"გურია" "პოპანდოპულოს" მოლოდინში

სპორტი

"გურია" "პოპანდოპულოს" მოლოდინში

2017 იან 12 19:16:22

გასული წელი წარუმატებელი რომ გამოდგა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიასთვის", ეს ფაქტია _ კლუბი, რომელმაც ბოლო წლებში ხუთ მილიონ ლარამდე დაფინანსება მიიღო, უმაღლეს ლიგიდან გავარდა.

ფეხბურთის გულშემატკივართა და არა მარტო მათი მოსაზრებით, ეს საფრთხე "გურიას" აგერ უკვე რამდენიმე სეზონია თან სდევდა და გასაკვირი არც არაფერი გახლდათ, რადგან, ეტაპობრივად და მიზანმიმართულად ხდებოდა კლუბის მართვის სადავეების საფეხბურთო საქმეებში გაუთვითცნობიერებელ ადამიანთა ხელში ჩაგდება. სწორედ ამის გამოძახილი იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი სხდომა, რომელიც "გურიას" მიეძღვნა და სადაც საკრებულოს წევრებმა პირდაპირ მიახალეს კლუბის დირექტორებს _ საქმე არ იცით და სახლში უნდა წახვიდეთო. იმ სხდომაზე საკრებულომ გამგებელს, ზაზა ურუშაძეს, რომელიც პირადად კურატორობდა ფეხბურთს და "გურიას", დავალება მისცა, შესაბამისი საკადრო ცვლილებები მოეხდინა.

ჩვენი ინფორმაციით, ჯერჯერობით, ცვლილება არ მომხდარა და დირექტორატის წევრები ისევ ინარჩუნებენ პოსტებს. მათ შორის, აღმასრულებელი დირექტორი ოთარ ჩხაიძეც, რომლის "გურიას" მმართველად დანიშვნამ, თავის დროზე ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, რადგან მანამდე იგი გრიგოლეთის ბაზას ხელმძღვანელობდა და დიდ სკანდალშიც გაეხვია _ საუბარია ბაზაზე არსებული წყლის ავზებისა და დამხმარე ნაგებობების რკინის კონსტრუქციების ჯართში ჩაბარებაზე, რაზეც გამგეობის აუდიტის სამსახურმა სკანდალური დასკვნაც შეადგინა. მაშინ, გამგებელი იძულებული გახდა, ჩხაიძე თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა, მაგრამ მოულოდნელად, მას უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობა ანდო, რითაც ზოგს ეჭვი გაუღვივა, რომ ოთარ ჩხაიძემ გამგებელთან შეთანხმებით გაყიდა ზემოთ ხსენებული ჯართი.

სხვათა შორის, გრიგოლეთის ბაზა "აქილევსის ქუსლად" იქცა კლუბისთვის _ მორიგი სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ბაზის ძველი შენობის ნარჩენები, "გურიამ" აუქციონზე გამოიტანა და გაყიდა, როგორც მუნიციპალური ქონება. საკრებულოს იმავე სხდომაზე კლუბის ფინანსურმა დირექტორმა, თენგიზ კიკვაძემ დაასახელა მიზეზი, თუ რას იკვლევს ანტიკორუფციული სამსახური და ისიც აღიარა, რომ კლუბს არ ჰქონდა მუნიციპალური ქონების გასხვისების უფლება.

ჩვენი ინფორმაციით, სწორედ კიკვაძეა ის ერთადერთი ადამიანი, ვინც თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას და თანამდებობის დატოვებასაც აპირებს. არადა, მის აქტივშია კლუბში ფინანსური სიტუაციის დალაგება და ლიცენზირების მიღება. თუმცა, იმავე სხდომაზე საკრებულოს წევრმა თემურ ალექსაიამ მას უთხრა, რომ "ლიცენზირებულ გავარდნას ულიცენზიოდ უმაღლეს ლიგაში დარჩენა" ერჩივნა.

