ვაქცინაცია და მოსალოდნელი მესამე ტალღა საქართველოში

საზოგადოება

ვაქცინაცია და მოსალოდნელი მესამე ტალღა საქართველოში

27 თებ. 2021, 13:44:37

საქართველო COVID 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოლოდინშია. ვაქცინის, რომელიც, სპეციალისტების თქმით, ერთადერთი რეალური იარაღია პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

_ რამდენად არის ქვეყანა მზად ვაქცინის მისაღებად  და დაახლოებით, როდის მიიღებს ის რეალურად ვაქცინას? არის თუ არა  მოსალოდნელი ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღა? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „გურია ნიუსთან“  ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

_ საქართველოსთვის რომელი დასახელების ვაქცინები განიხილება?

_ საქართველოსთვის რეალურად ის ვაქცინები განიხილება, რომლებიც  განთავსებულია covax-ის პლათფორმაზე. პლათფორმაზე  კი განთავსებულია ის  ვაქცინები, რომლებიც ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული.  Covax-ის  პლათფორმას ამ ეტაპზე იმ ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან აქვს ხელშეკრულებები, რომლებიც, ძირითადად,  რეალურია  და ხელჩასაჭიდი. ერთ-ერთი  ყველაზე დიდი მომწოდებელი covax -ისთვის 20-21 წლის ბოლომდე უნდა იყოს ასტრაზენეკას ვაქცინა, წინასწარი ცნობით,  თითქმის 1 მილიარდი დოზა. ასევე, 22 იანვარს პლათფორმამ ფაიზერის ვაქცინის მწარმოებელ კომპანიასთან  ხელი მოაწერა 40 მილიონ დოზაზე. ფაიზერმა უკვე გასცა 1 200 ათასი  დოზა. ამ დოზიდან  სპეციფიკურ მოთხოვნებს ვინც აკმაყოფილებდა, მათ გადაუნაწილათ. საქართველოს, თავისი პოპულაციის მიხედვით, ერგო 29 ათასი ფაიზერის  დოზა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ ვიცით კონკრეტული თარიღი, როდის გამოიგზავნება ვაქცინა. covax-ის პლათფორმაზე  საქართველოს აქვს წინასწარ შეტანილი 4 მილიონი დოლარი, რაც არის ცნობილი. რის საფუძველზეც პლათფორმამ 20% მოსახლეობისთვის საკმარისი ვაქცინა უნდა მისცეს ქვეყანას წლის ბოლომდე, რაც  ეტაპობრივად მოხდება. ვაქცინას ერთდროულად ვერ მოგვცემს, ბუნებრივია. დანარჩენი, რაც არის ცნობილი და რაზეც გვქონდა შეხვედრები პრემიერის ხელმძღვანელობით, არსებობს  ინდივიდუალური მოლაპარაკება, რომელიც უკვე დასრულებულია.  მარტში საქართველოში ვაქცინა უნდა გამოიგზავნოს. 3 თებერვალისთვის  გავრცელებული განცხადებით, საქართველოს ეკუთვნის ასტრაზენეკი ვაქცინის 184 ათასი დოზა.

ქვეყანას მატერიალური პრობლემა არ ექნება, რა თქმა უნდა, რაც ღია ინფორმაციის ნაწილში ითქვა შეხვედრის დროს. აღიარებით ნაწილზე ვართ დამოკიდებული ორმხრივ მოლაპარაკებებში, იმიტომ, რომ ვაქცინები შეიძლება სხვადასხვა იყოს ჩინური ორი კომპანიაა ასე, ასევე, ინდური კომპანია, მაგრამ ჯერ აღიარებული არავის მიერ არ არის.

_ რუსული წარმოების ვაქცინაზე რა შეგიძლიათ თქვათ?

_ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე დავსვი კითხვა რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით. მან მიპასუხა, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი. რაც არ უნდა ეფექტური იყოს რუსული ვაქცინა, საქართველო არ განიხილავს მას, იმის მიუხედავად, ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს თუ არა მას აღიარებას. ჯერჯერობით ასეა. თუმცა, მე ამავე შეხვედრაზე მქონდა იმის შესაძლებლობა, წამომეწია შემდეგი საკითხი _ კომერციულ ბაზარს ექნებოდა თუ არა რუსული ვაქცინა, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ აუცილებლად ექნებოდა და ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ. იქნება ბაზარზე თავისუფალი ვაქცინები და ყველა კერძო კომპანიას შეეძლება, შემოიტანოს. ამიტომ ახლა ვინმე თუ შემოიტანს ისე, როგორც პურის ფქვილი და ბავშვთა კვება შემოაქვთ რუსული წარმოების, თუ ის იქნება ჯანმოს მიერ აღიარებული, შეიძლება სადღაც კერძო პოლიკლინიკაში იყოს ხელმისაწვდომი. თუ ვინმეს ექნება სურვილი, მივიდეს და აიცრას. მე ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ. სახელმწიფო ამაში ბიუჯეტის ფულს არ დახარჯავს.

_ ქვეყანა ტექნიკურად რამდენად მზად არის ვაქცინის მისაღებად?

_ იმუნიზაციის ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს და 60% მოზრდილი მოსახლეობის აცრა საკმაოდ დიდია. მოსახლეობის ამ ნაწილის ორჯერადად აცრა თითქმის 3 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა გვჭირდება. ძალიან ბევრ რესურს და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ჩვენ რაც არ უნდა მატერიალური და ტექნიკური ხელმისაწვდომობა  გაგვიჩნდეს ვაქცინებზე,  როგორიც არის ფაიზერი.  ვაქცინა,  რომელსაც სჭირდება -80 გრადუსიანი მაცივარი, 3 მილიონ დოზა ფაიზერს ჩვენ ვერ გადავანაწილებთ სწორად და ამის ლოჯისტიკა ძალიან გაჭირდება. ამიტომ ჩვენი აქცენტი უნდა იყოს სწორედ  ვაქცინებზე, რომლებიც ინახება ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მაცივრებში და ეს ძალიან კარგადაა აწყობილი, ბავშვთა ყველა  ვაქცინა  ინახება 2-8 გრადუსზე ანუ სტანდარტული მაცივრის პირობებში. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ასტრაზენეკას ვაქცინა,  რომელიც 2-8 გრადუსზე ინახება. ასევე, ნოვავაქსი, რომელსაც შესანახად იგივე ტემპერატურა სჭირდება.

_ პირველ ეტაპზე მოსახლეობის რა ნაწილის აცრაა დაგეგმილი?

_ პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრა ეროვნული გეგმის მიხედვით მოხდა. პირველ ეტაპზე არის სამი კატეგორია გამოყოფილი. უპირატესი პრიორიტეტები, რომლებიც საერთო პოპულაციის 1% მოიცავს ეს არის ექიმები, მედდები და მთლიანად  სამედიცინო პერსონალი, დაახლოებით 75 ათასი ადამიანი.  პირველივე კატეგორიაში არის ბენეფიციარები და მოხუცთა თავშესაფრების მომსახურე პერსონალი (2 500-2 600 ადამიანი).  ასევე, ყველა ადამიანი 75 წელს გადაცილებული. ეს არიან პირველი პრიორიტეტული ჯგუფები. მაგრამ ჩვენ რადგანაც ვიცით, რომ ფაიზერის ვაქცინა (თუმცა შეიძლება ასტრაზენეკამ ჩამოასწროს, არ ვიცით) პირველ ეტაპზე 29 დოზა ათასი გვექნება, ექიმებს შორისაც ცალკე გამოიყოფა პრიორიტეტები.  გაუკეთდება იმ სამედიცინო პერსონალს, რომლებსაც უშუალოდ აქვთ კოვიდ ინფიცირებულთან კომუნიკაცია. ესენი არიან სასწრაფოს ექიმები, კოვიდ კლინიკები, ლაბორატორიის თანამშრომლები, სადაც ინფიცირებულების ნაცხის აღება ხდება. მეორე ეტაპისთვის თუ გვექნება ხელმისაწვდომობა დიდი რაოდენობით ვაქცინაზე ეს იქნება უფრო ფართო მასშტაბიანი ვაქცინაცია ასაკის მიუხედავად, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების და ასევე ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები( მოიაზრებიან მასწავლებელი, ჟურნალისტი, ჯარი და ა.შ.).

