2021 წლის კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი

ზაფრანი

2021 წლის კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი

6 იან. 2021, 14:13:06

ვერძი

კარიერული წინსვლის წელი დაგიდგათ. იანვარ-თებერვალში სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. ზაფხულში განაახლებთ ურთიერთობას ძველ პარტნიორებთან. სექტემბერ-ოქტომბერში: სამსახურის შეცვლას გადაწყვეტთ, თუ ახლანდელ თანამდებობა სიამოვნებას არ განიჭებთ. მოერიდეთ კოლეგების წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვას. წლის ბოლოს მოგიმატებენ ხელფასს, მიიღებთ საჩუქარს, პრემიას. თუმცა, ამავე პერიოდში უნდა მოერიდოთ ფინანსურ დაბანდებას.

კურო

წლის დასაწყისში დაგაწინაურებენ. შეიძლება ახალ პროექტს უხელმძღვანელოთ. ზაფხულში თავად მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კოლეგებისა და უფროსისგან მხარდაჭერას იგრძნობთ. შემოდგომაზე უმნიშვნელო მიზეზების გამო, სამსახურში ნუ იკამათებთ. იანვარი მსხვილი საყიდლების თვეა. თებერვალ-მარტში მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. წლის ბოლოს ძვირად ღირებული საჩუქრები შეიძინეთ ახლობელი ადამიანებისთვის.

ტყუპი

სამსახურში წინა წელთან შედარებით ნაკლები უსიამოვნება გელით. თუ კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ. წლის ბოლოს საინტერესო, საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. მარტივად გაისტუმრებთ ვალებს. წლის ბოლოს მოერიდეთ ფულის საეჭვო საქმეებში დაბანდებას.

კირჩხიბი

გაზაფხულზე მოიმატებს კონკურენცია, უფროსს თქვენი პროფესიონალიზმი უნდა დაუმტკიცოთ. მოითხოვეთ ხელფასის მომატება. ივლისში გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. შემოდგომაზე კარიერული საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ”გამორთეთ” ემოციები. ფულის დაბანდებისთვის საუკეთესო პერიოდია 7-17 აპრილის შუალედი. ფული იმდენი გექნებათ, რომ და-ძმების (თუ ცოდნის მიღების სურვილი გექნებათ, საკუთარისაც) სწავლის გადასახადსაც გადაიხდით. 

ლომი

იანვარ-თებერვალში მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან. წლის დასაწყისი კარგი პერიოდია ცოდნის მისაღებად, ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო კურსებზე. მაისში მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, ურთიერთობა რომ არ გაიფუჭოთ უფროსთან, საქმიან პარტნიორებთან. აგვისტოში ნუ დაიწყებთ ახალ ბიზნესპროექტებს. ოქტომბერ-ნოემბერში ნუ აიღებთ ვალს, კრედიტს. მატერიალურ კეთილდღეობას გაგიუმჯობესებენ მშობლები, მეგობრები. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. ნუ ენდობით მათ, ვინც "მარტივ ფულს" გპირდებათ.

ქალწული

წლის დასაწყისში ვალების გასტუმრებას შეძლებთ. აქტიურად შეუდგებით ახალი სამსახურის ძებნას. აპრილიდან თქვენს იდეებს გაიზიარებენ, მოგისმენენ და დაგაფინანსებენ. ზაფხულში მოსალოდნელია უსიამოვნებები სამსახურში. შემოდგომაზე კარიერული წინსვლის შანსი მოგეცემათ ან თქვენთვის სასურველ სამსახურს იშოვნით. ფული მოზომილად უნდა დახარჯოთ და არა ისე, როგორც თქვენ იცით. შემოდგომაზე თქვენს პროექტს დააფინანსებენ. დეკემბერში მთელი წლის დაგროვილი თანხით სასურველი ნივთის შეძენას შეძლებთ. 

