ვასილ მაღლაფერიძე: მაუწყებელზე მიმდინარეობს დიდი განახლება, ფაქტობრივად, ახალი ტელევიზია იქმნება

საზოგადოება

ვასილ მაღლაფერიძე: მაუწყებელზე მიმდინარეობს დიდი განახლება, ფაქტობრივად, ახალი ტელევიზია იქმნება

2017 ივნ 19 11:23:48

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებრივის ჟურნალისტს ესაუბრა. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით,  მაუწყებელზე დიდი განახლება მიმდინარეობს და უკეთესობისკენ ცვლილება ყველას წაადგება.

- ბატონო ვასილ, საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში რადიო თავისუფლების ორი პროექტის - „წითელი ზონისა“ და „ინტერVIEW“-ს დახურვამ. რატომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული გადაცემების დახურვის საჭიროება?

- თუ გვინდა, რომ საქმის ვითარება სწორად გავიაზროთ, უნდა ვისაუბროთ ყველა გადაცემაზე და არა მხოლოდ ორზე. მაუწყებელზე მიმდინარეობს დიდი განახლება. იცვლება მთლიანად ბადე, შემოდის ახალი გადაცემები, ქართული სერიალები, ზოგი არსებული გადაცემა კი მნიშვნელოვნად განახლდება. იმ სახით რაც დღესაა, არც ერთი გადაცემა არ დარჩება, ყველას შეემატება რაღაც ახალი, ეს კარგი და აუცილებელია და ამაზე, პირველ რიგში, მათი ავტორები მუშაობენ.

გამომდინარე აქედან, ამ ორი გადაცემის გამოყოფა და არასწორად მიმაჩნია. ყველა გადაცემა ერთად ქმნის არხის სახეს და ყველაფერი ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ. უკეთესობისკენ ცვლილება ყველას წაადგება. ყველა ადამიანი თანასწორია და არ ვფიქრობ, რომ ვინმე უფრო თანასწორი უნდა იყოს, ვიდრე სხვა.

ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით საზოგადოების თითოეული წევრის აზრს, არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა ჯგუფი იქნება, თუნდაც ათი ან ხუთი ადამიანი იყოს - ძალიან მცირე ჯგუფმა ან ერთმა ადამიანმაც კი შეიძლება გაცილებით გონივრული თქვას და მოიფიქროს, ვიდრე ბევრმა, მაგრამ თუ ერთი აზრის დიქტატი იწყება, იქ გონიერება თვლემს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მის არსებობას მხოლოდ მანამდე აქვს ფასი, ვიდრე სრულიად დამოუკიდებელია ნებისმიერი დიქტატისგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. 

საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავს სამეურვეო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტებს და აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს; ჰყავს 24-წევრიანი დიდი საბჭო, რომელიც განიხილავს საჭირბოროტო საკითხებს; ჰყავს აღმასრულებელი საბჭო; ჰყავს ე.წ. სუპერ დესკი, რომელიც საინფორმაციო-პოლიტიკურ მიმართულებას უძღვება. სწორედ აქ, დიდი განსჯისა და ზოგჯერ ცხარე კამათის შედეგად შემუშავდება ხოლმე ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც შემდეგ დირექტორი აწერს ხელს.

არ მგონია, საზოგადოებას ან ჩვენს გულშემატკივარს ქვეყნის გარეთ, მოეწონოს ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც რაიმე სახის ზეწოლის შედეგად გახსნის ან დახურავს რომელიმე გადაცემას.

რატომ გვინდა, რომ ზოგი არსებული გადაცემა ახლით შევცვალოთ და ზოგშიც ცვლილებები შევიტანოთ, ვფიქრობ, ამას ახსნა არ სჭირდება და ვიმეორებ, ყველაფერს ერთიან კონტექსტში უნდა შევხედოთ. შეიძლება, მაყურებელთა გარკვეულ ჯგუფს მხოლოდ ერთ ან ორ გადაცემაზე განსაკუთრებით შესტკიოდეს გული, მაგრამ ჩვენ მთელი მაუწყებლის ინტერესებიდან უნდა გამოვდიოდეთ.

