2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ზაფრანი

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

2019 დეკ 10 23:46:03

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს ემყარება. განსაზღვრეთ რომელი ცხოველის წელში ხართ დაბადებული და შემდეგ პროგნოზს გაეცანით.

ვირთხა

ვირთხის წელში დაბადებული ადამიანები მომხიბვლელობით გამოირჩევიან და გარშემომყოფთა კეთილგანწყობის მოპოვება ადვილად შეუძლიათ. მათ შესანიშნავი ინტელექტუალური უნარები გააჩნიათ. 2020 წელი მათ წარმატებას უმზადებს სასიყვარულო საქმეებში. ვარსკვლავები საპასუხო გრძნობას და ურთიერთგაგებას გვპირდებიან საყვარელი ადამიანის მხრიდან. წლის პირველი ნახევარი შესაძლოა ფინანსური სიძნელეებით გამოირჩეოდეს, ამიტომ ხარჯებს გონივრულად უნდა მიუდგეთ.

არ დაიხარჯოთ წვრილმანებზე და ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურსა და პირად ცხოვრებაში კონფლიქტებს ვერ გაექცევით.

ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგაწუხებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობას ყურადღება არ მიაქციოთ.

ხარი

ხარის წელში დაბადებულებს ამ ცხოველის ყველა ღირსება გააჩნიათ - ძალა, პრობლემების დაძლევის უნარი, პასუხისმგებლობა და მეთოდურობა.ზოგჯერ შესაძლოა მომთხოვნი და ქედმაღალიც იყოს. მომავალი წელი ხარს სიურპრიზებს უმზადებს, თუმცა მხოლოდ სასიამოვნოს: ახალი, სასიამოვნო და სასარგებლო ნაცნობობა, მოვლენები და პირადი ცხოვრების დალაგების შესაძლებლობა. თუმცა, ხარებმა უნდა ისწავლონ კომპრომისზე წასვლა და თავშეკავებულნი გახდნენ. სამუშაო წელი საკმაოდ დაძაბული იქნება, მაგრამ გულმოდგინების გამო ხარებს დაწინაურებაც ელით. არ ღირს მთლიანად კარიერაზე გადართვა - საჭიროა კარგად დასვენებაც. ჯანმრთელობის მხრივ ხარებს არაფერი ემუქრებათ, თუმცა დაძაბული სამუშაო გარემო მათ ნერვებზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს, ამიტომ იოგა და წყნარი მუსიკა თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება ამ წელს.

ვეფხვი

ამ წელს დაბადებული ადამიანები მგრძნობიარეები არიან და ჰარმონიაში იმყოფებიან თავის გრძნობებთან. 2020 წელს მათ დამსახურებული დასვენება ელით ფუფუნებაში და ახალი შთაბეჭდილებები. ვეფხვებს ახალი ნაცნობობაც ელით, რომელიც მათ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. ამ შემთხვევის წყალობით ეს ნიშანი უფრო მშვიდი გახდება.

სამსახურში კარიერული ზრდა ელით, რომელიც პოზიტიურად აისახება მათ ფინანსებზე. მარტოხელები ამ წელს თავის მეწყვილეს იპოვიან, მათ კი ვისაც უკვე აქვს პირადი ცხოვრება - ოჯახში მატება ელით. ჯანმრთელობის მხრივ არც ვეფხვებს ელით რაიმე პრობლემა. ამ წელს ისინი ენერგიით იქნებიან აღსავსენი.

კურდღელი

ამ ნიშნის წელში დაბადებული ადამიანები სიყვარულისთვის არიან გაჩენილნი. ისინი ალერსიანები, ურთიერთობაში სასიამოვნო და თავაზიანები არიან. კურდღელს წარმატებული წელი ექნება. კარიერაში მათ მხოლოდ ზრდა ელით. რაც უფრო გულუხვი იქნება ამ ნიშნის წელში დაბადებული ადამიანი, მით უფრო მეტი მატერიალური კეთილდღეობა და სასიამოვნო შთაბეჭდილება იქნება მის ცხოვრებაში. შესაძლოა, რომანი ამ წელს ქორწინებითაც დაგვირგვინდეს. ჯანმრთელობას კი კურდღელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ძალა და ენერგია ყველაფრისთვის ეყოს.

