ინტერვიუ...

ზაფრანი

ინტერვიუ...

2015 მარ 7 18:48:23

დღევანდელ წერილში საუბარი კვლავ ჩვენებურ პოლიტიკოსებზე გვექნება და ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ „ისტორიას“ გაგაცნობთ.

ზვიად ძიძიგური:

„ეროვნული მოძრაობის საწყისი პერიოდი იდგა. მერაბ კოსტავას ქუჩაში შეწუხებული დედაბერი მიადგა:

- მიშველე, შვილო, მარჩენალი ძროხა დავკარგე.

თანხმლებმა პირებმა მოხუცის მოშორება დააპირეს, რომ ამხელა კაცი ძროხისთვის არ შეეწუხებინათ.

- გაჩერდით! – შესძახა კოსტავამ - იცოდეთ, რომ ამ ქალისთვის ის ძროხაა მთელი ეროვნული მოძრაობა.

მაშინვე გადაურეკა შესაბამისი რაიონის მილიციას და ყველა, უფროსებიანად ფეხზე დადგა. მობილიზაცია გამოაცხადეს და საღამოს უკვე ახარეს მერაბს, ძროხას ცხელ კვალზე მივაგენითო, ნაკელის კვალის საშუალებით, მეზობელ რაიონში ბალახობდა და პატრონს დავუბრუნეთო“.

ერთხელ ბატონ ზვიადს ციხეში ჯდომა მოუწია. რა პირობებში უხდებოდა ცხოვრება მისი ამ მოგონებიდან გაიგებთ.

“ციხის შინაგანაწესის მიხედვით პატიმარს ძაღლი არ უნდა ჰყოლოდა, სამაგიეროდ კატა შეიძლებოდა. თურმე, ძაღლი კატაზე ჭკვიანი ყოფილა და შეგიძლია ისე გაწვრთნა, რაღაც დავალებების შესრულება მოახერხოს.

კოლონიაში პატარა ლეკვი მოგვიყვანეს ჩუმად. ჩარლი დავარქვი. ყველა იმას ეფერებოდა. დილით რომ ავდგებოდი, მაშინვე ფლოსტებს მომირბენინებდა ხოლმე. კოლონიის უფროსმა ძალიან გააპროტესტა ჩარლის გამოჩენა და მეუბნება:

- ხომ იცი, ძაღლი არ შეიძლება, გააგდე და კატა მოიყვანე, თუ ასე გიყვარს ცხოველები.
- შე კაი კაცო, - ვეუბნები, - ხელისუფლება მკვდარ სულებს ცოცხლებად აფორმებს, საარჩევნოდ სიებში სვამს და ერთი პატარა ძაღლი კატად რომ გააფორმო, არ შეგიძლია?

ხმა ვერ ამოიღო. ეს ჩვენი ჩარლი ოთხჯერ გადავარჩინე შეჭმას, რადგან ტუბერკულიოზიანებს სჯეროდათ, ძაღლის ხორცი საუკეთესო წამალიაო. ციხის უფროსობა დაგვცინოდა, ძაღლს მაინც შეგიჭამენ და გაუშვით, მაგის ცოდვაში ნუ ჩადგებითო.

ერთხელ, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა უზარმაზარი შავი გერმანული ნაგაზი მოიყვანა და ეზოში დააბა. იმხელა ძაღლი ტელევიზორშიც არ მინახავს. თან ისეთი ავი იყო, ოცი მეტრის რადიუსში ფეხის შედგმას ვერ ვბედავდით.

ერთ დღესაც გავიხედოთ და სადღაა შენი ნაგაზი. მთელი ადმინისტრაცია უფროსებიანად ფეხზე დადგა, ეძებეს და ერთი კვირის შემდეგ მიაგნეს მარტო ტყავს. პატიმრებს შეუჭამიათ.”

სოსო შატბერაშვილი:

„როდესაც სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ძალიან უყვარდა გამსვლელი სხდომების ქალაქგარეთ ჩატარება. იგი კომფორტის დიდი მოყვარულია. ხშირად გუდაურში, “მარკო პოლოში” აწყობდა სხდომებს.

