იყო დრო - „პანტიანის ტელესეანსები“

ზაფრანი

იყო დრო - „პანტიანის ტელესეანსები“

2015 მარ 14 20:53:03

წინა საუკუნის 80-იანი წლების შუაგულში პანტიანის სახელი თბილისელ გულშემატკივართა შორის ლეგენდასავით ქუხდა. იშვიათად თუ მოიძებნებოდა ფეხბურთის მოყვარული, რომელიც იქ ერთხელ მაინც არ ასულიყო. გაზაფხულის შემოსვლასთან, ანუ ევროტურნირების გადამწყვეტ ფაზაში შესვლასთან ერთად, წყნეთის გზაზე საღამოს მოხვედრილი შემთხვევითი გამვლელი შეამჩნევდა ავტომანქანების კოლონას რომელიც თბილისიდან ზემოთ მიეშურებოდა.

ყველა მანქანის სალონში ერთი და იგივე განლაგება გეცემოდათ თვალში: მძღოლის გვერდით მოკალათებულ მგზავრს მუხლებზე ტელევიზორი ედო, უკანა ფანჯრიდან კი სატელევიზიო ანტენის ბოლო გამოდიოდა. პანტიანის საფეხბურთო „კლუბი“ სპონტანურად შეიქმნა და უკვე შემდეგ საკაბელო ტელევიზიების მომრავლებისას ასევე უცებ დაიშალა.

პანტიანის შესახებ პირველი ინფორმაცია 80-იანი წლების დასაწყისში ვერის ბაღში გაჩნდა. ერთ საღამოს ფეხბურთის გულშემატკივართა შეხვედრაზე ერთმა ვერელმა ფიზიკოსმა ამბავი მოიტანა, რომ რამდენიმე დღის წინ პანტიანის მიმდებარე ტერიტორიაზე თურქეთის ტელეარხის გადაცემები დაიჭირა.

მისი სიტყვებით, ამ სოფლის მიდამოებში მანქანით საკუთარ ოჯახს ასეირნებდა და ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ იქ თურქეთის ტელევიზიის სიგნალის მიღება შეიძლებოდა ერთგვარ ექსპერიმენტს მიმართა: თვითნაკეთი ანტენით სიგნალის ძიება დაიწყო და გაუმართლა კიდეც, საკუთარი თვალით იხილა თურქეთის ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემა, რომლის დასრულების შემდეგაც მომავალი კვირის გადაცემების პროგრამასაც გაეცნო, სადაც სხვა გადაცემებთან ერთად რამდენიმე საფეხბურთო რეპორტაჟიც მოხვდა.

ამ პიროვნებამ ისიც კი დაადგინა, რომ სატელევიზიო გამოსახულების მისაღებად სპეციალური მოწყობილობის დამონტაჟება აუცილებელი არ იყო და მას ერთი ჩვეულებრივი ანტენითაც დაიჭერდი. ამის შემდეგ არ დაიზარა და ე.წ. „ადგილმდებარეობის რუქა“ შეადგინა, სადაც ნაჩვენები იყო, რომელ ადგილზე როგორი ხარისხის სიგნალი მოდიოდა.

თბილისელ ფეხბურთის მოყვარულებში ეს აღმოჩენა ელვის სისწრაფით გავრცელდა და ძირითადად ოთხშაბათობით, ანუ ევროტურნირების მატჩების დღეს, დედაქალაქის ყველა უბნის გულშემატკივრებმა პანტიანში ასვლა დაიწყეს.

ცოტა ხანში ეს ადგილი ფეხბურთის თაყვანისმცემელთა ერთგვარ „მექად“ გადაიქცა და არაოფიციალურ კლუბადაც ჩამოყალიბდა. პირადად მე მახსოვს იქ გაშლილი სუფრები, მხურვალე აზრთა გაცვლა-გამოცვლები და დაუსრულებელი კამათი ფეხბურთის შესახებ.

