როგორ იშოვა ეკა ყურშიტაშვილმა ფული, ბინა და მანქანა

ზაფრანი

როგორ იშოვა ეკა ყურშიტაშვილმა ფული, ბინა და მანქანა

2015 თებ 7 20:56:06

24 წლის  ეკა ყურშიტაშვილი მძიმე ბავშვობასა და პირად ცხოვრებაზე  საუბრობს. ამბობს, რომ მის თავზე მხოლოდ წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ ყველანაირი გაჭირვება აქვს გამოვლილი.

"კახეთში დავიბადე. მერე რამდენიმე წელი უკრაინაში ვცხოვრობდი, რადგან მშობლები იქ იყვნენ - დედაჩემი ნახევრად უკრაინელია, პედიატრია და იქ ბავშვთა საავადმყოფოში მუშაობდა.

6 წლის რომ ვიყავი, მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. მე და ჩემი და თელავში ჯერ მამაჩემის ბებიასთან, მერე მამაჩემის დედასთან ვიზრდებოდით. სკოლა თელავში დავამთავრე.

5 წელი დედისგან წერილიც კი არ მიგვიღია. 5 წლის მერე  ჩამოვიდა და გვნახა. მერე გათხოვდა. მოსკოვში ცხოვრობს, ქართველს გაჰყვა ცოლად. მისი მეჯვარე ვიყავი ქორწილში. მამასთან ერთადაც არ ვცხოვრობდით, რადგან განქორწინებიდან მალევე მოიყვანა ცოლი. მერე მასაც გაშორდა და ახლა მესამე ცოლი ჰყავს.

7-8 წლის ასაკში უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებას ვეწეოდი, საჭმელსაც მე ვიმზადებდი. და ჩემზე 2 წლით უფროსია, მაგრამ, რომ იტყვიან, მხოლოდ თავისი თავის ადამიანია. მშობლები მას უფრო აქცევდნენ ყურადღებას - მისთვის უნდოდათ კარგი ტანსაცმელი, კარგი განათლება. ჩემთვის კი არავინ იყო. როგორღაც გავიზარდე. ჩემს თავზე წისქვილის ბორბალი არ დატრიალებულა, თორემ სხვა ყველაფერი გამოცდილი მაქვს.

მერე გავთხოვდი. საშინელ პირობებში მიწევდა ცხოვრება. 6 თვის ორსული ვიყავი მუცელი რომ ამტკივდა და ქმარს ვეხვეწებოდი, ექიმთან წამიყვანე-მეთქი. მიპასუხა, ახლა გამაყუჩებელი დალიე და ხვალ მივიდეთო. ბავშვი მკვდარი დავბადე და მეც ძლივს გადავრჩი.

ამის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ ისევ შევრიგდით, რადგან მამაჩემი ამბობდა, რომ სახლში განათხოვარი შვილი არ სჭირდებოდა. ერთი თვის ორსული ვიყავი, როცა მისგან წამოვედი და უკრაინაში წავედი.

იქ ფრჩხილების, თმების დაგრძელება და ვიზაჟის გაკეთება შევისწავლე. საღამოობით კი რესტორნის სამზარეულოში ვმუშაობდი - ჭურჭელსაც ვრეცხავდი, კარტოფილის თუ სხვა რამის გათლაში ვეხმარებოდი და ა.შ. ღამის 3-5 საათზე 20 გრადუსიან ყინვაში ერთ კილომეტრს ფეხით გავდიოდი, რომ სახლამდე მიმეღწია. 5-6 თვე დავყავი უკრაინაში, მერე თბილისში ჩამოვედი და ბინა ვიქირავე. ნახევარი ორსულობა მშიერი მუცლით გავატარე. მთელი 9 თვე ვმუშაობდი.

24 წელი რომ ავიღოთ მთლიანობაში, არავისგან მიგრძვნია იმდენი სითბო და სიყვარული, რასაც  ჩემი შვილი ერთ დღეში იღებს ჩემგან. ბავშვი რომ გავაჩინე, სალონში დავიწყე მუშაობა. ძალიან მიჭირდა ბინის ქირის გადახდა და ბავშვის მოვლა. საბავშვო ეტლით დამყავდა სალონში და როცა საქმე მქონდა, ჩემი თანამშრომლები ართობდნენ.

2 წელი ძუძუს ვაჭმევდი, ისე გავზარდე. გვიანობამდე კი სალონში მყავდა. ახლა 5 წლის არის, ცისი ჰქვია. მოგვიანებით ჩემმა ყოფილმა დედამთილმა მასესხა ფული. ვიქირავე ფართი, მოსწავლეებიც მყავდა, ვმუშაობდი, შემომქონდა ფრჩხილების ლაქები, სხვა საშუალებები და ვყიდდი. ბოლოს სალონი დავკეტე და სახლში ვიღებდი კლიენტებს. 5 წელია ერთი და იგივე პიროვნებები დადიან ჩემთან და მეც დავდივარ მათთან სახლში. მანქანა პირველად 3 წლის წინ ვიყიდე - "მერსედესი ცე ელ კა", - მერე ეს ჯიპი - "ბეემვე იქს 5".

ეს მანქანა 25 ათასი დოლარი ღირს... დანაზოგს ყოველთვის ვაკეთებდი. ფრჩხილის დაგრძელება 100 ლარი ღირს... პირველად მანქანაში 11 ათასი დოლარი გადავიხადე. 5 ათასამდე მქონდა მოგროვებული, 4 ათასი მეგობარმა მამაკაცმა დამიმატა და 3 ათასი სესხად გამოვიტანე ბანკიდან, რომელიც რამდენიმე თვეში დავფარე. მერე ეს „ბეემვე“ მომინდა. გავყიდე ის მანქანა და ისევ ჩემმა შეყვარებულმა დამიმატა ფული. 10 ათასი მქონდა, 10 ათასი დამიმატა, 5 ათასი ისევ სესხი ავიღე. ეს ვალი უკვე დავფარე.

საკმაოდ კარგი ადამიანი და შეძლებული პიროვნება მყავს გვერდით. კი არ ვეუბნებოდი, ამდენი და ამდენი მინდა-მეთქი, დამიდებდა ხოლმე მაგიდაზე ან ანგარიშზე მირიცხავდა და იმით შევაგროვე. 6 თვე ვაგროვე ფული და 10 ათას დოლარამდე ავიდა. შევიტანე მშენებარე ბინისთვის და სულ ახლახან დავამთავრე დანარჩენი თანხის დაფარვა. დღეში ორი გოგო რომ მივიღო, უკვე 200 ლარია. გულხელდაკრეფილი კი არ ვზივარ!" - აცხადებს ეკა ყურშიტაშვილი.

წყარო: ჟურნალი სარკე




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...