გიორგი გახარია: საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს„საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „მოგეხსენებათ, წინა მთავრობის სხდომაზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინაცის გეგმასთან დაკავშირებით მუშაობის დასრულებაზე და დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ამ გეგმის დამტკიცების თაობაზე. ეს სამუშაო ჯგუფი 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულმა მხარემ მიიღო - საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, სახალხო დამცველმა და დღეს ჩვენ უნდა დამატკიცოთ ეს გეგმა, რომლის საბოლოო მიზანია, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მინიმუმ აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%, თუმცა ამ ძირითად მიზანთან ერთად ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპობრივად უნდა აიცრან. პირველ ეტაპზე, აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან: სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა მოქალაქე. ამ გეგმის შემუშავებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, საქართველო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩOVAX-ის პლატფორმაშია გაწევრიანებული, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას და საქართველომ უკვე განაცხადა ამ პლატფორმაზე თავისი მიზანი, რომ უახლოეს მომავალში მოწოდებული იყოს მილიონნახევარი ვაქცინა. ჩვენ უკვე გადავრიცხეთ ეს ფინანსური რესურსი და მთავარი მიზანია, ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთის წლის განმავლობაში. თუმცა მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებას ორმხრივ რეჟიმში მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არის ავტორიზებული. ეს არის პრინციპული პოზიცია ჩვენი და ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა გიორგი ... ...
გურიაში თოვლს „მასპინძლობს“ მანდარინი: „ეს საცოდაობა არაა? დააბრალეთ ახლა ხალხს!“„გურია ნიუსი“ დილიდანვე უკავშირდება გურიის (ოზურგეთის) სოფლების მცხოვრებლებს, ვისაც მანდარინი მოუკრეფავი დარჩა. უფრო სწორად, არ მოკრიფეს იმის გამო, რომ ფიქრობდნენ, მაინც დაულპებოდათ. ფაქტობრივად, ბევრს ეზარალა გასული წლის მოსავლის დიდი ნაწილი. _ასე გვეზარალა გაჭირვებით მოვლილი, შეწამლული ციტრუსოვანები. ეს საცოდაობაა. დააბრალეთ ახლა ხალხს, _ გვეხმიანებიან მეურნეები კონჭკათიდან, ნატანებიდან, მერიიდან. _ კონკრეტული მფლობელის ბრალი ისაა, რომ ხეზე მაინც არ უნდა დატოვოს ნაყოფი, რომ ტოტები არ ჩამოხლიჩოს თოვლმა. _ ვიცით, გენაცვალე, მაგრამ, ადამიანი სულ იმედით ცოცხლობს. არ მოვკრიფეთ იმიტომ, რომ იქნებ, გაგრძელდეს კარგი ამინდი-თქო. მოკრეფილი უფრო ადრე გაფუჭდებოდა, _ გვპასუხობენ გაბრაზებული მოქალაქეები. დღეს, როგორც ვიცით, სოფლის მეურნეობის საკითხებზე, პარლამენტში ანგარიშის მოსმენაა. გურიაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომ ხალხი დიდი ხანია, ითხოვს, აშენდეს ერთი ქარხანა მაინც; რომ ქარხანა, რომელიც არსებობს ნატანებში, დიდი ხანია, დაკეტილია, _ ამ და კიდევ სხვა მწვავე პრობლემებზე, „გურია ნიუსი“ მალე ... ...
ფოტორეპორტაჟი დათოვლილი ჭაჭიეთიდანგურიაში უკვე რამდენიმე დღეა თოვს. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს დათოვლილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ...
