15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

2020 თებ 24 11:57:54

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს ხშირი რეცხვა, თუმცა ტანსაცმელს ისე ვერაფერი აფუჭებს, როგორც მისი არასწორი რეცხვა. რეცხვის დროს დაშვებული შეცდომების გამო ზიანდება არა მხოლოდ ტანისამოსი, არამედ სარეცხი მანქანაც.

გთავაზობთ 15 ძირითად წესს, რომელთა დაცვაც თავიდან აგარიდებთ რეცხვის დროს საბედისწერო შეცდომებს და თქვენს ტანსაცმელსა თუ სარეცხ მანქანას ხარისხს შეუნარჩუნებს:

ნუ გარეცხავთ ძალიან ბევრი რაოდენობით სარეცხს ერთ ჯერზე, მიუხედავად იმისა, რომ მანქანაში შეიძლება ჩაეტიოს. ზედმეტი გადატვირთვის გამო, მანქანა შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს.

პირსახოცების რეცხვისას ნუ გამოიყენებთ კონდიციონერს. აღმოჩნდა, რომ კონდიციონერი აქვეითებს ქსოვილის მიერ წყლის შეწოვის უნარს. ამიტომ თქვენი პირსახოცებისთვის ეს კარგი ნამდვილად არ იქნება.

წინდები გარეცხეთ ცალკე ბადეში. ან საერთოდ ცალკე რეჟიმით გარეცხეთ, რათა   სხვა სარეცხში არ დაიკარგოს.

ბალიშები და საბნები ორჯერ უნდა გაირეცხოს. პირველ ჯერზე  ფხვნილით, მეორე ჯერზე - ფხვნილის გარეშე. ბუმბული და ხელოვნური ბამბა ადვილად იღებს სუნს, ამიტომ სარეცხი საშუალების მძაფრი სურნელის მოსაშორებლად, მეორედ გარეცხვა აუცილებელია.

არ გამოიყენოთ დიდი რაოდენობით ქლორი. მოიხმარეთ იგი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რადგან ქლორი ქსოვილს აფუჭებს.

არ გარეცხოთ საცურაო კოსტიუმები მანქანაში. სპანდექსისა და ელასტანისგან შექმნილი სამოსი სარეცხ მანქანაში რეცხვის შედეგად იწელება. ისინი უნდა გაირეცხოს ხელით, გრილ წყალში.

გარეცხვამდე ტანსაცმელზე ღილები გახსენით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება რეცხვის დროს მოწყდეს.

გარეცხვამდე შარვალზე ელვა შესაკრავი აუცილებლად შეკარით! წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაკრავის კბილანებით შეიძლება სხვა ტანსაცმელი დაზიანდეს.

მანქანით რეცხვისას არ ჩაყაროთ ზედმეტი რაოდენობით სარეცხი ფხვნილი. დიდი რაოდენობით ფხვნილი ასევე დიდი რაოდენობით ქაფს წარმოქმნის, რომელიც ჯდება ქსოვილზე და ისევ აჭუჭყიანებს მას.

არ გახეხოთ დალაქავებული ადგილები. ასე ქსოვილს დააზიანებთ. თუ აუცილებელია ლაქების ამომყვანი, გამოიყენეთ თეთრი ქსოვილის ხელსახოცი და ფრთხლად გაუსვით დალაქავებულ ადგილს.

სწორად დაახარისხეთ. ეს ყველა დიასახლისისთვის ცნობილია. პირველ რიგში, არ გარეცხოთ თეთრი ფერის ქსოვილი სხვა ფერის ქსოვილებთან ერთად. ასევე არ გარეცხოთ შალის ტანსაცმელი სხვებთან ერთად. არც პირსახოცები გარეცხოთ სინთეტიკურ ქსოვილებთან ერთად. ცალკე უნდა გაირეცხოს ე.წ. ფლისის სამოსიც.

სარეცხის მანქანაში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 40-60 გრადუსი. ეს ის ტემპერატურაა, რომელიც სპობს თეთრეულსა და ტანსაცმელზე არსებულ ბაქტერიებს. ცივი წყლის ნაკადი ვერ სპობს მტვერს, ტკიპებსა და ბაქტერიებს, ძალიან ცხელი წყალი კი აფუჭებს ქსოვილს.

ხშირად ვიყენებთ ტანსაცმელს რეცხვის დროს კონდიცირების ქიმიურ საშუალებებს, თუმცა კარგი იქნება თუ გამოიყენებთ თეთრ ძმარს. თქვენი პირსახოცები და თეთრეული, რომლებიც რეცხვის შემდეგ უხეში ხდება, ძმრის გამოყენებით რბილი გახდება. გამოიყენეთ 100 მლ თეთრი ძმარი დამარბილებლად.

ექსპერტები გვირჩევენ, რომ სარეცხი აუცილებლად გავაშროთ ჰაერზე, თუ მზის სხივი იქნება, კიდევ უკეთესი. თუ სარეცხის გაშრობა საშრობ მოწყობილობაზე სახლში გიწევთ, რეცხვის დროს სარეცხთან ერთად შეაგდეთ ჩოგ­ბურთის ბურთი. ის ტენს შეიწოვს და სარეცხი უფრო ფუმფულა გახდება.

წყარო: ambebi.ge




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებულიოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი ძმები - 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის შესაძლო ჩადენაში მალევე ამხილეს. სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...