ნინო ოძელაშვილი ფინალშია

სპორტი

ნინო ოძელაშვილი ფინალშია

8 ნოე. 2019, 13:31:23

სამბოს მსოფლიო ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენი ნინო ოძელაშვილი ფინალშია.

უკვე ცნობილია, რომ მისი მეტოქე ოქროს მედლისთვის ბრძოლაში რუსი ნატალია ხომიაჩკოვა იქნება.

ფინალები  საქართველოს დროით13:00-დან დაიწყება.




 ახალი ამბები
  • "ოცნებამ" ისიც კი არ იციან რას დაჰპირდნენ ამომრჩეველს" _ დავით ჭიჭინაძე" თუ დღეს საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათთვის საკმაოდ მძიმე ხდება და მთავარი გამოწვევა ეკონომიკაა, მე ვაცხადებ, რომ ოქტომბერში ამას იტყვის მოსახლეობის 80%! რადგან სამუშაო ადგილები ყოველ დღე იკარგება", _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე. „ მოსალოდნელ მძიმე შედეგებს ეკონომიკაში არც პრემიერი გახარია უარყოფს და საკმაოდ უიმედოდაც გამოიყურება. ეს კი, პირველ რიგში, „ოცნების“  საარჩევნო კამპანიაშიც ჩანს, რადგან მათ ისიც კი არ იციან რას დაჰპირდნენ ამომრჩეველს. ხოლო მარტო ის, რომ ვიღაცეებს 200-300 ლარს დაურიგებენ, ეს ეკონომიკის გადარჩენისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის! განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც სამუშაო ადგილები იკარგება. ამიტომ ვამბობ წლებია, პანდემიის გამოცხადების პირველი დღიდან კი განსაკუთრებით, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტი ეკონომიკა უნდა იყოს და ამ ეკონომიკაში მთავარი ფაქტორი ბანკების ფაქტორი!“ - აცხადებს ... ...
  • „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ ჩოხატაურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდასაქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. უკანასკნელ წლებში ამ დაავადებათა მკვეთრი ზრდა შეიმჩნევა. ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად, დაახლოებით, 1500 ქალი ავადდება. თუმცა, ძუძუს კიბოთი დაავადებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები დღემდე არ არსებობს, მაგრამ შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ეს დაავადება "გაახალგაზრდავდა" _ ბოლო წლებში ასაკობრივმა ზღვარმა 40-იდან 30 წლამდე დაიწია. მოიმატა ამ დაავადების პროცენტულმა მაჩვენებელმა და, შესაბამისად, გახშირდა ქალბატონებში ქირურგიული მანიპულაციების აუცილებლობა. ამ საგანგაშო რეალობის საპირისპიროდ, მნიშვნელოვანი გახდა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ დახვეწილი, აპრობირებული და კომპლექსური მეთოდების გააქტიურება. სწორედ ძუძუს კიბოსთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ იმყოფებოდნენ 8 აგვისტოს, ჩოხატაურში „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ დამფუძნებელი თინათინ ბერუჩაშვილი, კლუბის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მზია კვირკველია და ექიმი მამოლოგი თამარ აბულაძე. შეხვედრას, „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტის პირველი პირები _ მერი ირაკლი კუჭავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ესწრებოდნენ. _ თქვენი მხარდაჭერით მეორე წელია ეს კლუბი ჩოხატაურში ფუნქციონირებს, თქვენ ამისთვის მადლობას გიხდით ჩემი და თითოეული კლუბის წევრი ქალბატონის სახელით. თქვენ შეძელით და მათი კვლევების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყავით 12 000 ლარი, რომლითაც ყოველწლიურად უტარდებათ ქალბატონებს საკმაოდ ძვირადღირებული კვლევები. სამწუხაროდ, დაავადებულტა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იყოს