების განმავლობაში უდიდესი როლი შეასრულა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბატონო პრეზიდენტო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. მიუხედავად კოვიდ 19-თან დაკავშირებული პრობლემებისა თქვენ მაქსიმუმს აკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოთ საპარლამენტო ასამბლეების ჩატარება და ფუნქციონირება", - მიმართა ირაკლი კობახიძემ შეხვედრაში ონლაინ მონაწილეებს. . მან პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით განხორციელებული სიახლეები გააცნო აუდიტორიას. „ორშაბათს მესამე მოსმენით წარმატებით მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში დამკვიდრდება პროპორციული არჩევნები. ჩვენ ასევე დავასრულეთ საარჩევნო კოდექსის ცვლილება სწორედ ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში. ეს წინ გადადგმული ნაბიჯები ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კოვიდ 19 მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლის და არ წარმოქმნის დაბრკოლებებს", -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მან ყურადღება გაამახვილა კოვიდ 19-თან მიმართებაში საქართველოს საუკეთესო სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ევროსაბჭოს 48 ქვეყანას შორის. „ჩვენ ყველაზე დაბალი მონაცემებით გამოვირჩევით. აქტიური ქეისების რაოდენობა 107-ია, რაც ევროსაბჭოს ქვეყნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ასეთი სიტუაცია ჩვენ საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ზომას ვიღებთ იმისთვის, რომ კოვიდ 19-მა ხელი არ შეგვიშალოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. ჩვენ ამ საკითხის გამო, ასევე, მივიღეთ სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციები, მაგრამ კიდევ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება. დღევანდელი დისკუსია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოვისმენთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებებს და ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით", _ განაცხადა ირაკლი ... ...
  • ზურაბ ნასარაიას ხელმძღვანელობით სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა (R)გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას ხელმძღვანელობით, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის მთავარ საკითხს 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების განხილვა და შესაბამისი პროექტების შერჩევა წარმოადგენდა. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში საქართველოს ოთხი რეგიონი, მათ შორის გურია მონაწილეობს. კონკურსის მთავარ პრიორიტეტს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. გურიის რეგიონისთვის 701 000 ლარია გამოყოფილი და შეირჩა ორი პროექტი. შეხვედრაზე შერჩეული პროექტები მუნიციპალიტეტების ტურისტული პოტენციალის ზრდასა და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული. სხდომას რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...