თუმცა, ვინაიდან აჟიოტაჟი ატყდა ამ ორ გადაცემასთან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ მათ შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაღალი აზრის ვარ ამ გადაცემის ავტორების პროფესიონალიზმზე. ამავე დროს დარწმუნებული ვარ, რომ მათი გადაცემებიც საჭიროებენ მნიშვნელოვან განახლებას და ფორმატის გაუმჯობესებას. ამაში არაფერი შეურაცხმყოფელი არ არის. საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს არიან ისეთი პროფესიონალები, რომელთა ცოდნა და გამოცდილება ნამდვილად წაადგებოდა ბატონი გოგი გვახარიას და ქალბატონი სალომე ასათიანის გადაცემების გაუკეთესებას. შეიძლება ვინმეს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივს ამის კომპეტენცია არ აქვს და ჩვენ უნდა გავუშვათ, რასაც მოგვიტანენ და აზრიც არ უნდა გამოვთქვათ, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ.

რეალობას თუ შევხედავთ, დღეს ეს ორი გადაცემა არ გახლავთ რადიო „თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროდუქცია, ამ გადაცემებს თავიდან ბოლომდე ამზადებს რადიო  თავისუფლება და საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ მისი გაშვება ევალება. ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ პლატფორმაა და მეტი არაფერი. საზოგადოებრივის მხოლოდ პლატფორმად გამოყენება არც ჩვენთვის არის საინტერესო და არც სხვისთვის მგონია, რომ იყოს. დღეს პლატფორმების გასაჭირი ნამდვილად არ არის და ამ ეტაპზე არ გვაქვს ისეთი რეიტინგი, რომ ვინმე ჩვენი მეშვეობით ბევრი მაყურებლის მოზიდვას აპირებდეს. ამიტომ ჩვენ გადაცემები კი არ დავხურეთ, არამედ როცა ამის დრო მოვიდა, უარი ვთქვით ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ უტყვი პლატფორმის ფუნქცია რჩება.

დეტალია, თუმცა, თვალსაჩინო, როდესაც ეს ორი გადაცემა გადის საზოგადოებრივზე, მას ორი ლოგო ადევს, რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის, ხოლო როდესაც იგივე გადაცემა მეორდება რადიო თავისუფლების პლატფორმაზე, მას მხოლოდ რადიო თავისუფლების ლოგო ადევს და ჩვენი ლოგო მოხსნილია. რატომ? არ გამოვიჩინებით?! ცხადია, მხოლოდ ლოგოში არ არის საქმე, თუმცა, ლოგოშიცაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა იყოს მხოლოდ გამტარი პლატფორმა, საზოგადოებრივი მზად არის ყველა რესურსი გამოიყენოს ღია და სრულფასოვანი პარტნიორობისთვის.

ამავე დროს, მზად ვართ, ვაწარმოოთ ერთობლივი პროდუქცია სხვა სტუდიებთან და მედიასაშუალებებთან ერთად, და რასაკვირველია, რადიო  თავისუფლებასთან  ერთადაც, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ. საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრად დიდი პოტენციალი აქვს და მას შეუძლია, ერთობლივ პროდუქციაში მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსის ჩადება, რითაც მხოლოდ მოიგებს მაყურებელი. ვიმეორებ, მხოლოდ პლატფორმის დონეზე პარტნიორობა ჩვენთვის არ არის საინტერესო.

მაგალითისთვის მოგიყვანთ ბატონი გოგი გვახარიას გადაცემას, მით უმეტეს, გარკვეული განმარტება აქაც აუცილებელი გახდა, ვინაიდან, თავად ბატონი გოგი, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეულ ფაქტებს არასწორად გადმოცემს და ამით ცდილობს განავითაროს აზრი, რომ მის გადაცემას პოლიტიკური ნიშნით ებრძვიან. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა არის ის პოლიტიკური მოტივი თუ პლატფორმა, რის გამოც ბატონი გოგი შეიძლება ვინმესთვის მიუღებელი იყოს, ვინაიდან მისი გადაცემა „წითელი ზონა“ მის გულშემატკივრებს და მათ შორის მეც, გვახსენდება იმ მშვენიერი ფილმებით, რომლებიც პირველად სწორედ ამ გადაცემაში ვნახეთ და შემდეგ ამ ფილმების შესახებ საინტერესო საუბრებით. ბატონი გოგი თავის სტატუსებში ახსენებს ხოლმე, რომ თითქოს საზოგადოებრივზე ფილმების ჩვენება აუკრძალეს თუ რაღაც ასეთი და ავიწყდება, თქვას დრო და გარემოება, როდის და რატომ მოხდა ეს. როდესაც იანვარში ამირჩიეს და ბადეზე ვმუშაობდით, ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ „წითელ ზონაში“ ფილმები აღარ გადიოდა და არ გადიოდა უკვე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. იმის გამო, რომ „წითელ ზონაში“ გასული ფილმების დიდი ნაწილი არ იყო შესყიდული ჩვენების უფლებით და  რადიო თავისუფლებამ  ვერ უზრუნველყო ფილმების შესყიდვა, გადაცემას შეუცვლია ფორმატი, გადაკეთებულა პოლიტიკურ ტოქშოუდ და საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ პროცესში მხოლოდ ის როლი აკისრია, რომ გაუშვას ის ჩანაწერი, რასაც მოუტანენ. ის, რომ ბატონი გოგი სურვილისამებრ შეცვლის გადაცემის ფორმატს, ამით ჩვენ გვგონია, რომ აგებს მაყურებელი და ცხადია - მაუწყებელიც. ასეთ პრაქტიკას გულისხმობს არსებული ხელშეკრულება, რომლის ვადის გაგრძელებაზეც უარი ვთქვით და, მესამედ თუ მეოთხედ ვამბობ, რომ მზად ვართ და მივესალმებით პარტნიორულ თანამშრომლობას, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეციალისტებსაც ექნებათ აზრის გამოთქმის, ფორმატის შემუშავებაში მონაწილეობის უფლება.