_ რას ნიშნავს ორჯერადი ვაქცინაცია?

_ ვაქცინაციების ძირითადი ნაწილი, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია დამზადებული. ერთის დასახელების ვაქცინის გარდა,  ეს არის ჯონსონი და ჯონსონის ვაქცინა, რომელიც ერთჯერადად არის ნაგულისხმევი თავისი კვლევის პროტოკოლით. დანარჩენი ყველა ვაქცინა კეთდება 3-4 კვირის ინტერვალით.

რადგანაც ვაქცინების სერიოზული დეფიციტია. წარმოებასა და მიწოდებას შორის დისბალანსია, ქარხნები ვერ აუდიან ვაქცინის გაკეთებას. მაგალითად იგივე ფაიზერის ვაქცინა, რომელიც 21 დღის შემდგომ უნდა განმეორდეს. ამერიკაში ნება დართულია  6 კვირის ანუ  42 დღის ფარგლებშიც კი განმეორდეს. ასტრაზენეკას ვაქცინას ძალიან ბევრმა ქვეყანამ მათ შორის ბრიტანეთმა კვლევებით დაუდასტურდა თუ ინტერვალი პირველ დოზასა და მეორეს შორის 12 კვირაა ანუ სამი თვე,  ის არის უფრო ეფექტური ვიდრე 6 კვირაში მისი განმეორების შემთხვევაში. ჩვენ ქვეყანაშიც სასურველია და ამ საკითხზე იქნება ექსპერტების შეხვედრა, სადაც ვიმსჯელებთ.

_ ვაქცინაციის შემდეგ,  რამდენად იქნება საჭირო მკაცრი რეგულაციების დაცვა?

_ ვაქცინაცია ახალი დაწყებულია, პოპულაციული იმუნიტეტის მიღწევას მხოლოდ ისრაელი ცდილობს. ველოდებით ყველა მის შედეგს, რომელიც მარტის ბოლოდან  უნდა გამოჩნდეს რეალურად, თუმცა ისრაელმა უკვე გახსნა დაიწყო.

არავინ არ იცის ვაქცინის გაკეთება გვიცავს მძიმე დაავადებისგან, სიკვდილისგან თუ ასევე მექანიკური გადამტანი რომ არ ვიყოთ ვირუსის. გადამდებადობას და გადატანის უნარს ართმევს თუ არა ადამიანს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას სჭირდება დრო. მეცნიერულად 76%  მექანიკური გადამტანობა შეამცირა ასტრა ზენეკას ვაქცინამ, მაგრამ სხვა ვაქცინებს ჯერ კიდევ იკვლევენ. სანამ ეს არ გაირკვევა და არსებობს  რისკი ახალი შტამების გამოჩენის და სანამ პანდემია მსოფლიოში მძვინვარებს,  მანამდე რეკომენდირებულია რომ ვაქცინირებული ადამიანი აუცილებლად უნდა იცავდეს იმ ნორმებს, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა.

_ რა შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ვაქცინის გაკეთება?

_ ვაქცინის გაკეთებისას სარგებელი მეტი უნდა ვიდრე შესაძლო რისკი. ჩვენს ქვეყანას აქვს ესეთი სტანდარტი საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ კვალიფიკაცია მინიჭებული ვაქცინები დაიშვება.  ჩვენთან ვერ შემოვა სხვა ვაქცინა ინდივიდუალური, რომელიმე ქვეყნის მიერ შექმნილი  თუ ეს არ შეიცვლება კანონმდებლობით.

_ თუ პაციენტს  აქვს კოვიდინფექცია, რამდენ ხანში შეიძლება გაუკეთდეს ვაქცინა?