სამართალმა დაიგვიანა!" _ კობა დავითაშვილის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე"კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. გთავაზობთ ინტერვიუს კობა დავითაშვილის მეუღლესთან, ინგა ბიწაძესთან: - 2 წლის წინ უთხრეს ეს კობას, მაშინ პროკურატურის წარმომადგენლები მოვიდნენ სახლში, რადგან კობა ფეხზე ვერ დგებოდა და თქვეს, გამოძიებით ადეიშვილთან მივდივართო. ძალიან ეწყინა ეს კობას, რადგან ზურაბ ადეიშვილს ძალიან დიდ პატივს სცემდა, ისინი მეგობრობდნენ და ვერაფრით დაეჯერებინა, რომ ეს მისი გაკეთებული შეიძლება ყოფილიყო და რომ ზურა გასცემდა ასეთ ბრძანებას. ამბობდა, ადეიშვილი ამას არ გააკეთებდა, ეს მიშა სააკაშვილის გაკეთებულიაო. ზურასთან ძალიან მეგობრობდა, ჭკვიანი ადამიანიაო. კობა ზოგადად პატივს სცემდა ჭკვიან ადამიანებს. ვერ წარმოედგინა, რომ ის ბოროტი შეიძლება ყოფილიყო. ეს მისთვის წარმოუდგენელი იყო, ეს ამბავი არ მიიღო მისმა ტვინმა. სულ ეგონა მიშას დაკვეთა. - კატეგორიულად გამორიცხავდა ამ საქმეში ზურაბ ადეიშვილის კავშირს? - მართლა ისე ძალიან ეწყინა, არ ესიამოვნა. ვერ წარმოედგინა ადეიშვილისგან მსგავსი რაღაც. თვითონ აღარ მიაჩნდა ეს საქმე მნიშვნელოვნად. მისთვის ეს იყო განვლილი ეტაპი, მას უნდოდა ამ ბრძოლის შედეგი ენახა. თვითონ ფაქტი კატასტროფული არ იყო მისთვის იმის მიუხედავად, რომ ამის გამო ჯანმრთელობაც შეერყა და ყველაფერიც, მაგრამ იმას უფრო განიცდიდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგა, ამის მოლოდინი ჰქონდა და ეს რომ არ მოხდა, ამას განიცდიდა. კარგი, მცემეს... ჩაიარა ამ ამბავმა, მთავარია ახლა რას ვაკეთებთო. მერე რა რომ მკლავდნენ, ქვეყნის გულისთვის თუ მომკლავდნენ, ეს პატივიაო, ასე ამბობდა. - ეს განცხადება მას რომ წაეკითხა, რას იტყოდა? - სამართალმა დააგვიანა. ჩემთვის ძალიან მძიმეა ემოციურად ეს ყველაფერი. მეგონა არ ვიტირებდი, მაგრამ მაინც ვიტირე. - როგორ ფიქრობთ, ამდენი წელი რატომ არ გააკეთა ეს პროკურატურამ? - დრო უნდა ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვამბობ, კობასთვის მთავარი სამართალი და სამართლიანობა იყო და უნდოდა ყველა ადამიანისთვის თანაბრად ყოფილიყო ხელმისაწვდომი სამართალი. მართლა ეს იყო მისთვის მთავარი და ასევე ის, რომ სამართალი აღსრულებულიყო. ამბობდა, თუ სამართალმა ვერ იზეიმა ქვეყანაში, არაფერი გამოვაო. ბოლო დროს უფრო მეტი რამე გავიგე კობას შესახებ. როცა შეუძლოდ იყო მაშინ მოყვა ყველაფერი, სამწუხაროდ ეს ვერ ჩავიწერე, არც მიფიქრია რომ ასე მალე გამოგვეცლებოდა, თორემ მართლა ბევრი რამე მიამბო სიკვდილამდე. მანამდე სახლში არ საუბრობდა ასეთ თემებზე, ოჯახისგან მოშორებული ჰქონდა ეს ამბები. ზედმეტად რომ არ ავეფორიქებინეთ, ამას ცდილობდა. - როცა ეს ამბავი გაიგო, ხომ არ ჰქონდა მცდელობა ადეიშვილს დაკავშირებოდა და გაერკვია? - არა, არ უცდია. ძალიან სხვანაირი ადამიანი იყო, კობასნაირი ადამინები იშვიათად იბადებიან, არ ჯდებოდა სტანდარტებში. ხომ შეიძლებოდა თავისი არხებით ეძებნა და დაედგინა ყველაფერი, ხომ გაიგებდა, მაგრამ საერთოდ არ ჩაძიებულა. ერთხელ მახსოვს ხუმრობით ვუთხარი, ამდენი დრო გავიდა და მიშას შეურიგდი მეთქი და ამაზე გაგიჟდა, ეს როგორ თქვიო. არ მეგონა ასე რომ გეწყინებოდა, გეხუმრე- მეთქი. საუკეთესოდ იცნობდა. სამწუხაროდ ვერ მოასწრო რომ ეს ყველაფერი დაეწერა მას. კომახიძე მოდიოდა ჩვენთან სახლში ""პოსტივიდან" და რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერა, ასევე რამდენიმე წლის წინ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა თომა ჩაგელიშვილმაც, ძალიან დიდი ჩანაწერი გააკეთა, მაგრამ არც ერთ არხზე ეს მასალები არ გასულა. ყველა წვრილმანზე საუბრობდა და წესით ეს ჩანაწერები არსებობს და იმედია გამოჩნდება დღის სინათლეზე. კიდევ საკმაოდ ვრცელი ჩანაწერი აქვს ერთ ამერიკელ პოლიტოლოგ ქალს. მან 4 დღე იარა ჩვენთან და ჩაწერა, ის დისერტაციის თემაზე მუშაობდა. იმედია ოდესმე გამოჩნდება ეს ჩანაწერები. თვითონ კომპიუტერთან ტექსტის აკრეფაც უჭირდა ბოლო დროს, კისერიც ძალიან ჰქონდა გაშეშებული და ვეღარ ბეჭდავდა, თორემ თვითონაც უნდოდა ძალიან, რომ ეს ყველაფერი აეკინძა. ჩემთან საუბარში მათრლაც ისეთი რაღაცეები გაიხსენა... ნეტა ჩამეწერა. მთელი ზაფხული აქ იყო თბილისიდან არ გადიოდა, არ მომყვებოდა და მაშინ ჩაწერა ამერიკელმა პროფესორმაც. წყარო: ... ...
კობა დავითაშვილის საქმეზე სასამართლომ ადეიშვილი დამნაშავედ ცნოკობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. "პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის ნოემბერში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები. 2007 წლის ნოემბრის დასაწყისში, საქართველოს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა დაიბარა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე, რომელიც კურირებდა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს. ზურაბ ადეიშვილმა დავით ქარსელაძეს დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმს და ოპერატიულ დანაყოფს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები როგორიცაა ე.წ. „ელიავას", „ვაგზლის" და „ლილოს" ბაზრობები, ასევე ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე, აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობებზე აგიტაცია და მიტინგზე წამსვლელი ხალხის მობილიზება. 2007 წლის 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ორჯერ იქნა დარბეული სამართალდამცავების მიერ, რა დროსაც განადგურდა აქციის გასამართად საჭირო აპარატურა. ოპოზიციური პარტიის ერთერთი ლიდერი, კობა დავითაშვილი რამოდენიმე პირთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა ე.წ. „ელიავას" ბაზრობაზე. მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე განთავსებულმა სამართალდამცავებმა შეამჩნიეს კობა დავითაშვილი, მათ ხელმძღვანელი დაუკავშირდა ზურაბ ადეიშვილს, რომლისგანაც მიიღო დავალება კობა დავითაშვილისათვის თავისუფლების აღკვეთის და მისი საგამოძიებო სამსახურის შენობაში გადაყვანის შესახებ.სამართალდამცავებმა უკანონო დავალების შესრულებისას ხელკეტებით სცემეს კობა დავითაშვილი, აღუკვეთეს თავისუფლება და ჩასვეს ავტომობილში, თუმცა საგამოძიებო განყოფილების ნაცვლად წაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც ცემის შედეგად დაზიანებები მიაყენეს თავის არეში. კობა დავითაშვილმა უკანონო თავისუფლების აღკვეთის დროს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განაჩენით, ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა", - ნათქვამია პროკურატურის ... ...