ჟურნალისტიკა საქართველოში: ყალბი ამბები და ოლიგარქები

საზოგადოება

ჟურნალისტიკა საქართველოში: ყალბი ამბები და ოლიგარქები

2020 იან 22 17:16:43

“ერთი შეხედვით, საქართველოს მებრძოლი და პლურალისტური მედია გარემო აქვს. თუმცა, კარგად დაკვირვების შემთხვევაში, პრესის რეალური თავისუფლების მხრივ ბევრ პრობლემას  დავინახავთ. ბევრი მედია გარედან მიღებულ ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული. იმის გამო, რომ ავტორიტეტული, დამოუკიდებელი მედია არ არსებოს, საზოგადოების მხრიდან უნდობლობა მაღალია. აღნიშნული ანალიზი ცდილობს ნათელი მოჰფინოს არსებულ ვითარებას და განმარტავს შეფასებებს შორის არსებულ განსხვავებებს. 

კავკასიის ქვეყნებთან შედარებით, როგორც ჩანს, საქართველო პრესის თავისუფლებისა და მებრძოლი მედია გარემოს კარგი მაგალითია. დიდი რაოდენობის მედია  საშუალებების არსებობა პლურალისტურ გარემოზე მიანიშნებს, მაგრამ თუ მას ახლოდან დააკვირდებით, ნათელ სურათს ლაქებსაც შეამჩნევთ. რუსეთიდან ორკესტრირებული ყალბი ამბების კამპანიების შემდეგ, გავლენიანი ოლიგარქების ფინანსური დახმარება ქვეყნის მედია გარემოს ჩამოყალიბებაში  განსაკუთრებულ როლს თამაშობს. მათი გავლენა დამოუკიდებელ გაშუქებას და ობიექტურ ჟურნალისტიკას დიდწილად აზიანებს. ექსპერტები საუბრობენ “ოლიგარქიულ პლურალიზმზე”. ეს ანალიზი კი საზოგადოებაზე აისახება: საზოგადოებაში მედიის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია.

ანალიზი

1. “რთულია იყო წინა ხაზზე, როცა არავინ დარბის” 

საქართველოში ხელისუფლება მუდმივად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ქვეყანა გამოხატვისა და პრესის თავისუფლებისა კუთხით რეგიონში წამყვან პოზიციაზეა. არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც დროდადრო ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ მდგომარეობა ბოლო წლების მანძილზე გამოსწორდა. 

ამის ერთ-ერთი მაგალითი არის “რეპორტიორები საზღვრების გარეშეს” (RWB) შეფასება. RWB პარიზში განთავსებული საერთაშორისო, არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პრესისა და ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიკურ ადვოკატირებას ეწევა.  RWB პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების რეიტინგს ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ შეფასებების საფუძველზე ყოველწლიურად ადგენს და აქვეყნებს. ბოლო წლების მანძილზე რეიტინგში მხოლოდ საქართველო  მიიწევდა  წინ საკმაოდ სწრაფად.  2014 წელს საქართველო 84-ე ადგილზე იყო, 2018 წელს კი 180 ქვეყანას შორის ის მე-60 ადგილს იკავებდა. 

როგორც ჩანს, პოლიტიკური სტრუქტურა ღია საზოგადოების ზრდასა და შესაბამისად, პრესის თავისუფლების გაუმჯობესებაზე ახდენს ხაზგასმას. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ის ევროსაბჭოს წევრია. ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულებას, როგორც წესი, აფორმებს ქვეყანაში პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა სფეროში რეფორმების გატარების ვალდებულების სანაცვლოდ. ევროსაბჭო კი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის გაცხადებული მიზანი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაა. 

განსაკუთრებით მაშინ, თუ საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, როგორებიცაა აზერბაიჯანი, რუსეთი ან თურქეთი, ის იმედის შუქურად მოსჩანს. პრობლემა ის არის, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნის ფუნდამენტური ღირებულებების კუთხით  ამ ქვეყნებში ძალიან ნეგატიური შედეგებია.  

ჭეშმარიტად თავისუფალ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა სკანდინავიის ქვეყნები და გერმანია, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება.  გიგა ბოკერია საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი 2010 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე იყო.  დღეს ის ოპოზიციური მოძრაობის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია. ბოკერია, რომელიც ადრე თავადაც  ჟურნალისტი იყო, ქვეყანაში არსებულ მდგომარებას შემდეგნაირად აფასებს: “ ჩვენ ხშირად რეგიონის მოწინვე ქვეყანას გვიწოდებენ. მე ასე ვიტყოდი: რთულია იყო წინა ხაზზე, როცა არავინ დარბის.

