დავით ყიფიანი _ ფეხბურთის რაინდი

სპორტი

დავით ყიფიანი _ ფეხბურთის რაინდი

2017 მარ 3 13:55:35
დავით   ყიფიანი _  ქართული  დახვეწილი  და ჭეშმარიტი   რაინდობის  ეტალონი, როგორც  მწვანე მინდორზე, ისე   პირად   ურთიერთობაში  ყოველთვის   მისაბაძი  პიროვნება.  მისი ბრწყინვალე ტექნიკა მიმართული იყო  ერთი მიზნისათის _ აეღო მოწინააღმდეგის კარი. დათო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდაა.
 ვლადიმერ (სიომა) ბარქაია
 ფეხბურთის  რაინდი, ასე  უწოდებდნენ   სპეციალისტები  და ჟურნალისტები   თბილისის  დინამოს  გამოჩენილ  ფეხბურთელს  დავით  ყიფიანს.   ყიფიანისათვის  ფეხბურთი  არ  ყოფილა    მარტოოდენ   თამაში, არც   მხოლოდ   კონკურენცია, თავის  თავის  გამოხატვის   საშუალება, გამარჯვება ან  დამარცხება, სიხარული  ან   განწყობილება, მისთვის  ფეხბურთი  იყო  რაღაც   უფრო   მეტი, რომელიც  ყველაზე უფრო  უკეთ  გამოიხატება  სიტყვა  "მოწოდებით".
დიახ, ფეხბურთი  იყო  დავით  ყიფიანის  "მოწოდება", ის  იშვიათი  და ნათელი ტაქტიკური  აზროვნების  მქონე   ფეხბურთელი  გახლდათ, შეტევის  შესანიშნავი ორგანიზატორი, ჰქონდა მოედნის იდეალური  ხედვა, შეეძლო ბრწყინვალედ ეთამაშა  და თანაგუნდელებიც   აეყოლებინა.
ქართული  ფეხბურთის  სიმბოლო,  მისი სინდისი და ნამუსი, მისი  ყველაზე უკეთესი და კეთილშობილი  თვისებების  განსახიერებაა, მწვანე  მინდვრის  უდიდესი  მსახიობი _ ასე   იცნობდნენ   მას, რომლის  ოსტატობის  ნახვასაც  მსოფლიოს   ნებისმიერი  სტადიონის   მაყურებელი   ნატრობდა. მისმა  თაობამ  საქართველოს აჩუქა ყველაზე დიდი სიხარული,  ქართულ   ფეხბურთს   კი  არნახული   გამარჯვება  მოუტანა: ამ გამარჯვების  ერთ-ერთი მთავარი  შემოქმედი  დავით ყიფიანი  იყო.
 "ქართული  გვარები   ძნელი   წარმოსათქმელია, მაგრამ   ყიფიანი ყველას  გვახსოვდა, ასეთი   მოთამაშის    დავიწყება   შეუძლებელია", _ ამბობდნენ უცხოელები.
იმ   პერიოდში  ევროპაში  ასეთი  მასშტაბის  ფეხბურთელი   ძნელად   მოიძებნებოდა.
 დავით   ყიფიანი  დაიბადა 1951  წლის 18 ივლისს,  პროფესორთა   ოჯახში.  კარგად  გვახსოვს  1963   წლის ადრე  გაზაფხული,   ჯერ  კიდევ  საბჭოთა  კავშირის  პირველობა  ფეხბურთში  არ იყო  დაწყებული. ხალხის  ნაკადი  არ წყდებოდა, " ბერევესტნიკის"  სტადიონზე ტევა არ იყო. მიმდინარეობდა   თბილისის  პირველობა  12-წლამდე ასაკის   ფეხბურთელებს  შორის.  მათ  შორის  პატარა,  გამხდარი ბიჭუნა   გამოირჩეოდა, რომელიც   შემდგომ    წლებში  _ მრავალათასიანი  საფეხბურთო    აუდიტორიის კერპი გახდა:  ვინ  იფიქრებდა   იმას, რომ  ამ  გამხდარ  ბიჭუნას  შემდგომში  ევროპის "პელედ"  მონათლავდნენ  ფეხბურთში.  თამაში  დაიწყო  35-ე  საშუალო სკოლაში, 1970  წელს  თამაშობდა  თბილისის "ლოკომოტივში", 1971-1982  წლებში  თბილისის  "დინამოში"  გამოდიოდა;  საბჭოთა  კავშირის   ნაკრებში, უმაღლეს  ლიგაში  ჩატარა  245  მატჩი, გაიტანა  78  გოლი; სსრკ.  ნაკრებში  1_ 9  მატჩი,  7 გოლი  გაიტნა. ევროტურნირებზე _  35 მატჩი,  16  გოლი.    სულ, ოფიციალურ  შეხვედრებში, გატანილი  აქვს 106  გოლი, იყო  მ. ფედოტოვის  კლუბის  წევრი.