სასწორი

აპრილში ახალი თანამდებობასა და ხელფასის მატებას ელოდეთ. მაისში - მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ფული შეიძლება ჰობიმაც მოგიტანოთ. სექტემბერი ამბიციური გეგმების განხორციელების თვეა. დეკემბერში კარიერაში წინსვლა გელით. ზაფხულის დასაწყისში ახალი პროექტი დიდ ფულს მოგიტანთ. შემოდგომაზე მოერიდეთ აზარტულ თამაშებს ფულზე.

მორიელი

წლის დასაწყისში ახალ სამსახურში გადახვალთ. აპრილში ნუ აიღებთ დამატებით სამუშაოს. შეიძლება თქვენთვის საინტერესო ჯგუფებში გაწევრიანდეთ. ამავე პერიოდში დაესწარით სემინარებს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. წლის დასაწყისიდან მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებას დაიწყებს. იანვარში თქვენთვის ხელსაყრელ ხელშეკრულებებს გააფორმებთ. გაფრთხილდით გაზაფხულზე, გაუთვალისწინებლობით არ დაკარგოთ თანხა. შემოდგომაზე ფულით ბევრ საქმეს მოაგვარებთ.

მშვილდოსანი

ზამთრის პერიოდში ახალი პროექტების დაწყებას ნუ იჩქარებთ. უმჯობესია, მეტი ყურადღება ძველებს მიაქციოთ. მარტში იპოთეკური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. კარგი პერიოდია კრედიტების გასაფორმებლად. აპრილ-მაისში უფროსთან საკუთარ ნიჭს თვითრეკლამა უნდა გაუწიოთ. ივნისში გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდით. სექტემბერი კარგი პერიოდია ახალი პროექტების განსახორციელებლად. ნოემბერში კარიერა თქვენს შრომასა და თვითრეკლამაზე იქნება დამოკიდებული. აპრილში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და საჭირო ნივთების შეძენას შეძლებთ. შემოდგომაზე სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ. დეკემბერში შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ.

თხის რქა

წლის დასაწყისში მოერიდეთ ავანტიურას. ვერც მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ და რეპუტაციაც შეგელახებათ. თებერვალში ძველი საქმეები დაასრულეთ. გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. შემოდგომაზე ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო კურსებზე წლის მეორე ნახევარში კარიერული წინსვლა გელით. ნოემბერ-დეკემბერში ბიზნესი საზღვარგარეთ გააფართოვეთ. ფულის ხარჯვა და მსხვილი საყიდლები იანვარში გელით. მაისში შეიძლება უხარისხო საქონელი შემოგასაღონ ან ხურდა არ დაგიბრუნონ. ზაფხულში მატერიალური მდგომარეობა დაგისტაბილურდებათ. შემოდგომაზე ფული შვილების განათლებაში დააბანდეთ.

მერწყული

შანსი მოგეცემათ, წლის პირველ ნახევარში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დაინიშნოთ. იანვარ-თებერვალში ახალი იდეები უფროსობას გააცანით. მარტი-აპრილი მივლინებები და საქმიანი შეხვედრებით იქნება დატვირთული. ზაფხულში მნიშვნელოვან დოკუმენტებს გააფორმებთ. აკონტროლეთ უმნიშვნელო დეტალიც კი. იანვარ-თებერვალში ძვირად ღირებული ნივთების შეძენას შეძლებთ. მსხვილი შემოსავალი ზაფხულში გელით. ოქტომბერში შეიძლება ლატარიაში მოიგოთ ან ფული საჩუქრის სახით მიიღოთ.

თევზები

წლის დასაწყისში ნუ შეიცვლით სამსახურს, მოერიდეთ მსხვილ ხარჯს. ნუ ეცდებით ყველა საქმის ერთდროულად და სწრაფად შესრულებას. აპრილ-მაისში პერსპექტიულ შემოთავაზებებს მიიღებთ. ნუ დაგენანებათ ფულის განათლებაში დაბანდება. ნასწავლის გამოყენებას უკვე წლის ბოლოსთვის შეძლებთ. 2021 წელს იმდენს გამოიმუშავებთ, რომ ვალების აღება აღარ დაგჭირდებათ. აპრილ-მაისში, თუ საკუთარ შესაძლებლობებში 100 პროცენტით დარწმუნებული ხართ, საკუთარი ბიზნესის დაწყებას შეძლებთ. მარტში ძველ ვალს დაიბრუნებთ. ზაფხულში შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდებათ. მსხვილი შენაძენისთვის კარგი პერიოდია სექტემბერ-ოქტომბერი. საახალწლო საჩუქრები ნოემბერში შეიძინეთ. დეკემბერში ხარჯი შეამცირეთ.