2. ყალბი პლურალიზმი: მედია დონორებზეა დამოკიდებული

რა განაპირობებს შეფასებებს შორის განსხვავებას? სამართლებრივი კუთხით, საქართველოში   მედია კომპანიის დაარსება ძალიან ადვილია. ერთის მხრივ, ეს საკმარისად ბევრი მედია საშუალების არსებობას იწვევს. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიხედვით, მიხედვით, ტელევიზია და ინტერნეტი საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. NDI მიუკერძოებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც განვითარებად ქვეყნებში პარტნიორებთან დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტიანობის ზრდის მიმართულებით მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის შემთხვევაში, კითხვარებიც და რესპონდენტებიც ინტერნეტს ფეისბუკთან აკავშირებენ - სოციალურ ქსელთან, რომელსაც საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს და რომელიც ინფორმაციის წყაროა გამოკითხულთა 21%-ისთვის, მეორადი კი დამატებით 25%-ისთვის. 

მეორე მხრივ, მედია საშუალებების საკმაოდ დიდი რაოდენობა არ ნიშნავს, რომ ხარისხიანი გაშუქების მაღალი სტანდარტი დაცულია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბები მოთხოვნადი პროდუქტია, საქართველოში ახალი ამბების მედია მომგებიანი ბიზნესი არ არის. ამაში დავრწმუნდებით თუ, მაგალითად, სარეკლამო ბაზარს შევხედავთ. ეს ბაზარი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2018 წელს სატელევიზიო რეკლამებზე დახარჯული თანხა 68 მლნ ლარიდან ($ 27.2 მლნ.) 56 მლნ ლარამდე ( $22 მლნ. ) შემცირდა. 2016-დან 2018 წლამდე 10-დან 6-მა სატელევიზიო კომპანიამ ბაზარზე დანაკარგები განიცადა.

რადგან ბევრი მედია საქართველოში დაფინანსებით კუთხით გარე დონორებზეა დამოკიდებული, მედია გარემო საქართველოში გაჯერებულია ყველა პოლიტიკური მიმართულებიდან შემოსული ფულით. შედეგად ვიღებთ ყალბ პლურალიზმს. სხვადასხვა აქტორები, რომლებიც პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, სხვადასხვა მედიას აფინანსებენ. ხშირად ასეთი მედიების მიზანი არა გაშუქების მაღალი სტანდარტის მიღწევა ან უფრო დიდი აუდიტორიის მოზიდვაა, არამედ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის ან ბიზნეს ინტერესების მხარდაჭერა.  

ეს დემოკრატიული კი არა, ოლიგარქიული პლურალიზმია. პოლიტიკურ დონეზე ხალხს ეს გაცნობიერებული აქვს. ისინი ამის წინააღმდეგ არაფერს აკეთებენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ მედიის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდასაჭერად საზოგადოების მანიპულაციაა.

მედიის მიმართ საზოგადოების უნდობლობა

მიკერძოებული გაშუქება საზოგადოების მხრიდან შეუმჩნეველი არ რჩება. ამერიკული NDI-ის თანახმად, ქართული ინფორმაციის წყაროების მიმართ საქართველოს მოქალაქეების ნდობა დაბალია. მათი მიგნებებიდან ერთ-ერთი არის ის, რომ მოსახლეობის 68%-ის აზრით, ყალბ ამბებს ქართული ტელევიზიები ავრცელებენ, 56%-ს სჯერა, რომ მათ ონლაინ მედია ავრცელებს, 51% კი ფიქრობს რომ - ბეჭდური მედია.

NDI, ასევე, საქართველოში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ყალბი ამბების კამპანიას დააკვირდა. მაგალითად, “აშშ-ს მიერ დაფინანსებული ლუგარის ლაბორატორია ეპიდემიებს ავრცელებს“, “ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს“ ან “ნატო-ში ინტეგრაცია თურქეთის ბაზების საქართველოში განთავსებას ნიშნავს“... NDI-ის გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით  80 %-ს ამ ჭორების არ სჯერა, გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი 40% კი ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ არის. 

