სამი წლის შემდეგ ფეხბურთელი კომიდან გამოვიდა

სპორტი

სამი წლის შემდეგ ფეხბურთელი კომიდან გამოვიდა

27 მარ. 2020, 14:43:58

„აიაქსის“ ყოფილი ფეხბურთელი აბდელჰაკ ნური თითქმის სამწლიანი კომიდან გამოვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას givemesport  ფეხბურთელის ძმაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ფეხბურთელის ოჯახის წევრები ამბობენ, მათ აბდელჰაკთან ურთიერთობა შეუძლიათ. ის კომიდან გამოვიდა, ჭამს, იძინებს, მაგრამ საწლიდან ჯერ ვერ დგება.

ცნობისთვის, 2017 წელს, ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩის დროს, ნურის გულის არითმიის შეტევა დაემართა, რის გამოც ტვინის პერმანენტული დაზიანება მიიღო.




 ახალი ამბები
  • "ხდება ტრაგედიის გამოყენება"- პრემიერი შაქარაშვილის საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცდახა, რომ სახელმწიფოს და პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა ხდება ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით. „როდესაც მე ვსაუბრობ, რომ პოლიტიკურ შეფერილობას, სამწუხაროდ, იძენს ჩვენს ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევები, სწორედ ამას ვგულისხმობ. მეგობრებო, მიმდინარეობს გამოძიება. თუ კითხვები მიჩნდება მე ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დასრულებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა ახლა, ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას. გამოძიება რომ დასრულდება და გამოძიების შედეგი რომ იქნება, შემდგომ შეიძლება უკვე ამ გამოძიების ყველა მხრიდან შეფასება, მაგრამ ის რაც ახლა ხდება, სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ეს ყველაფერი. ყველანაირ ფასეულებებს მიღმაა,“- განაცხადა პრემიერმა. ... ...
  • "ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის გამო, არის მცდელობები"- გახარიასაქართველოს  პრემიერ-მინისტრმა  აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების სავარაუდო შემცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც პრემიერმა განაცხადა, ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის გამო, არის მცდელობები, რომ უცხოელი პარტნიორები ჩათრეულნი იყვნენ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. „ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. მათი მხრიდან გამოხატული თითოეული საკითხი ჩვენთვის ყურადსაღებია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამიტომ, პროცესია ეს. სამწუხაროდ, ეს პროცესი, ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო, არის მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩათრეულნი იყვნენ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში, ეს არის ცუდი, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა, ქვეყანას ვნებს. ახლა ყველა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. უნდა გვესმოდეს, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები ჩვენი საერთო მიზანია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამაზე. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ეს ოპოზიცია იქნება, თუ მმართველი პარტია, ყველამ ერთად, ღირსეულად, დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. მოგეხსენებათ, რომ, ჯერჯერობით, ესაა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვესმის ის პუნქტები, რომელიც იქ ჩამოთვლილია, ქვეყანა, საქართველო, ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმაც ძალიან კარგად იციან. ის წინასაარჩევნო მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა და პოლიტიკური დაძაბულობა, როგორც ჩანს, გარეთაც გადის, მაგრამ, მოგეხსენებათ, ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილების მიღების შემდგომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • ინციდენტი გლდანში- არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი უმისამართოდ ისროდათბილისში, გლდანში აკაკი ვასაძის ქუჩაზე დააკავეს პირი, რომელიც ბინიდან, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი უმისამართოდ ისროდა.