ლორია და „გურია“ ისევ აქტუალურია

სპორტი

ლორია და „გურია“ ისევ აქტუალურია

2019 სექ 5 14:19:11

ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში  თბილისში გათამაშების ლიდერ ,,მერანთან’’ მარცხის შემდეგ ლანჩხუთის „გურიას“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი გელა სანაია  და მთლიანად სამწვრთნელი შტაბი დაითხოვა.     

კლუბის ხელმძღვანელობის  ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც სანაიას სრული ნდობა გამოუცხადეს  და გათამაშების შესვენებისას ახალი გუნდი დააკომპლექტებინეს.  მართალია, შედეგები კლუბს დიდად გამორჩეული არ უჩვენებია, მაგრამ პირველად მოხდა, რომ ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და თითქოს კრიზისის დაძლევის კონტურებიც გამოიკვეთა. თუმცა, გათამაშების ლიდერთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო მთავარი მწვრთნელის დათხოვნის  გადაწყვეტილება.

სანაიას წასვლის შემდეგ, კლუბი ერთი ხანი უმწვრთნელოდ იყო და ბოლო შეხვედრა ქობულეთის „შუქურასთან“ ლანჩხუთელებმა უმთავარმწვრთნელოდ ჩაატარეს და ლოგიკური მარცხიც იწვნიეს. როგორც გაირკვა, ახალი მწვრთნელის ძიებამ უშედეგოდ ჩაიარა და აქცენტი საბოლოოდ თემურ ლორიაზე გაკეთდა, რომელიც თავიდან წინააღმდეგი იყო გუნდის გაწვრთნაზე, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა კახა ებრალიძის ამ შეთავაზებას.

 თემურ ლორია  წლების წინაც იკავებდა  ლანჩხუთის „გურიას“ მთავარი მწვრთნელის პოზიციას და მაშინ გუნდის უმაღლეს ლიგაში გადაყვანაც მოახერხა, თუმცა 2015 წლის აპრილში მუნიციპალიტეტის მაშინდელი პირველი პირის გადაწყვეტილებით, იგი კლუბიდან დაითხოვეს.  ლორიამ სამწვრთნელო კარიერა 2017 წლის თებერვლიდან  ჩოხატაურის საფეხბურთო კლუბ „ბახმაროში“  გააგრძელა,  ერთი სეზონი მთლიანად ჩაამთავრა და ზედა ლიგაში კლუბის აღზევებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ლორია  ჩოხატაურში წელსაც მოღვაწეობდა, სადაც მიმდინარე სეზონის გათამაშების შესვენებამდე დაჰყო და შემდეგ „გურიაში“ სპორტული დირექტორის პოსტზე გადაინაცვლა. თუმცა აქ მას მცირე ხნით მოუწია მუშაობა და ისევ სამწვრთნელო საქმეს დაუბრუნდა.

სიმართლე ითქვას, ძალიან რთულ ვითარებაში მოუწევს მას მუშაობა. გუნდი ისევ ბოლო ადგილზეა და კონკურენტებთან ბრძოლა უშეღავათო იქნება. ფაქტობრივად ლიგა პრო 2-დან გავარდნის პრეტენდენტთა შორის სამი გუნდია გამოკვეთილი  და დარჩენილ ტურებში „გურიამ“ სასწაული უნდა მოახდინოს პლეი-აუტს  რომ ასცდეს. თუმცა აქამდე პროგრამა-მინიმუმის შესრულება მაინც მოუწევს, რომ პირდაპირ არ გავარდეს ამ ლიგიდან. ფაქტია, რომ ახალ მწვრთნელს უშუალოდ გუნდში შექმნილი არაჯანსაღი სიტუაცია აქვს დასალაგებელი, რაც საკმაოდ რთული საქმე იქნება უდაოდ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტესოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტეს. შენობაში განთავსებულია მაჟორიტარი-დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიურო, სადაც ალეკო ელისაშვილის აქცია უნდა დაიწყოს. ელისაშვილმა და მისმა გუნდმა უკვე ერთი აქცია ჩოხატაურის ბაზარში გამართეს. "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" _ ასე ქვია ელისაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ... ...
  • "მთელი მისი ნარატივი იყო, დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო" _ ნინო წილოსანი ელისაშვილზესამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ჩოხატაურის მოსახლეობასთან შეხვედრას ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. "დღეს ბატონი ალეკო ელისაშვილი ესტუმრა ჩოხტაურს. მთელი მისი ნარატივი იყო დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო. - ვერც ერთ შემთხვევას ვერ ასახელებს რაიონიდან რამე წამეღოს, პირიქით მიტანის უამრავი, მაგრამ ეს ხომ მას არ აინტერესებს.- არც მასავით ლაპარაკით გამდიდრებულა ჩემი ოჯახი. სხვები ქარხნებს ჯართად რომ ჭრიდნენ მამაჩემი თავისი ჯანმრთელობის ფასად ვაგონმშენებლობას ანვითარებდა და მთავრობების რეკეტს უმკლვადებოდა. - რაიონი რომ ღარიბია, ალეკო ელისაშვილმა ეხლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას. და ჩემი მუშაობა თუ უნდა შეაფასოს, შეადაროს რა იყო რაიონში და რა არის ეხლა - სკოლები, ბაღები, გაზიფიცირება, გზები, რეაბილიტირებული ერისთავის სახლი, ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია , ლანჩხუთში 10 სოფლის წყალმომარაგება, დაკმაყოფილებული ეკომიგრანტები და ა.შშემიძლია მივაწოდო მართლა თუ აინტერესებს.კომუნისტები მსგავსი ანტისიმდიდრის ნარატივს რომ ავითარებდნენ და გააკულაკეს ხალხი, იმიტომ არის რომ დღემდე ვერ დავდექით ფეხზე!! მასე გააგრძელე, ბატონო ალეკო, შორს წახვალ და ზედ მიიყოლებ ვინც დაგიჯერებს, _ წერს ... ...
  • "არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას" _ ალეკო ელისაშვილიჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამ წუთებში მართავენ კამპანიას "ვამხილოთ გურული ფეოდალები". ისინი ბაზარში მყოფ ადამიანებს ესაუბრებიამნ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობის შესახებ და თანამდებობაზე მყოფ დეპუტატებს _ არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ადანაშაულებენ, რომ ისინი ხალხზე არ ზრუნავენ.  როგორც სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "გურია ნიუსთან" განაცხადა, არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. "ისინი მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე! არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას", _ გვითხრა ელისაშვილმა. ამ წუთებში სამოქალაქო მოძრაობის ჩოხატაურელ მოსახლეობასთან შეხვედრა დაპირისპირების ფონზე ... ...
  • "ეს გააკეთა მერმა და არა წილოსანმა" - დაპირისპირება ჩოხატაურის ბაზარშიალეკო ელისაშვილის და მისი გუნდის შეხვედრა ჩოხატაურის ბაზარში დაპირისპირების ფონზე ... ...
  • ჩოხატაურში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" სამხილებლად ემზადებიანამ წუთებში ჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები აქციის გასამართად ემზადებიან. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს ჩოხატაურის ბაზარში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" არჩილ თალაკვაძის და ნინო წილოსანის მხილებას ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...