გოგონების საფეხბურთო კლუბი სტერეოტიპების დასამსხვრევად ემზადება

სპორტი

გოგონების საფეხბურთო კლუბი სტერეოტიპების დასამსხვრევად ემზადება

7 დეკ. 2019, 16:27:03

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვაბზუს რეზო ღლონტის საფეხბურთო სტადიონზე ხშირად ნახავთ, როგორ ვარჯიშობენ გოგოების საფეხბურთო კლუბ “დვაბზუს“ ფეხბურთელები.

ყველაფერი კი წლების წინ დაიწყო, როდესაც სოფელ დვაბზუს მცხოვრებმა ელენე გოგოტიშვილმა გადაწყვიტა საფეხბურთო კლუბი დაეარსებინა. მისი იდეის განხორციელებაში ფეხბურთის მწვრთნელი მიშიკო ღლონტი და პედაგოგი მარიკა ჩხიკვიშვილი დაეხმარნენ.

ელენე გოგოტიშვილი: “მინდა, რომ დავანგრიო ის სტერეოტიპი, რომ ვითომ გოგონებს, არ შეუძლია ფეხბურთის თამაში. ბევრ შემთხვევაში ქალები უფრო კარგად თამაშობენ, ვიდრე კაცები. ბევრჯერ ყოფილა იმაზე საუბარი, რომ ქალს რა უნდა ფეხბურთში, მაგრამ... დაბრკოლებები თავისთავად იქნება, მაგრამ ამას აუცილებლად გავუმკლავდებით. ჩვენი გუნდი დავამტკიცებთ, რომ ქალებსაც შეუძლია ფეხბურთის თამაში.

თამაშის დროს გაგვიჩნდა იდეა შეგვექმნა დვაბზუს გოგონათა საფეხბურთო კლუბი “დვაბზუ“ და დავიწყეთ აქტიურად ფეხბურთის თამაში. სკოლებს შორის ხშირად ვთამაშობდით და შარშან “კოკა-კოლას“ თასი მოვიგეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ეს კი ჩვენი მწვრთნელი მიშიკო ღლონტის დამსახურებაა.

ელენე ახლა მეთერთმეტე კლასშია და ვიდრე საგამოცდო ციებ-ცხელებაში ჩაერთვება მისი სურვილია საქართველოს ჩემპიონი გახდეს. თავისუფალ დროს კითხულობს, უსმენს მუსიკას და უყურებს ფეხბურთს. 2013 წლიდან გულშემატკივრობს “ბარსელონას“ და მისი საყვარელი ფეხბურთელია მესი.

მიშა ღლონტის თქმით, ამ ეტაპზე დაგეგმილია გუნდის გაძლიერება და მათი სურვილია სხვა სოფლებიდანაც მოვიდნენ გოგონები, რომ ასწავლონ ფეხბურთის თამაში.

მარიამ კაპანაძის თქმით, 11 წლის იყო, როდესაც ელენესთან ერთად დაიწყო ფეხბურთის თამაში.

“მინდა გავხვდე წარმატებული ფეხბურთელი, რომ ჩემი შეშურდეს სხვებს.“ - გვითხრა მარიამ კაპანაძემ.

დღეს კი (7 დეკემბერს) დვაბზუს სტადიონზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს აპარატის თავმჯდომარე გოგოების ვარჯიშს დაესწრნენ. სტადიონზე არაერთი სტუმარი და გულშემატკივარი იმყოფებოდა.

კლუბის საპატიო პრეზიდენტის, მარი ჩხიკვიშვილი თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დანერგა პროექტი თვითმმართველობა განათლების ფარგლებში, რომელშიც შედის პატარა პროექტი “ჩვენით შექმნილი მომავალი“, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული ახალგაზრდების მოძიებას, მათ წარმოჩენას და საზოგადოებისთვის გაცნობა.

“პირველი მონაწილე იყო ავთუკა ხომერიკი, რომელმაც თავის სახლში დაარსა ტელევიზია, მეორე არის გიორგი ლომთათიძე, რომელიც ბავშვებს ასწავლის ქართულ ხალხურ სიმღერებს სოფელ დვაბზუში, მესამე მონაწილე არის ელენე გოგოტიშვილი, ის არის სოფელ დვაბზუში გოგოების ფეხბურთის დამაარსებელი. მე ვარ ამ გუნდის საპატიო პრეზიდენტი და ვცდილობ, რომ ყველანაირად დავეხმარო. ელენეს მეშვეობით ათობით გოგომ გადაწყვიტა ფეხბურთის თამაში. “ - გვითხრა მარი ჩხიკვიშვილმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიას თქმით, ის, რაც ხდება დღეს სოფელ დვაბზუში აუცილებლად დასაფასებელია.

“პირადად ჩემგან ამ გუნდის ექნება მხარდაჭერა. იმედია, რომ საფეხბურთო კლუბი “დვაბზუ“ გვასახელებს. “ - თქვა დავით დარჩიამ.

ამ ეტაპზე საფეხბურთო კლუბი “დვაბზუში“ თამაშობენ: ელენე გოგოტიშვილი, მარიამ კაპანაძე, ანა თევზაძე, ანნა სათვალდიევა, ანი ანთაძე, ლიზი პაქსაძე, ლანა პაქსაძე, სალომე ჩოგაძე, ნათია ჭელიძე, მარი აბაშიძემ ქეთი თევზაძე.




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...