მოქალაქეები ასევე ფიქრობენ, რომ რუსეთი (57%), ევროკავშირი (47%) და აშშ (45%) ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც მათი ქვეყნების პოზიტიურად წარმოჩენას ემსახურება. თუმცა, ქართველების 48%-ს სჯერა, რომ ამ მიზნით რუსეთი ტყუილებს და ყალბ ინფორმაციას იყენებს, 25% ფიქრობს, რომ ევროკავშირი, 26% -ის აზრით კი აშშ არის ჩართული დეზინფორმაციაში. “საზოგადოების მხრიდან მაღალი უნდობლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მედია ზუსტ, სანდო ინფორმაციას ავრცელებს, მაუწყებლებისა და ჟურნალისტებისათვის გამოსაფხიზლებელი ნიშანი უნდა იყოს” - ამბობს ლორა თორნტონი, NDI-ის დირექტორი ქვეყანაში. “დეზინფორმაციის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიული პრაქტიკისა და ინსტიტუციების დესტაბილიზაციის საფრთხეს წარმოადგენს, ინფორმაციული ერთიანობის დასაცავად და გასაძლიერებლად საჭიროა, საქართველომ სტრატეგიას მიმართოს”.

დასკვნა

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველო იმედის შუქურად მოსჩანს, როდესაც საქმე მედიის თავისუფლებას ეხება. ამ შეფასებს არა მხოლოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც ხშირად იმეორებენ. თუმცა, თუ უფრო ახლოდან შევხედავთ მედია გარემოს, განსხვავებულ სურათს დავინახავთ. აქ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალისტიკა არ ესმით. სამაგიეროდ, მედიების უმეტესობა კონკრეტულ ინტერეს ჯგუფს წარმოადგენს. ეს პრობლემა კიდევ უფრო რთულდება იმის გამო, რომ მედიების უმრავლესობა მომგებიანი არ არის.  მათ ხარჯის დასაფარად მეტი შემოსავალი სჭირდებათ, ვიდრე რეკლამებიდან (ან სახელმწიფო დაფინანსებიდან) შეუძლიათ მიიღონ. აქ კი საგრანტო ორგანიზაციებიდან ან ბიზნესიდან შემოსული დონაციები ეხმარებათ. დაფინანსების ეს მოდელი მედია ორგანიზაციებს მიკერძოებული გაშუქების მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის. საზოგადოებას ეს დილემა კარგად ესმის. საქრთველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს სჯერა, რომ მედია დეზინფორმაციას ავრცელებს. 


დანიელ ჰაინრიხი,
გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებლის Deutsche Welle-ის და გერმანიის ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს Deutschlandfunk -ის ჟურნალისტი სპეციალურად მითების დეტექტორისთვის;
სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF- მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს

 

 




