ვის რაში ადანაშაულებენ წლების განმავლობაში პენსიის გარეშე დარჩენილი სოციალურად შეჭირვებული პენსიონერები

საზოგადოება

ვის რაში ადანაშაულებენ წლების განმავლობაში პენსიის გარეშე დარჩენილი სოციალურად შეჭირვებული პენსიონერები

2019 ივნ 25 15:11:25

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში მცხოვრები ჟორა ბერძენიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც "გურია ნიუსს" დახმარების თხოვნით მომართა. იგი 1945 წელსაა დაბადებული, სოციალურად შეჭირვებულია და უმწეოთათვის განკუთვნილ დახმარებასაც იღებს. თუმცა, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში კუთვნილი პენსია არც მას და არც მის მეუღლეს, ლამარა ფხაკაძეს არ მიუღიათ.

ჟორა ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ მისი და მისი მეუღლის პენსიას სხვა ითვისებდა:

"2013 წლის შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს არ აგვიღია პენსია. ჩემი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი არის ბათუმი, ასათიანის ქუჩა. ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში მშობლების სახლი მაქვს, სადაც წლების წინ ჩამოვედი, რომ მოხუცებულობის წლები გავატარო. ჩამოსვლიდან ძალიან მალე გავხდი ავად და დიდი ხანი არ შემეძლო სახლიდან გასვლა. ამ დროის განმავლობაში სოციალურ დახმარებას ვიღებდი, პენსია კი არ მიმიღია. ამ დროს მოლარეს სახლში მოჰქონდა დახმარება, მაგრამ, როცა ვკითხე, რატომ არ მოიტანა პენსია, მითხრა, რომ პენსიის მისაღებად ბანკში უნდა მივსულიყავი. კიდევ ვიმეორებ, რომ ამ დროს არც მე და არც ჩემს მეუღლეს სახლიდან გასვლა არ შეგვეძლო", _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი და აგრძელებს: "თავიდან საქმის კურსში ჩავაყენე "ლიბერთი ბანკის" ჩოხატაურის ფილიალის მმართველი ლაშა ასათიანი, რომელმაც მირჩია, რომ მიმემართა საპენსიო სააგენტოსთვის. წამოვედი სააგენტოში. ბატონმა ზურაბ კალანდაძემ გადაამოწმა და მითხრა, რომ პირადობის მოწმობას ვადა ჰქონდა გასული, არადა, მოწმობაზე გარკვევით აწერია, რომ არის უვადო. მთელი ამ დროის განმავლობაში ვარ სოციალური დახმარების მიმღები. რამდენჯერმე იყო აგენტი გადამოწმებაზე. ხომ არ მოვმკვდარვარ? ცოცხალი ვარ. როგორ შეიძლება, ცოცხალ ადამიანს პენსია არ ეძლეოდეს?!"

ჟორა ბერძენიშვილის თქმით, საქმის შესწავლა პოლიციის ჩოხატაურის განყოფილების გამომძიებელს, გიორგი მახარაძეს სთხოვა.

"ვიყავი პოლიციის განყოფილებაში. იქ მესაუბრა გამომძიებელი გიორგი მახარაძე. 25 მარტს ჩამომართვა ჩვენება და დამპირდა, რომ საქმეს მოიკვლევდა. მე მას წარვუდგინე ყველა საბუთი, რაც ხელთ მქონდა, ბანკიდან ამონაწერის ჩათვლით, რომელშიც გარკვევით ჩანს, რომ ჩემი კუთვნილი პენსიის თანხა გაცემულია და ხელს ჩემ ნაცვლად სხვა პიროვნება აწერს (დოკუმენტი, რომლის ასლი ჟორა ბერძენიშვილმა "გურია ნიუსსაც" გადმოსცა, გასავლის ორდერია, რაზეც თანხის მიმღების ხელმოწერა დაფიქსირებული არაა. ავტ.). შემდეგ ჩემთან სახლში მოვიდა მახარაძე და მითხრა, რომ ჩემი თანხმობის გარეშე, ბანკიდან არ შეუძლია საჭირო დოკუმენტების გამოთხოვა. თანხმობა გავაფორმეთ 24 აპრილს. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და გამომძიებლის პასუხი არ ჩანს _ არც დადებითი და არც უარყოფითი. თუმცა, მახარაძე შემპირდა, რომ ყველაფერი ნათელი გახდებოდა ერთი კვირის, მაქსიმუმ, 10 დღის განმავლობაში. ალბათ, იმხელა მანძილია საპენსიო სააგენტოს, პოლიციასა და "ლიბერთი ბანკს" შორის, რომ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია", _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი და მახარაძის მიერ მომზადებულ გამოკითხვის ოქმს გვაჩვენებს.

ჟორა ბერძენიშვილი ყველა იმ ადამიანის გამოაშკარავებასა და დასჯას მოითხოვს, რომლებიც, მისივე თქმით, წლების განმავლობაში ბერძენიშვილისა და მისი მეუღლის კუთვნილ პენსიას ითვისებდა.