 ახალი ამბები
  • შსს "ნაციონალურ მოძრაობას" ოფისიდან წაღებულ ტექნიკას უბრუნებსშინაგან საქმეთა სამინისტრო "ნაციონალურ მოძრაობას" ოფისიდან წაღებულ ტექნიკას უბრუნებს, მაგრამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უწყებაში მისვლაზე ტექნიკის წამოსაღებად უარი თქვეს. „2021 წლის 23 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობები ამოიღეს და დალუქეს, რადგან არსებობდა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად სცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა“,_ აცხადებს ... ...
  • მტკვარში კაცის ცხედარი იპოვესგორში, მდინარე მტკვარში ასაკოვანი კაცის ცხედარი იპოვეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. წყარო: ... ...
  • მურმან დუმბაძე: ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა პარლამენტში ბოლომდენიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე. უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ არ აპირებდა შეჭრას და ეს ძალიან ცუდია. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, შევიჭრათ და შევიდეთ, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა. „კაცმა გააპროტესტა ოკუპანტის ჩამოსვლა საქართველოში და აპირებდა შესვლას პარლამენტში. უნდა შესულიყო. მე არ ვყოფილვარ, პირველი შემთხვევა იყო 30 წლის განმავლობაში, როცა არ ვყოფილვარ. მე შევიდოდი პარლამენტში, გავაპროტესტებდი და გამოვათრევდი გავრილოვს გარეთ. ამიტომ ყველა მეთოდი, რაც ცივილიზებულ სამყაროს მოუფიქრია - დაწყებული რევოლუციით, დამთავრებულო მოფერებით, ყველაფერს გავაკეთებთ. არანაირი პრობლემა აქ არ არის“, - განაცხადა დუმბაძემ. ჟურნალისტის რეპლიკას, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა ცივილიზებული მეთოდი არ არის, დუმბაძემ უპასუხა - „ვინ თქვა რომ არ არის?! 2007 წლის 7 ნოემბერს მე ვაპირებდი შეჭრას, იმიტომ რომ არ მომწონდა სააკაშვილი“. „პარლამენტში შეჭრაც არის კონსტიტუციური მეთოდი. ნიკა მელიას მოწოდება სწორია. მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე. უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ არ აპირებდა შეჭრას და ეს ძალიან ცუდია. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, შევიჭრათ და შევიდეთ. პირიქით, ნიკა მელიას ჩვენ მედალი უნდა დავკიდოთ“, - აცხადებს ... ...
  • "ვერაფერს ვიტყვი" - რატომ ჩაატარა ოზურგეთში კოვიდტესტირება ბათუმიდან ჩამოყვანილმა ჯგუფმასაპატრულო პოლიციის თანამშრომლების კორონავირუსზე შემოწმება ყოველ 14 დღეში ერთხელ ხდება. ოზურგეთში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჯგუფი ამოწმებდა, თუმცა, ამჯერად ტესტი პატრულის თანამშრომლებს ისე ჩაუტარეს, რომ სახელმწიფოს ჯანდაცვის მუშაკები საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ.  „ტესტების ჩასატარებლად მე-14 დღეს ველოდებოდი, მაგრამ გვითხრეს, რომ ტესტი გაკეთებული იყო. ბათუმიდან ჩამოყვანილმა ჯგუფმა ჩაატარა ტესტირება. არ ვიცი არაფერი. ვერაფერს ვიტყვი ამის შესახებ. დაუკავშირდით საპატრულო პოლიციას და ისინი გეტყვიან, რა ხდება“,_ გვითხრა მაია ქუტიძემ. „გურია ნიუსი“ იმის გასარკვევად თუ ვინ ჩაუტარებს მომავალში კორონავირუსზე ტესტს საპატრულო პოლიციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ჯანდაცვის ცენტრის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პოლიციის გატესტვა კანონდარღვევით ვერ ჩატარდებოდა, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ თუ  ვინ ჩაატარა ტესტირება ან მომავალში ვინ ჩაატარებს  არ აქვთ და კითხვაზე პასუხის მისაღებად პოლიციის ადმინისტრაციასთან გადაგვამისამართეს. "გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ კითხვაზე პასუხის მისაღებად ინფორმაცია ოფიციალურად უნდა ... ...
  • ვაქცინაცია და მოსალოდნელი მესამე ტალღა საქართველოშისაქართველო COVID 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოლოდინშია. ვაქცინის, რომელიც, სპეციალისტების თქმით, ერთადერთი რეალური იარაღია პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად. _ რამდენად არის ქვეყანა მზად ვაქცინის მისაღებად  და დაახლოებით, როდის მიიღებს ის რეალურად ვაქცინას? არის თუ არა  მოსალოდნელი ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღა? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „გურია ნიუსთან“  ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა. _ საქართველოსთვის რომელი დასახელების ვაქცინები განიხილება? _ საქართველოსთვის რეალურად ის ვაქცინები განიხილება, რომლებიც  განთავსებულია covax-ის პლათფორმაზე. პლათფორმაზე  კი განთავსებულია ის  ვაქცინები, რომლებიც ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული.  Covax-ის  პლათფორმას ამ ეტაპზე იმ ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან აქვს ხელშეკრულებები, რომლებიც, ძირითადად,  რეალურია  და ხელჩასაჭიდი. ერთ-ერთი  ყველაზე დიდი მომწოდებელი covax -ისთვის 20-21 წლის ბოლომდე უნდა იყოს ასტრაზენეკას ვაქცინა, წინასწარი ცნობით,  თითქმის 1 მილიარდი დოზა. ასევე, 22 იანვარს პლათფორმამ ფაიზერის ვაქცინის მწარმოებელ კომპანიასთან  ხელი მოაწერა 40 მილიონ დოზაზე. ფაიზერმა უკვე გასცა 1 200 ათასი  დოზა. ამ დოზიდან  სპეციფიკურ მოთხოვნებს ვინც აკმაყოფილებდა, მათ გადაუნაწილათ. საქართველოს, თავისი პოპულაციის მიხედვით, ერგო 29 ათასი ფაიზერის  დოზა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ ვიცით კონკრეტული თარიღი, როდის გამოიგზავნება ვაქცინა. covax-ის პლათფორმაზე  საქართველოს აქვს წინასწარ შეტანილი 4 მილიონი დოლარი, რაც არის ცნობილი. რის საფუძველზეც პლათფორმამ 20% მოსახლეობისთვის საკმარისი ვაქცინა უნდა მისცეს ქვეყანას წლის ბოლომდე, რაც  ეტაპობრივად მოხდება. ვაქცინას ერთდროულად ვერ მოგვცემს, ბუნებრივია. დანარჩენი, რაც არის ცნობილი და რაზეც გვქონდა შეხვედრები პრემიერის ხელმძღვანელობით, არსებობს  ინდივიდუალური მოლაპარაკება, რომელიც უკვე დასრულებულია.  მარტში საქართველოში ვაქცინა უნდა გამოიგზავნოს. 