„შვიდი საშვი! შალვა...“

ზაფრანი

„შვიდი საშვი! შალვა...“

5 აპრ. 2015, 15:36:21

დღეს შაბათია და ტრადიციულად ახალ სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ. ჩვენი სტუმრები კვლავ თანამემამულე პოლიტიკოსები იქნებიან, რომლებიც თქვენს სამსჯავროზე რამდენიმე ორიგინალურ ისტორიას გამოიტანენ.

უკანასკნელი წლების საქართველო განსაკუთრებული „პოლიტიზირებით“ გამოირჩევა და ამ ნიშნით მსოფლიოს არაერთი ქვეყნისგან აშკარად განსხვავდებით. იგივე აშშ-სა თუ დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თანამემამულე „მმართველი ძალების“ ვინაობა არც იცის და არც აინტერესებს. ჩვენს ქვეყანაში სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა და პატარა ბავშვიც თუნდაც „ქართული ოცნების“ წევრების უმრავლესობას დაფიქრების გარეშე ჩამოგითვლით.

ქართველი პოლიტიკური ელიტის თითოეული ნაბიჯი ადგილობრივი მას-მედიის დიდ ყურადღებას იქცევს. ამის მიუხედავად არაერთი მოვლენა ჟურნალისტების ყურადღების მიღმა რჩება და მათ მოგვიანებით თავად „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ იხსენებენ.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი კოტე გაბაშვილი იქნება, ადამიანი რომელიც ამჟამად ჩრდილში იმყოფება, ადრე კი რამდენიმე მთავრობის პირობებში მუდმივად ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ტრიალებდა. კოტე გაბაშვილი ერთი ხანობა (კარგა დიდი ხანობა) გერმანიაში ელჩად მუშაობდა და იმ პერიოდიდან ორ ისტორიას მოგიყვებათ.

კოტე გაბაშვილი: „ჩემი გერმანიაში ელჩად მუშაობის პერიოდში თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის უფროსი არისტოკრატიული წარმომავლობის გრაფი იყო, გვარი არ მახსოვს. სუსტი აღნაგობა ჰქონდა, გრძელი თითები და ძალიან ინტელიგენტური ქცევებით გამოირჩეოდა. მის განათლებაზე რაღა უნდა ვთქვა - კაცმა 16 ენა იცოდა! 1997 წელია და საქმიანი ვიზიტით გერმანიაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი - დავით თევზაძე ჩამოვიდა.
ბუნებრივია, აეროპორტში დავხვდი და გასაცნობად ამ გრაფისკენ წავიყვანე.

- აი, დათო, გაიცანი, თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის უფროსი, გრაფი ესა და ეს, 16 ენა იცის.
ახლა, დათოს ფიზიკური მონაცემები და ხასიათი ყველასთვის ცნობილია.
- აჰ, ჭირიმე შენი, - დაიძრა გრაფისკენ, ჩაბღუჯა მისი სუსტი ხელი და ისეთი ძალით მოუჭირა, ძვლების ჭახუნის ხმა გავიგონე.
- ო, მაინ გოთ! - დაიკვნესა საცოდავმა და ფერი წაუვიდა.
- რაო, კოტე, რას ამბობს? - გამომხედა დათომ, ხელი არ გაუშვია.
- მეც ნამეტანი გახარებული ვარ და გამიშვიო.

მაშინვე გაუშვა, მხარზე მსუბუქად დაჰკრა და კინაღამ არ წააქცია?! თევზაძეს ვიზიტის ბოლომდე ემალებოდა, თვალში არ მოხვედრია, გაცილების დროს დათომ გაიხედ-გამოიხედა და თვალთ ბატონი გრაფი დააკლდა. დავუწყეთ ძებნა და ვხედავთ, მოშორებით გაჩერებულა და ხელს ნაზად იქნევს...“

ლეიბორისტები - სოსო შატბერაშვილი და პაატა ჯიბლაძე ბატონ სააკაშვილთან სამკვდროდ-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებულები. გაგიკვირდებათ და ამ სამეულს ერთხელ “სპეცჩამოსხმის ბორჯომი” ერთად დაუჭაშნიკებია. სოსო შატბერაშვილი ამ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა.

