იპოლიტეს „ქეიფი“

ზაფრანი

იპოლიტეს „ქეიფი“

2015 მარ 28 18:48:29

მსახიობები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაშიც ხშირად ვარდებიან. დღევანდელ წერილში პოპულარულ ქართველ მსახიობებზე და მათ თავს გადამხდარ, “კადრს მიღმა” დარჩენილ სახალისო სიტუაციებზე ვისაუბრებთ.

ცნობილი ქართველი მსახიობი იაკობ ტრიპოლსკი იგონებდა:

“მარშლის ფორმაში გამოწყობილი ბოლთას ვცემ გადასაღები პავილიონის წინ და თან ჩიბუხს შევექცევი. უცებ საიდანღაც გაცრეცილ-მაზარიანი კაცი გამოჩნდა, ჩამივარდა ფეხებში და მომმართა – “იოსეფ ვესარიონოვიჩ, რა ბედნიერებაა, თქვენ რომ გხედავთო!” ავღელდი, ერთი რუსი მაინც ყოფილა სტალინის გულშემატკივარი – მეთქი. მოვეფერე, წამოვაყენე. უცებ რუსმა ხმა შეიცვალა და თითქმის ჩურჩულზე გადავიდა: “ ამხანაგო სტალინ, ჩემი დაწყევლილი ცოლი ჯამაგირს არ მაძლევს, მე კი სადაცაა თავი გამისკდება, ისეთ “პახმელიაზე” ვარ და სამი მანეთი არ გექნებათ?” სიტუაციის ასეთი მკვეთრი შემობრუნებისგან გაშტერებული დავრჩი, მაგრამ იმ თაღლითს ფული მაინც მივეცი”

ქართული კომედია “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი” მრავალ ჩვენთაგანს აქვს ნანახი. ამ ფილმის რეჟისორი გუგული მგელაძე იხსენებდა:

“ამ სურათის შექმნა, მართლაც, თავიდან ბოლომდე კურიოზებით იყო სავსე. მახსოვს, შეხვედრაზე მჟავანაძემ იკითხა, რა ჰქვია ფილმსო და როგორი სათქმელი იყო – “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი!”. ვზივარ ენაჩავარდნილი, ხმას არ ვიღებ. მჟავანაძე ახლა სხვებს მიუბრუნდა:

- მან არ იცის, რა ჰქვია მის ფილმს, მაშ როგორ გადაიღო?

-  იცით, - ჩაერია კულტურის მინისტრი, - უბრალოდ, “ბოდიში”

- ბოდიშების დრო არა გვაქვს, - შეაწყვეტინა მჟავანაძემ.

- არა, “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”

- მე, კაცო?! – სიტყვა აღარ დაამთავრებინა, ისე შეიცხადა ცკ-ის პირველმა მდივანმა.

ბოლოს და ბოლოს, დაიწყო ფილმის ჩვენება და, ვაიმე! არავინ იცინის. პირველი მდივანი არ იცინის და ვინ გაბედავს გაცინებას?! უყურებენ, უყურებენ. იპოლიტე რომ გამოჩნდა ეკრანზე – “ჰა, ჰა, ჰა”, - გაიცინა მჟავანაძემ. ახარხარდა დარბაზი და ამან გადამარჩინა.”

1964 წელს მსახიობი დოდო აბაშიძე დაჯილდოვდა მედლით “წყალწაღებულის გადარჩენისათვის”. ამის შესახებ ბატონი გიზო ნიშნიანიძე წერდა:

“გაზეთ “იზვესტიაში” სათაურით – გენერალური რეპეტიცია – დაიბეჭდა ინფორმაცია, რომელმაც მსოფლიოს ერთ მეექვსედს აუწყა, რომ მაისის წყალდიდობით გადარეულ მტკვარში, არა კინოვარსკვლავის დუბლიორ-კასკადიორი, არა კინოობიექტივის თვალის მოსატყუებლად, არამედ რეალური როლისა და კაცური ვალის აღსასრულებლად ვერის ხიდიდან გადაეშვა ვერის არწივი და მისთვის სრულიად ჩვეული საქმე ქმნა – ადამიანი გადაარჩინა.

- რამ გიბიძგათ, ამ გადარეულ მტკვარში გადახტომა, ეს ხომ სიკვდილის ტოლი იყო, - შეეკითხა რუსი კორესპონდენტი.

- სამაგიეროდ, ფასი ჰქონდა სიცოცხლეს, - უპასუხა და ღიმილიც ზედ დააყოლა, - ეს არ დაწეროთ, თქვით, რომ ეს იყო გენერალური რეპეტიცია “ზღვის შვილების” გადაღების წინ, სადაც კეთილი მეზღვაურის როლს მაკისრებენ. სცენარით, ამ მეზღვაურმა ზღვაში კაცი უნდა იხსნას და ამაზე ნაღდი გენერალური რეპეტიცია რა უნდა იყოს”.

მსახიობი ჯემალ მონიავა იხსენებს: კოტე მარჯანიშვილის საიუბილეო საღამოზე ქალბატონმა ვერიკომ ხელი მოიტეხა. მთელი დარბაზი ერთი საათის განმავლობაში სუნთქვაშეკრული ელოდა ვერიკო ანჯაფარიძის საავადმყოფოდან მობრუნებას. ქალბატონი ვერიკო მობრუნდა და განაგრძო თამაში თაბაშირიანი ხელით. ვინ იცის, რა აუტანელი ტკივილებით დაასრულა სპექტაკლი ისე, რომ მაყურებელს მის სახეზე ტკივილის ჩრდილიც არ დაუნახავს. მსახიობი გმირულად „ითმენდა“.

ასეთ შემთხვევას იგონებდა ოთარ მეღვინეთუხუცესიც: „მახსოვს, „ურიელ აკოსტას“ წარმოდგენაზე ხელი მოიტეხა. სასწრაფო გამოიძახეს, სახელდახელოდ შეუხვიეს ხელი და ისევ სცენაზე გავიდა. ბოლო მოქმედება ასე ჩაატარა. სცენაზე ნატრობდა სიკვდილს. ამიტომაც არ მოეშვა უკანასკნელ წუთებამდე საქმეს. სულ უკმაყოფილო იყო, ხმა ამოიღეთ, გაინძერით, რას გაჩუმებულხართო, - ხშირად გვეუბნებოდა. როგორც წიწილებს კრუხი, ისე დაგვტრიალებდა თავს“.

ომის დაწყებისას ქართულ მხატვრულ ფილმს „გიორგი სააკაძეს“ იღებდნენ განჯაში. იქ დიდი ექსპედიცია მოეწყო. უკვე აქაც იყვნენ ევაკუირებულები. ერთ-ერთი მათგანი, მეტად ჩია ტანის კაცი, სასადილოში ოფიციანტად მუშაობდა. აქ ფილმში მონაწილე მსახიობები დაჯავშნულ-შეიარაღებულნი შემოდიოდნენ. ზურაბ ლეჟავამ, რომელიც გიორგი სააკაძის ვაჟს თამაშობდა, შეამჩნია, ოფიციანტს ძალიან ეშინოდა ამ ველური მეომრებისა. კოხტა ყარალაშვილი, გიორგი შავგულიძე, მიტო სუხიტაშვილი და ზურაბ ლეჟავა ერთად სადილობდნენ. ერთხელ ზურაბი უფროს მეგობრებს „დაეჭყანა“ და პატარა ოინზე დაითანხმა. ალბათ, იუარებდნენ, რომ სცოდნოდათ, რა შედეგი მოყვებოდა.

ევაკუირებული ოფიციანტი მათაც ემსახურებოდა, ყოველთვის მოშორებით იდგა ხოლმე. პირველ ხანებში კი მათ შორიდან სთხოვდა, დანახარჯი მაგიდაზე დატოვეთო.

„სადილის შემდეგ ოფიციანტს მოუხმეს. ზურაბმა ფულის თვლით ფეხზე ადგომა დაიწყო, სხვებმაც მიბაძეს, აღარ გათავდა ეს ადგომა, ოფიციანტმა თვალი მიაყოლა ოთხ დევივით ნაბდიან ვაჟკაცს, რომელსაც სიმაღლე ერთი-ორად მიემატა, გაფითრდა და მაგიდაზე გულწასული გადაწვა. აი, წყალი, აი ფეხზე წამოყენება. სუხიტაშვილმა ლამის ხელში აიყვანა.

ძლივს მოეგო გონს. ოთხი დევი რომ დაინახა, წამოიკნავლა, მობრძანდით, მკვლელებოო. როგორც იყო, დააშოშმინეს. ძალიან უჭირდათ იქ მყოფთ სიცილის შეკავება. მიზეზი გულწასვლისა მაშინვე გაირკვა. ოფიციანტის მოსვლამდე ზურიკოს თხოვნით ყველანი სკამზე დაცუცქდნენ. ფულის მიცემისას კი ნელ-ნელა დაიწყეს წამოდგომა და ოფიციანტს შიშისაგან თვალი დაუბნელდა“.

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ერთ სახალისო შემთხვევას ხშირად იხსენებდა:

„რუსთაველის თეატრში დაიდგა არაჩვეულებრივი სპექტაკლი „ქუთათურები“,

სადაც მთავარ როლს იპოლიტე ხვიჩია ასრულებდა. ისეთი შთამბეჭდავი იყო ამ როლით იპოლიტე, რომ მაყურებელთან ერთად ჩვენ, პარტნიორებიც ვუკრავდით ტაშს სპექტაკლის მსვლელობისას.

იპოლიტე კულისებიდან ცეკვა-ცეკვით შემოდიოდა და სუფრას ვუსხდებოდით. ლხინის სცენა განსაკუთრებული აზარტით სრულდებოდა.

ერთხელ დეკორატორებმა ლიმონათის ნაცვლად, სპექტაკლზე ღვინო ჩაგვისხეს დოქებში, ვნახე ჭაშნიკი და ვაა – ღვინოა! იპოლიტემაც დაიგემოვნა და ათწუთიანი ლხინის სცენა ოც წუთზე გადაიჭიმა. ანიშნებენ, დაამთავრეო. – აწი დავდექი ქეიფის ხასიათზე და გვაცალეთ, ბატონოო, - უპასუხა იპოლიტემ. მაყურებელიც რას კარგავდა? – უყურებდა სპექტაკლის გაგრძელებას ექსპრომტად და კარგად ხალისობდა. მერე ცეკვით გავიდა კულისებში და არაერთხელ მოიპატიჟა თავის დაკვრით ჩვენი გრიმიორი. ისიც შემოჰყვა ცეკვით და თეთრხალათიანი გრიმიორი გააცნო მაყურებელს. ესეც ჩვენი შეფ-პოვარია და იცნობდეთო.

სპექტაკლის დამთავრების შემდეგ რეჟისორმა უსაყვედურა გრიმიორს, შენ რაღამ გაგაგიჟა, რატომ შემოხვედი ცეკვით, შენ ხომ ფხიზელი იყავიო? იმანაც იმართლა თავი, იპოლიტეს, ცოცხალ ლეგენდას, ვერ გავუბედავდი უარის თქმას და გაწბილებასო“.




 ახალი ამბები
  • ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებსცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთას არ აღიარებს, - ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. ამის შესახებ ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომლებიც 14 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ყოფილმა პატიმრებმა ახალგორის იზოლატორში 3 დღე გაატარეს. ისინი 11 ნოემბერს დააკავეს, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი - 9 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქეები (სულ 4-ნი) ერთმანეთს საპატიმროში შეხვდნენ. 14 ნოემბერს 3 მოქალაქე ერგნეთის გამშვებ პუნქტზე საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. 15 ნოემბერს ექიმებმა მოინახულეს. ,,პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით, საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ",  - აღნიშნავს ექიმი დავით ღვინიაშვილი. ყოფილმა პატიმრებმა qartli.ge- სთან საუბარში განაცხადეს, რომ ექიმი თავს კარგად ... ...
  • საქართველო ენერგეტიკაში კანონების მიღებას აგვიანებს - ევროპის ენერგოგაერთიანების გაფრთხილებასაქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრის სტატუსით აღებული ვალდებულებების შესრულებას აგვიანებს - ასეთია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის იანეზ კოპაჩის შეფასებებიდან ძირითადი დასკვნა.როგორც იანეზ კოპაჩიმ ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ დედლაინი დაარღვია. საუბარია, ენერგეტიკის სექტორში ახალი კანონების მიღების ვადებზე.„დარჩენილია, როგორც შედარებით პრიორიტეტული საკითხები, ასევე ისეთი ცვლილებებიც, რომელთა მნიშვნელობაც შედარებით ნაკლებია. ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჩქარო არის შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღება, ასევე ენერგოეფექტურობის ევროდირექტივასთან თავსებადობის უზრუნველყოფა.ასეთივე პრიორიტეტულია ჩვენთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების ევროდირექტივის მოთხოვნებთან თავსებადობის შექმნა. ამ ცვლილებების შედეგად, საქართველომ ენერგობაზრებს გახსნის უფლება უნდა მისცეს. ეს არ არის მხოლოდ ენერგოგაერთიანების აღებული ვალდებულებაა, არამედ ის სასიკეთოა თავად საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბაზრის ლიბერალიზაცია და სხვა ვალდებულებების შესრულება სწრაფად მოხდება.მიზეზები, რომელთა გამოც ეს ცვლილებები გაიჭედა და გაჩერდა, სხვადასხვაა. ენერგოეფექტურობის ნორმების კუთხით, ჩვენ როგორც გვითხრეს, ცვლილების გაჭიანურების მიზეზი დროში გაწელილი და უშედეგო დისკუსია იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო - უნდა ყოფილიყო ის ცალკე არსებული სააგენტო, თუ - სამინისტროში შემავალი დეპარტამენტი. ეს თავის მხრივ. არც თუ ისე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, თუმცა როგორც ჩანს, ის იქცა ბარიერად, რის გამოც ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს შესაბამისი კანონმდებლობა.ბუნებრივი გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, ჩვენ არ ვიცით რატომ არ არის ეს ცვლილებები მიღებული. მე ვიცი, რომ იყო დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა შედეგებს გამოიწვევდა მისი მიღება და ამოქმედება, როგორ შეცვლიდა ის ამ ბაზრებზე სამომხმარებლო ფასებს. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკოსთა შიშები დასრულებულია და ისიც მალევე იქნება მიღებული და ათვისებული“, - განაცხადა კოპაჩიმ.დღეის მდგომარეობით, "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" და განახლებადი ენერგიის თაობაზე კანონპროექტების განხილვა პარლამენტში, მეორე მოსმენის ეტაპზეა.შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმით (2016 წლის 14 ოქტომბერი) გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ენერგეტიკის სექტორში რიგ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. აღნიშნული პროცესი ისეთ საკითხებ მოიცავს, როგორიცაა ლიბერალიზებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, მიწოდების უსაფრთხოების ამაღლება, ენერგოეფექტურობის განვითარება, განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობა და ენერგეტიკული სტატისტიკის ნორმების გაუმჯობესება და სხვა. წყარო: ... ...
  • ქარელში 11 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვესქარელის მუნიციპალიეტეტის სოფელ ყინწვისში 11 წლის ბავშვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით ... ...
  • "ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას" - ირაკლი კობახიძე ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას, _ ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე, შენობის გარეთ განვითარებულ მოვლენებს “მე ვუყურებდი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერს და რეალურად, გარეთ იყო შეკრებილი პარტიის ოფისთან 2-3 ათეული ადამიანი და ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნებოდა ადამიანს, რომელიც არ იყო უშუალოდ ამ ყველაფრის მომსწრე, რომ იქ ხდებოდა რაღაც უბედურება. ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას. ყველაფერი იქნება მშვიდად და ისინი თუ გააგრძელებენ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, ჩვენი ოპონენტები, ისინი კიდევ უფრო მეტს წააგებენ შემდეგი არჩევნებისთვის... თუ ვინმე დაშავდა, ამით უნდა დავინტერესდეთ და ეს ძალიან სამწუხაროა. ერთი რესურსი გვაქვს და ამაში ყველა დარწმუნდება, როდესაც სამომავლოდ, კანდიდატები დასახელდება. ვიდრე რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავენ და ახორციელებენ ჩვენი ოპონენტები, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს. ჩვენ დამატებით ქულებს ვიწერთ არჩევნებისთვის და ისინი კარგავენ რესურსს არჩევნებისთვის. ამიტომ, მათ მოვუწოდებ, ისინიც დაკავდნენ ამით, ესაუბრონ ხალხს და ნუ ესაუბრებიან ერთმანეთს“, - აცხადებს ... ...
  • ეს გურიაა _ რეზო ცქვიტინიძის ფოტორეპორტაჟიგურული სული და გარემო, განსაკუთრებით, გურიის ბუნებისთვის, ადგილობრივ კოლორიტთათვის ფოტოობიექტივში ადგილის მიჩენა, რომ მერე ეს ყოველივე, ირგვლივ ყველას და ყველაფერს უკიდეგანო პოზიტივად მიმოაპნიოს _ ასეთია ოზურგეთელი პროფესიონალი ფოტოგრაფის, რევაზ ცქვიტინიძის მუშაობის სტილი, თითქმის 50 წლის მანძილზე. სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია გურია ბახმარო ბახმაროს იალაღებზე გაზაფხულია გურული მწყემსი ბახმაროს იალაღებზე ოზურგეთი, ექადია, წმიდა გიორგის ეკლესია მწყემსთა სახლები გომისმთაზე საყორნია ასკანა აცანის ჩანჩქერი ასკანელი გურულის ღობე მჭედელი მჭედლის კლიენტი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?