არასოდეს დამავიწყდება ის თეთრი „ნივაც“, რომელსაც ანტენა და ტელევიზორი უკვე თბილისში ჰქონდა დამონტაჟებული. დღემდე თვალწინ მიდგას ის კარავიც, სადაც ერთდროულად ორი ტელევიზორი იდგა - ერთი გამოსახულებას უჩვენებდა, მეორე კი ხმას იღებდა. საქართველო მაშინ დამოუკიდებელი არ იყო და პანტიანის პატარა ველი ევროპაში გაჭრილ სარკმელს ჰგავდა.

პანტიანში სულისკვეთებაც შესაბამისი ტრიალებდა. არ მახსოვს, ზედმეტი სიტყვა ვინმეს ეკადრებინოს, ჩხუბი ხომ საერთოდ გამორიცხული იყო. პირიქით, განუმეორებელი სითბო და ურთიერთსიყვარული სუფევდა. წარმოიდგინეთ, გადმოპატიჟებებიც კი იყო: მოდიოდნენ, ჩვენთან უკეთესი სიგნალია და შემოგვიერთდითო - გვთხოვდნენ.

რამდენიმე ათეული წელია რაც პანტიანის საფეხბურთო კლუბი დაიშალა და მაშინდელი ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერპატივისცემის განსაკუთრებული ხიბლი დღემდე სასიამოვნო მოგონებად შემომრჩა, პანტიანში ხომ სულ სხვანაირი სამყარო არსებობდა და მისი შემადგენელი ნაწილი რამდენიმე საათის განმავლობაში თავადაც უნდა გავმხდარიყავი.
დროთა განმავლობაში ახალი „საფეხბურთო“ ადგილებიც გაჩნდა. ცუდი ამინდისა და ნისლის დროს პანტიანში ასვლა მაინც ჭირდა, ამიტომ გულშემატკივარმა „სპეციალისტებმა“ რამდენიმე სხვა ადგილიც აღმოაჩინეს. ერთი მათგანი კიკეთის მარცხენა მხარეს მდებარე ე.წ. „პალიანკაზე“ მდებარეობდა, მეორე კი პანტიანის სახინკლიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით.

მრავალი მატჩი მინახავს პანტიანში და ამ თამაშების გახსენება ალბათ დიდ დროსა და ადგილს დაიკავებს. ამის მიუხედავად არ შემიძლია რომ ერთ მატჩს არ შევეხო. საუბარია „ეიზელის“ ტრაგედიაზე. გახსოვთ  ალბათ, ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრა „ლივერპულსა“ და „იუვენტუსს“ შორის და მატჩის წინ იტალიელი და ინგლისელი გულშემატკივრების ხელჩართული ბრძოლა.

ამ სისხლიან ორგიას მთელი 40 წუთი ვუყურებდი. მაშინდელი საბჭოთა ტელევიზიით ფეხბურთის რეპორტაჟების დროს წაქცეული მოთამაშის ჩვენებაც არ იყო ნაბადართული, ტრიბუნებზე მომხდარი ინციდენტის ჩვენებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მახსენდება ერთი შემთხვევაც, ოღონდ მას საფეხბურთო მატჩთან პირდაპირი შეხება არ ჰქონია. პანტიანში შეკრებილი ზღვა რაოდენობის მამაკაცები რომ იხილა, ბატონმა თემო ჩირგაძემ თავი ვერ შეიკავა და ისტორიული რეპლიკაც წამოისროლა:“ერეკლე მეფეს რომ ამდენი მოლაშქრე ჰყოლოდა, დღეს ამ მატჩებს სახლში, ტელევიზორებთან კომფორტულად მოკალათებულნი ვნახავდითო“.