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „2020 წლის 9 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში  შევიდა  შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ  გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები,  ადგილზე ასევე  მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. ჩატარებულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაირკვა, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ - 1997 წელს დაბადებულმა ბ.შ.-მ  რამდენჯერმე უმისამართოდ  გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთანავე, ბ.შ. არ დაემორჩილა  ადგილზე მისული  სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის პოლიციელებს  საცხოვრებელი ბინის  კარს  არ უღებდა.  ბ.შ. დაკავებული  იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. სამართალდამცველებმა  ნივთმტკიცებად ამოიღეს  იარაღი, რომლიდანაც  გასროლა განხორციელდა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის  ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით ... ...
  • დატბორილი ეზოები და ცენტრალური ქუჩები - ძლიერმა წვიმამ ფოთში პრობლემები შექმნაძლიერმა წვიმამ  ფოთში პრობლემები შექმნა. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის"ჟურნალისტი იუწყება,დატბორილია  რამდენიმე ცენტრალური ქუჩა, ასევე, წყალმა შეაღწია საცხოვრებელ ეზოებშიც. ამასთან,გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს.   ადგილობრივები  დახმარებას ითხოვენ.  როგორც ფოთის მერიაში  განმარტავენ, ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს.  „რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და ქუჩების დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ამ წუთებში მობილიზებულია ყველა სამსახური. ყველა სატუმბი სადგური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს," - აცხადებენ ... ...
  • რა ზიანის მოტანა შეუძლია D ვიტამინის ნაკლებობას ადამიანისთვისადამიანის ორგანიზმისათვის D ვიტამინის მნიშვნელობა დიდი ხანია ცნობილია D ვიტამინი დიდ როლს ასრულებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში; იგი აუცილებელია მტკიცე ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის; რაქიტის პროფილაქტიკისთვის ბავშვებში და სხვ. თუმცა, ცოტას თუ სმენია, რომ D ვიტამინი  ძვლების გარდა, სხვა მრავალი ორგანოს გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია. მაგ., იმუნური, ენდოკრინული, ნერვული, რეპროდუქციული და სხვა სისტემების მუშაობისთვის. გავლენას ახდენს ნერვულ-კუნთოვან სისტემაზე და  ფსიქო-ემოციურ სფეროზე. ამდენად, მისი დეფიციტი დაკავშირებულია მთელ რიგ დაავადებებთან, როგორიცაა: მეტაბოლური დარღვევები, აუტოიმუნური დაავადებები, ნევროლოგიური და ნერვ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები, ფსიქიური და ონკოლოგიური პრობლემები, ასევე, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და რეპროდუქციული სისტემის დარღვევები. ორსულობა და ლაქტაცია, ასევე, ბავშვობის პირველი წლები, წარმოადგენს D ვიტამინის დეფიციტის მაღალ რისკფაქტორს. კორონავირუსის პანდემიის ფონზე ამ ვიტამინით დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა. ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ D ვიტამინს შეუძლია ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერება და კორონავირუსისგან დაცვა. ამ ვიტამინს საკვებიდანაც და სხვადასხვა ვიტამინებისგან ვიღებთ, თუმცა, უმეტესად მისი სხეულში წარმოქმნის წყარო მზის სხივებია. რა მნიშვნელობა აქვს D ვიტამინს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რა არის ამ ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები, რა საფრთხეს წარმოადგენს D-ს ნაკლებობა  და მიზანშეწონილია თუ არა D ვიტამინის თვითნებურად მიღება_ ამ საკითხების შესახებ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „უნივერსის“ ექიმ რეპროდუქტოლოგს, ენდოკრინოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ბარბარე გორგოშიძეს ვესაუბრეთ. როგორც ქალბატონი ბარბარე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, D ვიტამინის ნაკლებობა უმეტესად იმ ადამიანებს უვითარდებათ, ვინც