მხიარული მოჭიდავეები

ზაფრანი

მხიარული მოჭიდავეები

25 აპრ. 2015, 18:11:55

მრავალი გულშემატკივრის თვალში სპორტსმენები ერთგვარი „მონსტრების“ იარლიყით სარგებლობენ, რომლებიც მთელი დღეების განმავლობაში საყვარელ საქმიანობას მისდევენ და სხვა ამქვეყნიური გართობისა თუ განცდებისთვის დრო აღარ რჩებათ. ცნობილია ამ თემაზე შექმნილი ერთი ანეკდოტიც, სადაც მამას სამი შვილი ჰყავდა, ერთი-ფიზიკოსი, მეორე-ექიმი და მესამე-სპორტსმენი. საბედნიეროდ ხალხში „მოარული ხმები“ მცდარია და სპორტსმენებიც ისეთივე ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, როგორც, თუნდაც ამ სტრიქონების ნებისმიერი მკითხველი.

დღეს ჩვენი სტუმრები ვეტერანი ფალავნები არიან და თავს გადამხდარ სახალისო ამბებს გვიამბობენ.
თემურ ყაზარაშვილი

„გასახსენებელი ბევრი მაქვს, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ერთ შემთხვევას გამოვყოფ. 1979 წელს მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატში ვმონაწილეობდი და ფინელ მეტოქეს შევხვდი. ორთაბრძოლას დიდი უპირატესობით ვიგებდი და საქმის ბოლომდე მიყვანა არ უნდა გამჭირვებოდა.

ამ დროს მოწინააღმდეგე ხიდზე დავიჭირე და ილეთის ჩატარება დავიწყე, რის შემდეგაც მსაჯმა სუფთა გამარჯვება მომანიჭა. ფინელი ლეიბზე ეგდო და სიცოცხლის არავითარი ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. უცებ ფეხზე წამოხტა, არბიტრს მივარდა და ილეთის ჩატარების შემდეგ ეს უკანასკნელი ძირს დაანარცხა. ატყდა ერთი აურზაური და იქ მყოფმა ხალხმა ფინელი ძლივს დააკავა.

შემდეგ აღმოჩნდა, რომ როდესაც ფანდს ვუტარებდი, არტერიები გადაეკეტა და ამის გამო გონება დაუკარგავს. აზრზე რომ მოსულა, ვერ გაურჩევია, თუ ვინ ჰყავდა მეტოქედ და ჭიდაობა რეფერისთან გააგრძელა. შემდეგ, როდესაც აუხსნეს, რომ თურმე წმინდად წაუგია, მსაჯთა კოლეგიაში საპროტესტო განცხადება შეიტანა, არაფერი მახსოვდა და ერთი გამაგებინეთ, როგორ დავმარცხდიო. თუმცა საწადელს მაინც ვერ მიაღწია და მომდევნო წრეშიც მე გავედი“.

ზაზა ტყეშელაშვილი

„ჯერ კიდევ ყოფილი დიადი სამშობლოს არსებობის დროს, რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში სსრკ-ის თასის გათამაშებაში ვიღებდი მონაწილეობას. შეჯიბრების დასკვნით დღეს ადგილობრივი გოგონები გავიცანით და მათ, მე და ლევან ებანოიძე საღამოს მიგვიპატიჟეს. უკვე გვიანი იყო და საჩუქრის ყიდვა ვერ მოვასწარით, ხელცარიელი მისვლა კი არ გვინდოდა. მდგომარეობიდან გამოსავალს ლევანმა მიაგნო.

- ერთი ადგილი ვიცი, წამომყევი და ყვავილები ავიღოთო–მითხრა. წავედით და ათიოდე წუთის შემდეგ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გავედით, სადაც ლენინის ძეგლის გვერდით დარგული ლამაზი ყვავილები თავმომწონედ შემოგვყურებდნენ. მივუახლოვდით ამ ადგილს და ფიქრი დავიწყეთ, თუ როგორ მოგვეკრიფა. იქვე, შორიახლოს ოთხი ადგილობრივი ახალგაზრდა იდგა და რაღაცაზე ჩურჩულებდა.

