„ოპელი“ სამუდამო გარანტიით გაიყიდება

ზაფრანი

„ოპელი“ სამუდამო გარანტიით გაიყიდება

19 თებ. 2015, 18:01:55

ცოტა ხნის წინ საავტომობილო კონცერნ „ოპელის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ამ ფირმის ავტომობილების მყიდველები ქარხნისგან სამუდამო გარანტიას მიიღებენ.

ახალი ინიციატივის მიზანია „ოპელის“ გაყიდვებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი. ეს პროექტი თავდაპირველად, ევროპაში, კერძოდ კი, გერმანიასა და ბრიტანეთში განხორციელდება.

იმ შემთხვევაში, თუ ევროზონაში „ოპელის“ სამუდამო გარანტიის ინიციატივას დადებითი შედეგი მოჰყვა, განიხილება მისი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გავრცელების პერსპექტივაც. გერმანელი ექსპერტები ამ ინიციატივას უჩვეულოს, მაგრამ დროულს უწოდებენ იმ ფონზე, როცა „ჯენერალ მოტორსის“ შვილობილი კომპანია „ოპელის“ გაყიდვები გერმანიაში 40 პროცენტით დაეცა.

ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ სამუდამო გარანტიის აქცია კონცერნს ძალიან ძვირი დაუჯდება, თუმცა, მას სხვა გზა აღარც აქვს. გარანტიით გაიყიდება მანქანის ძრავა, სავალი ნაწილები, მართვის სისტემა და ელექტროაღჭურვილობა. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები მაინც იქნება – როცა „ოპელი“ 160 ათას კილომეტრზე მეტს გაივლის, ან მას პირველი მყიდველი გაყიდის, სამუდამო გარანტია მასზე აღარ გავრცელდება.

მართალია, ახალ მფლობელსაც შეუძლია, გადაიფორმოს სამუდამო გარანტია, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდება. გარანტიის მოქმედების განმავლობაში აუცილებელი სამუშაოების ხარჯებს „ოპელი“ დაფარავს.




 ახალი ამბები
  • N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულების მაღაზიის თანამშრომლების კოვიდ-19-ით დაინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა (R)მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქსნის ციხეში მაღაზიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ტელეკომპანიის რესპოდენტი იყო ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა: "მთელი დღეა გვირეკავენ პატიმრები და გვეუბნებიან, რომ ციხე არის ჩაკეტილი და შესვლა შეუძლებელია. ჩვენი ინფორმაციით, კორონა დაუდასტურდა გამყიდველს, რომელიც იქ ყიდის სხვადასხვა პროდუქციას."  სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და ქსანში მდებარე არც ერთი დაწესებულების (N10 და N15) მაღაზიის თანამშრომლებში covid-19 არ დაფიქსირებულა. სიცრუეა ისიც, თითქოს "ციხე არის დაკეტილი". ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში მხოლოდ ის შეზღუდვები მოქმედებს, რაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების ამოქმედების შემდეგ ყველა დანარჩენ დაწესებულებაშია შემოღებული. კერძოდ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრებს შეჩერებული აქვთ ხანგრძლივი პაემნის უფლება, ხოლო ხანმოკლე პაემნები მინის ბარიერის გამოყენებით მიმდინარეობს. არანაირი განსაკუთრებული შეზღუდვა ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში არ მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ მთავარმა არხმა ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურთან გადაამოწმა და მიიღო პასუხი, რომ ეს არის სიცრუე. ამასთან ტელეკომპანიამ ინფორმაცია გადაამოწმა კერძო კომპანიაში, რომელიც პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიებში ოპერირებს და კომპანიამაც არ დაუდასტურა ეს ფაქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ადვოკატ კობაიძის ინტერვიუზე დაყრდნობით.  სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება პატიმრების და მათი ოჯახის წევრების შეშფოთება ... ...
  • "მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას" _ ქარტიამედიასაშუალებების ნაწილმა დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის” ფილიალში მიმდინარე საპოლიციო ოპერაცია. სიუჟეტებში ჩანდა პოლიციელთა გადადგილება, შეიარაღება, ასევე მძევლები, რომელთა სიცოცხლეც ბანკში შეჭრილი პირების მხრიდან საფრთხის ქვეშაა. კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება.მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობით: არ შეექმნას საფრთხე ადამიანებს; არ შეეშალოს ხელი საპოლიციო ოპერაციებს; არ მიეწოდოს დამნაშავეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას და გაიაზრონ ის შედეგები, რაც შესაძლოა, გადაცემული კადრებისა და ინფორმაციის გამო ... ...
  • ვმოქმედებთ შსს-ს მითითებებით - "საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებსზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ისინი შსს-ს მითითებების შესაბამისად მოქმედებენ: ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს - აცხადებენ ბანკში შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე საათია, ზუგდიდის ცენტრში მდებარე საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც 19 მძევალი ჰყავს აყვანილი. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიებს ითხოვს. თავდამსხმელი შსს-ს მოუწოდებს პერიმეტრიდან გაიყვანოს სპეცრაზმი და ამისთვის მან უწყებას 2-საათიანი ვადაც ... ...
  • შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნაშსს-ში რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. ბრიფინგის თემა ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებია, სადაც ბანკში შეჭრილ შეიარაღებულ თავდამსხმელს 19 მძევალი ჰყავს ... ...
  • რა ხდება ბანკში, სადაც შეიარაღებული პირები არიან - ფოტო ადგილიდანრამდენიმე საათია ზუგდიდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, აყვანილი ჰყავთ მძევლები.  გურია ნიუსი გთავაზობთ ფოტოს ადგილიდან, რა ხდება ბანკში, სადაც შეირაღაებული პირები ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...