ადრეული დიაგნოზტიკა. ფინანსურადაც გაცილებით ხარჯეფექტურია, როცა დაავადება ადრეულ ეტაპზე არის აღმოჩენილი და შესაბამისად, მკურნალობის შედეგიც არის წარმატებული. იმედი მაქვს, რომ ჩვენი აქტიურობაც მეტი იქნება და ასევე, გაგრძელდება თანამშრომლობა მუნიციპალიტეტსა და კლუბს შორის, _ მიმართა ირაკლი კუჭავას და ზაალ მამალაძეს თინათინ ბერუჩაშვილმა. კლუბის წევრმა ქალბატონებმა ისაუბრეს კლუბის მიერ შეთავაზებული სერვისის მნიშვნელობაზე. „თუ ჩვენ დღეს ვაგრძელებთ სიცოცხლეს და დავრწმუნდით, რომ კიბო და დიაგნოზი განაჩენი არ არის, ეს არის იმ თანადგომის შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველ წუთს ვგრძნობთ ქალბატონი თინათინისგან, ქალბატონი მზიასგან, თამუნა ექიმისგან და რა თქმა უნდა, თქვენგან. რომ არა მხარდაჭერა და თანადგომა, ჩვენ, თითოეულ ჩვენგანს დღეს ძალიან გაგვიჭირდებოდა. ამ კლუბში ერთ ოჯახად თავმოყრილი ვართ ერთნაირი პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის ტკივილის და გასაჭირის გვესმის. კლუბში ფსიქოლოგიურად ისე განგვაწყობენ, რომ ჩვენ არ უნდა დავეცეთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. მე ჩემი გადასახედიდან ვიტყვი _ მე ცხოვრებას ნამდვილად ვაგრძელებ იმედიანად, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, _ თქვა კლუბის ერთ-ერთმა წევრმა ნინო ბარამიძემ. მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ შეკრებილ ქალბატონებს სთხოვა, ესაუბრათ კონკრეტულად, რაზე მიემართება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, რომ შემდეგისთვის, ეფექტურობიდან გამომდინარე, შესაძლებლობების ფარგლებში, ისევ განისაზღვროს თანხის რაოდენობა. რაზეც „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მზია კვირკველიამ ისაუბრა. „პროგრამის მიზანია ძუძუს კიბოთი ნაოპერაციევი ქალების შემდგომი რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ფსიქოლოგის ჩართვას, ხელის ფიზიკურ ვარჯიშებს. გარდა ამისა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენთვის, პაციენტებისთვის აუცილებელია, ყოველწლიურად გავიკეთოთ ძვირადღირებული გამოკვლევები _ ექოსკოპიები, მარკერები, სისხლის ანალიზები, ტომოგრაფიები და ასე შემდეგ. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, იანვარში, როცა მუნიციპალიტეტისგან მივიღებთ თანხას, ქალბატონები მიგვყავს ზუგდიდში გამოკვლევებზე, ეს არის, დაახლოებით, 7 ექოსკოპია და სისხლის ამდენივე ანალიზი. აქედან ერთი კვირის განმავლობაში გადავდივართ თბილისში, სადაც ქალბატონებს უტარდებათ ტომოგრაფიული კვლევები, დაწყებული თავის ტვინიდან დამთავრებული მუცლის ღრუს ტომოგრაფიით და მარკერები. ვუყრით თავს ყველა ანალიზს და ამის შემდეგ მივდივართ ჩვენს ექიმთან. _ ეს წელიწადში ერთხელ თითოეულმა ქალბატონმა უნდა გაიკეთოს. ჩვენს მუნიციპალიტეტებში თითქმის არ იყო ქალბატონი, რომელსაც ტომოგრაფიული კვლევა ჰქონდა გაკეთებული, რადგან ის საკმაოდ ძვირადღირებული კვლევაა და დამერწმუნეთ, თქვენ მიერ გამოყოფილი თანხა ამ ყველაფრისთვის არც თუ ისე ბევრია,_ კვირკველია შეეცადა,  დაერწმუნებინა  თანხის გამოყოფის აუცილებლობაში  მუნიციპალიტეტის პირველი პირები, რომლებიც, ასევე, დაინტერესდნენ, რამდენმა ჩოხატაურელმა ქალბატონმა გაიკეთა აღნიშნული კვლევა და ეხებოდა თუ არა ეს სიკეთე კლუბში გაწევრიანებულ ყველა ქალბატონს, თუ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფი, ე.