ერთხელაც, მორიგი სხდომის შემდეგ, საღამოს ვახშამზე მე და პაატა ჯიბლაძემ დალევა გადავწყვიტეთ. არადა, სპირტიანი სასმელი აკრძალული იყო. ამიტომ არაყი „ბორჯომის“ ბოთლში ჩავასხით და ისე ვსვამდით. სააკაშვილი მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა. მიშა ხედავდა, რომ ჩვენ თანდათან კარგ ხასიათზე ვდგებოდით. უცებ, ჩემთან მოვიდა და მკითხა: „რას სვამთ, ბატონო სოსო?“ მეც ვუპასუხე - სპეცჩამოსხმის „ბორჯომს“-მეთქი.

სააკაშვილმა მისი გასინჯვა მოისურვა და ჩვენც დავუსხით. ორი ჭიქის შემდეგ მიშა კარგ ხასიათზე დადგა. საუბარი მედიცინაზე ჩამომიგდო. მაშინ მე ვკურირებდი ამ საკითხს, კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. დავიწყეთ კამათი. სააკაშვილი ნათელაშვილს გადასწვდა და მისი აზრები გააკრიტიკა. შალვას მედიცინის არაფერი გაეგება, მე კი სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის შვილიშვილი ვარო. ნათელაშვილს უთხარით, მედიცინაში ცხვირის ჩაყოფას ურჩევნია, დუშეთში ძროხები დაითვალოსო. ეს ისეთი ბავშვური გულუბრყვილობით თქვა, გაბრაზების ნაცვლად გამეცინა”.

ბატონ სოსოს კი გაეცინა, მაგრამ პარტიის ლიდერს ამბავი ალბათ მაინც მიუტანა. შალვას კი სააკაშვილი როგორ უყვარს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. თავის დროზე ამერიკაშიც კი ჩავიდა და საქართველოს პრეზიდენტს თეთრი სახლის წინ გამართული მიტინგიდან, ქართულ-ინგლისურ დიალექტზე ერთი კარგი მოკითხვა შემოუთვალა.

ნათელაშვილის თემა გავაგრძელოთ და სიტყვა ლაშა ნაცვლიშვილს გადავცეთ.

“თავის დროზე საქართველოს პარლამენტში ერთი მაგარი კურიოზის მომსწრე გავხდი. ერთ-ერთ სხდომაზე კობა დავითაშვილს დაურეკეს, შვიდი კაცია შემოსაყვანი, საშვი დაუშვიო. ამ შვიდიდან ოთხის გვარი – იაშვილია. კობამ საშვთა ბიუროში დარეკა:

- დაუშვით საშვი ჩემთან შვიდ პიროვნებაზე. ესენი არიან ვალერი, მაყვალა, შალვა, ნათელა იაშვილი.

საშვთა ბიუროში რაღაც კარგად ვერ გაიგეს. კობამ გაუმეორა:

- შვიდი, შვიდი საშვი! შალვა, ნათელა იაშვილი.

ვატყობ, დარბაზში ჩოჩქოლია. უმრავლესობა მობილურს ეცა, დაცვამ რაცია ამოიღო. მგონი სპეცრაზმიც გამოიძახეს. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, სპეცსამსახურებს მიუღიათ ინფორმაცია, კობა დავითაშვილმა დარბაზიდან შვიდ შალვა ნათელაშვილზე დაუშვა საშვი და ყველა შესასვლელი კარი გადაკეტეთო!”

ქართველ პოლიტიკოსებს ვაჭრობის ჩინებული ცოდნა-გამოცდილება გააჩნიათ და ამ უნარს უცხოეთში ხშირად იყენებენ.

გოჩა ჯოჯუა:

“ირანში ყოფნისას გადავწყვიტეთ თეირანის ბაზარში გავსულიყავით სუვენირების შესაძენად. უფრო სწორედ, ნოდარ გრიგალაშვილი იყო მოწადინებული და მე თარჯიმნად ვჭირდებოდი.

დილიდან მეფერებოდა, აბა, შენი იმედი მაქვს, ამ უცხო ქალაქში არ დავიკარგო და ვაჭრობაშიც დამეხმარებიო. ბაზარში სადღაც შევყოვნდი, შემდეგ ჩვენებს წამოვეწიე და საოცარი სურათი დავინახე. გრიგალაშვილი მოვაჭრე ქალის პირდაპირ დგას, ხელებს აქტიურად იქნევს და ქართულად ელაპარაკება. ქალიც ხელებს იშველიებს, სპარსულად პასუხობს და ესმით ერთმანეთის.