"მოვითხოვ, გამოძიებული და შესწავლილი იქნას ოქმში მოყვანილი თითოეული სიტყვა და ამინაზღაურონ ჩემი და ჩემი მეუღლის პენსია; აგრეთვე, პასუხი აგონ ამ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის", _ ამბობს ჟორა ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილის და მისი მეუღლის, ლამარა ფხაკაძის საქმეში უკეთ გასარკვევად "გურია ნიუსი" "ლიბერთი ბანკის" ჩოხატაურის ფილიალის მენეჯერს, ლაშა ასათიანს ესაუბრა:

"ეს პიროვნება მოვიდა ჩემთან, სოციალური დახმარების საკითხზე იყო თუ არ ვცდები. მე ვუთხარი, ამდენი ხანია პენსია რომ არ მიგიღია, ეტყობა, გარდაცვლილად გთვლიან ან რამე სხვა მიზეზია, მიბრძანდით სოცფონდში, დაწერეთ განცხადება და მიიღეთ პენსია-მეთქი. წავიდა, აღადგინა პენსია, მაგრამ დანაკლისი პენსია არ აუნაზღაურეს. კარგი გავაკეთე, მგონია და ეს ადამიანი ახლა აქეთ მიჩივის, რომ თითქოს მე მოვპარე პენსია. როგორ მოვპარავდი, როცა არ ერიცხებოდა?! ეჭვი შეიძლება გაჩნდეს მაშინ, როცა პენსია ერიცხება. საბანკო ამონაწერიც მივეცი ამ ადამიანს", _ გვითხრა ლაშა ასათიანმა.

ასათიანს ჩვენც ვთხოვეთ გადმოეცა საბანკო ამონაწერი, რაზეც უარი გვითხრა და აღნიშნა, რომ ამონაწერის გადაცემა შეიძლება მხოლოდ კლიენტისთვის ან მისი მინდობილი პირისთვის.

 "გურია ნიუსთან" კომენტარი გააკეთა სოციალური სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების უფროსმა ზურაბ კალანდაძემ:

"ჟორა ბერძენიშვილი არ არის სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილების პენსიონერი, რადგან საცხოვრებელ ადგილად ბათუმი უფიქსირდება. ამიტომ ვურჩიე, ბათუმის სააგენტოსთვის მიემართა. თუმცა, ადამიანური მომენტის გამო დავეხმარე და გავარკვიე, რომ მისი პირადობის მოწმობა ვადაგასული იყო, რაც შეიძლება გამხდარიყო პენსიის მიუღებლობის მიზეზი და ვურჩიე პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებინა", _ ამბობს ზურაბ კალანდაძე.

თუმცა, ჩვენი რესპონდენტი ამტკიცებს, რომ არც პირადობის მოწმობებს და არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს ვადა გასული არ აქვს და პირადობის მოწმობის მოქმედების ვადად აღნიშნულია _ "უვადო".

"გურია ნიუსი" ჟორა ბერძენიშვილის პირადობის მოწმობის ვადიანობის გასარკვევად სამოქალაქო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალს დაუკავშირდა. ფილიალის ხელმძღვანელმა ნონა სიხარულიძემ გაგვიმარტა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე "უვადო" შეცდომითაა დაფიქსირებული:

"პირადობის მოწმობა გაიცემოდა 10-წლიანი ვადით. ამ შემთხვევაში, მოქმედების ვადად _ "უვადო" შეცდომითაა მითითებული. მოქალაქე უნდა მოვიდეს ჩვენთან და განცხადების საფუძველზე გავუაქტიურებთ პირადობის მოწმობას", _ გვითხრა ნონა სიხარულიძემ.

ჩვენ, ასევე, მივმართეთ ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს _ ცენტრის უფროსი ნოდარ ფუტკარაძე იხსენებს, რომ 2018 წლის დეკემბერში სააგენტოს მიმართა ჟორა ბერძენიშვილმა:

"ჩვენთან მოსული იყო აღნიშნული პიროვნება. ავუხსენით, რატომ ჰქონდა შეწყვეტილი პენსია _  მას დარიცხული პენსია აღებული არ ჰქონდა 6 თვის განმავლობაში, რამაც შემდეგ ჯერ პენსიის შეჩერება, შემდეგ კი შეწყვეტა გამოიწვია. დავაწერინეთ განცხადება და 2019 წლის იანვრიდან ჟორა ბერძენიშვილიც და მისი მეუღლეც პენსიის მიმღებები არიან", _ გვითხრა ნოდარ ფუტკარაძემ

"გურია ნიუსი" პოლიციის სამმართველოს ჩოხატაურის განყოფილების გამომძიებელს, გიორგი მახარაძესაც დაუკავშირდა, რომელსაც, ჟორა ბერძენიშვილის თქმით, "მისი საქმე აბარია".