 ახალი ამბები
  • გარდაცვლილ ხუთ მგზავრს შორის, ერთ-ერთი 30 წლის ქალიასამტრედიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა შორის, ერთ-ერთი 30 წლის ქალია. ჩვენ ხელთ მანამდე არსებული ინფორმაციით, იგი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკის მკვიდრი იყო. ინფორმაციის დასაზუსტებლად მერის წარმომადგენელს ალექსანდრე ჯანჯღავას დავუკავშირდით, რომელიც "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ თითქმის ექვსი წელია, ოჯახი ძველ სენაკში აღარ ცხოვრობს: "უკვე თითქმის ექვსი წელია ეს ოჯახი ჩვენს სოფელში აღარ ცხოვრობს. მათ სახლი გაყიდეს და როგორც ვიცი, საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ", _ განუცხადა "გურია ნიუსს" ალექსანდრე ჯანჯღავამ. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს "მინივენი" და ტრაილერი შეეჯახა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, შეჯახება იმდენად ძლიერი, იყო რომ "მინივენში" მსხდომი ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით ... ...
  • ვინ არიან სამტრედიაში საზარელი ავარიის დროს დაღუპულებიდღეს, საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  სამტრედიაში, სანავარდოს ქუჩაზე  გამავალ სამტრედია-ლანჩხუთი- სუფსა- გრიგოლეთის ს/გზის მე-2 კმ-ზე, სატვირთო აავტომანქანა “მერსედეს-ბენცი“, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა,  შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით  მოძრავ მინივენს.   შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ მინივენის მძღოლი, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული ენვერი ირემაძე და მისი მგზავრები: ბათუმში, თოდოგაურის დასახლებაში მცხოვრები, თ. შ., ქუთაისში მაისურაძის ქუჩაზე მცხოვრები ქ. ., სენაკში, სოფ. ძველ სენაკში მცხოვრები თ. ჯ. მე-5 მგზავრის მონაცემები დგინდება. მიმდინარეობს გამოძიება სსკ 276-VIII ... ...
  • სამტრედიაში ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელია _ დეტალები შემთხვევის ადგილიდანსამტრედიაში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა შორის ერთ-ერთი წარმოშობით ჩოხატაურელია, _ აღნიშნულის შესახებ ''გურია ნიუსს'' სამტრედიის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ განუცხადა. ,,როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, მინივენი, რომელიც ბათუმის მხრიდან მოდიოდა, სამტრედიის შესასვლელში მოცურდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენის ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. მინივენის მძღოლი ჩოხატაურელია, ტრაილერს კი თურქეთის მოქალაქე მართავდა", _ გვითხრა ფოცხვერიამ.   ... ...
  • გომის მთას დასახლების სტატუსი ენიჭებადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიურომ განიხილა: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ", განკარგულების პროექტი. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა გომის მთის, როგორც უნიკალური კურორტის შესახებ, რომელიც უკვე მსოფლიოს ყურადრების ცენტრში მოექცა და საუკეთესო კურორტების რეიტინგულ სიაში მოხვდა. _ ჩვენთან უშუალოდ მერის წინადადება  არის წარმოდგენილი, რომ გომის მთას მიენიჭოს  დასახლების  სტატუსი. მთავრია,  დაიძრას  ეს საკითხი. როცა სტატუსი მიენიჭება,  ეს იქნება უდიდესი  საქმე კურორტის  გეგმაზომიერი განვითარებისთვის. საკრებულოს  თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ განაცხადა, რომ გომის მთისთვის დასახლების კატეგორიის მინიჭება,   აქ  არსებული ვითარების  კანონის ფარგლებში მოქცევას ნიშნავს, რაც კურორტის თანმიმდევრულ, გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს.  _დღეს მართლაც მნიშვნელოვანი, ისტორიული დღეა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ,  ალექსანდრე სურგულაძემ. ხვალ, 26 თებერვალს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო,  თავის რიგგარეშე  სხდომაზე, რომელიც სწორედ გომის მთის საკითხს ეხება, მიიღებს გადაწყვეტილებას, მოიწონოს წინადადება, გომის მთას მიენიჭოს დასახლების სტატუსი.   ხოლო აღნიშნული განკარგულების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია  საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს,  რომელმაც  უნდა განსაზღვროს  გომის მთისთვის დასახლების სტატუსის ... ...
  • ბიჭს, რომელიც მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნავს, მანქანა აჩუქესბიჭს, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და ნათხოვარი მანქანებით სხვადასხვა რაიონში უსასყიდლოდ არიგებდა, #ალუტეცჰGეორგია-მ და #ინნგროუპ-მა ავტომობილი აჩუქა, _ ამის შესახებ რადიო "პალიტრას" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ანა მარშანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ „SAPG – უსახლკარო ცხოველების პროექტი საქართველოში“ საქველმოქმედო გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაქარია დოლიძე, ცოტა ხნის წინ საქართველოს მასშტაბით მოგზაურობდა. გზად შემხვედრ თითოეულ მიუსაფარ ცხოველთან აჩერებდა „კეთილ მანქანას“ აპურებდა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით ეხმარებოდა. ტურნე საქართველოს მასშტაბით ნაქირავები ავტომობილით თბილისიდან დაიწყო და ცოტა ხნის წინ გურიაში იმყოფებოდა, საიდანაც გეზი აჭარისკენ აიღო. თუმცა, "კეთილმა მანქანამ" გზად უმტყუნა და ქობულეთიდან დედაქალაქში დაბრუნება მოუწია. მიუხედავად ამისა,  მიუსაფარი ცხოველები უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მათთვის განკუთვნილი საკვები გაუგზავნა.  როდის გაუჩნდა მიუსაფარი ცხოველების დახმარების სურვილი, სად უფრო კრიტიკული სურათი შეხვდა მოგზაურობის დროს და როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის გამოსწორება_ ამ საკითხების შესახებ ზაქარიამ „გურია ნიუსთან“, ჩოხატაურში სტუმრობის დროს ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...