2X2=4 _ ვის რა პრეტენზიები აქვს ქს კლუბის მენეჯმენტზე

სპორტი

2X2=4 _ ვის რა პრეტენზიები აქვს ქს კლუბის მენეჯმენტზე

21 ნოე. 2020, 13:57:49

2X2=4 _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთელი ჟურნალისტი მამუკა ქანთარია. საქმე კი ისაა, რომ იგივე სოციალური ქსელის საშუალებით ზოგიერთ მომხმარებელს კითხვები გაუჩნდათ, თუ სად წავიდა ის130 ათასი ლარი, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბს ერგო, ამ დროს კი ფეხბურთელები გაუცემელ ხელფასებსა და პირობების არ ქონაზე საუბრობენ. როგორც მათ გაკეთებულ კომენტარებში ვკითხულობთ, კლუბის საქმიანობა აუდიტმა უნდა შეისწავლოს. სწორედ კლუბის ამ კატეგორიის გულშემატკივრების საპასუხოდ აკეთებს განმარტებებს მამუკა ქანთარია.

"ცოტა სამარცხვინო ამბავი ხდება, კითხვები უნდა დაისვას, მაგრამ ვიღაცას რომ გადავეფაროთ, ხელს სხვისკენ ნუ ვიშვერთ!!!

თან გადასაფარებელი არაფერი აქვს მერია/საკრებულოს, პირიქით, მადლობა ეკუთვნის: უფულო მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტს _ 130 000 ლარს იღებს ქალთა ფეხბურთისთვის!

ხელს ვისკენ ვიშვერთ? დურმიშხან ჩხაიძისკენ? მაშინ სად ვიყავით, სახლში რომ ჰყავდა და მარტო ინახავდა მთელ გუნდს? ეს რომ არ ექნა, დღეს ვერც ვიამაყებდით და ვერც მილოცვებში გავეჯიბრებოდით ერთმანეთს!

ან რა შევუმოწმოთ, რომ არ ყოფნის, როგორ ჰყავს მთელი ქვეყნის საამაყო გუნდი?

 სინამდვილეში მარტივია:

წლიური 130 000 ლარი არის თვეში  11 833 ლარი. თუ საშემოსავლოს გამოვაკლებთ, ეგაა 8600 ლარი... 20 ფეხბურთელია, პლუს მწვრთნელები/პერსონალი, ადმინისტრაცია... ხელფასში არ ეყოფა ეგ თანხა. რატომაა აუღებელი ხელფასი? ამ ფულიდან ხარჯებია გაწეული (ტრანსპორტი, კვება და ა. შ.) და ბოლოში დააკლდა. ეგაა სულ...

ჰო, ისე, ზოგ ფეხბურთელს 1000 ლარზე მეტიც აქვს ხელფასი. ჩემპიონი გუნდია, მერე რა, რომ ქალები არიან...

ახლა მენეჯმენტზე თუ გვაქვს პრეტენზია, კი, ბატონო, 130 000 გვეყოფოდა, ოღონდ დღეს ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე ვერ ვიქნებოდით...

გაუგებარია რამე?

პ.ს. პოსტი ნამდვილ გულშემატკივრებს არ ეხებათ, კითხვა რომ დაისვა და მერე უცებ "დაფაცურდნენ", იმათზეა... _ "წერს ქანთარია.

მამუკა ქანთარიას ამ პოსტს არაერთი გამოხმაურებს მოჰყვა იმ ლანჩხუთელთა მხრიდან, რომელთაც უკვირთ, თუ რა ანგარიშს ითხოვენ კლუბის ხელმღვანელობის მხრიდან ფულის განკარგვასთან დაკავშირებით.

"ცოტა მიკვირს, ვინ რა ანგარიშს სთხოვს ამ გოგოებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს. აი, როგორ აგიხსნათ ახლა, ეს იგივეა, რაც ამათმა გააკეთეს, დაახლოებით, ჩვენი ნაკრები რომ გასულიყო ევროპის ჩემპიონატზე, თუ რადგან ქალებია, არგვინდა და ამიტომ ვანგარიშობთ მათ კაპიკებს. დაანგარიშება კი არა, პირიქით, დავუმატოთ და მაქსიმალურად გავუზარდოთ დაფინანსება. ჯერ მარტო ის წინადადება რად ღირს მთლიან ქვეყანაში და ევროპაში ლანჩხუთის სახელი არ სცილდება არცერთ საინფორმაციო და ინტერნეტ სივრცეს. მარტო ამ პიარისთვის უნდა მივცეთ მაქსიმუმი, შედეგებზე მერე ვისაუბროთ", _ წერს ლანჩხუთელი დანიელ ჟორდანია.

საკუთარ პოზიციას აფიქსირებს ზემონახსენებ საკითხთთან დაკავშირებით კიდევ ერთი ლანჩხუთელი ჟურნალისტი თორნიკე ჯიჯიეშვილი.

"სულაც 10 833 ლარი გამოვიყვანე თვეში. სინდისი აქვთ?: ,,იცით რა? _ მერიამ გამოყო 130 000 ლარი, მაგრამ სად წავიდა? იქნებ გამოვიძიოთ?! ვაი, მაგათ პატრონს, მართლა უნდა უჩივლოს დურუმ და სხვებმა მაგისთვის. მადლობის მაგიერია, კი!"