"დიახ, ჩემთან მოსული იყო ჟორა ბერძენიშვილი. მესაუბრა თავისი პრობლემის შესახებ. მე შევადგინე ზეპირი გამოკითხვის ოქმი. იგი ბრალს დებს "ლიბერთი ბანკსა" და სოციალური მომსახურების სააგენტოს მისი და მისი მეუღლის კუთვნილი პენსიის მითვისებაში; ითხოვს კონკრეტული ადამიანების დასჯას და პენსიის თანხის დაბრუნებას. ჩემს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენე. მოვიძიე ინფორმაციები ბატონი ჟორას მიერ მითითებულ ყველა სამსახურში, სადაც განმიმარტეს, პიროვნებისთვის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის პირობები. სამწუხაროდ, მე სხვა არაფერი შემიძლია და ჟორა ბერძენიშვილს ვურჩიე, სურვილის შემთხვევაში, დავა სასამართლოში გააგრძელოს".

ბერძენიშვილს საქმის სასამართლოში გაგრძელებას ურჩევენ სოციალური მომსახურების სააგენტოშიც:

"მოქალაქე ჟორა ბერძენიშვილს და მის მეუღლეს ლამარა ფხაკაძეს გასული წლების პენსიის ბოლო დარიცხვა უფიქსირდებათ 2015 წლის ოქტომბერში, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა 6 თვის განმავლობაში ბანკიდან თანხის გატანა არ მომხდარა. შემდეგ კი სამი წლის განმავლობაში სააგენტოსთვის პენსიის აღდგენის თხოვნით არავის მიუმართავს და შეუწყდა. პენსიის აღდგენა ხდება მხოლოდ განცხადების საფუძველზე".

კითხვაზე შეძლებს თუ არა ჟორა ბერძენიშვილი და მისი მეუღლე პენსიის განაცდური თანხის დაბრუნებას, სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ თანხის დაბრუნება შეუძლებელია:

"სამწუხაროდ, თანხას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვერც ბატონი ჟორა და ვერ მისი მეუღლე ვერ დაიბრუნებენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პენსიის შეწყვეტიდან გასულია სამ წელზე მეტი. ბატონ ჟორას და ქალბატონ ლამარას შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, რომელიც, ასევე, დაადგენს, რატომ არ მოხდა პენსიის გატანა ხსენებული 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, მიზეზი ქვეყნის დატოვებაც იყო ან სხვა რამ", _ გვეუბნებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში.

მანამდე კი, სანამ ჟორა ბერძენიშვილი და მისი მეუღლე პენსიის განაცდური თანხის დასაბრუნებლად დავას სასამართლოში განაგრძობენ, კანონში, რომელიც პენსიის გაცემის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესს არეგულირებს, ვკითხულობთ:

"პენსია შეჩერდება პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას, ანუ, როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში".

აქვე აღნიშნულია, რომ პენსიის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლა.

ამავე კანონმდებლობის მიხედვით, პენსიონერი ვალდებულია, აცნობოს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

პენსიის დანიშვნა კი მხოლოდ პირადი განცხადების საფუძველზე ხდება.




 ახალი ამბები
  • მონადირეთა ჯგუფი "ძამა" სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქციებს მართავს სულ ცოტა ხანია, რაც სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფი _ "ძამა" გამოჩნდა. ჯგუფი ლიცენზირებულ მონადირეებს აერთიანებს. ისინი დაკავებული არიან ბუნებიდან იმ მტაცებელი ცხოველების ამოღებით, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობას. ჯგუფში გაერთიანებულმა მონადირეებმა მიზნად დაისახეს სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დახმარება. ისინი უკვე დაეხმარნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრებ ჯიმშერაძეების სამშვილიან ოჯახს. 28 ივლისს მონადირეები სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჯინჭარაძეებს ესტუმრებიან. ჯგუფი ქველმოქმედებას მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს. _ ჩვენი მიზანი, მავნებელი მტაცებლის ბუნებიდან ამოღებასთან ერთად, ქველმოქმედებაცაა. ჯერჯერობით, ამას მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი აკეთებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება შემოგვიერთდება და ერთად ვაკეთებთ სიკეთეს, _ ამბობენ მონადირეთა ჯგუფის ადმინისტრატორები: ვახო სიხარულიძე და გაგა ყაჭეიშვილი. დაინტერესებული პირები ჯგუფის წევრებს შეუძლია დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე _ მონადირეთა ჯგუფი "ძამა" ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (577) 957048.   ... ...
  • ხანძარი ოზურგეთშიოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მელუების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის უფროსი ვახტანგ მლუა ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა და სამაშველო ბრიგადა მეგობარმა გამოიძახა. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ლომთაძემ "გურია ნიუსთან" განაცხადა, ამ დროისთვის ხანძარი ... ...
  • IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ... ...
  • დაკავებისას ბრალდებულებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნესსავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს ბრალდებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. „მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შს ... ...
  • გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი": _ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.  მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...