ვის შეუძლია პირადობის მოწმობის უფასოდ აღება

საზოგადოება

ვის შეუძლია პირადობის მოწმობის უფასოდ აღება

2 მარ. 2018, 20:39:11

საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით, 1 მარტიდან პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო, რომელიც 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.

აღნიშნულმა საკითხმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ვის შეუძლია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის უფასოდ აღება, შეძლებენ თუ არა აქციით სარგებლობას მოქალაქეები, რომელთაც პირადობის მოწმობა დაკარგული აქვთ? _ ამ საკითხზე  „გურია ნიუსს“ სამოქალაქო რეესტრისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მირანდა არაბიძეს ესაუბრა.

მისი თქმით, აქციით სარგებლობა სხვადასხვა სეგმენტს მოიცავს, აქციით სარგებლობა კი იმ  მოქალაქეებს შეუძლიათ, რომელთაც პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ, ან რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილები არიან.

„აქცია სხვადასხვა სეგმენტს მოიცავს, თუ პირი არის რეგისტრაციიდან მოხსნილი, ან აქვს ვადაგასული დოკუმენტი და მის სახელზე არ ფიქსირდება სხვა არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობა ან პასპორტი, მაშინ მას შეუძლია ისარგებლოს აქციით;

აქციით სარგებლობა, ასევე, შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, ვის  პირადობის მოწმობის დამადასტურებელ დოკუმენტსაც  ვადა გასდის 1-ელ ნოემბრამდე.

აქციით ისარგებლებს, ასევე,  რეგისტრაციიდან მოხსნილი პირიც, შესაძლებელია სხვადასხვა პირობით ხვდებოდეს ამ აქციაში, ამიტომ კონკრეტული შემთხვევა არის მნიშვნელოვანი.  თუ მას გაუქმებული აქვს ყველანაირი დოკუმენტი,  მას ეხება ეს აქცია, თუ მოქალაქემ ზუსტად არ იცის, აქვს თუ არა გაუქმებული დოკუმენტი და არის რეგისტრაციიდან მოხსნილი, ასეთ შემთხვევაში მას შეიძლება შეეხოს ეს აქცია, თუკი დარეგისტრირდება კონკრეტულ მისამართზე და მას სჭირდება ახალი დოკუმენტის მიღებაც.

აქცია რომ შეეხოს პირს, ყველა მისი მოქმედი დოკუმენტი უნდა იყოს გაუქმებული.  მაგალითად: შესაძლოა დაკარგა პირადობის მოწმობა, მაგრამ აქვს პასპორტი, რომელსაც ვადა 1 ნოემბრამდე არ გასდის, ასეთ შემთხვევაში აქცია არ შეეხება პირს,  მაგრამ თუ ყველა დოკუმენტი არის გაუქმებული ან ვადა ეწურება 1 ნოემბრამდე, მაშინ მას შეეხება აქია.

იმ შემთხვევაში თუ პირს არ აქვს პასპორტი და დაკარგული აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ამ შემთხვევაში დამოკიდებულია, როდის გაუქმდა დოკუმენტი.  თუ ამჟამად ეს დოკუმენტი არ არის ჩვენთან გაუქმებული და მოქალაქე განაცხადებს დაკარგვის შესახებ,  ასეთ შემთხვევაში უფასოდ არ ეკუთვნის დოკუმენტი თუ სხვა პირობა არ არსებობს აქციით სარგებლობის“, _ ამბობს მირანდა არაბიძე.

როგორც  დღეს აქციის პირობებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა:

პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან:

„საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი; ასევე, არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 1 ნოემბრამდე, უსრულდებათ 18 წელი;

მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;

 მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე;

მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი

ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს; ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა. აღნიშნული პირები აქციით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე“,_განაცხადა წულუკიანმა.

ბაზებში მოქალაქეთა მონაცემების სიზუსტე კვლავაც აქტუალურია, რადგან 2018 წელს საქართველოში კვლავ არჩევნებია და საარჩევნო სია მუდმივად უნდა იხვეწებოდეს.

2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე. წ. „კარუსელს“.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გახორციელებული ღონისძიებების შედეგად უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა; 2 400 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა; აქედან 1 400 000-მდე პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით − უფასოდ ან შეღავათიან ფასად. მოქალაქეები მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურის გადახდისაგან.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს საარჩევნო უფლების მქონე 2 500 000-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 250 000-მდე მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში 2 700 000- მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს. თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ დღეის მდგომარეობით ბაზაში 3 506 573 პოტენციური ამომრჩეველია, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო მონაცემების უდიდესი ნაწილი დაზუსტებული და უტყუარია, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს არჩევნების სანდო პირობებში ჩატარებას.

რაც შეეხება მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს, მათ უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

მოქალაქეებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან გადაამოწმონ პირადობის მოწმობა, რომელიც მათ აქვთ აქტიურია თუ არა, მათ ამის გაკეთება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე შეუძლიათ, ან შეუძლიათ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 0322 401010-ზე დარეკვა.

რაც შეეხებათ იმ მოქალაქეებს, ვისაც პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ვადა აქვს გასული და არ აქვთ მოქმედი პასპორტი, ან დაკარგული აქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც ვადა არ გასვლია, სხელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, პირადობის მოწმობის გაცემის ვადა და ღირებულება ასეთია:  მე–10 სამუშაო დღეს 30 ლარი,  მე-5 სამუშაო დღეს 40 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს 50 ლარი,  მე-2 სამუშაო დღეს 60 ლარი, იმავე დღეს 65 ლარი.




 ახალი ამბები
  • ხანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი გაანადგურახანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა შუა სურებში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა შუა სურების ადმინისტრაციულ ერთეულში, განუცხადა, დამწვარია ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი.  შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია 3 სახანძრო ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში- ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდაერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან დღეს, გამთენიისას გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ... ...
  • იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! (R)ძვირფასო მგზავრებო! ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე მარიკა ბაკურაძე დაგემგზავრებათ.  ჩვენი გზამკვლევი მოგიყვებათ რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც ,,გერმანულ სახლში" მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის - ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.  დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით.   შეგახსენებთ, რომ მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები. იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! ... ...
  • მეუფე მელქისედეკი - საქართველოს ომი არ დაუწყია"ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს", - ასე გამოეხმაურა, აგვისტოს ომის 12 წლისთავს, მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). მეუფეს თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დასრულებულა. როგორც მღვდელმთავარი აღნიშნავს, საქართველოს ომი არ დაუწყია და რუსეთი არის ოკუპანტი. ,,გურია ნიუსი“ მღვდელმთავრის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ: ,,ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში. აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წაუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს. ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან. ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა, რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი. და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოკუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა. საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ... ...
  • ლანჩხუთში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგესდღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ ომმა ლანჩხუთიდან სამი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა- ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე შინდისის ბრძოლაში დაეცნენ, ვასილ სმირნოვი კი გორის გზაზე დაბომბვას ემსხვერპლა.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. "დღეს 12 წელი გავიდა იმ ავბედითი თარიღიდან, მაგრამ რა დროც უნდა გავიდეს, ჩვენ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში მამა დავითმა (წულაძემ) გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...