"გურიას" გადასარჩენად დიდი ცვლილებები ანონსდება

სპორტი

"გურიას" გადასარჩენად დიდი ცვლილებები ანონსდება

17 ივლ. 2019, 11:36:18

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა ლიგაში დიდი შესვენებაა გამოცხადებული და ამავდროულად, სატრანსფერო ფანჯარაც ღიააა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბებში გარკვეული ცვლილებები უნდა მოხდეს.

ბუნებრივია, ამ მხრივ საინტერესოა, რა ვითარებაა ლანჩხუთის "გურიაში", რომელსაც პირველ ორ წრეში ფრიად არასახარბიელო სატურნირო სიტუაცია აქვს და ვითარების გამოსასწორებლად კიდევ ორი წრე რჩება. ფაქტია, რომ არსებულ ვითარებაში რთულია პლეი-ოფის გარეშე ლიგაში დარჩენა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. თან იმ ფონზე, რომ ფინანსური პრობლემების გამო, რიგი გუნდები სუსტდებიან და ეს ფაქტორი "გურიამ" მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

ფაქტია, რომ არსებული შემადგენლობით წარმატებაზე ფიქრი ზედმეტია და სატრანსფერო პერიოდში უკვე მიდის საუბარი რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვაზე, რომლითაც კლუბი გაძლიერდება.

ვანო კურდღელაშვილი, უმაღლესლიგელი "ვიტ ჯორჯიადან", უკვე რამდენიმე თამაშია, ირჯება ძირითად შემადგენლობაში; ასევე, "ცხინვალიდან" თამაზ ლომსაძის გადმოსვლაა ნავარაუდევი.

არსებული ინფორმაციით, "გურიას" შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვლება _ საუბარია 10-12 ფეხბურთელის დამატებაზე, სავარაუდოდ, მათ შორის იქნება კიდევ 2 უცხოელი. შემტევი ემანუელ იაგრი უკვე ლიდერად მოგვევლინა და ის გუნდში აუცილებლად დარჩება. ახლა ტრავმირებულია, მაგრამ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ცენტრალური მცველი ჰაპი, რომელიც, ასევე, დაეხმარება კლუბს სეზონის ბოლომდე. კიდევ ერთმა უცხოელმა ბოლო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა და სავარაუდოდ, მასაც ენდობიან მწვრთნელები.

ფაქტობრივად, გუნდში თითქმის ყველა ხაზი ერთნაირადაა გასაძლიერებელი, რათა ისეთი შეცდომები აღარ განმეორდეს, რის გამოც პირველ წრეში ბევრი ქულა დაიკარგა. ახლა "გურიას" წინ 18 თამაში აქვს, საიდანაც, მინიმუმ, 10-11 უნდა მოიგოს და ისიც საკითხავია, თუ იქნება ეს საკმარისი პლეი-ოფისგან თავის დასაღწევად.

ამ არც თუ სახარბიელო ვითარებას ცოტათი იმის იმედი ამსუბუქებს, რომ ბევრ გუნდში მწვავე ფინანსური კრიზისია, შესაბამისად, ფეხბურთელთა გადინება ხდება. სწორედ ამით უნდა ისარგებლონ ლანჩხუთური კლუბის მესვეურებმა და შეძლებისდაგვარად, ყველა თავისუფალი კარგი ფეხბურთელი ხელიდან არ გაუშვან.

ჯერჯერობით, ვინ მოვა კლუბში, ამაზე საუბარი ნაადრევია, რამდენიმე ვარიანტი განიხილება და ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი:

"მთავარია, გვაქვს დიდი სურვილი იმისა, რომ კლუბი ისე გავაძლიეროთ, რომ ლიგაში დარჩენა პლეი-ოფის გარეშე მოვახერხოთ. ამისთვის უშუალო კონკურენეტებს "ექვსქულიანი" თამაშები უნდა მოვუგოთ; მეტიც, ყველა შეხვედრაში მოსაგებად უნდა გავიდეთ.

ამ ლიგაში რომ ყველასთან ტოლსწორად თამაში შეიძლება, ბოლო მატჩებმაც დაადასტურა _ ჯერ "ცხინვალს" და მერე ლიდერს _ "შევარდენი 1906"-ს ლამის შემადგენლობა განახევრებული და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფებმა არაფერი დავუთმეთ და ორივე შეხვედრის მოგებაც კი შეგვეძლო.

ახლა ერთთვიანი პაუზაა ჩემპიონატში, რაც გელა სანაიამ ახალი გუნდის გასაკეთებლად და შესათამაშებლად უნდა იკმაროს", _ გვითხრეს კლუბში.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...