საგულისხმოა, რომ არც ოთარ ჩხაიძე და არც ის ადამიანები, რომლებიც კლუბს სწორედ სპორტული კუთხით კურირებდნენ, არ აპირებენ პასუხისმგებლობის აღებას იმ არასწორ საკადრო პოლიტიკაზე, რამაც "გურია" საბოლოოდ კრახამდე მიიყვანა. საინტერესოა, ვინ უნდა აგოს პასუხი ამდენ შეცვლილ მწვრთნელზე და ორასზე მეტი ფეხბურთელის სელექციაზე?! სამწუხაროდ, ამ ეტაპზე იკვეთება მხოლოდ ის, რომ სწორედ თენგიზ კიკვაძეზე "გადატყდება ჯოხი", თორემ სხვა მხრივ სიტუაცია არ შეიცვლება, საკითხი არა პროფესიონალურად, არამედ პირადი ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება და გარკვეულ პარტიულ ჭრილში მოხდება მიზნის მიღწევა. არადა, საკრებულოს მაშინდელ სხდომაზე ითქვა, რომ კლუბში პროფესიონალები უნდა დავაბრუნოთო და ძველი წარმატებული შემადგენლობის დაბრუნებაზეც გაკეთდა აქცენტი. საუბარია კახა ებრალიძესა და მის გუნდზე, რომლებმაც თავის დროზე "გურია" უმაღლეს ლიგაში გადაიყვანეს და წარმატებული საქმიანობის მიუხედავად ისინი მაინც ჩამოაშორეს კლუბს.

ჰქონდა თუ არა რაიმე კონკრეტულ შეთავაზებას ადგილი, ამას თავად კახა ებრალიძე ჩვენთან საუბარში არც უარყოფს და არც ადასტურებს:

"ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით, ამ ეტაპზე მხოლოდ პირადი საქმეებით ვარ დაკავებული".

საკრებულოს დეპუტატთა ერთი ნაწილი ღიად უჭერს მხარს "გურიას" სათავეში ძველი კადრების მოსვლას და ამ საქმის ბოლომდე მიყვანაც აქვთ გეგმაში. თუმცა, ჩვენივე ინფორმაციით, კახა ებრალიძე ერთადერთი კანდიდატურა არაა და საქმეში სხვებიც ფიგურირებენ. საუბარია ნუგზარ ჩხაიძეზე, რომელიც ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ჩხაიძის უახლოესი მეგობარია და როგორც ამბობენ, სწორედ თემურ ჩხაიძეა დაინტერესებული ამ საქმით.

ამბობენ იმასაც, რომ ამით იგეგმება თავად თემურ ჩხაიძის კლუბში დასაქმებაც.

თავად თემურ ჩხაიძე ჩვენთან საუბარში კატეგორიულად უარყოფს ვინმეს ლობირებას და საერთოდ, ამ საქმესთან რაიმე კავშირს:

"სისულელეა ეს ყველაფერი! მე არავის არ ვლობირებ, საერთოდ არ ჩავრეულვარ და არც ახლა ვერევი კლუბის საკითხებში. მით უმეტეს, არც იქ დასაქმებას ვგეგმავ. ამ ეტაპზე სახლში ვარ და ვისვენებ. არც კლუბიდან და არც სხვა მხრიდან არანაირი შეთავაზება არ მქონია დასაქმების თაობაზე", _ გვითხრა თემურ ჩხაიძემ.

"გურია ნიუსის" წყაროს ცნობით, საუბარია კიდევ ერთ კანდიდატზე _ თემურ ალექსაიაზე, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და კლუბში რამდენიმე წლის წინ მუშაობდა. მაშინ მას კლუბის პრეზიდენტის, კობა მირზაშვილის მოადგილის პოსტი ეკავა. უნდა ითქვას, რომ სპორტული კუთხით იმ პერიოდში "გურია" საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ მაშინ ალექსაია მისმა ოპონენტებმა ფინანსურ სკანდალში გახვიეს _ საუბარია კლუბის კუთვნილ გარკვეულ თანხაზე, რომელიც მირზაშვილის მაშინდელი მტკიცებით, ალექსაიამ შვილის ქორწილისთვის დახარჯა. თუმცა, რაიმე გაგრძელება ამ სკანდალს არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გამგებელმა მირზაშვილი მაშინ გუნდიდან გაუშვა, ალექსაია კი ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში გადაიყვანა დირექტორის მოადგილის პოსტზე.

თემურ ალექსაიას თქმით, კონკრეტული შემოთავაზება მას ზემოთ ნახსენებ თანამდებობასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ ჰქონია:

"ჩემთვის აქამდე არავის არაფერი შემოუთავაზებია, თუმცა, პირადად, კლუბში მუშაობის სურვილი კი მაქვს", _ გვითხრა ალექსაიამ.