დრაკონი

მომხიბვლელი და ენერგიული დრაკონები. ეს ნიშანი ტალანტით და ჭკუით გამოირჩევა, ნაკლი კი -ზედმეტი პერფექციონიზმია. მომავალი წელი მათი სიმტკიცის ერთგვარი გამოცდა აღმოჩნდება - სამსახურში საპასუხისმგებლო დავალებები და რთული გამოწვევები ელით. მარტოხელა დრაკონებმა არ უნდა დახარჯონ ზედმეტი ძალისხმევა შესაფერისი პარტნიორის მოძებნაზე, უმჯობესია მარტოხელას ცხოვრებით დატკბეთ, რადგან მალე თავისუფალი აღარ იქნებით.

იმისთვის, რომ ამ წელმა სიხარული მოგიტანოთ და გარშემომყოფებთან ურთიერთობაც არ გაგიფუჭდეთ, საჭიროა ყურადღებით მოეკიდოთ საკუთარ თავზე აღებული დავალებების შესრულებას.

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევები.

გველი

გველი ძალიან ბრძენია. ისინი მოაზროვნენი არიან. 2020 წელს მათ დიდი ცვლილებები არ ელით. სამაგიეროდ მათი ცხოვრება სავსე იქნება სასიამოვნო წვრილმანებით. სტაბილური შემოსავალი, მყარი ურთიერთობები, სასიამოვნო საზოგადოება - ეს ხომ ნამდვილი ბედნიერებაა.

ამ წელს არ ღირს კარიერაში გრანდიოზული გეგმების განხორციელება. უმჯობესია მიღწეულს დასჯერდეთ. ეს ნიშანი კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევა, უბრალოდ, სწორ კვებას მიაქციეთ ყურადღება.

ცხენი

ცხენის წელში დაბადებულ ადამიანებს შრომა უყვართ, სამაგიეროდ ცუდი წინამძღოლები არიან. 2020 წელი მათთვის იღბლიანი უნდა იყოს. თუ სამსახურში გულმოდგინებას გამოიჩენენ, რაც მათთვის ძნელი არაა, ეს მათ საფულეზეც დადებითად აისახება.

ურთიერთობებს კი ყურადღება უნდა მიაქციოთ. სამსახურზე გადართვის გამო, მეორე ნახევარი შესაძლოა თქვენი უყურადღებობის გამო თქვენს მიმართ გაცივდეს.

ჯანმრთელობის მხრივ ცხენს ამ წელს არაფერი ემუქრება.

თხა(ცხვარი)

მომხიბვლელი და სიმპათიური ადამიანები, თუმცა გრძნობებს საკმაოდ თავშეკავებულად ამჟღავნებენ. მომავალი წელი მათ სასიამოვნო ემოციებს უმზადებს. უბრალოდ, სამსახურში ნუ მოეშვებით, ამით შესაძლოა თქვენმა შურიანმა კოლეგებმა ბოროტად ისარგებლონ. საერთო ჯამში თქვენი შრომა შედეგიანი აღმოჩნდება.

ჯანმრთელობის მხრივ თხას არაფერი ემუქრება. აი, სასიყვარულო საქმეებში კი დროა წესრიგი დაამყაროთ. მეტი საალერსო სიტყვა და ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდება.

მაიმუნი

მაიმუნებს ყურადღების მიპყრობა კარგად ეხერხებათ. ისინი ენერგიულები, ჭკვიანები და ცოტა ყბედებიც არიან, კარგი იუმორით გამოირჩევიან. 2020 წელი მათთვის აქტიური იქნება. პროფესიულ სფეროში ეფექტურები და შედეგიანები იქნებიან. მთავარი ამოცანაა დროზე ადრე არ მოეშვან, რადგან წარმატება მათგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს.

