„უხერხული მდგომარეობა“

ზაფრანი

„უხერხული მდგომარეობა“

2015 თებ 7 19:56:19

თეატრი და კინო განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები მსახიობები არიან. თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი “პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც გარედან არ ჩანს და მხოლოდ მსახიობებისათვის არის ცნობილი. ამ პროფესიის ადამიანები ერთ დიდ საქმეს ემსახურებიან. ისინი ხშირად ხუმრობენ და ერთმანეთს სხვადასხვა სიურპრიზებსაც უწყობენ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ, რომლებიც არაორდინარულ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილან.

ქართველ მსახიობებს მრავალი ათეული წლის განმავლობაში კომუნისტური წყობილების პირობებში ცხოვრება და მუშაობა უხდებოდათ. როგორც ყველა საბჭოთა მოქალაქეს, მათაც უწევდათ სხვადასხვა დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღება. ჩვენი “აქტიორები“ ამ სავალდებულო დატვირთვას ერთგვარი იუმორით უდგებოდნენ და “პარადებზე” დრო მეტად ხალისიანად გაჰყავდათ.

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ვაჟა კვიტაიშვილმა ერთი “მხიარული წესი” შემოიღო. 30 გრამიანი შავი ყანწი ჰქონდა. ყოველ დღესასწაულზე, პირველი მაისი იყო თუ შვიდი ნოემბერი, ჩაიდებდა ჯიბეში ამ ყანწს, ნახევარ ლიტრიან არაყს, მეუღლის გამომცხვარ ხაჭაპურს და ასე გამოდიოდა დემონსტრაციაზე. ეს წამოწყება კოლეგებს ისე მოეწონათ, რომ ისინიც ასე “შეიარაღებულები” მოდიოდნენ. მხოლოდ იპოლიტე ხვიჩია არ სვამდა, მაგრამ განსაკუთრებულად მხიარულად იქცეოდა.

საბჭოთა სინამდვილე მაინც სასტიკი იყო და ზოგჯერ უსიამოვნო სიურპრიზებსაც აწყობდა. ერთხელ მარჯანიშვილის თეატრში ლავრენტი ბერია მისულა. მთელი დასი იყო შეკრებილი. ბერია იმუქრებოდა, თუ ისე არ მოიქცევით როგორც გეტყვით, დაგხურავთო. მხოლოდ მსახიობმა აკაკი კვანტალიანმა გაბედა და შეეკამათა. ბერია თურმე ამდგარა და თითი დაუქნევია – მაგ ენას გადაგაყლაპებო. აკაკი კვანტალიანი ცუდად გამხდარა. განცდილი შიშის გამო მეტყველებაც კი შეცვლია.

ერთხელ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბატონი გოგი ქავთარაძე. რეჟისორის თანაშემწედ ახალი დანიშნული იყო და თეატრში მორიგი სპექტაკლი მიმდინარეობდა. უცებ ქავთარაძემ აღმოაჩინა, რომ ერთი ოთახიდან დარბაზში ხმამაღალი სიცილი შემოდიოდა. გამოაღო კარები და ოთახში მყოფებს მკაცრი ხმით გაჩუმება მოსთხოვა. უკან გამობრუნებული კი მიხვდა, რომ შენიშვნა თავად ვერიკო ანჯაფარიძეს, ვასო გოძიაშვილს, სესილია თაყაიშვილსა და ალექსანდრე ჟორჟოლიანს მისცა. ძალიან კი შერცხვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ცნობილი მსახიობების სასახელოდ, მათ ახალბედა რეჟისორს არაფერი აგრძნობინეს, პირზე ხელი აიფარეს და ჩუმად ჩაიცინეს.