წ. ელიტა სარგებლობდა სერვისით. _ ვიღაცისთვის 12 000 ლარი, შეიძლება იყოს ცოტა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ბევრია და მომავალი წლისთვის, როცა თანხის კვლავ გამოყოფაზე იქნება საუბარი, უნდა გვქონდეს არგუმენტები. ადგილობრივი შემოსავალი როცა არ გვაქვს, ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ამიტომ საჭიროა ამ ყველაფრის ეფექტურობას ვხედავდეთ, ჯერ ჩვენ და მერე ჩვენს კოლეგებთან გვქონდეს საკითხის გაშლის  შესაძლებლობა. ამ კლუბის მიღმა, მაშინ, როცა კლუბი საერთოდ არ არსებობდა, აქ მყოფთა უმრავლესობას ჩვენ დანახმარები ვართ სხვადასხვა პაკეტით. კარგია, რომ ქალბატონებს სთავაზობთ სხვადასხვა სერვისს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს კლუბი არ იყოს ჩაკეტილი და არ არსებობდეს, მხოლოდ ვიწრო წრისთვის, ე.წ. ელიტისთვის... არ გეგონოთ, ამ 12 000 ლარს მივსტიროდეთ, მომავალში საქმის ეფექტურობა ხარჯვის სტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რამდენაც ინფორმირებული არიან ქალბატონები, ცნობილია თუ არა მათთვის თქვენი არსებობა... _ პირველ რიგში, გეტყვით, რომ ეს არ არის ჩაკეტილი კლუბი, კლუბი ღიაა ყველასთვის. დამერწმუნეთ, ყველა ქალბატონი, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც შემოგვიერთდება, ჩართული იქნება ჩვენს პროგრამაში. რაც შეეხება კლუბის ცნობადობას, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავავრცელოთ ინფორმაცია, როდესაც შეხვედრები გვაქვს, თითოეულ ქალბატონს მიაქვს ინფორმაცია თავის ტერიტორიულ ერთეულში. უფასოა გაწევრიანება და არანაირი შერჩევის კრიტერიუმი კლუბში გაერთიანების არ არსებობს გარდა ერთისა _ ქალბატონი უნდა იყოს ნაოპერაციევი ან ემზადებოდეს ოპერაციისთვის. დღესაც შევხვდით სოფლის ექიმებს, მათი დახმარებითაც ვავრცელებთ ინფორმაციას კლუბის არსებობის შესახებ და თუ თქვენც დაგვეხმარებით, ვიქნებით ძალიან მადლობელი. რაც შეეხება ხარჯთეფექტურობას, გეთანხმებით, უფასო არაფერი არ არის და კარგად გვესმის თქვენი კითხვაც _ რამდენმა ქალბატონმა ისარგებლა, თუნდაც იმ 12000-ით. ყველა ქალბატონს, რომელიც ჩვენს კლუბშია, ყოველწლიურად ესაჭიროება კვლევები, რადგან დაავადებას, სამწუხაროდ, ახასიათებს რეციდივი, მეორადი კერის წარმოქმნა და ეს რომ არ მოხდეს, ამიტომაა აუცილებელი ქალბატონებმა წელიწადში ერთხელ გაიარონ ეს კვლევები. კლინიკაში, სადაც ქალბატონები მიგვყავს, ჩვენთვის სპეციალური ფასებია და ძალიან განსხვავდება სხვა, „გარედან“ შესული პაციენტისთვის იმავე კვლევის ფასისგან. ამდენად უფრო მეტ ადამიანზე ნაწილდება თანხა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ამ ქალბატონებისთვის გამოყოფს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კვლევები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქალბატონებისთვის, რადგან კვლევების დროს აღმოჩენილი რეციდივის შემთხვევაში, გაცილებით ადრე ვტეხთ განგაშს, ვიდრე ქალბატონი რაიმე სიმპტომს შეამჩნევს, კლუბი თქვენი დახმარებით, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, _ თქვა თინათინ ბერუჩაშვილმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელებს იმ საქმიანობისთვის, რასაც კლუბი ძუძუს კიბოთი ნაოპარაციევი ქალბატონებისთვის აკეთებს. „პირველ რიგში, მადლობას გიხდით, რომ დღეს აქ მობრძანდით; მადლობა მინდა გითხრათ იმ ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის, რასაც კლუბში მყოფი ქალბატონები კლუბისგან იღებენ. გარკვეული რაოდენობა ქალბატონებისა გაწევრიანებულია კლუბში, ვხედავ ახალ სახეებსაც. ჩვენს საკრებულოს კლუბთან ურთიერთობის კარგი მაგალითი გვაქვს დასაწყისიდანვე. თავდაპირველად ამისთვის