ნახევარი საათი ისაუბრეს და ყველაფერი ნახევარ ფასში არ იყიდა?! მორჩა საქმეს და ირონიულად გადმომხედა:

- რაში მჭირდება შენი თარჯიმანობა, ქართულს ხელები რომ წააშველო სპარსული გამოდის. ვივაჭრე კიდეც და საქართველოშიც დავპატიჟე.

დღევანდელი „მოგონებების „ დასასრულას ერთი ჩემი კოლეგის მონათხრობს შემოგთავაზებთ. გასაგები მიზეზის გამო მის ვინაობას არ დავასახელებ.

„სანამ მინისტრი იყო, სალომე ზურაბიშვილთან არანაირი შეხება არ მქონია. თუმცა გადადგა თუ არა, ქაჯებსა და ქართული პოლიტიკის სხვა მაჯლაჯუნებზე ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერე, თან შევუთანხმდი, რომ პერიოდულად ჩემს გაზეთში ექსპერტად მოვიწვევდი. ქალბატონი ექსმინისტრი ამ წინადადებას დასთანხმდა.

გამოხდა ხანი... რედაქტორმა თათბირზე გამომიცხადა, ამ ნომერში ზურაბიშვილის ინტერვიუ გვინდაო. მხრები ავიჩეჩე, პარიზშია, ხუთშაბათს, ნაშუაღამევს ჩამოდის და ორშაბათის ნომერში ვერ მოვასწრებ-მეთქი. რედაქტორმა თავისი არ დაიშალა, ჩემი საქმე არაა, პარიზშია თუ ვენაში, როგორც გინდა, ისე ჩაწერეო.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ქალბატონ სალომესთან ინტერვიუ პარასკევს საღამოსთვის შევათანხმე და შინ გერმანული სიზუსტით ვესტუმრე. კარი ჯანრი კაშიამ გააღო და სანამ ჩვენ ერთმანეთი მივიკითხ-მოვიკითხეთ, ექსმინისტრის კოკერსპანიელმა თავი დურთა, სადარბაზოში გავარდა და კიბეზე დაეშვა. სწორედ ამ დროს ბატონმა ჯანრიმ ძალიან ხმადაბლა ჩაილაპარაკა, სალომე, მოდი აქ!

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩავთვალე, რომ ბატონმა ჯანრიმ ძაღლს მიმართა და გულწრფელად შევიცხადე, ვაიმე, თქვენს ძაღლსაც „სალომე“ ჰქვია? მასპინძელმა ორაზროვნად გამომხედა და მოკლედ მომიჭრა, არა!...

სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ ისე ჩავწერე, რომ ჯანრი კაშიასთვის თვალი აღარ მომიკრავს, მხოლოდ გამომშვიდობებისას დავლანდე ოთახის სიღრმეში და უხერხულობის დასაფარავად, ძალიან შინაურულად დავემშვიდობე, კარგად, ბატონო ჯანრიი! სხვათა შორის, მას შემდეგ ქალბატონ ექსმინისტრს აღარ შევხვედრივარ...“