სოსო შატბერაშვილი: „როდესაც სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ძალიან უყვარდა გამსვლელი სხდომების ქალაქგარეთ ჩატარება. იგი კომფორტის დიდი მოყვარულია. ხშირად გუდაურში, “მარკო პოლოში” აწყობდა სხდომებს.

ერთხელაც, მორიგი სხდომის შემდეგ, საღამოს ვახშამზე მე და პაატა ჯიბლაძემ დალევა გადავწყვიტეთ. არადა, სპირტიანი სასმელი აკრძალული იყო. ამიტომ არაყი „ბორჯომის“ ბოთლში ჩავასხით და ისე ვსვამდით. სააკაშვილი მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა. მიშა ხედავდა, რომ ჩვენ თანდათან კარგ ხასიათზე ვდგებოდით. უცებ, ჩემთან მოვიდა და მკითხა: „რას სვამთ, ბატონო სოსო?“ მეც ვუპასუხე - სპეცჩამოსხმის „ბორჯომს“-მეთქი.
სააკაშვილმა მისი გასინჯვა მოისურვა და ჩვენც დავუსხით. ორი ჭიქის შემდეგ მიშა კარგ ხასიათზე დადგა. საუბარი მედიცინაზე ჩამომიგდო. მაშინ მე ვკურირებდი ამ საკითხს, კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. დავიწყეთ კამათი. სააკაშვილი ნათელაშვილს გადასწვდა და მისი აზრები გააკრიტიკა. შალვას მედიცინის არაფერი გაეგება, მე კი სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის შვილიშვილი ვარო. ნათელაშვილს უთხარით, მედიცინაში ცხვირის ჩაყოფას ურჩევნია, დუშეთში ძროხები დაითვალოსო. ეს ისეთი ბავშვური გულუბრყვილობით თქვა, გაბრაზების ნაცვლად გამეცინა”.

ბატონ სოსოს კი გაეცინა, მაგრამ პარტიის ლიდერს ამბავი ალბათ მაინც მიუტანა. შალვას კი სააკაშვილი როგორ უყვარს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. თავის დროზე აშშ-იც კი ჩავიდა და საქართველოს პრეზიდენტს თეთრი სახლის წინ გამართული მიტინგიდან, ქართულ-ინგლისურ დიალექტზე ერთი კარგი მოკითხვა შემოუთვალა.

ნათელაშვილის თემა გავაგრძელოთ და სიტყვა ლაშა ნაცვლიშვილს გადავცეთ.

ლაშა ნაცვლიშვილი: „თავის დროზე საქართველოს პარლამენტში ერთი მაგარი კურიოზის მომსწრე გავხდი. ერთ-ერთ სხდომაზე კობა დავითაშვილს დაურეკეს, შვიდი კაცია შემოსაყვანი, საშვი დაუშვიო. ამ შვიდიდან ოთხის გვარი – იაშვილია. კობამ საშვთა ბიუროში დარეკა:

- დაუშვით საშვი ჩემთან შვიდ პიროვნებაზე. ესენი არიან ვალერი, მაყვალა, შალვა, ნათელა იაშვილი.
საშვთა ბიუროში რაღაც კარგად ვერ გაიგეს. კობამ გაუმეორა:

- შვიდი, შვიდი საშვი! შალვა, ნათელა იაშვილი.

ვატყობ, დარბაზში ჩოჩქოლია. უმრავლესობა მობილურს ეცა, დაცვამ რაცია ამოიღო. მგონი სპეცრაზმიც გამოიძახეს. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, სპეცსამსახურებს მიუღიათ ინფორმაცია, კობა დავითაშვილმა დარბაზიდან შვიდ შალვა ნათელაშვილზე დაუშვა საშვი და ყველა შესასვლელი კარი გადაკეტეთო!”
ალექსანდრე შალამბერიძე: „ერთი პერიოდი მუდმივმოქმედ დელეგაციაში ვიყავი, რომელშიც საქართველოს გარდა სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები შედიოდნენ და ექვს თვეში ერთხელ ვიკრიბებოდით. პირველი შეხვედრა როდესაც შესდგა, აეროპორტში სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ერთმანეთს დასცხეს.
შემდეგი შეხვედრა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გვქონდა. ზაფხულია, მთელი ბულგარეთი გახდილი დადის ქუჩაში და სასტუმროში რა გაგვაჩერებდა. ახლა, ყველგან ერთად დავდიოდით, მაგრამ ერთი ჩვენი მეგობარი, პარლამენტარი რომან კუსიანი ხან სად გაქრებოდა, ხან სად. ერთხელაც ბარში ვსხედვართ და რომანი ცხვირჩამოშვებული შემოდის.