მზეზე ნაკლებ დროს ატარებენ, ასევე არასრულფასოვნად იკვებებიან. გარდა ამისა, D ვიტამინის დეფიციტი ვლინდება ენდოკრინოლოგიური დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. „D ვიტამინი შედის გაყიდვაში არსებული  ვიტამინების  კომპლექსების  უმრავლესობაში. ამჟამად უკვე გამოდის D  ვიტამინის მონოპრეპარატები და ადვილად ხელმისაწვდომია ყველასთვის. D3-ს ულტრაიისფერი სხივებისგან ვიღებთ. მზეზე ყოფნა სასარგებლოა დღის 1-ელ საათამდე, რადგან უფრო მეტი ულტრაიისფერი სხივებია. ვიტამინი D2-ს   ორგანიზმი  საკვებისგან იღებს,  მაგრამ თუ ადამიანი ვეგეტარიანელია, არ ღებულობს თევზის და რძის პროდუქტებს,  იმყოფება წონის დასაკლებ დიეტებზე, კუჭნაწლავის ტრაქტის რაიმე დაავადების გამო დაქვეითებულია შეწოვის პროცესები, იქ მოსალოდნელია დეფიციტის არსებობა. დეფიციტი უვითარდებათ ადამიანებს,  რომლებიც ნაკლებად გამოდინ მზეზე. აქვთ ენდოკრინული პრობლემები . D  ვიტამინის დეფიციტის გამომხატველი კონკრეტული სიმპტომები შეიძლება ადამიანმა ვერ იგრძნოს, მაგრამ როცა  მას აქვს დეპრესია, რაიმე ორგანოს სიმსივნური დაავადება, სისუსტე, ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა, სასურველია სხვა გამოკვლევებთან ერთად D ვიტამინიც გამოიკვლიოს სისხლში. ჩვენ,  დიდი ხანია ვიცით D ვიტამინის მნიშვნელობის შესახებ, ადამიანის ჯანმრთელობისთVის და როგორც კი დაინერგა მისი კვლევის მეთოდი დავიწყეთ D ვიტამინის აქტიური გამოკვლევა სხვადასხვა პათოლოგიების დროს. მე უშვილო წყვილებთან მაქვს საქმე და მათში ვიკვლევ. რომ გითხრათ რომ მასიური ნაკლოვანებაა ასე არ არის, მაგრამ უმრავლესობას აქვს ნორმის დაბალ ზღვათან ახლოს. ძალიან დიდი დიაპაზონია ნორმის საზღვრებს შორის, მაგალითად, 30-იდან 100-მდე და ძირითადად მოდიოდა, 40- 45-ის ფარგლებში.  ხოლო 30-ზე ნაკლები ეს უკვე დეფიციტია. ამიტომ ვთვლი, რომ ეს საჭირო გამოკვლევაა და დეფიციტის  და ნორმის დაბალი მაჩვენებლების შემთხვევაში  მკურნალობა და პროფილაქტიკა აუცილებლად უნდა ჩავატაროთ. თვითმკურნალობა მიზანშეწონილი არ არის, ჯობს გამოიკვლიონ და ისე მიიღონ D ვიტამინი. და მკურნალობის შემდეგ აკონტროლონ D  ვიტამინის დონე. ეს კი უმჯობესია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს. პროფილაქტიკური მიზნით, კი ალბათ ყველამ უნდა მივიღოთ. პროფილაქტიკური დოზა არის 4000-დან 6000 საერთაშორისო ერთეულამდეა“,_ ამბობს  ექიმი გორგოშიძე. ექიმ რეპროდუქტოლოგი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ D ვიტამინის ნაკლებობა განსაკუთრებით სახიფათო ორსული ქალებისთვის და მათი ნაყოფისთვისაა. ის ქვეყანაში აუტიზმის შემთხვევების ზრდაზე საუბრობს. „აქამდე თუ არ ვნიშნავდით D ვიტამინს ცალკე, ახლა უკვე დავიწყეთ დანიშვნა იქ, სადაც ვხედავთ, რომ დეფიციტია. ის ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას. ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევდა ბავშვებში რაქიტს და მოზრდილებში ძვლების სისუსტეს, ოსტეომალაციას. ამას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ გამოჩნდა ისეთი აზრი, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ორსულ ქალში, შეიძლება შემდგომში, ახალშობილში გამომჟღავნდეს აუტისტური სპექტრის აშლილობით. აუტისტური სპექტრის აშლილობა გვიან მჟღავნდება და ამიტომ სჯობია თავიდანვე მივაწოდოთ პაციენტს ვიტამინი, რომ შემდგომში საყვედური არ მივიღოთ. შეიძლება მიზეზი სულ სხვა იყოს,მაგრამ დაბრალდეს ექიმს,  რომ მან არ გამოიკვლია და არ დაუნიშნა D ვიტამინი პაციენტს და ასეთი ბავშვი ამიტომ გაჩნდა. საკამათო საკითხია. ზუსტად დადგენილი არ არის.მიმდინარეობს კვლევები. ფაქტია, რომ აუტიზმმა მოიმატა და ეს დავაბრალოთ D ვიტამინის ნაკლებობას, თუ ბავშვის მამის ალკოჰოლისადმი და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებას თუ რაღაც სხვას, ძნელი სათქმელია. დღეს მომავალი დედების უმრავლესობა  გამოკვლევებს იტრებს, უარს არ ამბობს არც გამოკვლევაზე და არც დეფიციტის მკურნალობაზე რადგან ორივეს გვსურს რომ ნანატრი ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს. შემდეგ კი ესტაფეტას პედიატრებს გადავცემთ“,_ ამბობს ექიმი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...