 ახალი ამბები
  • მეოთხე წამლობა თხილის გადასარჩენად (R)უკვე დაიწყეს ფერმერებმა რიგით მეოთხე წამლობა და თხილის შესაწამლი სამუშაოებისთვის ბაღებში გავიდნენ. მესამე წამლობიდან 10-15 დღის შემდეგ პერიოდში ფერმერები მეოთხე შეწამვლის სამუშაოებს ატარებენ.  ეს წამლობა მავნებლებსა და სოკოვან დაავადებებზე ტარდება. ჰექტარზე გათვალისწინებულ 800 ლიტრ სამუშაო ხსნარში საჭიროა 300-300 მილიგრამი შესაწამლი პრეპარატების გახსნა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლამბდაციჰალოტრინისა და პენკონაზოლის მოქმედი ნივთიერების პრეპარატების გაზავება სამუშაო ხსნარში.  ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზუსტად დავიცვათ ტემპერატურის რეჟიმი. შეწამვლა ან დილას, ნამის შეშრობის შემდეგ ან საღამოს მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ტემპერატურა 28 გრადუსს ჩამოსცდება.  თხილის მწარმოებელთ ასოციაციაში აგრონომ კონსულტანტები მზად არიან მისცენ რეკომენდაცია და უპასუხონ ფერმერების ყველა შეკითხვას. ვინაიდან ასოციაციისა და ფერმერების ერთობლივი შრომის შედეგად უნდა მივიდეთ იმ მთავარ მიზნამდე - რასაც მაღალი ხარისხის თხილი სმოსავლის მიღება ჰქვია.  თხილის გადარჩენის პროექტის ფარგლებში 15 000 მდე ფერმერია გაწევრიანებული. მათ დაურიგდათ თხილის შესაწამლი აპარატები და სეზონის განმავლობაში 7 გეგმიური შეწამვლის ფარგლებში ასოციაციის მხრიდან მათ შეუძლიათ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია მიიღონ. ... ...
  • გია ვოლსკი: უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი რუსეთის წისქვილზე"უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რუსეთმა ააშენა გონივრულად.– ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. გია ვოლსკის განმარტებით, ამ ფაქტზე მეტი დაფიქრება და ანალიზია საჭირო. „პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ როგორ მოხდა, ამასთან დაკავშირებით მეტი დაფიქრება და ანალიზი გვმართებს, ვიდრე ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები. საზოგადოების დიდი თუ პატარა ნაწილი აღშფოთებულია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ ადანაშაულებს, ვიღაც აქციას მართავს, მაგრამ ეს არ არის აუცილებლად იმის ინდიკატორი, რომ მართლაც ხელისუფლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ და რუსეთის წისქვილზე დავასხათ უფრო მეტი წყალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა ... ...
  • მრცხვენია, ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს _ ოთხოზორიას დედაჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, - ასე ეხმაურება გიგა ოთხოზორიას დედა პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ყოფნას და თავმჯდომარის ტრიბუნის დათმობას. "ჩვენი შვილების მკვლელების, ასეთი პატივისცემით მიღებით, სახელმწიფოს დაცვით გამოხატვით, შემდეგ ყველანაირად მათი უზრუნველყოფით დაკავებული მთავრობის, მე, მაგალითად, თუ მკითხავთ, არავის არ უნდა სჯეროდეს ამ ადამიანების. ყველაფერი როგორ შეიძლება, ფეხქვეშ გავთელოთ, უარი ვთქვათ იმ ბიჭების სახელის მოხსენებაზე, რომელებმაც თავიანთი საკუთარი სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად. უანგაროდ იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები. ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, ასე იქნება, ალბათ, ყველა შვილ-მკვდარი დედა, რომლის შვილები სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ. ჩვენმა მთავრობამ ის ბოლო ტოტი ჩამოჭრა, რომელ ტოტზეც იყვნენ ისინი ჩაბღაუჭებულები,“ - განაცხადა ოთხოზორიას ... ...
  • ზაქრო, იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე - ვასაძე ქუცნაშვილზეზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე, – ეს განცხადება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  ზაქარია ქუცნაშვილის მისამართით ბიზნესმენმა  ლევან ვასაძემ გააკეთა „ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც ... ...
  • „გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს“_პოლიტოლოგი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზეპარლამენტის თავმჯდომარის სკამი, რომელზეც დღეს რუსი დეპუტატი  გავრილოვი იჯდა, მოგვიანებით   დარბაზიდან სკამი დარბაზიდან გამოიტანეს, შემდეგ კი სკამზე „რუსეთი ოკუპანტია“ წარწერები გააკეთეს. როგორც პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კარგი გამოსავალი იქნება თუ იმ სკამში პარლამენტის თავმჯდომარე აღარ ჩაჯდება და სკამს ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს გადასცემენ. „კარგი გამოსავალი იქნება, რომ ამ სავარძელში აღარ ჩაჯდეს პარლამენტის თავმჯდომარე და გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს. წარწერით, რომ 2019 წლის 20 ივნისს ამ სავარძელში თავს მშვენივრად გრძნობდა რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და რომელიც მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში“,_თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...