იგივე შეიძლება ითქვას ქალბატონი სალომეს გადაცემის ფორმატის შესახებ, გნებავთ სტუდიის შესახებ და ასე შემდეგ. ბევრი მხრივ შეიძლებოდა მისი გაუკეთესება, მაგრამ დღეს საზოგადოებრივს მხოლოდ ჩანაწერის გაშვების უფლება აქვს და მეტი არაფერი.

ასე რომ, ჩვენ გახსნილი ვართ თანამშრომლობისთვისაც და პარტნიორობისთვისაც ყველასთან, მათ შორის, ქალბატონ სალომესთან და ბატონ გოგისთანაც. თუ მათ სურვილი ექნებათ, დარწმუნებულები ვართ, შევძლებთ ძალიან საინტერესო პროდუქციის შექმნას და ამ პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩაერთვება ინტელექტუალური და მატერიალური რესურსით, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გადაწყვეტილება არსებული ხელშეკრულების გაუგრძელებლობის შესახებ, რაც მხოლოდ პლატფორმის ფუნქციას გვიტოვებს და მზად ვართ დავიწყოთ ისეთი პარტნიორული ურთიერთობა, რითაც მაყურებელიც მოიგებს და საზოგადოებრივიც.

- როდესაც მაუწყებლის დირექტორად აგირჩიეს, საზოგადოებას დაპირდით, რომ შესთავაზებდით სრულიად ახალ, ბევრად უკეთეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. გადაცემებზე გამოცხადებული კონკურსი ფინალურ ეტაპზეა, ახლოვდება ახალი სეზონი. რა მოლოდინი გაქვთ, როგორ საზოგადოებრივ მაუწყებელს ვიხილავთ ახალ სატელევიზიო სეზონზე? 

- ანუ რასაც ვიხილავთ საშემოდგომოდ: ინტენსიურად მიმდინარეობს ტექნიკური გადაიარაღების პროცესი, რაც არ გაკეთებულა ათწლეულების მანძილზე, ფაქტობრივად, ახალი ტელევიზია იქმნება. გადაიარაღების პირველ ეტაპს მოვასწრებთ. გვინდა, რომ ამ ორ თვეში მოვახდინოთ ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა.

ტელევიზიის პირველ კორპუსში კეთდება რემონტი, გვექნება მთლიანად ახალი ნიუსრუმი, სრულიად ახალ პრინციპებზე, ახალ ადგილზე, განახლებული ტექნიკით. ძალიან რთული პროცესია.

ვმუშაობთ და 2018 წელს გვინდა გავუშვათ ახალი არხი „საზოგადოება სპორტი“.  რამდენიმე კვირაში ამ კონცეფციას განსახილველად წარვუდგენთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.

ძალიან მნიშვნელოვანი განახლება იქნება შემეცნებით-გასართობი გადაცემების კუთხით, დასრულდა კონკურსი, რამდენიმე დღეში დასახელდება გამარჯვებული გადაცემები და დავუცადოთ მაყურებლის სამსჯავროს. ვფიქრობ, ბევრი საინტერესო გადაცემა იქნება. მიმაჩნია, რომ  კონკურსმა გაამართლა.

