ახალი შემადგენლობით გაძლიერებული "გურია" გრიგოლეთში შეიკრიბა

სპორტი

ახალი შემადგენლობით გაძლიერებული "გურია" გრიგოლეთში შეიკრიბა

31 ივლ. 2019, 16:07:18

ოთხი აგვისტოდან ეროვნული ჩემპიონატის პრო ლიგა 2-ის დარჩენილი ორი წრის შეხვედრები განახლდება. ფაქტობრივად, ის მცირედი შესვენება, რომელიც გამოცხადდა, უკვე დასრულებულია და ყველა კლუბი შეკრებილია, მათ შორის, ლანჩხუთის "გურიაც" , რომელსაც ოთხ აგვისტოს მეტად რთული, გასვლითი შეხვედრა ელის თელავში, ადგილობრივ "თელავთან".

ამ შესვენებისას "გურიაში" დაანონსებული ძირეული ცვლილებები გახორციელდა. ფაქტობრივად, ახალ გუნდს ვიხილავთ დარჩენილ შეხვედრებში, რაც უფრო გაძლიერებისთვის იყო მიზანმიმართული. თუმცა, ამ ცვლილებების ფონზე, გუნდს კვლავაც გელა სანაია გაწვრთნის, მისი ასისტენტები კი გიორგი ჩხაიძე, გიგლა იმნაძე და გიგა იმედაიშვილი იქნებიან.

სიახლეებია კლუბის დირექტორატშიც, სადაც სპორტული დირექტორის პოსტი თემურ ლორიამ დაიკავა, რომელიც აქამდე ჩოხატაურის "ბახმაროს" მთავარი მწვრთნელი იყო.

"გურია" 19 ივლისიდან გრიგოლეთში, საწვრთნელ ბაზაზეა და მოსამზადებელ პერიოდს იქ გადის.

"გურიაში" გახორციელებულ სიახლეებზე "გურია ნიუსი" კლუბის ახალდანიშნულ სპორტულ დირექტორს ესაუბრა.

პირველი კითხვა თემურ ლორიასთან სწორედ "ბახმაროს" დატოვების მიზეზებს ეხებოდა და ბუნებრივია, დავინტერესდით, რატომ წამოვიდა საკმაოდ წარმატებული შედეგების მქონე კლუბიდან _  თემურ ლორია "ბახმაროდან" წამოსვლის მთავარ მიზეზად ფინანსურ სიმწირეს ასახელებს:

"მთავარი მიზეზი ფინანსური სიმწირე იყო. არ ვგულისხმობ მარტო ხელფასის დაკლებას, გეგმაში გვქონდა გუნდის გაძლიერება, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. იმედს ვიტოვებ, ჩემი წამოსვლის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად დაეხმარება გუნდს. თუმცა, მე მაინც გადავწყვიტე წამოსვლა. "ბახმარო", რასაკვირველია, არ დაშლილა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ის 22 ივლისს შეიკრიბა და მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა გუნდი საკუთარი სურვილით. მათ შორისაა, ჩვენი ექსფორვარდი გიგა კვერენჩხილაძე, რომელიც, სავარაუდოდ, "ჩიბათში" გააგრძელებს კარიერას. მონახაზი აქვთ, თუმცა, მარტო მონდომება არ უშველის, ფინანსური მხარეც უნდა დალაგდეს. ვთვლი, რომ წარმატებები გვქონდა, უფრო მეტიც შეიძლებოდა, რაღაც პატარ-პატარა ნიუანსები იყო, მაგრამ, ჯამში, მიმაჩნია, რომ "ბახმარომ" დადებითი შედეგი დადო და კარგია, თუ ამ მუხტს არ გააჩერებენ. წარმატებებს ვუსურვებ", _ გვითხრა ლორიამ.

რაც შეეხება "გურიაში" დაანონსებულ დიდ ცვლილებებს, ახლად დანიშნული სპორტული დირექტორის თქმით, ფეხბურთელების ერთი ნაწილი საკუთარი სურვილით წავიდა გუნდიდან, გარკვეული ნაწილი კი (მოსიაშვილი, ყურშავიშვილი, კიკნაძე, აპი, სკოტარენკო, წილოსანი, ჭეიშვილი, ნარიაშვილი) _ მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით. ურთიერთშეთანხმების შედეგად დარჩა სანდრო ბახია:

"სანაცვლოდ მივიღეთ: ხაჭაპურიძე ("ქედა"), ჟვანია ("ნორჩი დინამო"), ვოლხოვი (სამტრედია) , ლომსაძე ("ცხინვალი"). კლუბში დარჩენილ იაგრს, კიდევ ერთი ბრაზილიელი, სილასი დაემატება, რომელსაც დღე-დღეზე ველოდებით. მის გარდა კიდევ სამი ლეგიონერის დამატებაა გათვალისწინებული. "ბახმაროდან" "გურიაში" გადმოვიდნენ შარაშენიძე და კოტრიკაძე. კოტრიკაძე შარშანაც თამაშობდა ლანჩხუთის "გურიაში".