- კაცო, სად დადიხარ, აღარ იტყვი? - ვეკითხებით.
- სად და ქალებში.
- შე ოჯახაშენებულო, გაიხედე, ქალების მეტი რა არის და შენ სადღა ეძებ?
- თუ ვეძებ, რა ხეირი? - ამოიოხრა.
- რა მოხდა?
- მიწისქვეშ ერთ „ტოჩკას“ მივაგენი და უპასპორტოდ არ შემიშვეს.
- ქალისთვის მიწაში ძვრებოდი? - გამეცინა.
- მე, ძმაო, სიძნელეები მიყვარს, - ამაყად გამომხედა.
- ჰოდა, თუ სიძნელეები გიყვარს, სასტუმროში ხათუნა გოგორიშვილს აქვს ჩვენი პასპორტები და წაართვი, ქვესკნელის დათვალიერება მინდა-თქო.
- რას ამბობ, ალეკო, - შეშინდა, - ეგ სიძნელე კი არა, თვითმკვლელობა
დღევანდელ „მოგონებებს“ ბატონი დავით ბერძენიშვილი დაასრულებს, რომელიც აჭარიდან ასლან აბაშიძის წასვლის წინა პერიოდს გაიხსენებს.

დავით ბერძენიშვილი: „აჭარაში დაძაბული ურთიერთობის პერიოდია. წავედით ბათუმისკენ და ჩოლოქთან 500 ავტომატიანი კაცი დაგვხვდა. დავიწყეთ ლაპარაკი, ზოგმა რა ვთქვით, ზოგმა რა, სადაცაა, ერთმანეთს დავცხებთ და უცებ ერთ-ერთი გაბრაზებული გვეუბნება:

- რა არის, სირცხვილი არაა? გუშინ ხელში თოხი მეკავა და დღეს ავტომატი მიკავია. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

- თუ მასეა, ჩემგან რა გინდა? - გაეცინა ილიკო ხაინდრავას, - გუშინ მიკროფონი მეკავა ხელში და დღესაც მიკროფონი მიკავია.

ისე მოხდენილად თქვა, ყველას გაეცინა, აგრესია შენელდა, ბევრმა იქვე დადო ავტომატი და თოხის ასაღებად წავიდა“.




 ახალი ამბები
  • ხანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი გაანადგურახანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა შუა სურებში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა შუა სურების ადმინისტრაციულ ერთეულში, განუცხადა, დამწვარია ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი.  შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია 3 სახანძრო ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში- ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდაერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან დღეს, გამთენიისას გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ... ...
  • იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! (R)ძვირფასო მგზავრებო! ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე მარიკა ბაკურაძე დაგემგზავრებათ.  ჩვენი გზამკვლევი მოგიყვებათ რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც ,,გერმანულ სახლში" მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის - ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.  დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით.   შეგახსენებთ, რომ მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები. იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! ... ...
  • მეუფე მელქისედეკი - საქართველოს ომი არ დაუწყია"ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს", - ასე გამოეხმაურა, აგვისტოს ომის 12 წლისთავს, მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). მეუფეს თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დასრულებულა. როგორც მღვდელმთავარი აღნიშნავს, საქართველოს ომი არ დაუწყია და რუსეთი არის ოკუპანტი. ,,გურია ნიუსი“ მღვდელმთავრის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ: ,,ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში. აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წაუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს. ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან. ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა, რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი. და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოკუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა. საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ... ...
  • ლანჩხუთში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგესდღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ ომმა ლანჩხუთიდან სამი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა- ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე შინდისის ბრძოლაში დაეცნენ, ვასილ სმირნოვი კი გორის გზაზე დაბომბვას ემსხვერპლა.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. "დღეს 12 წელი გავიდა იმ ავბედითი თარიღიდან, მაგრამ რა დროც უნდა გავიდეს, ჩვენ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში მამა დავითმა (წულაძემ) გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...