მეორე მსოფლიო ომის მძიმე დღეები იდგა, განსაკუთრებულად ინტელიგენციას უჭირდა და სულის მოსაბრუნებლად ლუკმას ეძებდა. სესილია თაყაიშვილი და მერი დავითაშვილი კახეთში წავიდნენ მატარებლით, ტანსაცმელი წაიღეს სურსათზე გადასაცვლელად. გზაში პროფესორი დაემგზავრათ. რისთვის მობრძანდებითო - ჰკითხეს. ლექციების ჩასატარებლადო - მიუგო, და შემდეგ მსახიობებს თვითონაც ჰკითხა, თქვენ რისთვისღა მიბრძანდებითო? კონცერტების ჩასატარებლადო, - უპასუხეს მათ.

ერთმანეთს სადგურზე დაშორდნენ. სესილიამ და მერიმ ბაზარს მიაშურეს და გასაყიდად კაბები თოკზე გადაკიდეს, ხოლო მყიდველთა ყურადღების მისაქცევად ძველი გრამაფონი აამღერეს. გაიხედა სესილიამ და შეამჩნია: იმ სახელოვან პროფესორს შარვალი უჭირავს და აქეთ-იქით დადის. უცებ პროფესორმა თვალი მოჰკრა გზაში გაცნობილ მსახიობებს და ბაზრიდან გაიპარა.

- ვაი, ეს რა ვქენით?! – თავზე ხელი შემოიკრა სესილიამ, - იმ გაჭირვებულ პროფესორს ცოლ-შვილი მშიერი დავუტოვეთ.

სსრკ-ის სახალხო არტისტმა მიხეილ გელოვანმა სოხუმში სახლი აიშენა 80-იან წლებში. მაშინ სოხუმში ცხოვრობდა ძველი თაობის თეატრისა და კინოს მსახიობი და რეჟისორი, მისი ახლო ნათესავი ალიოშა დგებუაძე.

ერთ დღეს მიშა ნათესავებს ეწვია. ისადილეს, იმღერეს, დრო გაატარეს და მიშამ ალიოშა თან წამოიყვანა სახლის სანახავად. ალიოშას სახლი მეტად მოეწონა, ადგილ-მდებარეობაც.

- მიშა, აი ის სახლი შენი სახლის გვერდზე ქვემოთ რომ დგას, საცხოვრებელია?
- არა, ფსიქიატრიული საავადმყოფოა.
- აი, ის ზევით რომ არის?
- ვენერიული დისპანსერი. უკეთესი ადგილი ვერ შემირჩიეს, - სინანულით თქვა მიშამ.
- არა, მიშა, არა, შესანიშნავი ადგილი მოუციათ. მიხვდნენ, ალბათ, რომ შენი ბოლო ან იმ საავადმყოფოში იქნება, ან დისპანსერში.

ამ სახალისო ისტორიას ქალბატონი ელენე საყვარელიძე არაერთხელ იხსენებდა: “1966 წელს უნგრეთში ქართული კულტურის დეკადაზე ჩვენი დელეგაცია მასპინძელთა დიდი პატივისცემით და ყურადღებით სარგებლობდა. ყველას ატკბობდა “ორერას” დიდებული სიმღერები. გვქონდა ბევრი საინტერესო შეხვედრა და ნაცნობობა. განსაკუთრებით დაგვიმეგობრდა ჟურნალისტი იანოშ რიგო. იგი ჩვენი კულტურის დღეების მასალებს აშუქებდა და სულ ჩვენთან იყო. გამომგზავრებისას აეროდრომზე უნგრული თოჯინა მომართვა სამახსოვროდ. ეს ჩვენი ეროვნული სიამაყეაო, ამიხსნა. მადლობა გადავუხადე ძვირფასი სუვენირისათვის და შევპირდი, მეც გამოგიგზავნით საქართველოდან ჩვენს ეროვნულ სიამაყეს მეთქი.

- წარმომიდგენია! ქართველები ყველანი პოეტურები ხართ, მოუთმენლად მოველი თქვენს სუვენირს, მე მას წიგნების კარადაში მოვათავსებ.