გამოყოფილი გვქონდა 7000 ლარი, მაგრამ შემდეგ მერთან მოლაპარაკებით, გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი რაიმე თანხას მოვიძებდით, შევავსებდით 12000 ლარამდე. დღესაც, მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირებამდე, აუცილებელია, საკრებულოს სხდომაზე მოვისმინოთ ანგარიში, რომ ჩვენი კოლეგებისთვისაც უფრო თვალნათელი გახდეს კლუბისთვის ამ, როგორც ვთქვით, ვისთვის ცოტა და ვისთვის ბევრი 12 000 ლარის გამოყოფა, თუმცა გეტყვით, რომ საკრებულო ამაში ერთსულოვანია და თანხის მომატებას ყველამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. არ არის თქვენი საქმიანობა მარტივი, მაგრამ, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მუნიციპალიტეტის თქვენთვის შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით ყველაფერი ... ...
  • Global Finance-მა საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშისაერთაშორისო გამოცემის, Global Finance-ის მიერ, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა. Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდო მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიღებული შეფასებების შემდეგ მიანიჭა. Infosys კონსალტინგის,  ტექნოლოგიისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერი კომპანიაა. საერთაშორისო გამოცემამ  მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების გამარჯვებულები, უკვე 21-ედ, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლინა: მომხმარებლის მოზიდვისა და მომსახურების ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლისათვის ციფრული შეთავაზებების წარმატებით განხორციელება, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა, ციფრული პროდუქტების მრავალფეროვნება და ინიციატივები და ამ ინიციატივების შედეგად მიღებული ხელშესახები ბენეფიტები მომხმარებლისთვის. ასევე, გამართული  ციფრული ფუნქციონალი და  დახვეწილი დიზაინი. „წელს გლობალურმა პანდემიამ დააჩქარე ციფრულ ბანკინგზე გადასვლის პროცესი, თუმცა განვითარებაზე ორიენტირებული ბანკები უკვე ამ გზაზე იყვნენ. ჯილდო გადაეცემა ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მომხმარებლებს ბანკინგის ახალ სამყაროში მიუძღვებიან“,- განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. “უპასუხო მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს და ფეხი აუწყო გამოწვევებს, ნიშნავს იყო თანამედროვე და  მუდმივი განვითარების პროცესში. ამისათვის უნდა  უსმინო მომხმარებლის ხმას და იმუშაო თითოეული დეტალის სრულყოფაზე. საქართველოს ბანკის ციფრული ბანკინგი სწორედ თანამედროვე ტრენდებისა და  მომხმარებელთა უშუალო ინტერესების გათვალისწინებით არის შექმნილი. ის უამრავი პროფესიონალის შრომისა და ფუნქციური სრულყოფილების წარმატებული ნიმუშია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მოიპოვა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს/ბიზნესს გავუმარტივოთ პროცესები, დავუზოგოთ დრო, შევუქმნათ კომფორტი და ხელი შევუწყოთ მათ სამომავლო განვითარებაში,” – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ. საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო კიდევ რამდენიმე კატეგორიაში მიიღო. ესენია: ჯილდო საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებებისთვის; საუკეთესო ონლაინ სერვისი ინვესტიციების მართვისთვის, საუკეთესო ციფრული ბანკი დაკრედიტებაში, საუკეთესო ციფრული სერვისები ვაჭრობის დაფინანსებისთვის. (R)     ... ...
  • სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობა რეაბილიტაციის შემდეგრამდენიმეწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიას პირვანდელი სახე დაუბრუნდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული სამხატვრო აკადემია სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს. „ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე შენობაში რესტავრაცია ჩაუტარდა ცნობილ სარკეებიან და საგამოფენო დარბაზებს, დიდ ბიბლიოთეკას, აკადემიის ფონდებსა და საცავებს. სრულად აღდგა შენობის მთავარი ღირსშესანიშნაობა – თავის დროზე ირანელი ოსტატების მიერ შექმნილი საარკეებიანი დარბაზები, მოპირკეთდა და კეთლმოეწყო ეზო. ამ ეტაპზე სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შენობის მოწესრიგება და ინტერიერის დასუფთავება“,_ ამბობენ სამინისტროში. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციითვე, ამჟამად მიმდინარეობს გრიბოედოვის #22-ში მდებარე აკადემიის ცენტრალური სასწავლო კორპუსის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2021 წელს დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 4 912 000 ლარს ... ...
  • ვინ და რომელ ოლქში წარადგინა “ლელომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად"ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: 1 . ბადრი ჯაფარიძე – საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ბიზნესმენი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი. თსუ-ს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლონდონის პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული. არის თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი. არის ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი საქართველოში. არის ასამდე წარმატებული კომპანიის დამფუძნებელი, როგორიცაა, „ბორჯომი“, შატო მუხრანი, ჩაი გურიელი, ლისი დეველოპმენტი, ამერიკული აკადემია, ანაკლია, თიბისი ბანკი და სხვა. 2. ანა ნაცვლიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. იურისტი, თსუ-ს, ბუდაპეშტისა და ესექსის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო კომისიის წევრი და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. 2017 წელს მიენიჭა “წლის უფლებადამცველის” ჯილდო. 3. გრიგოლ გეგელია – რუსთავისა და გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. პოლიტიკური თეორიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტში; იდეების ისტორიის მაგისტრის წოდება – ლონდონის უნივერსიტეტში, ისტორიის ბაკალავრიატი დაამთავრა ბრისტოლის უნივერსიტეტში. არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მიწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში. 4. გიგლა მიქაუტაძე – გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ეკონომისტი. განათლება მიიღო გერმანიაში. სტაჟირება გაიარა გერმანიის პარლამენტში. იყო გერმანული სავაჭრო კომპანიის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მკვლევარი. არის გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი. 5. ირაკლი კუპრაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. საჯარო სამართლის იურისტი.სამოქალაქო აქტივისტი. თსუ-სა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. წლების განმავლობაში იბრძოდა სხვადასხვა სოციალურ საკითხზე: შრომითი უფლებები, მწვანე პოლიტიკა. იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და თანადამფუძნებელი.   6. ფიქრია ჩიხრაძე – სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ფილოლოგი. პოლიტიკოსი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ყოველდღიური გაზეთის “ივერია-ექსპრესის” მთავარი რედაქტორი; იყო საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი და საქართველოს IV პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი. 7. კახა კოჟორიძე – ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. იურისტი. ადვოკატი. არის თსუ-ს და GIPA-ს კურსდამთავრებული. სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონში უნივერსიტეტში. იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი 8. მურად მურადოვი -მარნეულისა და გარდაბნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ქალაქ მარნეულში დაბადებული და გაზრდილი. დაამთავრა თსუ. გახლავთ პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი, მრავალი წელია იბრძვის ადამიანის უფლებების დასაცავად. დიდი წვლილი აქვს შეტანილი ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირების პროცესში. 9. ლევან კობერიძე – ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის დეპუტატი, ჯანდაცვისა და ეკონომიკისა კომიტეტების წევრი, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარე. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში. იყო პირველი ბრენდინგ კომპანიის დამფუძნებელი, კლუბ „რა სად როდის“ თანადამფუძნებელი და ქართული ღვინის მწარმობელთა კავშირის თავმჯდომარე. 10. ეკა ქვლივიძე – გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალი, თითქმის 12 წელიწადი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ბოლო დროს აქტიურად მოღვაწეობს სამოქალაქო ავიაციაში და ჩართულია მომავალი ავიატორების საგანმანათლებლო საქმიანობასა და აღზრდაში. 