ამ წელს რომანტიული ნაცნობობაც ელით, ამიტომ, ვისაც უკვე ყავს პარტნიორი, თავი ხელში უნდა აიყვანოს და მყარი ურთიერთობა დროებითში არ გაცვალოს. ჯანმრთელობას რაც შეეხება, მაიმუნმა ნერვებს უნდა მიაქციოს ყურადღება.

მამალი

მამალი უკიდურესად შრომისმოყვარეა და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. მათ საზოგადოებაში ადამიანები თავს კარგად გრძნობენ. 2020 წელი მათთვის წარმატებული იქნება, თუმცა არ ღირს მოდუნება. იმისთვის, რომ პოზიციები შეინარჩუნოთ, გარჯა დაგჭირდებათ.

სასიყვარულო ცხოვრებაში მამლებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ: მათმა პარტნიორმა შესაძლოა მამლის ტემპს ვერ გაუძლოს და ურთიერთობა შეწყვიტოს, თუმცა სასოწარკვეთა არ ღირს, რადგან ძაღლის წელი უამრავ ახალ ნაცნობობას და კონტაქტებს გპირდებათ. ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოთ, ხშირად დაისვენეთ.

ძაღლი

ძაღლი მტკიცედ იცავს თავის პრინციპებს და სამართლიანობით გამოირჩევა. მათთვის კარგი პერიოდი დადგება: ბედნიერება, წარმატება, სიხარული, მოვლენათა იღბლიანი დამთხვევა. ძაღლებს წარმატება ელით ფინანსებში, პირად ცხოვრებაშიც და ყოფით წვრილმანებშიც კი.

შემოქმედებით დაკავებული ძაღლები კი ბოლოს და ბოლოს აღიარებას მოიპოვებენ. ჯანმრთელობაზე შეუძლიათ არ იდარდონ.

ღორი (ტახი)

ეს ადამიანები შესანიშნავი პარტნიორები და კომპანიონები არიან. 2020 წელი მათაც უამრავ საჩუქარს პირდება. რასაც არ უნდა მოკიდონ ხელი, ყველაფერი გამოუვათ. მხოლოდ სიზარმაცეს და მერყეობას შეუძლიათ მათ ხელი შეუშალონ იმ შესაძლებლობების რეალიზებაში, რომელსაც მათ ეს წელი უმზადებთ.

ურთიერთობა სტაბილური იქნება. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ შეაწუხებთ, თუმცა კარგი იქნება თუ დაისვენებენ და ცხოვრების სასიამოვნო მომენტებით დატკბებიან.