3 თებერვალისთვის  გავრცელებული განცხადებით, საქართველოს ეკუთვნის ასტრაზენეკი ვაქცინის 144 ათასი დოზა. ქვეყანას მატერიალური პრობლემა არ ექნება, რა თქმა უნდა, რაც ღია ინფორმაციის ნაწილში ითქვა შეხვედრის დროს. აღიარებით ნაწილზე ვართ დამოკიდებული ორმხრივ მოლაპარაკებებში, იმიტომ, რომ ვაქცინები შეიძლება სხვადასხვა იყოს ჩინური ორი კომპანიაა ასე, ასევე, ინდური კომპანია, მაგრამ ჯერ აღიარებული არავის მიერ არ არის. _ რუსული წარმოების ვაქცინაზე რა შეგიძლიათ თქვათ? _ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე დავსვი კითხვა რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით. მან მიპასუხა, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი. რაც არ უნდა ეფექტური იყოს რუსული ვაქცინა, საქართველო არ განიხილავს მას, იმის მიუხედავად, ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს თუ არა მას აღიარებას. ჯერჯერობით ასეა. თუმცა, მე ამავე შეხვედრაზე მქონდა იმის შესაძლებლობა, წამომეწია შემდეგი საკითხი _ კომერციულ ბაზარს ექნებოდა თუ არა რუსული ვაქცინა, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ აუცილებლად ექნებოდა და ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ. იქნება ბაზარზე თავისუფალი ვაქცინები და ყველა კერძო კომპანიას შეეძლება, შემოიტანოს. ამიტომ ახლა ვინმე თუ შემოიტანს ისე, როგორც პურის ფქვილი და ბავშვთა კვება შემოაქვთ რუსული წარმოების, თუ ის იქნება ჯანმოს მიერ აღიარებული, შეიძლება სადღაც კერძო პოლიკლინიკაში იყოს ხელმისაწვდომი. თუ ვინმეს ექნება სურვილი, მივიდეს და აიცრას. მე ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ. სახელმწიფო ამაში ბიუჯეტის ფულს არ დახარჯავს. _ ქვეყანა ტექნიკურად რამდენად მზად არის ვაქცინის მისაღებად? _ იმუნიზაციის ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს და 60% მოზრდილი მოსახლეობის აცრა საკმაოდ დიდია. მოსახლეობის ამ ნაწილის ორჯერადად აცრა თითქმის 3 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა გვჭირდება. ძალიან ბევრ რესურს და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ჩვენ რაც არ უნდა მატერიალური და ტექნიკური ხელმისაწვდომობა  გაგვიჩნდეს ვაქცინებზე,  როგორიც არის ფაიზერი.  ვაქცინა,  რომელსაც სჭირდება -80 გრადუსიანი მაცივარი, 3 მილიონ დოზა ფაიზერს ჩვენ ვერ გადავანაწილებთ სწორად და ამის ლოჯისტიკა ძალიან გაჭირდება. ამიტომ ჩვენი აქცენტი უნდა იყოს სწორედ  ვაქცინებზე, რომლებიც ინახება ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მაცივრებში და ეს ძალიან კარგადაა აწყობილი, ბავშვთა ყველა  ვაქცინა  ინახება 2-8 გრადუსზე ანუ სტანდარტული მაცივრის პირობებში. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ასტრაზენეკას ვაქცინა,  რომელიც 2-8 გრადუსზე ინახება. ასევე, ნოვავაქსი, რომელსაც შესანახად იგივე ტემპერატურა სჭირდება. _ პირველ ეტაპზე მოსახლეობის რა ნაწილის აცრაა დაგეგმილი? _ პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრა ეროვნული გეგმის მიხედვით მოხდა. პირველ ეტაპზე არის სამი კატეგორია გამოყოფილი. უპირატესი პრიორიტეტები, რომლებიც საერთო პოპულაციის 1% მოიცავს ეს არის ექიმები, მედდები და მთლიანად  სამედიცინო პერსონალი, დაახლოებით 75 ათასი ადამიანი.  პირველივე კატეგორიაში არის ბენეფიციარები და მოხუცთა თავშესაფრების მომსახურე პერსონალი (2 500-2 600 ადამიანი).  