ის ეჭვები ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც ზოგიერთთა მხრიდან გაჟღერდა კლუბის ხელმძღვანელობის მისამართით, სირცხვილად მიაჩნია საფეხბურთო სფეროსთან დაახლოებულ ჟურნალუსტს გოჩა ჯანაშიასაც.

"სირცხვილია იმ ფონზე, რაც ამ გოგონებმა გვაჩუქეს. ცოტა მოეთმინათ მაინც, მაგრამ ვერ მოითმინეს ის, რაც ტელევიზიებში კრიტიკა გაისმა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. თან ისეთები დემაგოგობენ, აზრზე რომ არ არიან, მაგრამ ამ ქაჯობას რა ვუთხარი, სხვაგვარად ჯოხი ვისზე უნდა გადაეტეხათ?! მართლა სირცხვილია ამხელა ბრალის დადება ადამიანზე ასე ხელაღებით, მაგრამ სამშობლოს გამყიდველობის ბრალდებაც როგორ იოლად შეუძლიათ, ისიც ვნახეთ არაერთხელ.

ეს ყველას გამარჯვებაა, ყველას სიხარულია, მაგრამ გაცლის ვინმე?! ეს ვითომ პატრიოტები და ვითომ სუფთა ადამიანები (ყველა არა, რა თქმა უნდა), ძალიან ბევრს იღებენ საკუთარ თავზე და გასდით კიდევაც, მაგრამ ვინ არიან საერთოდ, რა გაუკეთებიათ, რას წარმოადგენენ, თუ ვაზელინგაპოხილების დოღია უბრალოდ?!" _ წერს ჯანაშია.




 ახალი ამბები
  • ქარელში ორი ახალგაზრდა,სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალაქარელში ორი ახალგაზრდა სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას “თრიალეთი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,  შემთხვევა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას უკავშირდება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ . მომხდარის სხვა დეტალები ... ...
  • საზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ ქალი დაიღუპასაზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ 30 წლის ქალი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს. 30 წლის ელისო ლომაიას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახის მტკიცებით ქალი ჯანმრთელი იყო და 3 დღე მხოლოდ ხველა აწუხებდა. სპაზმის დროს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით დედამ "დექსამეტაზონი" დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში  2 საათისა და 30 წუთის შემდეგ მივიდა. ელისო ლომაია ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. ელისო ლომაიას  2 დღეში  დაკრძალავენ, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად.  ახლობლები ვარაუდობენ,რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა და დექსამეტაზონმაც უკუჩვენება სწორედ ამ ვირუსის გამო გამოიწვია. ამბობენ, რომ სასწრაფო დროზე რომ მისულიყო ადგილზე ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა. როგორც მთელს ქვეყანაში, ისე სამეგრელოშიც ადამიანები სიკვდილთან მარტო არიან დარჩენილები. ბრიგადები, რომ საკმარისი არ არის, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ კოვიდ დადასტურებული პაციენტები რუხში მდებარე საავადმყოფოში ოჯახის წევრებს საკუთარი მანქანებით მიჰყავთ. მძიმე მდგომარეობას კი ჯანდაცვის მინისტრი როგორც ჩანს სერიოზულად ვერ აღიქვამს. ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში ადგილები არის, მაგრამ პაციენტებს ხედები არ მოსწონთ და უკმაყოფილოებიც ამის გამო ... ...
  • "სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან" _ ასმათ ტყაბლაძე მთავრობას მიმართავს"სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან", _ ამ მოთხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას ასმათ ტყაბლაძე. როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, დღეს,თბილისში, ხორავას ქუჩაზე სახანძროს დაგვიანებას ფატალური შედეგი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით გაჩნდა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ... ...
  • "გენაცვალე ბაბუ" – "ლანჩხუთის" ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ ბაბუასგან საჩუქარი მიიღოქალთა საფეხბურთო კლუბის “ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა წარმატებული თამაშის შემდეგ, არაერთი საჩუქარი მიიღეს. ერთ-ერთი ფეხბურთელი,  ხატია ჭყონია ბაბუასგან მიღებული საჩუქარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მას მადლობას უხდის. “ არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო იური ბაბუას საჩუქარი. მცირედია შეიძლება, მაგრამ მთელი სავსე გულთ... ის ჩვენი გუნდის პირველი გულშემატკივარია. ყველა თამაშზე გვახალისებს ბავშვებს და გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის. ძალიან საყვარელია - ჯამრთელობა მინდა ვუსურვო და დიდხანს სიცოცხლე. გენაცვალე ბაბუ კეთილ და სუფთა გულში.“ - წერს ხატია ... ...
  • გიორგი გახარია - მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავსრაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. „რაც შეეხება აქციებს - საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს, როდესაც ყრილობების შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან. რა სხვაობაა მაგალითად ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის არ ვიცი. გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის. ან წინასაარჩევნოდ 600 კაციანი სუფრების მოწყობის. არაფერი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. არავინ არავის უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე ჟურნალისტის შეკითხვას დეპუტატების შეკრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე, რადგან არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის. რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...