გამოხდა ხანი და პანტიანიც ისტორიის კუთვნილებად გადაიქცა. ეს ადგილიც მრავალი ჩვენთაგანისათვის ტკბილ მოგონებათა რანგში გადავიდა. ყველაზე მეტად მწყინს, რომ ის სულიერი ატმოსფერო, რომელიც პანტიანში სუფევდა და სამყარო რომელიც იქ შეიქმნა ასევე დავიწყებას მიეცა. პანტიანი ჩემთვის და ჩემი თაობის მრავალი წარმომადგენლისათვის ცხოვრების ერთ-ერთი ბრწყინვალე, სამწუხაროდ, უკვე განვლილი ეტაპი აღმოჩნდა, ეტაპი რომელიც ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემაზე იყო დაფუძნებული.
გარდა ამისა, თბილისის სული ჩარჩოებიდან ამოვიდა და ერთ პატარა მდელოზე დაბანაკდა. პანტიანში ხალხი ერთი მიზნით იყო მისული და არავის ჰქონდა სურვილი, ერთმანეთი ზვიადისტებად, კომუნისტებად, „ნაციონალებად“, „ოცნებისტებად“, ოპოზიციონერებად, ან პოზიციონერებად დაეყო.

დღევანდელი ნოსტალგიური მოგონების დასასრულს ერთ პატარა მოგონებას შემოგთავაზებთ, რომელიც ვერის ბაღის გულშემატკივართა კლუბის ერთ-ერთ აქტიურ წევრს, ბატონ თემურ ღაღანიძეს ეკუთვნის.

„1982 წელს თბილისელმა გულშემატკივრებმა ფეხბურთის მატჩების სანახავად სიარული პანტიანში დავიწყეთ. ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ ამ ადგილის „აღმოჩენამდე“ სტუმრობა ლენინაკანში, ბათუმში, თეთრი წყაროსა და ახალქალაქში გვიწევდა.

პანტიანში თბილისიდან რამდენიმე ასეული მანქანა ადიოდა. რასაკვირველია „კარგი ადგილის“ შერჩევა ყოველთვის პრობლემა გახლდათ. იყო ერთი სირთულეც. ტელევიზორები ძირითადად მხოლოდ გამოსახულებას უჩვენებდნენ, თუმცა ზოგი გულშემატკივარი ხმის დაჭერასაც ახერხებდა.

ერთ-ერთი ასეთი გასვლისას, 1986 წელს, ფეხბურთის მატჩის შესვენებისას თურქეთის ტელევიზიამ პოლიტიკური ინფორმაციები გადასცა. ჩვენი ყურადღება ნაცნობმა კადრებმა მიიპყრო. თავდაპირველად კიევი უჩვენეს, შემდეგ ქალაქი ჩერნობილი და დანგრეული ატომური რეაქტორი. ჩვენს შორის თურქული ენის მცოდნე ადამიანიც აღმოჩნდა. ბატონმა ვალერი კობახიძემ ინფორმაციას გულისყურით მოუსმინა, შემდეგ კი ჩერნობილის ტრაგედიის შესახებ გვამცნო. მოგვიანებით ეს ამბავი თბილისში პირველად ჩვენ გავავრცელეთ“.