 "გურიას" მომავალზე კითხვები გვქონდა საკრებულოს თავმჯდომარესთან, თუმცა, გოგი ხელაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგებლის პოზიციას, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ამ ეტაპზე ის კლუბში არანაირ ცვლილებებს არ აანონსებს:

"სპონსორს ველოდებით, არანაირი ცვლილებები არ იგეგმება", _ ასეთი კომენტარი გააკეთა ზაზა ურუშაძემ კლუბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

სპონსორის თემა ერთგვარ სატყუარად მიაჩნია გულშემატკივართა ნაწილს. ისინი თვლიან, რომ გამგებელს, უბრალოდ, დრო გაჰყავს. არადა, საუბარია მერაბ ჟორდანიაზე, რომელიც დაინტერესებული ყოფილა "გურიათი" და ეს ამბავი ჯერ კიდევ გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე გაჟღერდა. უფრო მეტიც _ გასული წლის ბოლო დღეებში მას ლანჩხუთშიც ელოდნენ, მაგრამ ეს შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო.

რამდენად რეალურია ეს თემა, ამაზე ღიად არავინ საუბრობს, მაგრამ ფეხბურთის ქომაგთა თქმით, დიდი შანსია, სპონსორს "პოპანდოპულოსავით" ველოდოთ.




 ახალი ამბები
  • ერთად დავეხმაროთ ძმებს დედის გადარჩენაში _ მაიასთვის დავამარცხოთ ლეიკემიაქართველი ძმების _ ნიკა და რატი ქართველიშვილების შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის _ ისინი, დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმები ასე ცდილობენ მისი მკურნალობის თანხის შეგროვებას. ამჟამად, ძმები ბათუმში არიან და როგორც გვითხრეს, სეზონის დასრულებამდე ზღვისპირა კურორტზე იმუშავებენ. ნიკა ქართველიშვილის თქმით, დედის ოპერაცია, რომლისთვისაც საჭირო თანხა ჯერ არ აქვთ, 5 სექტემბერს არის დაგეგმილი. "გარკვეული თანხა მოგვიგროვდა, თუმცა, ჯერჯერობით, მთლიანი თანხის შეგროვება ვერ მოვახერხეთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს თანხა შევაგროვოთ. როგორც იცით, თბილისიდან ადამიანები დასასვენებლად არიან წასულები და მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ მე აჭარაში წამოვსულიყავი და აქ გამემგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. დედასთან ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი. ის საბრძოლო განწყობაზეა, შემართებით არის, ჩვენი იმედი აქვს... თავიდან არ ვეუბნებოდით, რომ ასე ვცდილობთ ფულის შეგროვებას, თუმცა შემდეგ სადღაც უნახავს რეპორტაჟი ჩვენს შესახებ და ძალიან მადლიერია ყველა ადამიანის, ისევე, როგორც ჩვენ მადლიერები ვართ, მათი ვინც კი ამ ხნის განმავლობაში გვეხმარება“, _ - განაცხადა ნიკა ქართველიშვილმა. ძმები ქართველიშვილების დახმარების სურვილის შემთხვევაში მათი აბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი GE28თB7739345064300013 საქ.ბანკი GE95BG0000000161310779 მიმღები: რატი ქართველიშვილი პ/ნ 01019072195.მაგთის და ბილაინის აბონენტებისათვის: ... ...
  • გვაქვს ფული და "რუსთავი 2"-ზე უკეთესი შენობა, აწი ხვეწნას არ ვაპირებ - ნიკა გვარამიარუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გუნდს მიმართავს. მისი თქმით, მას ჰყავს ინვესტორები და აქვს ფული, ასევე, რუსთავი 2-ზე უკეთესი შენობა. "მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთჩვენთან ერთადთავისუფლება ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", _ წერს ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:20 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა ... ...
  • ჟურნალისტების პროტესტი - კურიერი ეთერში არ გადის“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს ეთერში არ გასულა. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. გავრცელებული ინფორმაციით, 3 საათზე რ2 ის გენერალურ დირექტორს, მაყურებლისთვის უნდა მიემართა, თუმცა, ბოლო მომენტში, პაატა სალიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი ამბები არცვებ გვერდზე ქვეყნდება. ამ ფორმით ჟურნალისტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვნენ გადაღებაზე. ისინი ასევე აპროტესტებენ საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ. "რუსთავის 2"- ს ჟურნალისტები ტოვებენ, გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, ტელეკოპანია დატოვეს პატა იაკობაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ეკა გაგუამ და მაია ლომიძემ. ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ  გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე "ინტერესთა კონფლიქტის" მოტივით ... ...
  • 23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R) 23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.     მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15  ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  “საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...