უნგრეთს დავემშვიდობეთ. გაიარა ერთმა წელმა და ახლა საქართველოში ავღნიშნეთ უნგრული კულტურის დღეები. უცხოელი კოლეგების გაცილების დღეს უცებ გადავწყვიტე, იანოშ რიგოსათვის შეპირებული სამახსოვრო გამეგზავნა. ქართული ჩურჩხელებითაც მინდოდა თავი მომეწონებია და ქაჯეთის ციხეში გადახვეულ ნესტან-დარეჯანის და ტარიელის ბარელიეფისათვის დამემატებინა. ბაზარში გამახსენდა, რომ სახლიდან ერთი კილო სიმინდის ფქვილიც დამავალეს, ესეც ვიყიდე, ნაყიდ ქაღალდის პარკში მოვათავსე და აეროდრომისკენ გავემგზავრე.

ცოტა შემაგვიანდა, მაგრამ მაინც მოვასწარი სტუმრისათვის გასაგზავნი ამანათი გადამეცა. კმაყოფილი დავბრუნდი შინ.

დედაჩემს უნდოდა ჩანთიდან სიმინდის ფქვილი ამოეღო და ხელში “ვეფხისტყაოსნის” ბარელიეფიანი პარკი შერჩა. იმ სიჩქარეში უნგრეთში სწორედ ფქვილიანი პარკი გამიგზავნია და ახლა, ალბათ, წიგნების კარადას ამშვენებს”. “

სანდრო ჟორჟოლიანს მრავალი კურიოზი გადახდომია. ამათგან სულ პირველს ყოველთვის მაინც განსაკუთრებულად იგონებდა:

“ფილმ “ნათელას” გადაღებისას დამიძახეს გრიმის გასაკეთებლად, წვერის მაგივრად რაღაც კიკინები თუ ღინღლი დამაკრეს. “პრობი” სურათი გადამიღეს, “ჩამაკარტოჩკეს” და დამამტკიცეს როლზე. პირველი გადაღება სამჭედლოში იყო. აქ გავარვარებული ქურაა, მე რაც შეიძლება ვუბერავ, ყოველმხრივ პროჟექტორებითა და სარკეებით მანათებენ. დავიწვი სიცხით, დავდნი ოფლად და ჩამომადნა აი გრიმი, ღინღლი და ულვაში. “სტოპ სიომკა”, - იყვირა რეჟისორმა. შემისწორეს გრიმი, მიმწებ-მომწებეს. დაიწყო გადაღება, მომაშუქეს ყველაფერი. ისევ ჩამომადნა გრიმი. ვინ გაუკეთა გრიმიო - იკითხა მან. აგერ ვხედავ, ძლივს იკავებს სიცილს აკაკი ხორავა, არადა მივხვდი, რაშია საქმე. ვუბრიალებ თვალებს იმ შეჩვენებულ მამფორიას (იგულისხმება ფილმში მონაწილე მსახიობი ილია მამფორია. ს.გ.), ის იჭაჭება და იჭაჭება. გრიმიორი გამოცდილი კაცი იყო, მიხვდა, რაშიც იყო საქმე. 25 წუთი ითხოვა, - მისცეს. მომწმინდა გრიმი. პირი საპნით დამბანა. გამიკეთა ხელახალი გრიმი, ისე დამთავრდა გადაღება, ბალანი არ ჩამომვარდნია. მომატყუა იმ “ციგანმა” მამფორიამ – ეს კინოა, თეატრის გრიმი არ გამოგადგებაო, კინოში სახეზე ჯერ ვაზელინი უნდა წაისვა კარგად და გრიმი მერე გააკეთებინოო. შეურცხვა ცხვირი, ყველამ იცოდა თურმე, რა სიაბდლეს მიპირებდა”.