11. საბა ბუაძე – მთაწმინდა – კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ახალი თაობის პოლიტიკოსი, იურისტი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი. გრონინგენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში ნიუ-იორკში; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო ორგანიზაციების ანტიკორუფციულ პროგრამებს. 12. სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დაიბადა ცხინვალში. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი; საერო უნივერსიტეტის ლექტორი; მინისტრის მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში და შიდა ქართლის ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 13. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ფონდში. 14. ლევან სამუშია -დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. იურისტი. ადვოკატი 16 წლიანი პროფესიული გამოცდილებით. 2005 წლიდან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში იცავდა ადამიანის უფლებებს. ამჯერად „ლელოსთან“ ერთად იბრძოლებს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო სისტემის დასამკვიდრებლად. 15. ალექსანდრე ახვლედიანი – ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებები და კორუფციასთან ბრძოლის“ დამფუძნებელი. იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველი მოადგილე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აქტიური მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის საქმეში. 16. ლანა გალდავა -ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. სამართლის დოქტორი. პროფესორი. საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. თსუ-ს, მოსკოვის დიპლომატიური აკადემიისა და ფრანკფუტის ვიადრინის უნივერისიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა დროს იყო მართლმსაჯულების ომბუდსმენი, ,ციფრული ეკონომიკის ასოციაციის” დამფუძნებელი. 17. ჯამბულ ხოზრევანიძე – ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ფრანკოს სახელობის ინსტიტუტის კურსდამთავრებული, იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე და კარგად იცნობს ლტოლვილებისა და ეკო-მიგრანტების პრობლემებს. იყო ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. 18. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. პოეტი, სამოქალაქო აქტივისტი. მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა სამათლიანობისა და ადამიანის უფლებებისთვის. არის ეკონომიკის მაგისტრი. არის არაერთი წიგნის ავტორი და ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. 19. პაპუნა კობერიძე – გორისა და კასპის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ინჟინერ-ეკონომისტი, სამართალმცოდნე. ეროვნული მოძრაობის აქტივისტი. იყო გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გორის საკრებულოს თავმჯდომარე, არის თვითმმართველობის რეალური დეცენტრალიზაციისთვის აქტიური მებრძოლი. 20. ანა ბიბილაშვილი – ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. არქიტექტორი და ურბანისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ლისაბონის უნივერსიტეტში მუშაობდა სადოქტორო პროგრამაზე. არის ქალაქის გამწვანების აქტიური დამცველი. სტუდენტთა განვითარების ფონდის დამფუძნებელი. 21. გიორგი ბარამია – ფოთის, სენაკისა და ხობის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დაიბადა სოხუმში. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. მუშაობდა აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, არის დიპოლომატი და იყო საქართველოს კონსული საბერძნეთში. წლების მანძილზე იყო აფხაზებთან დიალოგის ინიციატორი. 22. თორნიკე ართქმელაძე – წყალტუბოს, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი, ბიზნესის სამართლის ადვოკატი. იყო თსუ -ს მოწვეული ლექტორი და იურდიული მიმართულენის ტრენერი, იყო სტუდენტური მოძრაობის აქტიური წევრი. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 23. სოსო ლიპარტელიანი – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ქართველი ძიუდოისტი, სამბოს ეროვნული ფედერაციიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი. პროფესიით მანქანათმშენებელი. პირველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა ოლიმპიურ თამაშებზე. არის მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი და ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 24. ანი მიროტაძე – ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. პოლიტიკოსი. ჟურნალისტი. სამოქალაქო აქტივისტი. ადამიანის უფლებების დამცველი. აქვს 20 წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება. იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი. 25. პაატა ცივაძე – ქობულეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. იურისტი, სამართალმცოდნე. ტერტორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიტი. ამ კუთხით განათღლება აქვს მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლებლებში. არის სახალხო მოძრაობის “იყავი აქტიური საქართველოში” დამფუძნებელი და თანამედროვე ტექნოლოგიების პროექტის გენერალური ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...