ჯერ არ გადაწყვეტილა, მაგრამ საუბარია ცენტრალურ მცველ, ჯღარკავას გადმოსვლაზე. პრობლემა გვაქვს ფორვარდის ხაზზე. გვყავს, მაგრამ კონკურენციის ხარჯზე გვინდა კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატება. საუბარია აზერბაიჯანელ თავდამსხმელზე, რომელიც ჯერ კლუბს არ უნახავს. არც მარცხენა მცველის და არც მარჯვენა მცველის პრობლემა ამ ეტაპზე არ არის", _ ამბობს კლუბის სპორტული დირექტორი.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, ახალი გუნდის კეთება მიმდინარეობს და დროის სიმცირის გამო, ფეხბურთელების ჯეროვნად შესათამაშებლად მთავარ მწვრთნელს დიდი შრომა მოუწევს. "რაც მისი გამოცდილების კაცს არც უნდა გაუჭირდეს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გააზრებული აქვს. დაგეგმილია რამდენიმე ამხანაგური თამაში", _ ამბობს ლორია.

რაც შეეხება ფეხბურთელების ხელფასების თემას, ლორიას განმარტებით, ეს საკითხი ინდივიდუალურია:

"გუნდში ფეხბურთელთა გარკვეულ ნაწილს მაღალი ანაზღაურება აქვს, ნაწილს _ უფრო დაბალი. ეს ასეა, ზოგადად. რა თქმა უნდა, გაზრდილია მოტივაცია გუნდში, დაგეგმილია პრემიები, რაც კარგი თამაშის ერთ-ერთი სტიმულია. ცნობილია, რომ ფულს ფეხბურთის განვითარების ფონდი აძლევს კლუბს და ამას ემატება სპონსორული შემოწირულობა, რაც ამ შემთხვევაში, კახა ებრალიძისგან მოდის და ეს წარმატებისთვის დამატებითი მოტივაციაა".

როგორც "გურიას" სპორტულ დირექტორთან საუბრისას გაირკვა, საკმაოდ რთულ სიტუაციაში მყოფი კლუბისთვის პროგრამა-მაქსიმუმი ლიგაში დარჩენაა ყოველგვარი პლეი-ოფების გარეშე:

"მესმის, მისია ძალიან რთული დასაძლევი და შესასრულებელია, მაგრამ ეს ფეხბურთია და პრობლემას აუცილებლად უნდა შეეჭიდო. ამისთვის ისეთი გუნდის მომზადება და დაყენებაა საჭირო, რომელიც ყველა წინააღმდეგობას დაძლევს. არავინ არაფერს დაგვითმობს. მე რაც თამაშები ვნახე ამ ლიგაში, ყველა გუნდი სერიოზულია და ვერ გეტყვი, რომელიმე სუსტია-მეთქი. საკმაოდ რთული დასაწყისი გველოდება, სტუმრად ჯერ "თელავთან", შემდეგ "სამტრედიასთან", რომელსაც პირველ გასვლაზე ქულა ავართვით, მაგრამ ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს", _ დასძენს თემურ ლორია.

საგულისხმოა, რომ ფოთის "კოლხეთი" ფინანსური პრობლემის გამო დაჯარიმებულია. კლუბმა ვერ გადაიხადა დათქმულ დროს ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება. დიდი ალბათობით, ფოთელებს 6 ქულა მოაკლდებათ, რაც ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადასაწყვეტია (როგორც ჩვენს შემთხვევაში ბრაზილიელ ფეხბურთელთან). თუ 15 აგვისტომდე ვერ გადაიხდიან, მაშინ მეორე სანქცია დაეკისრებათ და გათამაშებიდანაც მოხსნიან.

ცნობისთვის _ ლანჩხუთის "გურიამ" განახლებული შემადგენლობით პირველი ამხანაგური მატჩი გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე სენაკის "ეგრისთან" ჩაატარა და წაგებული პირველი ტაიმის (1:4) შემდეგ, ფრეს (4:4) მიაღწია. ლანჩხუთელთაგან გოლები გაიტანეს ებრალიძემ, იაგრმა, ლომსაძემ და შარაშენიძემ. 