 ახალი ამბები
  • "რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვს" _ ვოლსკი ოპოზიციასადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყამ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის, – ამ სიტყვებით მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას მიმართა. “მე ვერ გავიგე ადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყავ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის. იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რომ პასუხი შეუბრუნდება. სადიზმის თემაც არ მესმის, იმიტომ, რომ ის კბილები, რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვთ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ახალი ამოუვიდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პლენარულ სხდომაზე რუსეთის თემასაც გამოეხმაურა. “რაც შეეხება რუსეთის თემას, იქ პარტიის ცეკას ინსტრუქტორი და აქ კარიკატურების გამოქვეყნება არ შველის იმ რეალობას, რასაც ჰქვია რუსეთის ხელშეწყობა და სერიოზულად: რუსეთის თემის ექსპლოატაცია საერთოდ მოდაშია, ადვილია სალაპარაკოდ, ცოტა ძნელია სალაპარაკოდ ვთქვათ ციფრები. არის საკითხები რაზედაც შეიძლება კამათი, შეიძლება კონსტრუქციული კამათიც, მაგრამ ეს თემა არ არის, კამათს არ ექვემდებარება. მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მოხდა ის, რომ ყველანაირი შეთავაზება, ყველანაირი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჩვენთან ერთად შემუშავებული, დაირღვა. რეალობაა ხალხო ეს. მე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ იმიტომ, რომ სწორედ თქვენი ტვინის გამორეცხვისათვის არის მიმართული ყველა განცხადება და პროპაგანდისტული ნაბიჯი იმიტომ, რომ ის ემოცია არა გაქვთ, რაც 2008-ში იყო, 11-ში იყო, ბევრმა საკითხმა ისე ჩაიარა, რომ წლებმა გარკვეული მოშუშება უზრუნველყო ადამიანის გულებში და მახსოვრობაში, მაგრამ არის ათასობით ადამიანი, ვისაც ეს კარგად ახსოვს. მე ახალ პოლიტიკურ თემაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. რაც შეეხება იმ უმტკივნეულო რეზოლუციას, ჯერ ეს ერთი უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ, თუ არაფერს არ ნიშნავს და ნაჭუჭია კვერცხის, მაშინ ნუ შემოგაქვთ, ეს ერთი, მაგრამ არ არის უმტკივნეულო – ეს არის გათვლილი, საკმაოდ მზაკვრული გეგმა რომ ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ეხლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს. წინა ხაზზე გაგიყვანონ მაშინ, როდესაც ხელში იარაღი არ გიკავია და იცი ზუსტად, რომ მტერი გაცილებით უფრო ეფექტური იარაღით დაგარტყამს. ეს იყო მიზანი, მთავარი მიზანი. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ეხება განათლებას, სპორტს, ამ თემებთან დაკავშირებით ვიკამათოთ კი ბატონო, სახელმწიფოს დამსახურებაა თუ არა, რომ ბიუჯეტი იზრდება, ვთქვათ სპორტში. სახელმწიფოს დამსახურება თურმე არ ყოფილა ის, რომ, არ ყოფილა კი არა, თურმე მავნებლობა ყოფილა ის, რომ დედაენა დაბრუნდა სკოლაში. ეს ხომ ფაქტია და ამ ფასეულობებით ვეჯიბრებით ერთმანეთს და საზოგადოებამ ამ ფასეულობების აწონვით უნდა მოგვიჩინოს ის ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რისი პრეტენზიაც აქვს. აქედან გამომდინარეობს მთავარი თემა – დაველოდოთ არჩევნებს და გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით მთავრობის მხარეს მოვუწოდებ, რათა საკითხი არ დარჩეს კითხვის ნიშნის გარეშე, რათა საკითხი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, თუნდაც თითოეული ადამიანის, კონკრეტული ადამიანის გაჭირვების თემას ეხებოდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ ... ...
  • ჯურუყვეთელ პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭალანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ  პედაგოგს, მიმოზა ბარამიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის  წოდება მიენიჭა.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი დამსახურებულ პედაგოგს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ... ...
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...