ვიღებთ სხვადასხვა ჟანრის სამ ქართულ სერიალს, რაც დიდი ხანია არ მომხდარა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ცალკე საუბრის თემაა და მალე დასრულდება მუშაობა — სოსო ჩხაიძის „შვიდკაცაზე“, რომელიც გვერდზე იყო გადაგდებული ათწლეულების განმავლობაში და მხოლოდ მისი მეუღლის ძალისხმევით გადარჩა. ვფიქრობ, ეს შვიდსერიანი ფილმი საუკეთესი საჩუქარი იქნება მაყურებლისათვის და ამავე დროს მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება ჩვენი კულტურისათვის. 

დასრულდა მუშაობა და ტესტირებას გადის ახალი ვებგვერდი საზოგადოებრივი.გე, რომელიც ჩვენი ვარაუდით იქნება ერთ-ერთი ლიდერი ქართულ საინფორმაციო სივრცეში.

ვიწყებთ ახალ წინასაარჩევნო პროექტს „თვითმმართველობა 2017“. ეს იქნება ძალიან დიდი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მაქსიმალურად შევეცდებით, მოქალაქეებთან მივიდეთ არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს თითოეული მუნიციპალიტეტის სოფლებში, სიტყვა გადავცეთ ადამიანებს და მთელ საქართველოს დავანახოთ, რას წარმოადგენს თვითმმართველობა. გვინდა, ძალიან სიღრმისეულად გავაშუქოთ ეს პროცესი. დებატებში მონაწილეობის უფლება მივცეთ რეგიონების წარმომადგენლებს და ეს ვანახოთ მთელ საქართველოს.