 ტიტულები:   სსსკ-ის  ჩემპიონი 1978, ვერცხლის  პრიზიორი, ბრინჯაოს  პრიზიორი,  1971,1972,1976 წლეები სსრკ-ს  თასის   მფლობელი, 1976 ,1979   წლები  თასების  თასის  მფლობელი, 1981 წლის მაისში.  33  საუკეთესოთა  შორის დასახელებული იყო  8-ჯერ, 1977 და 1978  წლებში  პირველი ნომრიდან   სსრკ-ს საუკეთესო  ფეხბურთელი  1978 წლის  დავით  ყიფიანი  იყო  განათლებული  პიროვნება, ფეხბურთის "ჯელტმენი" , მაგრამ  მასაც  გადახდა  კურიოზული ამბები:   მისი   მოგონებიდან: "მსაჯებმა  მხოლოდ  ორჯერ   მაჩვენეს  წითელი   ბარათი.   პირველად  თბილისში  ლენინგრადის   ზენიტთან"   გამაძევეს _   ეს   ვალერი   ბასკაკოვმა  გააკეთა და არ დავმალავ, მართალი  იყო.  ერთმა  ლენინგრადელმა  დინამოელს  დაარტყა  და არც   დავფიქრებულვარ, ხურდა   დავუბრუნე!  მეორედ  ლაიფციგში  გამაგდეს   გდრ-ის   ნაკრებს   ვეთამაშებოდით და  ჩემი მეურვე  85 წუთის განმავლობაში  უმოწყალოდ   მჩეხავდა  და  ფეხებში   მირტყამდა, ბოლოს  ვერ   მოვითმინე  და სილა  გავარტყი.იქაც  გასაძევებელი   ვიყავი.
ის ამბავი, რის  შესახებაც   ევგენი ევტუშენკომ  მოგვიანებით ლექსი დაწერა მართლა მოხდა,   კარდიფში   ვითამაშეთ  თასების  თასსზე " კარდიფსიტისთან 0:1"  წავაგეთ.  მატჩის  შემდეგ  კლუბის  პრეზიდენტი  მოვიდა,  20-ფუნტიანი  კუპიური  გამომიწოდა,  ვითომ და  ამაზე  ღირსეულად  არ გითამაშიაო.  მას  ფული  გამოვართვი,  ხელი  მოვუწერე   დავუბრუნე, იმ  წუთებში  ევტუშენკო  გვერდით  მედგა და მერე მითხრა,  ფული  უკან რომ  დაუბრუნე  შენით  ძალიან  ამაყი  ვიყავიო.
 როდესაც  თბისლისის  "დინამო" ევროტურნირებში  მონაწილეობდა  კენჭისყრაში  მოწინააღმდეგე  გუნდის  მწვრთნელები  ოცნებობდნენ, ღმერთო  თბილისი  "დინამოს"  ნუ  შეგვახვედრებო.  იმასაც  ოცნებობდნენ,  რომ ნუთუ  ყიფიანი  ერთხელ მაინც  ავად არ გახდებაო. ევროპის  თასის  მფლობელთა  თასის  მოსაპოვებლად  დინამოელებმა  ურთულესი  გზა გაიარეს  ფინალამდე.  მკითხველს,  ფეხბურთის  მოყვარულებს  მინდა გავახსენო  "ფაიენოორდთან"  მეორე  შეხვედრა  ჰოლანდიაში.