ასევე, ყველა ადამიანი 75 წელს გადაცილებული. ეს არიან პირველი პრიორიტეტული ჯგუფები. მაგრამ ჩვენ რადგანაც ვიცით, რომ ფაიზერის ვაქცინა (თუმცა შეიძლება ასტრაზენეკამ ჩამოასწროს, არ ვიცით) პირველ ეტაპზე 29 დოზა ათასი გვექნება, ექიმებს შორისაც ცალკე გამოიყოფა პრიორიტეტები.  გაუკეთდება იმ სამედიცინო პერსონალს, რომლებსაც უშუალოდ აქვთ კოვიდ ინფიცირებულთან კომუნიკაცია. ესენი არიან სასწრაფოს ექიმები, კოვიდ კლინიკები, ლაბორატორიის თანამშრომლები, სადაც ინფიცირებულების ნაცხის აღება ხდება. მეორე ეტაპისთვის თუ გვექნება ხელმისაწვდომობა დიდი რაოდენობით ვაქცინაზე ეს იქნება უფრო ფართო მასშტაბიანი ვაქცინაცია ასაკის მიუხედავად, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების და ასევე ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები( მოიაზრებიან მასწავლებელი, ჟურნალისტი, ჯარი და ა.შ.). _ რას ნიშნავს ორჯერადი ვაქცინაცია? _ ვაქცინაციების ძირითადი ნაწილი, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია დამზადებული. ერთის დასახელების ვაქცინის გარდა,  ეს არის ჯონსონი და ჯონსონის ვაქცინა, რომელიც ერთჯერადად არის ნაგულისხმევი თავისი კვლევის პროტოკოლით. დანარჩენი ყველა ვაქცინა კეთდება 3-4 კვირის ინტერვალით. რადგანაც ვაქცინების სერიოზული დეფიციტია. წარმოებასა და მიწოდებას შორის დისბალანსია, ქარხნები ვერ აუდიან ვაქცინის გაკეთებას. მაგალითად იგივე ფაიზერის ვაქცინა, რომელიც 21 დღის შემდგომ უნდა განმეორდეს. ამერიკაში ნება დართულია  6 კვირის ანუ  42 დღის ფარგლებშიც კი განმეორდეს. ასტრაზენეკას ვაქცინას ძალიან ბევრმა ქვეყანამ მათ შორის ბრიტანეთმა კვლევებით დაუდასტურდა თუ ინტერვალი პირველ დოზასა და მეორეს შორის 12 კვირაა ანუ სამი თვე,  ის არის უფრო ეფექტური ვიდრე 6 კვირაში მისი განმეორების შემთხვევაში. ჩვენ ქვეყანაშიც სასურველია და ამ საკითხზე იქნება ექსპერტების შეხვედრა, სადაც ვიმსჯელებთ. _ ვაქცინაციის შემდეგ,  რამდენად იქნება საჭირო მკაცრი რეგულაციების დაცვა? _ ვაქცინაცია ახალი დაწყებულია, პოპულაციული იმუნიტეტის მიღწევას მხოლოდ ისრაელი ცდილობს. ველოდებით ყველა მის შედეგს, რომელიც მარტის ბოლოდან  უნდა გამოჩნდეს რეალურად, თუმცა ისრაელმა უკვე გახსნა დაიწყო. არავინ არ იცის ვაქცინის გაკეთება გვიცავს მძიმე დაავადებისგან, სიკვდილისგან თუ ასევე მექანიკური გადამტანი რომ არ ვიყოთ ვირუსის. გადამდებადობას და გადატანის უნარს ართმევს თუ არა ადამიანს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას სჭირდება დრო. მეცნიერულად 76%  მექანიკური გადამტანობა შეამცირა ასტრა ზენეკას ვაქცინამ, მაგრამ სხვა ვაქცინებს ჯერ კიდევ იკვლევენ. სანამ ეს არ გაირკვევა და არსებობს  რისკი ახალი შტამების გამოჩენის და სანამ პანდემია მსოფლიოში მძვინვარებს,  მანამდე რეკომენდირებულია რომ ვაქცინირებული ადამიანი აუცილებლად უნდა იცავდეს იმ ნორმებს, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა. _ რა შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ვაქცინის გაკეთება? _ ვაქცინის გაკეთებისას სარგებელი მეტი უნდა ვიდრე შესაძლო რისკი. ჩვენს ქვეყანას აქვს ესეთი სტანდარტი საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ კვალიფიკაცია მინიჭებული ვაქცინები დაიშვება.  