მიღებულია ყველაზე ძველი დნმ

ზაფრანი

მიღებულია ყველაზე ძველი დნმ

2015 თებ 24 19:16:18

ავსტრალიის მერდოკსის უნივერსიტეტის სწავლულთა ჯგუფმა, მაიკლ ბანსას ხელმძღვანელობით, შეძლო, გამოეყო გადაშენებული ფრინველების იმ სახეობების დნმ, რომლებიც 19 ათასი წლის წინათ ცხოვრობდნენ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და მადაგასკარზე.

დნმ ამ ფრინველების გაქვავებული კვერცხების ნაჭუჭისგან გამოყვეს, რაც მეცნიერებს მომავალში საშუალებას მისცემს, გაშიფრონ უძველეს ფრთოსანთა დნმ. ჩატარებული სამუშაოს შედეგები რევოლუციურია, რადგან ცხოველების გაქვავებული ნარჩენებიდან დნმ-ის გამოყოფა უაღრესად რთულ და, ამავე დროს, ძალზე აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს პალეონტოლოგებისთვის.

როგორც წესი, დნმ-ის ფრაგმენტები, რომლებიც ამოღებულია გაქვავებული ძვლებიდან, შეიცავენ მრავალ მინარევს: იმ ბაქტერიების დნმ-ის ფრაგმენტებს, რომლებიც იკვებებოდნენ ცხოველთა ნარჩენებით მათი სიკვდილის შემდეგ. ბანსას ჯგუფმა აჩვენა, რომ დნმ, რომელიც ნაჭუჭისგანაა ამოღებული, 125-ჯერ უფრო სუფთაა ასეთ ნიმუშებთან შედარებით, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მისი გაშიფვრის სამუშაოებს.

კვლევის დროს სწავლულები ცდილობდნენ, დნმ ამოეღოთ გადაშენებული გიგანტური ფრინველის – მოას კვერცხებიდან, რომელიც მხოლოდ ახალ ზელანდიაში ცხოვრობდა, ასევე ავსტრალიაში მცხოვრები სირაქლემა ემუს კვერცხებიდან.

მკვლევრებმა გამოიყენეს უკვე დამუშავებული მეთოდიკა, რომლის თანახმადაც, კალციტი – კალციუმის კარბონატი, რომლისგანაც ნაჭუჭის 97 პროცენტი შედგება, თავდაპირველად იხსნება სპეციალურ ხსნარში. ამის შემდეგ ნაჭუჭისგან რჩება მხოლოდ ცილის მატრიცა, რომელიც შემდეგ ქრომოტოგრაფიის მეთოდით იყოფა ფრაქციებად და სწორედ მათგან გამოიყოფა დნმ, ასეთი ხერხით მიღებული მაღალი ხარისხის დნმ შეიძლება, იმის შედეგი იყოს, რომ ნაჭუჭის მატრიცაში ყოფნისას ეს მოლეკულა კარგადაა დაცული როგორც გარემო პირობების ნეგატიური მოქმედების, ისე მიკროორგანიზმების აქტივობისგან.

დღეისთვის 19-ათასწლოვანი სირაქლემა ემუს კვერცხის ნაჭუჭისგან მიღებული დნმ ყველაზე ძველია, რომელიც ოდესმე მეცნიერებს მიუღიათ.




 ახალი ამბები
  • კახა სიორიძე ოზურგეთში „ლელოს“ უხელმძღვანელებს„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთში საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ ოფისის გახსნა იგეგმება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთში ახალდაფუძნებულ მოძრაობას შპს “ასკანგელ ალიანსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი კახა სიორიძე უხელმძღვანელებს. კახა სიორიძემ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაადასტურა. „დიახ გიდასტურებთ, რომ “ლელოს“ ოფისი იხსნება ოზურგეთში. დანარჩენი დეტალები შემდეგ კვირაში იქნება  ცნობილი“,_გვითხრა კახა სიორიძე. „ლელოს“ ახალი ოფისის გახსნა ოზურგეთში შემდეგ კვირაშია დაგეგმილი. სწორედ გახსნის დროს გახდება ცნობილი ვინ იქნება კახა სიორიძესთან ... ...
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...