 ახალი ამბები
  • 3D კადასტრის შექმნის მიმართულებით თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა (R)3D მოდელირებისა და კადასტრის შექმნის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და დუბაის მიწის რეგისტრაციის დეპარტამენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ და დუბაის მიწის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სულთანმა ბუტი ბინ მეჯრინმა მოაწერეს ხელი.3D კადასტრის შექმნის კუთხით ქალაქ დუბაის მნიშვნელოვანი მიღწევები და პროექტები აქვს. ამ ფაქტის გათვალისწინებით გადაწყდა დუბაის შესაბამის უწყებასთან ურთიერთობა. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაზიარებულ გამოცდილებას, ექსპერტულ რეკომენდაციებსა და შესაბამის ტრენინგებს ქართული მხარე უძრავ ქონებაზე საკუთრების შესახებ ელექტრონული ბაზის განვითარებისა და უძრავ ნივთებზე 3-განზომილებიანი კადასტრის შესაქმნელად გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრი, 2019 წლის ივნისიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ უძრავი ნივთების აგეგმვა/ აზომვასა და აღწერას ახორციელებს და ელექტრონულ საძიებო სისტემის შექმნის მიმართულებით მუშაობს. პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი დედაქალაქის 10-ვე რაიონში, მიწის ნაკვეთებს აღრიცხავს, ფოტოსურათებს , მათ შორის, 360° პანორამული ფოტოებს გადაუღებს და სკეტცჰUპ ფორმატში ობიექტების 3D გამოსახულებებს მოამზადებს. ამასთანავე, შიდა ფართს აღრიცხავს და აზომვით ნახაზებს მოამზადებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა რეგისტრირებული შენობისთვის და ხაზოვანი ნაგებობისთვის, როგორიცაა მიწისქვეშა გადასასვლელები, გვირაბები და ის ხიდები, რომელთაც აქვთ შიდა სივრცე .დამუშავებულ ინფორმაციასა და ელექტრონულ ფორმატში მომზადებულ მონაცემთა ბაზებს საჯარო რეესტრი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, მონაცემებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, საპრივატიზაციო ბაზის შესაქმნელად და ა.შ. გამოიყენებს. ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. გამარტივებული ელექტრონული სერვისებთან, უძრავი ქონების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებასთან და სხვა ინოვაციურ პროექტებთან ერთად, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ნივთებისთვის 3-განზომილებიანი მოდელირებისა და კადასტრის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს უძრავ ქონებაზე კომპლექსური გადაწყვეტილების მიღებას, გააუმჯობესებს ქონების მართვის, განკარგვისა და ინვესტირების შესაძლებლობებს; გაზრდის დაგეგმვისა და პროექტირების ხარისხს და უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ... ...
  • 2 გარდაცვლილი და 3 მძიმედ დაშავებული - საზარელი ავარია დადიანზეთბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა სამი კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯეხა. ამ წუთებში დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. საქმეზე დაწყებულია გამოძიებადაწყებულია ... ...
  • პატრიარქი - მიყვარხარ საქართველომიყვარხარ საქართველო! _ ბრძანა დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მე­ო­რემ მე­ტე­ხის ხიდ­ზე, სა­დაც ასი ათა­სი მო­წა­მის ხსე­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.  "მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო" პატ­რი­არ­ქმა სამ­ჯერ ... ...
  • საცობი თბილისის მეტროში (ფოტო)ამ წუთებში თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს. მატარებლები მგზავრთა ნაკადს ვერ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი-DataFest Tbilisi გაიმართება (R)საქართველოს ბანკის, BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi 2019 გაიმართება. DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წამყვანი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია. ის თბილისში წელს მესამედ ჩატარდება. DataFest Tbilisi არის ადგილი, სადაც მონაცემთა მეცნიერები, ჟურნალისტები, მარკეტერები, ბიზნესმენები, დეველოპერები და დიზაინერები სამი დღის განმავლობაში ერთად იკრიბებიან, რათა მოუსმინონ შთამაგონებელ გამოსვლებსა და ვორქშოფებს, გაიცნონ საინტერესო ადამიანები. წლევანდელი ფესტივალი 12 ძირითად თემას მოიცავს. მათ შორისაა: ამბის თხრობა მონაცემებით; მონაცემთა ვიზუალიზაცია; მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი; მონაცემები და ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech); მონაცემები ბიზნესისა და მარკეტინგისთვის; მონაცემები და კიბერუსაფრთხოება; მონაცემთა სტარტაპები; მონაცემები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (SDGs) და ა.შ. სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში თბილისს ესტუმრებიან სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა: Booking.com, Washington Post, Mercedes-Benz, Google News Lab და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბანკის მოწვევით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სპიკერები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ქართულ თუ საერთაშორისო ბანკებსა და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს, მათ შორის: Strands, Santander UK და VISA. ღონისძიებას ტექნიკური თუ არატექნიკური კომპეტენციის მქონე 1000-მდე მონაწილე დაესწრება. „მოხარულები ვართ რომ საქართველოს ბანკის BOG Fintech მიმართულება ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნული ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ. კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?