ჩვენთან ვერ შემოვა სხვა ვაქცინა ინდივიდუალური, რომელიმე ქვეყნის მიერ შექმნილი  თუ ეს არ შეიცვლება კანონმდებლობით. _ თუ პაციენტს  აქვს კოვიდინფექცია, რამდენ ხანში შეიძლება გაუკეთდეს ვაქცინა? _ თუ პაციენტს ახლა გადააქვს კოვიდი სამი თვის შემდეგაა სასურველი ვაქცინის გაკეთება. თუ ინკუბაციური პერიოდი აქვს და არ იცის,  ვაქცინა არაფერს არ დაუშავებს. _ საჭიროა ვაქცინაციის წინ ორგანიზმის მომზადება? _თუ ადამიანს აქვს რაიმე მწვავე დაავადება, ეს დაავადება უნდა იყოს დასტაბილურებული. მაგალითად, დიაბეტიანი უნდა აიცრას, მაგრამ თუ შაქარი მოუწესრიგებელი აქვს, რა საკვირველია, ჯერ უნდა მოაწესრიგოს შაქრის მაჩვენებელი. _ იგეგმება თუ არა ვაქცინაციისთვის სპეციალური შენობების გამოყოფა? _ ჯერჯერობით არსებულ გეგმაში არ შედის შენობების გამოყოფა. პირველადი ვაქცინების ათვისება იგეგმება საავადმყოფოების პირობებში, სადაც იქნება ვაქცინაციის ცენტრები მოწყობილი. რამდენიმე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ა. შ. როცა გაფაროვდება ვაქცინაციის პროცესი სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას რა პრინციპით გაავრცელებს. _ რამდენად მოქმედებს არსებული ვაქცინა ახალ შტამზე? _ რაღაც ტიპის ვაქცინები მოქმედებს, რაღაც ნაკლებად. თუმცა ბრიტანულ შტამზე მეტ-ნაკლებად ყველა მოქმედებს. სამხრეთ აფრიკულის გავრცელების შანსი  საქართველოში ნაკლებია. სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევაშიც კი სიკვდილისგან და სავადმყოფოში მოხვედრისგან იცავს ადამიანს. ამიტომ ვაქცინაცია ყველა შემთხვევაში რეკომენდირებულია. _ თქვენ იქნებით ერთ-ერთი პირველი ვინც ვაქცინას გაიკეთებს? _ რასაკვირველია, ჩვენი რიგი როცა მომიწევს მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი,  რომელიც საჯაროდ გაიკეთებს ვაქცინაციას. _ რა შეგიძლიათ გვითხრათ მესამე ტალღასთან დაკავშირებით? _ საბედნიეროდ, მსოფლიოში  ყველაზე უფრო დიდად დაზარალებულ ქვეყნების ნაწილში ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. ესეთია ამერიკის კონტინენტი და ევროპა. აფრიკაში, აზიაში და ავსტრალიაში ისედაც დაბალი იყო გავრცელება.  ქვეყნებში, სადაც შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა  შემზღუდავი ღონისძიებებიც არის და ვაქცინაციაც არის დაწყებული. ძნელია ამის პროგნოზირება, თუმცა ვირუსი ჩვენთან არის. ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის 300-400 შემთხვევა ეს ცოტა მაინც არ არის.  შემზღუდავი ღონისძიებები და ადამიანის მობილობა თუ გაიზრდება, რის პარალელურად  პირბადის სწორი ტარება 72%-დან 95 %-ზე,  მაშინ შესაძლებელია იყოს შეზღუდვების მოხსნა.  აპრილის მეორე ნახევრიდან არ არის გამორიცხული შემთხვევებმა მომატება დაიწყოს. იმედია ვაქცინაციაც შემოგვესწრება და მოწყვლად ჯგუფებს მაინც თუ ავცრით მაისის ბოლომდე, ესენი არიან ყველაზე რისკის მატარებელი ადამიანები. შეიძლება შემთხვევები გაგვეზარდოს, მაგრამ საავადმყოფოში მოხვედრილი ადამიანების  რაოდენობა და შესაბამისად, სიკვდილიანობა იქნება დაბალი. მთავარია, რომ ჩვენ ეს რისკის გვყავდეს დაცული ვაქცინაციით და სხვა მხრივ, მესამე ტალღის მე არ მეშინია, როგორც ამ საქმეში ჩახედულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...