პირველი  მოვიგეთ  თბილისში  3:0, 1981 8 აპრილს, ხოლო  საპასუხო მატჩი შედგა იმავე    წლის   22  აპრილს. "ფაიენოორდის"  სტადიონი  მოქმედ  ვულკანს  ჰგავდა,  იყო  უთანასწორო  ბრძოლა, ტენდენციური   მსაჯობა.  თბილისის  "დინამოელებს"  ხელმძღვანელობასთან  ერთად  ახლდა  ქართველი  გულშემატკივრების  27-კაციანი  ჯგუფი.ეს  იყო და ეს,  რომელთა  წინააღმდეგ  იბრძოდა  40 000 მაყურებელი, 5-ათასი  დაქირავებული  ბავშვი, მთავარი  მსაჯი,  რასაც  კიდევ  დაემატა  ყიფიანის  არასწორი  ხერხებით  თამაშიდან  გამოთიშვა.  მწვრთნელებმა  მას მიამაგრა  " ჯალათი"  _  ვან    ტილი  და  დაარიგა   ყიფიანისათვის  თამაშის  საშუალება  არ   მიეცა,  რაც  ვან  ტილმა  გულმოდგინეთ  შეასრულა. მე ჩემი  მეურვე   90-წუთის განმავლობაში უმოწყალოდ   მჩეხავდა,  მე  პროვოკაციას  არ ავყევი, რადგან  ავსტრიელი  მსაჯი  გამაძევებდა. ტრიბუნიდან  მესმის  ჩემი  მეუღლის  ხმა:  დათო  , ფეხები  მთლიანად  დაჩეხილი  გაქვსო, კიდევ უფრო მეტიც:  სამი  ბურთი  არ    ჩაგვითვალეს.  სამაგიეროდ, მსაჯმა მოგონილი "პენალტით" დაგვაჯილდოვა. მიუხედავად  დიდი  ზეწოლისა, მსაჯის  არაობიექტურობისა, 90 წუთის  მანძილზე   არ ყოფილა წამი, რომ "დინამოელები"  შემდრკალიყვნენ.
დინამოელები ფინალში გავიდნენ ბურთების შეფარდებით. 
 ნოდარ  ახალკაცი: ვუყურებდი  დავით  ყიფიანის დასისხლიანებულ ფეხებს, გული მეკუმშებოდა, აშკარა  იყო, პერსონალურ  მეურვეს  ვან ტილს   შესაშური  გულმოდგინებით შეუსრულებია   მწვრთნელის დავალება. თამაშის შემდეგ დათოსთან     მივიდნენ  ფრანგი მენეჯერები. "სენტ იენში" გადასვლა  სთხოვეს, მან  სასტიკი უარით  გაისტუმრა ისინი.
წინ  ფინალი:  დიუსელდორფის     "რაინშტადიონზე"    სტადიონზე  1981  წლის 13 მაისი,  ოთხშაბათი.   ეს დღე დაუვიწყარია ფეხბურთის   გულშემატკივართათვის.  ამ დღეს   დინამოელებმა შეუძლებელი  შეძლეს  და  დაამარცხეს გერმანიის გუნდი, ქალაქ  დიუსელდორფში,  "რაინ შტადიონზე", ფინალური  მატჩი, ანგარიშით _  2:1, ათლეტურად საუცხოოდ  მომზადებული  იენის "კარლ ცაისი"  და მოიპოვეს  ევროპის  ქვეყნების  თასის  მფლობელთა  თასი, კიეველი   თანაკლუბელების  შემდეგ. 
რიკარდო   ლატანცი   (მთავარი  მსაჯი): მე  დავეყრდენი   ფეხბურთის   დიდი  სპეციალისტის    ლუის   სესარ   მენოტის    აზრს,  რომ   ფინალს  მოიგებდა  ევროპის   საუკეთესო  გუნდი თბილისის "დინამო". ლოგიკურია ეს  ასეც უნდა მომხდარიყო.  დინამოელები  ერთი  თავით  მაღლა  იდგნენ    კარლ  ცაისის  გუნდზე,  ასევე  გამოგიტყდებით,  ყიფიანი  რომ არა  დინამოელები  თასის  გარეშე  დარჩებოდნენ.  ბურთი   ეძებდა  მას  და  ერთად " ცეკვავდნენ  ქართულს",   სწორედ  ამ  " ცეკვამ"   მოწინაღმდეგე   დააბნია,  ვერ  ხვდებოდნენ, რომელი  მხრიდან  იწყებდა  შეტევას   ყიფიანი. ასევე  კრაუზე    მას  ფეხებში   ურტყამდა. მე  ის  გავაფრთხილე, არ  გავაძევე.  შეიძლებოდა   ამას   უკმაყოფილება მოეტანა, ბრწყინვალებას  სილამაზე   არ  წავართვი. იგი მოვლენაა ფეხბურთის   სამყაროში.