_ თუ პაციენტს ახლა გადააქვს კოვიდი სამი თვის შემდეგაა სასურველი ვაქცინის გაკეთება. თუ ინკუბაციური პერიოდი აქვს და არ იცის,  ვაქცინა არაფერს არ დაუშავებს.

_ საჭიროა ვაქცინაციის წინ ორგანიზმის მომზადება?

_თუ ადამიანს აქვს რაიმე მწვავე დაავადება, ეს დაავადება უნდა იყოს დასტაბილურებული. მაგალითად, დიაბეტიანი უნდა აიცრას, მაგრამ თუ შაქარი მოუწესრიგებელი აქვს, რა საკვირველია, ჯერ უნდა მოაწესრიგოს შაქრის მაჩვენებელი.

_ იგეგმება თუ არა ვაქცინაციისთვის სპეციალური შენობების გამოყოფა?

_ ჯერჯერობით არსებულ გეგმაში არ შედის შენობების გამოყოფა. პირველადი ვაქცინების ათვისება იგეგმება საავადმყოფოების პირობებში, სადაც იქნება ვაქცინაციის ცენტრები მოწყობილი. რამდენიმე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ა. შ. როცა გაფაროვდება ვაქცინაციის პროცესი სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას რა პრინციპით გაავრცელებს.

_ რამდენად მოქმედებს არსებული ვაქცინა ახალ შტამზე?

_ რაღაც ტიპის ვაქცინები მოქმედებს, რაღაც ნაკლებად. თუმცა ბრიტანულ შტამზე მეტ-ნაკლებად ყველა მოქმედებს. სამხრეთ აფრიკულის გავრცელების შანსი  საქართველოში ნაკლებია. სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევაშიც კი სიკვდილისგან და სავადმყოფოში მოხვედრისგან იცავს ადამიანს. ამიტომ ვაქცინაცია ყველა შემთხვევაში რეკომენდირებულია.

_ თქვენ იქნებით ერთ-ერთი პირველი ვინც ვაქცინას გაიკეთებს?

_ რასაკვირველია, ჩვენი რიგი როცა მომიწევს მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი,  რომელიც საჯაროდ გაიკეთებს ვაქცინაციას.

_ რა შეგიძლიათ გვითხრათ მესამე ტალღასთან დაკავშირებით?

_ საბედნიეროდ, მსოფლიოში  ყველაზე უფრო დიდად დაზარალებულ ქვეყნების ნაწილში ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. ესეთია ამერიკის კონტინენტი და ევროპა. აფრიკაში, აზიაში და ავსტრალიაში ისედაც დაბალი იყო გავრცელება.  ქვეყნებში, სადაც შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა  შემზღუდავი ღონისძიებებიც არის და ვაქცინაციაც არის დაწყებული. ძნელია ამის პროგნოზირება, თუმცა ვირუსი ჩვენთან არის. ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის 300-400 შემთხვევა ეს ცოტა მაინც არ არის.  შემზღუდავი ღონისძიებები და ადამიანის მობილობა თუ გაიზრდება, რის პარალელურად  პირბადის სწორი ტარება 72%-დან 95 %-ზე,  მაშინ შესაძლებელია იყოს შეზღუდვების მოხსნა.  აპრილის მეორე ნახევრიდან არ არის გამორიცხული შემთხვევებმა მომატება დაიწყოს. იმედია ვაქცინაციაც შემოგვესწრება და მოწყვლად ჯგუფებს მაინც თუ ავცრით მაისის ბოლომდე, ესენი არიან ყველაზე რისკის მატარებელი ადამიანები. შეიძლება შემთხვევები გაგვეზარდოს, მაგრამ საავადმყოფოში მოხვედრილი ადამიანების  რაოდენობა და შესაბამისად, სიკვდილიანობა იქნება დაბალი. მთავარია, რომ ჩვენ ეს რისკის გვყავდეს დაცული ვაქცინაციით და სხვა მხრივ, მესამე ტალღის მე არ მეშინია, როგორც ამ საქმეში ჩახედულ ადამიანს. 





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...