გუბერნატორი კლუბ "გურიაზე": "ამ საკითხში, ამიერიდან, არ ჩავერევი"

სპორტი

გუბერნატორი კლუბ "გურიაზე": "ამ საკითხში, ამიერიდან, არ ჩავერევი"

2014 იან 14 03:41:27
მან პრესისთვის განცხადება გააკეთა, რომ, ამიერიდან, კლუბის საქმეებში აღარ ჩაერევა.

_ შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ვისაუბრეთ, თუ ვინ როგორ ხედავდა გუნდის პერსპექტივას; სხვა თემაზე საუბარი არ ყოფილა. ვის მიერ როგორ იქნა აღქმული, არ არის ჩემი პრობლემა. შეხვედრა გვქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან, მათ წარმოადგინეს თავისი ხედვა, რის შემდეგაც მე განვაცხადე, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, 600 ათასლარიანი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გააკეთო მილიონ ოთხასი ათასზე.... ამიტომ, ეს გეგმა ჩემთვის იყო მიუღებელი.

გუბერნატორმა უარყო პრესით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან გამგებელს დაურეკა და მწვრთნელად ლორიას დანიშვნა შესთავაზა:

_ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე მოვითხოვე ლორიას დანიშვნა; ეს არ არის სიმართლე. ასევე ცრუ ინფორმაციაა ისიც, რომ მე ვინმეს ამ საკითხთან დაკავშირებით დავურეკე.

_ ბატონო ზაზა, თქვენთან დავრეკე? _ მიმართა გუბერნატორმა კითხვით გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ზაზა ურუშაძეს.

_ არ დაგირეკავთ და მსგავს თემაზე საუბარიც არ გვქონია, _ დაადასტურა ზაზა ურუშაძემ და უკვე საუბარი მან განაგრძო. ურუშაძის თქმით, მას და გუბერნატორს შორის არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია:

_ ფეხბურთი ყველასთვის მტკივნეული თემაა; ვთქვით, რომ ვინაიდან გუბერნატორი ლანჩხუთელი კაცია, იქნებ, ერთობლივი ძალით მოგვეხერხებინა კლუბის პრობლემების მოგვარება. გვქონდა კიდეც საუბარი კლუბის ფინანსური საკითხების გადაჭრის გზებზე. მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს ლორიასთან მიმართებაში, რომელიც განიხილებოდა კლუბის ერთ-ერთ მწვრთნელად. ამის შემდეგ, ბატონმა გიორგიმ ბრძანა, წარმოგვედგინა ხედვები, მაგრამ ასე არევ-დარევა არ შეიძლება ყველაფრის... ჩვენ ყველანი ლანჩხუთელები ვართ, გული შეგვტკივა გუნდზე და გვინდა, რომ წინსვლა გვქონდეს. ყველამ კარგად იცის, როგორ შემტკივა ამ კლუბზე გული _ ბიძაჩემი იყო მისი პრეზიდენტი... დაიწერა, თითქოს მე და გიორგი ერთმანეთს დავუპირისპირდით... ან მე მას როგორ დავუპირისპირდები, ეს ის კაცია, ვინც პრემიერ-მინისტრმა დანიშნა. რატომ ვქმნით ასეთ ფონს?! ჩემთან მახარაძის დანიშვნაც არ შეუთანხმებიათ. მე არ ვარ წინააღმდეგი ლორია დაინიშნოს, ისიც ხომ მწვრთნელია?! - ამბობს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.

გუბერნატორის თქმით, ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის გამონათქვამებსა და კომენტარებზე: _ ბატონო ზაზა, თქვენზე არაა მარტო საუბარი; ყველამ აგოს თავის კომენტარზე პასუხი. მე რამდენადაც წავიკითხე, ტრენერმა დაწერა, რომ იყო კლუბში და დაამტკიცეს თანამდებობაზე. თუ ეს ასე არ არის და მას არ გაუკეთებია ამგვარი კომენტარი, სხვა საქმეა. მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ _ ჩემი ფუნქცია მონიტორინგია და არა ვინმეს გათავისუფლება ან სამსახურში დანიშვნა. მართლაც მინდოდა დავხმარებოდი გუნდს პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ისე გამოვიდა, თითქოს მე ვარ ხელისშემშლელი... ამიტომ ვაკეთებ ყველას თანდასწრებით კომენტარს: ამ საკითხში აღარ ჩავერევი საერთოდ! ჰყავს გუნდსა და რაიონს ხელმძღვანელობა, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე. შეიქმნა აზრი, რომ გუბერნატორი ერევა ყველგან და ჩემი მცდელობა, გუნდს დავხმარებოდი, ცუდად იქნა გაგებული. ამიტომ ვაცხადებ პრესასთან, რომ ამის შემდეგ, გარდა მონიტორნგისა, საერთოდ არ ჩავერევი კლუბის საქმიანობაში რაც არ უნდა გულსატკენი იყოს. გადაწყვიტოს მისმა ხელმძღვანელობამ, თუ როგორ უნდა წაიყვანოს კლუბის საქმიანობა, რომ კლუბი არ მივიდეს კრახამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას გასცენ პასუხი.