დავით  ყიფიანი  დაიღუპა   ავტოავარიაში, 2001 წლის  17 სექტემბერს. მისი   სახელი  არასოდეს მიეცემა  დავიწყებას არა   იმიტომ, რომ  ის  გახლდათ   ქართული  ფეხბურთის  კერპი,  იგი  ხომ  ბრწყინვალე  პიროვნება,,  ერუდირებული, მეგობრობის  მოყვარული, ოჯახსა  და თავის   ხალხზე  უზომოდ  შეყვარებული ადამიანი იყო და  ყოველთვის  ცდილობდა,  სიკეთე  ეკეთებინა.                                                                                        
მოამზადა გრიშა კეკელიძემ
 



 ახალი ამბები
  • "ასეთი სოფელი რომ გაქვს და შაურმების ქუჩაზე ცხოვრობ"_ ფოტოები აცანადანგურიის თითოეული სოფელი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, თუმცა, სოფელ აცანას ზღაპრული ხიბლი აქვს. აცანა  მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე აცაურას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 150 მ-ის სიმაღლეზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. სახელწოდება აცანა არის ლაზურ-ჭანური წარმოშობისაა და  მოიხსენიება ანტიკური ხანიდან. ცნობისთვის, აცანაში აღმოჩენილია უნიკალური, ანტიკური, სპორტული ინვენტარი _ საჯილდაო ქვა, რომელიც სოფლის განაპირად თინა გუგუშვილის ეზოში ინახებოდა, ეს იყო ვაჟკაცთა ქვა. აგრეთვე დავით ქინქლაძის ოჯახში ინახებოდა გოთიკური ტიპის გასაღები, ოქონის ბეჭედი, რომელიც მან გადასცა აცანის მამათა მონასტერს. "ასეთი სოფელი რომ გაქვს და შაურმების ქუჩაზე ცხოვრობ"_წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ამო ქინქლაძე და აცანის ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ გთავაზობთ. ... ...
  • ბიომრავალფეროვნების კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობოების მოთხოვნები დააკმაყოფილესგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების - მწვანე ალტერნატივას, „საბუკოსა“ და „ნაკრესის“ მოთხოვნები  „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. კერძოდ, პროექტის არსებული ვერსია, რომელიც, ორგანიზაციების მითითებით, მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა, პარლამენტს აღარ წარედგინება. ასევე, ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მისი დამატებითი განხილვებისთვის სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, სამინისტრო საჯარო შეხვედრასაც ჩაატარებს. მეტი გამჭვირვალობისთვის, ასევე ორგანიზაციების მოთხოვნით, სამინისტრო წარმოადგენს დეტალურ განმარტებასაც იმის შესახებ, თუ რომელი შენიშვნები აისახება და არ აისახება კანონპროექტში და - რატომ. 30 იანვარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისადმი მიმართვაში გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ითხოვდნენ, კანონპროექტის არსებული ვერსია არ წარედგინათ პარლამენტისთვის, რადგან ის მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებდა. პროექტის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციები სამინისტროს  თანამშრომლობასაც სთავაზობდნენ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა რვა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სამინისტროს მიერ დასრულებულ ვერსიად წარმოდგენილი დოკუმენტი მაინც გაუმართავი იყო სამართლებრივი და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. მასში სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებები და პრაქტიკულად არ იყო მოცემული რეგულაციების განხორციელების მექანიზმები. შესაბამისად, კანონპროექტი „ვერ უზრუნველყოფდა ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებას“. ამის მიზეზი კი, ორგანიზაციების თვალსაზრისით, პროექტის გაუმჭვირვალედ, დაინტერესებული მხარეების არასათანადო ჩართულობით, ექსპერტთა შენიშვნების დიდი ნაწილის გაუთვალისწინებლობით და ფორმალური, ზედაპირული საჯარო განხილვების ფონზე მომზადება ... ...
  • აქცია პარლამენტთან_ "ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის"დღეს დილიდან პარლამენტთან ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს. პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან „ევროპული საქართველოს" და „ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. „ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატს აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწია პარლამენტში შესვლა. როგორც ოპოზიცია აცხადებს პარლამენტის პიკეტირების მცდელობები და აქციები მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება, თუ საჭირო გახდა საპარლამენტო არჩევნების დღემდე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ერთ-ერთი პოლიტიკოსია, რომელსაც პარლამენტის შენობაში შესვლა დღეს შეძახილების ფონზე მოუწია.  როგორც მან ჟურნალისტებთან  განაცხადა,  "ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის და ეს უკვე უხერხულია". მდინარაძის თქმით, დღეს პარლამენტში ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ თალაკვაძის ანგარიშია, ირაკლი შოთაძის კენჭისყრა კი დღეს იქნება თუ ხვალ, ჯერ გადაწყვეტილი არ ... ...
  • ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული,  დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, თითქოსდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მას, ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით,  ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ... ...
  • ჩოხატაურში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახაჩოხატაურში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.  შემთხვევის შედეგად მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...