ბავშვი, რომელიც აბორტის შემდეგ გადარჩა - თანამედროვე სასწაული

ზაფრანი

ბავშვი, რომელიც აბორტის შემდეგ გადარჩა - თანამედროვე სასწაული

20 ნოე. 2014, 16:36:55
მას არ აქვს სახელი, არ ჰყავს მშობლები, თვითონაც თითქოს არ არის... ის აბორტის შედეგია, რომელიც ყველაფრის მიუხედავად გადარჩა. ეს პატარა არსება სულ რაღაც 940 გრამია და კიდევ სამი თვე მაინც უნდა ყოფილიყო დედის მუცელში...
25 წლის გოგონამ ორსულობის მე-14 კვირაში გადაწყვიტა, ორსულობა შეეწყვიტა და რაღაც ჩინური აბების მიღება დაიწყო. არც მაშინ გაჩერდა, როცა აბებმა არ უშველა და ბავშვი კვლავ აქტიურად მოძრაობდა მუცელში. ამის მერეც განაგრძობდა ნაყოფის მოწამვლას, მაგრამ დედის მიერ უარყოფილი ნაყოფი განაგრძობდა სიცოცხლეს. მაშინაც კი გადარჩა, როცა ორსულობის 26-ე კვირაში გოგონამ ექიმებს მიმართა აბორტისთვის.
მუცლიდან გამოყვანილ პატარას ნორმალურად არ აქვს განვითარებული მნიშვნელოვანი ორგანოები, ამიტომ ის მთლიანად დამოკიდებულია ექიმების პროფესიონალიზმზე. სამედიცინო აპარატურის მეშვეობით აღჭურვავენ მის პატარა ორგანიზმს ჟანგბადით და ათბობენ, რომ არ გაიყინოს. მას ჯერ ყლაპვაც არ შეუძლია, ამიტომ, რომ არ დაიხრჩოს, ექთნები კათეტერით უღებენ პირიდან ზედმეტ სითხეს.
წყარო: http://mshoblebi.ge/



 ახალი ამბები
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...
  • ერთი დეპუტატის ორი ნომერი საარჩევნო სიაშიცესკომ 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სიის მეოთხე და 29-ე ნომრებს დავით ჭიჭინაძის პარტია „ტრიბუნა“ იკავებს. დავით ჭიჭინაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ მომხდარი ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. „თავის დროზე, რომ ამბობდნენ ხელმოწერების მოგროვებაა საჭიროო, ვაგროვეთ ხელმოწერები და ჩავაბარეთ. მერე აღმოჩნდა რომ კვალიფიციურებს არ სჭიდებოდათ ხელმოწერა, მაგრამ დარჩა ის. მე არ ვარ 29-ე ნომრად წარმოდგენილი პარტიის თავმჯდომარე. ტექნიკური ხარვეზია, რომელიც ალბათ ჩაიხსნება. ადგილობრივი მერის არჩევნები რომ ტარდება ქუთაისში, იქ გვყავს ჩვენ კანდიდატი და იმას მიენიჭა 4 ნომერი და შესაბამისად, ჩვენ კანდიდატებს სხვადასხვა ნომერი ვერ ექნებოდათ“,_ ამბობს ჭიჭინაძე. ცესკოში ამბობენ, რომ ორივე პარტია წესების სრული დაცვით არის რეგისტრირებული და ცვლილების გახორციელების სურვილის შემთხვევაში,  პარტიამ თავად უნდა მიმართოს ცესკოს. „ორივე პარტია არის ყველა ნორმის დაცვით რეგისტრირებული. თუ რაიმე ცვლილება სურთ, უნდა მოგვმართოს ან ერთმა პარტიამ ან მეორემ“,_ ამბობენ ცესკოში. შესაძლებელია თუ არა ერთი პირი ორი პოლიტიკური პარტიით იყოს რეგისტრირებული საარჩევნო  სიაში, _ ამ საკითხის გასარკვევად საიას დავუკავშირდით. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა საარჩევნო საკითხებში, მარიამ ლაცაბიძემ გვითხრა, ამის უფლებას კანონი არ იძლევა და მოცემულ შემთხვევაში საქმე სავარაუდოდ გაურკვევლობას ან ტექნიკურ ხარვეზს ეხება. „ერთ პირს არ აქვს უფლება რომ ორი სხვადასხვა პარტიის წევრი იყოს. რადგან ორი სხვადასხვა ნომერია ორი სხვადასხვა პარტია იგულისხმება. დავით ჭიჭინაძე ორ პარტიაში ვერ იქნება. გარდა ამისა, ერთი პარტიის ოფიციალური სახელწოდება არ უნდა ემთხვეოდეს სხვა პარტიის სახელწოდებას. შესაბამისად ან ორ სხვადასხვა პარტიაზე ვსაუბრობთ ან შეუძლებელია, რომ ერთი პირს ორი პარტია ჰქონდეს დაფუძნებული, ეს კანონმდებლობით აკრძალულია, სავარაუდოდ ტექნიკური ხარვეზია. ცესკომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“,_ ამბობს მარიამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...