ყველას თანდასწრებით ვუხდი ბოდიშს იმათ, ვინც ჩათვალა, რომ ვინმე შევზღუდე, ან თუ ვინმე თვლის, რომ ჩავერიე მის კომპეტენციაში. იმედია, ამის შემდეგ აღარ დარჩება დამატებითი კითხვები. ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება. არ მინდა მახსენონ ისეთ სიტუაციაში, რაც არ დამიმსახურებია! მე, სამწუხაროდ, მეტის არც გაკეთება შემიძლია და არც შედის ჩემს კომპეტენციაში, _ განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...
  • "გურიის მოამბის" რედაქტორის მიმართ გახორციელებული მუქარის საქმე გახსნილია _ ვინ არის ბრალდებულიშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ბ.მ. მუქარის ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული, სოციალური ქსელი "ფეისბუქის" მეშვეობით, საინფორმაციო სააგენტო „გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს და მუქარის ფაქტზე ამხილეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბ.მ.-ს კუთვნილი კომპიუტერი, საიდანაც მან მუქარის ტექსტი გააგზავნა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ამავე თემაზე: "გურიის მოამბის" რედაქტორი: შვილების ლიკვიდაციით ... ...
  • ,,ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“ - მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას,,ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“ , _ ამ სიტყვებით ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას მიმართა.  ბოკერია-მდინარაძის დაპირისპირების მიზეზი შოთა ხაბარელის კითხვა გახდა, რომელიც მან გიგა ბოკერიას დაუსვა. ხაბარელმა საკუთარ გამოსვლაში ქართველი სპორტსმენების მიღწევებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას. შოთა ხაბარელმა ბოკერიას კითხვით მიმართა, ქართველი სპორტსმენების მიღწევები არის თუ არა ხელისუფლების დამსახურება. კითხვის დასმის დროს გიგა ბოკერია სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ბოკერია სხდომაზე დაბრუნდა, სიტყვით გამოსვლისთვის დრო ითხოვა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების მიღწევა თავად მათი დამსახურებაა და არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დამსახურება არ არის. ამის შემდეგ მამუკა მდინარაძემ გიგა ბოკერიას მოუწოდა, კითხვის არსი სწორად გაეგო და პასუხი ისე გაეცა, რის შემდეგაც ერთმანეთს „ტუტუცი“ უწოდეს. ბოკერიამ მდინარაძეს მიმართა: „თითი სხვისკენ გაიქნიე, უზრდელი ტუტუცი ხარ“, რაზეც, თავის მხრივ, მდინარაძემ ბოკერიას მიმართა: „ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“. დეპუტატების დაპირისპირებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჩაერთო. მან გიგა ბოკერიას მიმართა, რომ მამუკა მდინარაძეს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდა და კორექტულობისკენ ... ...
  • ვლადიმერ იმნაძის შეხვედრები უწყების რეგიონულ სამმართველოებში (R)მიმდინარე წლის 9-15 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსთან, ნუგზარ კაიშაურთან და უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ილიას რიზაევთან ერთად, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და გურიაში იმყოფებოდა, სადაც რეგიონული სამმართველოების უფროსებთან და ადგილობრივ ვეტერანებთან შეხვედრები გამართა და უწყების ბენეფიციარებისათვის აქტუალურ თემებზე ისაუბრა. ამბროლაურში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში შეხვედრების დროს, ვლადიმერ იმნაძემ განიხილა კანონი თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო -სარეზერვო სამსახურის შესახებ და კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც ამ სფეროებში ვეტერანთა ფართო ჩართულობას გულისხმობს. ვლადიმერ იმნაძემ შეხვედრები გამართა ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერთან, ლელა სურმანიძესთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ირაკლი პატარიძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, კონსტანტინე შარაშენიძესა და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან. უწყების დირექტორმა ვეტერანთა სოციალური და ჯანდაცვის კუთხით გაწეული მუშაობისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც ვეტერანთა სოციალური და ეკონომიური პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. ნუგზარ კაიშაური და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, მერაბ ხალვაშს შეხვდნენ და ვეტერანთა შვილებისთვის, საგადასახადო შეღავათების დაწესებასა და, ასევე, აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს. მერაბ ხალვაშმა სტუმრებს მხარდაჭერა აღუთქვა. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...