 ახალი ამბები
  • “მაგნიტში“ მომხადარ გაქურდვაზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...
  • დროა, ვიფიქროთ ფორს-მაჟორის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე- ნიკა მენოგნიშვილისაქართველოში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, მთლიანად შეცვალა არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ, დამატებით, დღის წესრიგში დააყენა ფორს-მაჟორული გარემოებების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის აუცილებლობა, რაც პირდაპირაა დაკავშირებული შრომით-სამართლებრივ და სახელშეკრულებო ურთიერთობებში მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის საკითხთან. შესაბამისად, ჩვენ ვეთანხმებით, რომ დროა, ვიფიქროთ ფორს-მაჟორის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე და შესაძლებლობების ტრანსფორმირებაზე - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ნიკა მენოგნიშვილმა განაცხადა. ნიკა მენოგნიშვილის შეფასებით, ფორს-მაჟორი, როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება, პროფესიულ წრეებსა და კანონმდებლებს შორის განხილვის საგნად უნდა იქცეს. COVID 19-ის შედეგებიდან გამომდინარე ურთიერთობებმა აჩვენა, რომ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ფორსმაჟორის ტერმინის ლეგალური დეფინიციის არარსებობა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ცნების განსაზღვრა, ფაქტობრივად, მხარეთა ნების ავტონომიაზეა მინდობილი. ფორს-მაჟორის ცნების ლეგალური დეფინიციის საჭიროება პასუხობს თანამედროვე სამართლებრივი პრობლემატიკის გამოწვევებს და ორიენტირებული იქნება წინასწარ განუსაზღვრელი შედეგების თავიდან აცილებაზე. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მხარეები, რომლებიც პანდემიის პირობებიდან გამომდინარე შეცვლილი გარემოებების გამო სადავო საკითხებზე სასამართლოს მიმართავენ და ვალდებულების შეუსრულებლობის ცალკეული შემთხვევები დასაბუთებული იქნება დაუძლეველი ძალის არსებობით, უნდა გაითვალისწინონ, რომ სარჩელის წარდგენამდე, საჭიროა შეცვლილი გარემოებების გამო, ვალდებულების გადავადებასა ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე მხარეთა შორის არსებობდეს წერილობითი მიმოწერა და შესრულების შეუძლებლობა ექცეოდეს 2020 წლის 21 მარტიდან - 22 მაისის მდგომარეობით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფარგლებში. შესაბამისად, დასაბუთება უნდა გამომდინარეობდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან, რომლის თანახმადაც, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. ნიკა მენოგნიშვილის განცხადებით, საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში ფორს-მაჟორი და დაუძლეველი ძალა იდენტურ ცნებებადაა გაგებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ფორს-მაჟორის, როგორც დაუძლეველი ძალის არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელია ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, ფორსმაჟორული სიტუაცია წარმოიქმნება მხარეებისგან დამოუკიდებლად და წარმოადგენს ისეთ ობიექტურ გარემოებას, როდესაც გამოირიცხება მოვალის ბრალი. დაუძლეველი ძალის შეფასებისას მნიშვნელოვანია, თუ რამდენად იყო დაუძლეველი ძალის მიზეზების თავიდან აცილება შესაძლებელი კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში. როგორც ცნობილია, ქვეყანაში ფორს-მაჟორული მდგომარეობის დამოწმებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ახორციელებს და მთლიანად დამოკიდებულია მტკიცების ტვირთსა და კონკრეტულ მდგომარეობის შინაარსზე. „ახალგაზრდა ადვოკატები“ შენიშნავს, რომ პანდემიის შედეგად, ფორს-მაჟორის ლეგალური დეფინიციის შემოტანის შემთხვევებს ადგილი აქვს ცალკეულ კანონქვემდებარე აქტებში, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს. კერძოდ, ცვლილება შევიდა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში და განისაზღვრა, რომ ამ წესების მიზნებისთვის, ფორს-მაჟორს წარმოადგენს ისეთი დაუძლეველი ძალა, როგორიცაა: მიწისძვრა,  წყალდიდობა,  ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორი უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ, მათ შორის, გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი  ინფორმაციის საშუალებებით. შესაბამისად, განხორციელებულმა ცვლილებებმა კიდევე ერთხელ ხაზი გაუსვა იმ სამართლებრივ პრომლემატიკას, რაც ფორს-მაჟორის ცნების არარსებობას უკავშირდება კერძო სამართალში. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მზადყოფნას გამოთქვამს, საკითხზე შემდგომი დისკუსიისა და პროფესიულ წრესთან ერთად აქტიური კონსულტაციებისთვის, ვინაიდან მოხდეს არსებული გამოცდილებისა და შედეგების შემდგომი საკანონმდებლო ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?