 ახალი ამბები
  • გორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლაგორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. ... ...
  • სამტრედიის N3 საჯარო სკოლის გუნდი ,,წიგნების თაროს“ მე-8 სეზონში მიიღებს მონაწილეობასახალგაზრდებში მეტად პოპულარული სატელევიზიო  ლიტერატურული შოუს ,, წიგნების თაროს“  მე-8 სასკოლო სეზონის შესარჩევი ტური  დასრულდა. საქართველოს მასშტაბით 32  სკოლა შეირჩა. რჩეულთა შორის  სამტრედიიდან მხოლოდ ერთი გუნდი მოხვდა, N3 საჯარო სკოლის გუნდი. ელენე ალფაიძე, მარიამ  რუხაძე და ანი  ჯღამაძე,   მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლეები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი როგორც სასკოლო,  ასევე, კლასგარეშე ღონისძიებებში. ,,წიგნების თაროში“  მონაწილეობას  სიხარულით შეხვდნენ, თუმცა,  ორმაგ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, მათ ხომ არა მარტო სკოლის, არამედ  მშობლიური ქალაქის ინტერესების დაცვაც ევალებათ. ,,თაროელები’’ საინტერესო  სეზონს გვპირდებიან. წარმატებები ... ...
  • კონკურსში, „სუფთა რეგიონი“ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდასაქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით,  კონკურსის „სუფთა რეგიონი" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. 27 იანვარს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. კონკურსის იდეა პირველად გაჩნდა 2015 წელს „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.  გამარჯვებულთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტიცაა - შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.  კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.  ... ...
  • საფრანგეთში ქართველი მორაგბე გარდაიცვალაფრანგული „გროლეს“ ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა. 27 წლის მორაგბე, რომელიდ ფედერალ 1-ის ბინადარ გუნდში 2014 წლიდან ირჯებოდა, სტადიონისკენ საკუთარი ავტომობილით მიემართებოდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც, გარდაიცვალა. ფრანგული მედიის ცნობით, ავარიის მიზეზი ნისლი და მოლიპული გზის ზედაპირი გახდა. მანქანაში ბექა მარტო იმყოფებოდა, მისი გარდაცვალების გამო კი, „გროლესა“ და „ლავორის“ შეხვედრა გადაიდო. წყარო: ... ...
  • რა მდგომარეობაა ჩოხატაურში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესიზამთრის დადგომასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების შემთხვევები მატულობს. მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ავადმყოფობა კი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ბავშვები სკოლას და საბავშვო ბაღს აცდენენ. როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში გაკვეთილებს მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ესწრება. როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს აცდენენ, სკოლებში სწავლის შეწყვეტის საშიშროება არ დგას. „მცირეოდენი გაცდენები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის ზღვარი, რომლის გამოც, სკოლამ უნდა შეწყვიტოს პროცესი. სკოლების ნაწილში ჩავარდნებია, მაგრამ, ძირითადად, სკოლებში სწავლა ნორმალურად მიმდინარეობს. თითო- ოროლა ბავშვი აკლია კლასებში, ცხადია, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. მაგალითად, ამაღლების საჯარო სკოლამ გვითხრა, რომ მეცხრე კლასში ბავშვების უმრავლესობა არ იყო“, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ. როგორც  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება „მომავალის“ დირექტორი,  ნინო ბარამიძე ამბობს, სასწავლო პროცესის განახლებამდე საბავშვო ბაღებში დეზინფექცია ჩატარდა, მაგრამ არის ბაღები, სადაც ვირუსის გამო ბავშვები არ დადიან. ბარამიძის ინფორმაციით, გრიპის გამო დღეს არცერთი ბავშვი არ მივიდა სოფელ სამების საბავშო ბაღში. „სასწავლო პროცესი 20 იანვარს განვაახლეთ. 17-18-ში სრული დეზინფექცია ჩავატარეთ და დავიწყეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ ვირუსი რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა. გამკაცრებული გვაქვს წესები და ბავშვები სადაც არ მოდიან, აქვთ ვირუსი. დღეს სოფელ  სამების ბაღში ერთი ბავშვიც არ ყოფილა. სააღმზრდელო პროცესის შეჩერებისა და ბაღების დათხოვნის საფრთხე არ არის. იქ სადაც ბავშვები არ დადიან იმ დღეს სააღმზრდელო პროცესი თავისთავად არ არის“,_ ბარამიძე. რამდენად არის გავრცელებული  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსი და რამდენად ხშირია მიმართვიანობა_ ამ კითხვით ჩოხატაურის კლინიკებს მივმართეთ. შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“-ს მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია. განსაკუთრებით კი ბავშვებში. საავადმყოფოში ამ დროისთვის 6 პაციენტი ფილტვების ანთებით მკურნალობს. „მომართვიანობა შედარებით გაზრდილია, განსაკუთრებით ბავშვებში. განსაკუთრებული შემთხვევა ისეთი, რომ რეფერალი ყოფილიყო საჭირო გრიპთან დაკავშირებით, არ გვქონია. დაწესებულებაში 6 პაციენტი გვიწევს ფილტვების ანთებით, 2 ხვალ გაეწერება, ამჯერად, საუბარია მოზრდილებზე“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის „მედალფას“ სამედიცინო ცენტის ხელმძღვანელი ანტონ ხუნდაძე კი ამბობს, რომ კლინიკაში გრიპის ვირუსის გართულებული ფორმებით მიმართვა ზამთრის არდადეგების დროს უფრო ხშირი იყო. „წინა თვეში უფრო მეტი მომართვიანობა იყო გრიპის ვირუსის გართულებებით, ვიდრე ახლა. გრიპის ვირუსს მკურნალობენ ბინაზე ოჯახის ექიმების მეშვეობით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...