 ახალი ამბები
  • რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა საკრედიტო ისტორიის გამოსასწორებლადმთავრობის ინიციატივით ფონდმა „ქართუმ“ საბანკო შავ სიაში მყოფ 600 000 ადამიანს, გასული წლის დეკემბერში, სესხი ჩამოაწერა. განულებული დავალიანების მიუხედავად, ადამიანები, რომლებსაც სესხები ჩამოაწერეს, ახალი სესხის აღებასა და განვადებით ნივთების გამოტანას ვერ ახერხებენ. სესხის აღებისას დიდი მნიშვნელობა  აქვს საკრედიტო ისტორიას. კანონს არ აქვს წინაპირობა სესხის გაცემაზე თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ან არ გაიცეს სესხი.  თითოეული საბანკო დაწესებულება თავის შიდა რეგულაციებით აწესებს წინაპირობებს ასეთი შიდა რეგულაციები ამ შემთხვევაში არის კრედიტინფოს მონაცემებში დადებითი ისტორია. რა უნდა გააკეთონ  მოქალაქეებმა ვისაც, დავალიანების განულების შემდეგ, სესხის აღება სურთ_ ამ კითხვით „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. ადვოკატის თქმით, სესხის აღების მსურველმა მოქალაქეებმა ჯერ საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოითხოვონ, რომელიც  კრედიტ ინფოში ინახება. „პირველ რიგში  ადამიანებმა, ვისაც სურთ კრედიტის აღება კრედიტ ინფოს მონაცემებიდან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია, ამ სესხის ჩამოწერით გაუსუფთავდათ საკრედიტო ისტორია თუ არა, დადებითი ისტორია აქვთ თუ ნეგატიური. ისტორია დადებითია თუ ვალდებულებები არის შესრულებული. ამ შემთხვევაში ისტორია უნდა იყოს დადებითად ქცეული, რადგან მართალია, ამ ადამიანების მიერ არა, მაგრამ სხვის მიერ  ვალდებულება შესრულებულია. მთავარია, გამსესხებელმა კომპანიებმა როგორ მიაწოდეს ინფორმაცია  კრედიტინფოს. თუ მათ უთხრეს კომპანიას, რომ ეს იყო ჩამოწერილი ვალდებულება, და უშუალოდ მსესხებლის მიერ არ შესრულდა, შესაძლოა, იყოს ნეგატიური მაჩვენებელი. ნეგატიური საკრედიტო ისტორია კი სესხის აღებას ხელს უშლის“,_ ამბობს არევაძე. როგორც ადვოკატი ამბობს, ნეგატიური საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში მოქალაქემ კრედიტ ინფოს უნდა მიმართოს წერილობით, რომ დავალიანება გასწორებულია და გამოსწორდეს ინფორმაცია.     ... ...
  • იგეგმება თუ არა ოზურგეთის ყოფილი მერიის შენობის დემონტაჟიოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომაზე, რომელიც ნოემბრის თვეში ჩატარდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთის მერიის ყოფილი შენობის დემონტაჟი (შენობა ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მდებარეობს) და მის ადგილას ახალი შენობის აგება. 1 მილიონი ლარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩაიდება. მერის განცხადებითვე, გენგემის ხარჯი 100 000 ლარით გაიზარდა. „გვინდა მოვიწვიოთ სპეციალისტები, რომელებსაც აქვთ შესაბამისი ტექნიკა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ახალგაზრდები ჩავრთოთ გენგეგმის მომზადების პროცესში, რათა ადგილზე უშუალო დათვალიერებით მოხდეს მისი მომზადება და არა კომპიუტერული რუკების საშუალებით (რასაც იყენებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები). როგორც წინასწარი სამუშაო, დაგეგმილია ქონების ელექტრონული რეგისტრაცია“,_ თქვა კონსტანტინე შარაშენიძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ მახარაძის თქმით, ეს წინადადება იდეის დონეზე იქნა გაჟღერებული. „თუ ეს პროექტი განხორციელდება, საბჭოს წევრებმა აღვნიშნეთ, რომ ასევე მოხდეს ქალაქის მერიის ყოფილი შენობის წინ, ე.წ. ჭადრების ბაღის რეაბილიტაცია,“ _ გვითხრა გრიგოლ მახარაძემ. ამავე სხდომაზე მერმა ასევე გააჟღერა შემდეგი სახის ინფორმაციები. „სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარი იხარჯება. დაგეგმილია ნაგომრის კულტურის სახლის რემონტი, ხოლო სოფელ მშვიდობაურში რეაბილიტაცია გაუკეთდება მრავალპროფილურ შენობას.  მიმდინარეობს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობების, კერძოდ ფასადების რეაბილიტაცია - აპოლონ წულაძის ქუჩაზე მდებარე მრავალპროფილური შენობის ფასადის მოდერნიზაცია თუმცა მფლობელებმა უნდა გაიღონ თანამონაწილეობა. გადმოგვეცა ყოფილი „რაიკავშირის“ შენობა მისი 1 ჰა მიწის ფართობით და გაკეთდება გასართობი სკვერი და სტადიონი,“ _ აღნიშნა შარაშენიძემ. „გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მიწოდებისთანავე ... ...
  • ბავშვთა პორნოგრაფია _ დაკავებულია მოზარდი გოგონების მშობლები და მასწავლებელიპოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს. მისივე განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით. „ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა. ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს“, - აღნიშნეს ... ...
  • ოზურგეთში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნაოზურგეთში “ევროკლუბის“ წევრების ორგანიზებით მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, მოხალისეობა  არის  არაანაზღაურებადი, გათვითცნობიერებული, ნებაყოფლობითი საქმიანობა სხვათა სასარგებლოდ. ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეგნებულად და უანგაროდ შრომობს სხვისთვის, შეიძლება ეწოდოს მოხალისე. ღონისძიების დროს “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს“ მოხალისეებმა პატრიცია გებიცკამ და არკადიუშ ბჟოზმა ისაუბრეს მოხალისეების მნიშვნელობაზე. ასევე დამსწრე საზოგადოებას მოუყვნენ, რა მოხალისეობრივი აქტივობები ჰქონდათ გაკეთებული. “ევროკლუბის“ წევრებმა დარბაზში მყოფ ადამიანებს ქაღალდის ფურცლები ჩამოურიგეს, სადაც უნდა დაეწერათ მოხალისეობის მნიშვნელობაზე. ... ...
  • ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა" _ აქციას პროკურატურა შეუერთდარამდენიმე დღეა, ქვეყანაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი 16-დღიანი კამპანია მიმდინარეობს ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ. საინფორმაციო კამპანიის სლოგანია ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა." კამპანიას საქართველოს პროკურატურაც შეუერთდა და უწყების ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამტრედიის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და სექსუალური შევიწროვების თემასა და ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკის შესახებ ესაუბრნენ. ,,ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კატეგორიის დანაშაულის პრევენცია, ასევე, მოსახლეობისთვის სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს გახორციელებული ცვლილებების გაცნობა", _ აღნიშნა "გურია-ნიუსთან" საუბრისას სამტრედიის რაიონულმა პროკურორმა ნუგზარ ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს