ფერადკანიანი დევიდ ბექჰემი

ზაფრანი

ფერადკანიანი დევიდ ბექჰემი

29 მარ. 2015, 19:07:05

სპორტის თემაზე მწერალ ხალხს საქმიანობა რთულ ვითარებაში უხდებათ. გულშემატკივრები პრეტენზიულ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან.

ისინი ერთნაირი გულმოდგინებით არჩევენ როგორც საფეხბურთო მინდორზე მიმდინარე ბატალიებს, ასევე ჟურნალისტების მიერ გაანალიზებულ მოვლენებს. ჩემს კოლეგებს სხვადასხვა „სახალისო“ სპორტული ისტორიების დიდი პირადი „მარაგი“ გააჩნიათ. რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ოფიციალურად არსად გამოქვეყნებულა. წინა კვირას რამდენიმე ჟურნალისტს დავუკავშირდი და ამ ისტორიების დღის სინათლეზე გამოტანის ნებართვა ვთხოვე. რასაკვირველია, უარი არ უთქვამთ, ოღონდ ერთი პირობა წამიყენეს, ჩვენი ვინაობა არ დაასახელოო. რასაკვირველია – დავთანხმდი, და ეს ამბები დღეს მკითხველების წინაშე გამოვიტანე.

ერთსაც გეტყვით. რამდენიმე ცნობილი სპორტსმენი „დავინდე“ და მათ თავს გადამხდარი „შემთხვევები“ კვლავ საიდუმლოდ შევინახე. 1. თბილისის "დინამოს" თამაში ჰქონდა და მსაჯი მძიმე შეცდომებს უშვებდა. გაბრაზებული სანდრო იაშვილი არბიტრს ეუბნება: - რა არის, რეი ჩარლზი ხარ? მსაჯს რეი ჩარლზი ცხოვრებაში არ ჰქონდა გაგონილი, კომპლიმენტი ეგონა და უპასუხა: - რა არ ვგავარ თუ? 2. ცხონებულ კოტე მახარაძეს მიყავდა 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მანჩესტერი“ – „ბავარია“ და შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: - "მდაა, როგორც ხედავთ მეგობრებო, მანჩესტერის რიგებში უხვად არიან ფერადკანიანი ფეხბურთელები, ისეთები როგორიც დუაიტ იორკი და დევიდ ბექჰემი.“ 3. ჩვენი ნაკრების საკმაოდ ცნობილმა ფეხბურთელმა თქვა, მაგარი ქალაქია რომი, მაგრამ ქალაქის ცენტრში რომ დანგრეული შენობა ვერ გაურემონტებიათ – ეგ მიკვირსო.

კოლიზეუმი იგულისხმა. 4. რეზო ჩელებაძე "დინამოში" ახალი მისულია და გულშემატკივრებში მაინცდამაინც დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს. ერთხელაც "ჩელე" თავისი "ვოლგით" მიადგა თბილისის ერთ-ერთ კორპუსს ღამის 3 საათზე და თავის ახლობელს ეძახდა. მოკლედ, აიკლო მთელი უბანი. რამდენიმე შეწუხებული მოქალაქე აივანზე გადმოდგა და ჩელებაძეს ჩასძახეს - ვინ ხარ შე უპატრონო და რა გაღრიალებს, რატომ არ გვაძინებო. - რა მოგივიდათ, ხალხო, დათო ვარ ყიფიანი - მოიშველია ჩელებაძემ ყიფიანის ავტორიტეტი.

თუმცა, მაინც იცნო ერთმა და ჩასძახა: - იქ ყიფიანის ოხერი დედა ვატირე, აქ კიდევ შენი - რეზო ჩელებაძესი! 5. ჯამარაულზე უნდა მოვყვე (მომკლავს ჯამარა თუ დამიჭირა, მაგრამ სად მნახავს). ერთხელ, საქართველოს ნაკრები რომელიღაც თამაშზე მიფრინავდა და ნაკრების წევრებმა თვითმფრინავში სეკას თამაში გააჩაღეს (მაშინ ჯოკერი ჯერ არ იცოდნენ). მოკლედ, წავიდა თამაში და ჯამარაული მაგრად იწეწება - ნაკრებში ჩამოსვლამდე თავის კლუბში აღებულ ხელფასს მთლიანად აგებს. ამ დროს თვითმფრინავი აეროპორტში დასაჯდომად მოემზადა, რაც ავტომატურად ნიშნავდა თამაშის დასრულებას. გამწარებულმა ჯამარაულმა იყვირა: ვაიმე, არ დასვათ თვითმფრინავი, თორემ დამექცა ოჯახიო!!! 6. წნორის „მილანის“ საფეხბურთო კლუბი ხომ გახსოვთ. მისმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ერთ პრესკონფერენციაზე შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: - ჩვენი კლუბის ფინანსები მზესუმზირის მოსავალზეა დამოკიდებულიო. მგონი, რობერტო ბაჯოც უნდა ჩაეყვანათ ლაგოდეხის ნაკრძალში სანადიროდ.

7. ერთხელ მოჭიდავეთა ნაკრების ექიმს ზურაბ კახაბრიშვილს რომელიღაც დამწყები ძიუდოისტისთვის დამწვარზე წასასმელად კოლხური თუ თურმანიძის მალამო მიუცია. ლაშა გუჯეჯიანი კიდე გახუმრებია იმ საცოდავს, კახაბრიშვილი კარგს რას მოგცემს, აჰა, ეს წაისვი, მე ძალიან მიხდებაო და ფინალგონი მიუცია. იმასაც არ დაუნანებია და წაუსვია მომეტებულად, რაც მეტი, უკეთ იმოქმედებსო. რაც ცხოვრებაში არ ურბენია, მაშინ ირბინა, ვერ ასწრებდა ვერავინ.

8. ერთხელ ჭიდაობაში საქართველოს კლასიკოსთა ნაკრები პოლონეთში პეტლიასინსკის ტურნირზე მიდის მატარებლით. თურმე ამათ ვაგონში ისეთი ჭედვაა, თავზე ასხედან ერთმანეთს. ერთმა ცნობილმა მოჭიდავემ (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) თურმე მოინდომა ფართოდ ცხოვრება და თავისუფალი ვაგონის ძებნა დაიწყო. გავიდა უკანა ვაგონში და ნახევრად ცარიელია! ცხადია, მაშინვე იქ გადაბარგდა და ერთი ახალგაზრდა მოჭიდავეც გაუყოლებია, ოღონდ ბარგი თავის ფულიანად ძველ ვაგონში დაუტოვებიათ. ცხადია, ის ღამე მშვიდ ძილში გაატარეს, მაგრამ გათენდა დილა, უფრო ადრე იმ ცნობილს გაეღვიძა, გამოვიდა დერეფანში და რას ხედავს - ვაგონი სადღაც დეპოში დგას, წინა ვაგონი კი არსად ჩანს! თურმე ეს სხვა ქალაქის ვაგონი ყოფილა ჩაბმული იმ მატარებელზე და დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას პატიოსნად ჩაუხსნიათ, ესენი კი ფლოსტების ამარა, უფულოდ დარჩნენ უცხო ქალაქში.

კიდევ კარგი, ინგლისური იცოდნენ და გააგებინეს იქაურებს თავიანთი გასაჭირი. საბოლოოდ, დიდი გაჭირვებით ჩასულან იმ ქალაქში 9. ქართველი ძიუდოისტები პარიზის სუპერტურნირზე არიან და სასტუმრო "შარლ დე გოლში" დაბინავდნენ. ერთ დღესაც, ძიუდოისტებს მონდომებიათ მწვადი. თან ჰქონდათ წაღებული 20 კილომდე ხორცი და მაყალი. ერთ ძიუდოისტს დაუვალებია მესამე მწვრთნელისთვის, წადი სადმე ოთხი აგური მონახე, მაყალი პარკეტზე რომ დავდგა, დაიწვებაო. მართლა შემოუვლია იმ მწვრთნელს მთელი პარიზი, მაგრამ აგური როგორ უნდა ეპოვნა? ჰოდა, პირდაპირ პარკეტზე დაუდგათ მაყალი და წაჰკიდებია ცეცხლი... მთელი პარიზი ფეხზე დამდგარა, არიქა, "შარლ დე გოლის" მეექვსე სართულიდან კვამლი გამოდის, იწვისო... იმ დღესვე აუბარგებიათ ჩვენი ძიუდოისტები და სადღაც დაბალი დონის სასტუმროში წაუყვანიათ, თან მკაცრადაც გაუფრთხილებიათ. 10. რამდენიმე წლის წინ საქართველოდან საბერძნეთში ახალგაზრდა ძიუდოისტების გაყიდვა მავანთათვის მომგებიან ბიზნესად რომ იქცა, ცნობილია.

ათენის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ერთი ასეთი ჯგუფი გაიყვანეს გასაუბრებაზე საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად, თარჯიმნობას კი ჯარჯი ზვიადაური, უკვე ოლიმპიური ჩემპიონი და გავლენიანი კაცი უწევდა. ამათთვის მოქალაქეობის მიცემა თურმე "ზევითაა" გადაწყვეტილი, მაგრამ გასაუბრება აუცილებელი ფორმალობაა და ეკითხებიან მათ საბერძნეთის ისტორიას, გეოგრაფიას, მდებარეობას, დღევანდელობას, წარსულს, აწმყოს, ცნობილ ადამიანებს წარსულიდან თუ თანამედროვეობიდან, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი - ყველაფერზე შეთქმულივით "არ ვიცის" იძახიან.

ბოლოს თურმე ეკითხებიან, არისტოტელე თუ გაგონიათო და უცებ ერთი სიხარულით წამოხტა - კი, როგორ არა, ვირთხას ერქვა "უძინართა მზეშიო". 11. რომელიღაც მოჭიდავეს რომელიც ესპანეთში იყო რაღაც ტურნირზე, თბილისის აეროპორტში ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსს თუ შეხვდა. ამან უპასუხა რომ ეს პიროვნება მის წონაში არ ჭიდაობს. 12. ირაკლი მეძმარიაშვილი სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. არჩევნების დასასრულს, მეძმარიაშვილი სიტყვით გამოვიდა და თავის მოხსენებაში ცნობილი ვეტერანი ფრენბურთელი ედუარდ სანთელაძეც ახსენა,ოღონდ შეეშალა და იგი მოფარიკავედ მოიხსენია. გვერდში მდგომებმა ირაკლის ჩუმად შეუსწორეს - ეგ მოფარიკავე კი არა, ფრენბურთელიაო. ირაკლიმ კარგად ვერ გაიგო და - უკაცრავად, ხელბურთელიო. - ხელბურთელი კი არა, ფრენბურთელი! - შეუსწორეს ისევ. - კარგით, რა გამიხურეთ, რა მნიშვნელობა აქვს, ორივეს ბურთით არ თამაშობენ? - არ დაიბნა მეძმარიაშვილი.

13. რედაქტორი მეკითხება: ხომ ერთია კიგბოქსინგი და ჭიდაობაო? 14. ერთხელ შემეშალა და გაზეთში ჯამლეთ ხუხაშვილის მოღონიერებული „მაქაბის“ ნაცვლად ჯამლეთ ხუხაშვილის მოღორებული „მაქაბი“ დავწერე. 15. ერთ-ერთი გაზეთის სპორტულმა ჟურნალისტმა კალათბურთელ გიორგი ცინცაძეზე მასალა დაწერა. როდესაც წერილისთვის სათაურის შერჩევის დრო მოუვიდა, ეს საქმე დროებით გადადო. მასალა გვერდის ამწყობს მისცა და ასეთი რამ მიაწერა: "გიორგი ცინცაძე ... კაროჩე მერე მივაწერ რა." ალბათ მიხვდით, რომ სათაურის მოფიქრების დრო არ ჰქონდა და საღამოსთვის გადადო. თუმცა საღამოსაც დაავიწყდა და ამწყობმა პირდაპირ გლიჯა გვერდში ზემოთ მოყვანილი წარწერა.




 ახალი ამბები
  • ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდაიუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა. ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ... ...
  • ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნესსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სხვა ქალაქების მსგავსად ლანჩხუთშიც მოკრძალებულად აღინიშნა. ტრადიციისამებრ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე ... ...
  • ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა ლანჩხუთშილანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე, რომლიც ავტობანს უნდა დაუკავშირდეს, გარკვეული სახის იფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პროექტის შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ორი მილიონ 900 ათასი ლარია, იგეგმება სანიაღვრე არხების გაახლება, ტროტუარების მოწყობა და გზის საფარის დაგება. თუმცა, ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილია და მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სტადარტების დარღვევით მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მათი ეზოები იტბორება და თუ არ გამოსწორდება არსებული ხარვეზები, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ... ...
  • სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაზე - არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებითარ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა. „რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ? თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ“ სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მე შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში ქვეყანაში, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვის მიანიჭებს ის ნდობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსის პირად გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნების უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, თუ მე რას ვფიქრობ მათ შეხედულებებზე“. წყარო:  ... ...
  • რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშისაქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება", განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია. რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. „ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით", - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა. მისი თქმით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის. საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ სულ განსაზღვრულია 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია: • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; • განათლებისა და მეცნიერების; • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; • ევროპასთან ინტეგრაციის; • თავდაცვისა და უშიშროების; • იურიდიულ საკითხთა; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; • საგარეო ურთიერთობათა; • საპროცედურო საკითხთა და წესების; • საფინანსო-საბიუჯეტო; • კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.". „აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა გურამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?