ვინ შეიძინა 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ურეკში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე

საზოგადოება

ვინ შეიძინა 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ურეკში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე

28 თებ. 2018, 16:18:38

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის 39 მასწავლებელი, რამდენიმე თვის წინ მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიწის ნაკვეთების გაყიდვას აპროტესტებს.

ისინი ოზურგეთის მერიის შენობაში იმყოფებოდნენ. მათ თავიანთი გულისტიკივილი "გურია ნიუსთან" გამოხატეს და აღნიშნეს, რომ სკოლა სარგებლობის უფლებით ფლობდა წლების განმავლობაში, ურეკში, ე. წ. ყვავილნარის ტერიტორიაზე 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს, რომელიც მათივე თქმით, ისე გაიყიდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომ სკოლის არც ერთი თანამშრომელი ინფორმაციას არ ფლობდა, შესაბამისად, არ იციან, ვინ შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და რამდენად კანონიერად.

"გურია ნიუსი" შეეცადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოეპოვებინა ყველა ინფორმაცია _ ოფიციალური დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ თავდაპირველად, 2017 წლის 28 ივლისს, ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე, სოფელ შრომის დეპუტატი დავით ჭაკნელიძე. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია და გადაწყვიტა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების და გამოუსედაგარი ქონების ნუსხა საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებულიყო.

ამის შემდეგ, საკითხი 2017 წლის 1 აგვისტოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადის. სხდომას თავმჯდომარე დავით დარჩია ესწრება, სადაც განიხილეს საკითხი "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებისა  და "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარი ქონების საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ".

ბიუროს სხდომის შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 2017 წლის 2 აგვისტოს იმართება, სადაც ასევე მტკიცდება აღნიშნული საკითხი დეპუტატების მიერ 28 ხმით. ამ დღესვე გამოსცემს საკრებულო "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ" დადგენილებასაც.

ამის შემდეგ ცხადდება აუქციონი. "გურია ნიუსმა" მოიპოვა აუქციონზე ნაკვეთის შემძენი პირის შესახებ ინფორმაცია _ ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე ირკვევა, რომ 1 8350 კვმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრები ლაშა მგელაძეა.

უნდა აღინიშნის, რომ აუქციონი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა.

დავით ბოლქვაძე, პედაგოგი: _ ადრე გვქონდა 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი ურეკში, ე.წ. "ჩირეს" ტერიტორიაზე,  რომელიც ყვავილნართან მისვლამდე მდებარეობს. ჩვენ ვსარგებლობდით ამ მიწებით წლების განმავლობაში _ გვქონდა საყანე ფართობები. ეს ნაკვეთი სოფლის ყრილობის გადაწყვეტილებით გადმოეცა სკოლას კერძო საკუთრებაში. ახლა გავიგეთ, რომ გასხვისებულია, გაყიდულია და გვინდა გავიგოთ, ვინ შეიძინა ისე, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდით. ასეთივე პრობლემა არის ხრიალეთის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე _ ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთია იქ გამზადებული გასაყიდად.

ჯუმბერ ქურცუა, შრომის ყოფილი გამგებელი: _ არ მოხერხდა ამ მიწების ჩვენს საკუთრებაში გადმოცემა _ 300-300 კვ.მიწა მასწავლებლებს უნდა დაკანონებოდათ, თუმცა, ამას ვერ მივაღწიეთ _ ხან რა მიზეზს იგონებდნენ, ხან _ რას _ ეს არის ზღვისპირა მიწები და ამიტომ ვერ გავცემთო. ახლა ირკვევა, რომ არჩევნებიდან ორი დღით ადრეა გაცემულია ვიღაცაზე. ალბათ, მაგათი ვინმეა. ახლა ვითხოვთ, ეს გაყიდული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, წარმოუდგენელი რაღაცა გააკეთეს იმ ავაზაკებმა _ მე ვარ სოფლის ყოფილი გამგებელი, მე გადმოვეცი შრომის სკოლას ეს მიწის ნაკვეთი _ მაშინ ამის კანონიერი უფლება მქონდა. თან გვეუბნებოდნენ, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და არ იყიდებაო. თუ გაყიდნენ, პირველ რიგში, ჩვენთვის უნდა ეთქვათ. არ დავთმობთ არავითარ შემთხვევაში!

რუსუდან ცეცხლაძე, სკოლის დირექტორი: _ სკოლას ჰქონდა ნაკვეთი, რომელიც გამგეობამ გადმოსცა 1994 წელს. იმის შემდეგ ვიბრძვით ამ ნაკვეთის დასაკანონებლად, მაგრამ წლების მანძილზე უარს გვეუბნებოდნენ _ არ გეკუთვნით, ეს ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და არ იყიდებაო.

წამოვედით მერიაში ამ ამბის გასარკვევად. ვთხოვდით შრომის დეპუტატს დავით ჭაკნელიძეს, რომ დახმარება გაეწია. მე ვმუშაობდი პირადად ამ ნაკვეთზე _ კიტრს, პომიტორს, კარტოფილს ვთესავდით. იქვე იყო მოსწავლეთა ბანაკიც... ახლა ამბობენ, გაყიდულიაო., ჩვენ კი არაფერი ვიცოდით. დღეიდან უნდა დავიწყოთ ამ საქმის გარკვევა ნაბიჯ-ნაბიჯ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მაჟორიტარი დეპუტატი და ყოფილი საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე დავით ჭაკნელიძე " გურია ნიუსთან" ამბობს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი კანონის სრული დაცვით არის გასხვისებული:

_ პირველ რიგში, დავიწყებ იქედან, რომ პრივატიზება დასრულებულად გამოცხადდა 2006 წელს. აქედან გამომდინარე, რაც მიწები დარჩა პრივატიზების გარეშე, ყველა გადაეცა სახელმწიფოს. ეს მიწაც იყო სახელმწიფო მფლობელობაში. როგორც ასეთი, საბუთი, რომ შრომის სკოლის მასწავლებლები ფლობდნენ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს, მეც ვეძებე და ვერ მოვიპოვე, სამწუხაროდ. როგორც მაქვს ინფორმაცია, სკოლას ეს მიწები მისცეს სარგებლობის უფლებით, სიტყვიერი შეთანხმებით. ფლობდნენ ამ მიწებს, მაგრამ პრივატიზაციის დროს ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ვისზე როგორ გადანაწილებულიყო ნაკვეთები. შემდეგ მიწა გადმოეცა მუნიციპალიტეტს, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, გამოცხადდა ღია აუქციონი და კანონის სრული დაცვით გაიყიდა.

აუქციონი როდის ჩატარდა, ზუსტად არ მახსოვს _ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაახლოებით. მეც და სოფელ შრომის გამგებელი შვებულებაში ვიყავით. ეს პროცესი, უბრალოდ, დაემთხვა არჩევნების პერიოდს, _ამბობს ჭაკნელიძე.

აღნიშნული მიწის მესაკუთრე ლაშა მგელაძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, რომ მან ეს მიწა კანონიერად შეიძინა:

_ რა ჩუმად გაიყიდა? 9 კაცი იღებდა მონაწილეობას აუქციონში. უბრალოდ, შევუთანხმდი მათ და ვიყიდე მეტი. კონკურენტის მეტი რა იყო, უბრალოდ მე ვიყიდე. ზუსტად არ მახსოვს, მგონი 9 ათასი ლარი გადავიხადე, _ ამბობს მგელაძე.




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...