შემდეგ ამ ჯგუფს ერთი მათგანი გამოეყო და ჩვენ მოგვიახლოვდა. მისალმების შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა და ეს ყვავილები მოვკრიფოთო, გვთხოვა. შემდეგ აგვიხსნეს, რადგან თვითონაც ყვავილები უნდოდათ და ამ წმინდა ადგილის შებილწვის ეშინოდათ, ყვავილების მოკრეფის საპატიო მისია ჩვენ შეგვესრულებინა. რა გაეწყობოდა., ამბობენ, რომელ ქვეყანაშიც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. მასპინძლებს იხტიბარი არ გავუტეხეთ და იქ დაკრეფილი ყვავილები ექვსივემ ძმურად გავიყავით“.

ელდარ კურტანიძე

„საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთხელ ირანში ვიყავი. ამ ქვეყანაში ზედიზედ რამდენიმე ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა და თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით. ამ დროს მასპინძლებმა კიდევ ერთ შეჯიბრში ასპარეზობა გვთხოვეს და ნაკრების ხელმძღვანელობამაც მათ უარი ვერ უთხრა.

ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ავტობუსით კიდევ დაახლოებით 1700 კმ უნდა გაგვევლო. ძალიან დაღლილი ვიყავი და ბუნებრივია, რომ ამ ინფორმაციამ ჩემში დიდი აღფრთოვანება არ გამოიწვია. ცუდ ხასიათზე დავდექი, ნერვებიც დამეძაბა და ჩემთვის ჩავილაპარაკე, რომ აღარაფერი მინდოდა და საქართველოში მარტო დავბრუნდებოდი.
ჩემი ეს სიტყვები გვერდით მჯდომმა ზაზა ტყეშელაშვილმა გაიგონა და თავისთვის ჩაიცინა:  - რა მოხდა მერე, კიდევ ერთხელ იჭიდავებო. ამაზე კიდევ უფრო გავბრაზდი და „შენ ვინ გეკითხება“ - მეთქი, შევეკითხე. რასაკვირველია, ეს სიტყვები არ ესიამოვნა და ჩემსკენ გამოიწია. მეც მედგრად დავუხვდი და ირანის რომელიღაც პროვინციულ ქალაქში მდგარი ჩვენი ავტობუსის სალონში, ჭიდაობის, კრივის და კეტჩის ილეთების გამოყენებით სერიოზული ჩხუბი გავაჩაღეთ.

თავიდანვე ფეხქვეშ ვიგდე და მთელი სხეული შევუბოჭე. მალე დავიღალე და ერთი სული მქონდა, ვინმეს გავეშველებინეთ. მაგრამ, დახეთ ბედის ირონიას, ნაკრების წევრები ჩარევის მაგივრად ორად გაიყვნენ და ზოგი მე მგულშემატკივრობდა, ზოგი კი ზაზას უჭერდა მხარს. გეცოდინებათ, რომ ტყეშელაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში იაპონიაში პროფესიონალების ასპარეზობებში გამოდიოდა და მალე ამ „საავტობუსო ინციდენტში“ ბრძოლის სასწორი მისკენ გადაიხარა.

ამ დროს ავტობუსში დათო ხურცია შემოვარდა და ჩვენს თავზე მდგარი ბიჭები აქეთ–იქით მიყარა. მეგონა, გვეშველა-მეთქი, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩამივარდა. ხურციამ სეირის ყურება დაიწყო და ირონიული ტონით ორივეს რჩევა-დარიგებების მოცემა დაგვიწყო. ბოლოს და ბოლოს გაგვაშველეს და ორივე მეტოქე ცალ-ცალკე გაგვიყვანეს.

იმ ისტორიულ დღეს რომელიღაც სასტუმროში დავბინავდით და ზაზასთან შერიგება გადავწყვიტე. როდესაც მის ოთახს მივუახლოვდი, ჩემი მისამართით წარმოთქმული მუქარების მთელი კორიანტელი შემომესმა. გავაღე კარი და „ტყეშელ, ძმები ვართ და რა გვაქვს გასაყოფი“ - მეთქი, ვუთხარი. რასაკვირველია, შევრიგდით და ამის შემდეგ ეს ინციდენტი ტკბილ მოგონებად იქცა.

დღემდე ზაზა ჩემი საუკეთესო მეგობარია და, როდესაც ირანში მაშინდელ მოგზაურობას ვიგონებთ, ამ ჩხუბსაც ვიხსენებთ და ორივეს გულიანად გვეცინება“.




 ახალი ამბები
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს თანამშრომლების ღია კონკურსით მიღებას (R)სპეციალური პენიტენციური სამსახური თანამშრომლების ღია კონკურსის წესით მიღებას აგრძელებს. ამჯერად ღია კონკურსი სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში 27 პოზიციაზე არსებულ 65 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2020 წლის 12 ოქტომბერი. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" პენიტენციურ სამსახურზე არ ვრცელდება, მას შემდეგ, რაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადავიდა, კარგი მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე, პენიტენციურ სამსახურში დაინერგა მიდგომა, რომლის მიზანიც თანამშრომლების ღია კონკურსის გზით შერჩევაა. ამ ეტაპზე კონკურსი გამოცხადებულია სოციალური მუშაკის (შემთხვევის მმართველი) 36 პოზიციაზე, სოციალური მუშაკის (შემთხვევის ადმინისტრატორი) 12 პოზიციაზე და ფსიქოლოგის 17 პოზიციაზე. ვაკანსიებზე განაცხადების მიღება შემდეგ ბმულებზე მიმდინარეობს: 1. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N2 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (2 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62247... 2.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N2 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62248... 3. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N3 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62251... 4. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N3 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62254... 5.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N5 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62255... 6.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N6 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (4 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62260... 7. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N8 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62263... 8.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N8 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (7 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62264... 9. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N10 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62269... 10. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N12 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (4 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62270... 11. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N14 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62272... 12. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N14 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62273... 13.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N15 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (4 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62275... 14.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N15 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62276... 15. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N16 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62278... 16. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N17 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62280... 17. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N17 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62281... 18. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62283... 19. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N2 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62250... 20. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N5 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62257... 21. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N6 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი 1 პოზიცია https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62262... 22. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N8 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (5 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62265... 23. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N12 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62271... 24. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N14 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62274... 25. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N15 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62277... 26. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N16 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62279... 27. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N17 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62282...  ... ...
  • ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის N60 საარჩევნო კომისიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებზე მათი კომისიის წევრებს არ ეძლევათ ოლქში თუ უბნენზე ნორმალური მუშაობის საშუალება. გაერთიანებული ოპოზიციისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს ოზურგეთის #60 საარჩევნო კომისიასთან. ისინი, ასევე, გმობენ მარნეულში გუშინ მომხდარ ინციდენტს. აქციის მონაწილეები ოლქის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, ისინი შენობაში არ შეუშვეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე ამბობს, რომ სიები წინასწარ იყო შედგენილი, თუ ვინ გახდებოდა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და მისი მოადგილე. ოზურგეთის #60 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბერდია ლომინაძის თქმით, ხვალისთვის ყველა ინფორმაცია ღია იქნება და რასაც დავით მჟავანაძე ამბობს, ეს სიმართლეს, არ ... ...
  • "იყავი არბიტრი და ნუ იქნები მხარე" _ "ნაცმოძრაობის" წევრები ლანჩხუთის საარჩევნო ოლქთან შეიკრიბნენ"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქთან შეიკრიბნენ სლოგანით - "იყავი არბიტრი და ნუ იქნები მხარე". პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა, კახა ასკურავამ ოლქის წევრებს მეგაფონიდან მოუწოდა, რომ იყვნენ სამართლიანები და ნუ იქნებიან მიკერძოებული მხარე. "რაც ეს წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს, მუდმივად არის ხელის გადაგრეხვები. წინასწარ მინდა გავაფრთხილო კომისიის ყველა წევრი, რომ ხმები სამართლიანად დაითვალონ და ნუ წავლენ ხალხის ნების წინააღმდეგ. 31 ოქტომბერს ხალხი დაასრულებს ივანიშვილის მთავრობას და მე მათ ვეღარ დავიცავ", _ მოუწოდებდა ასკურავა საოლქო კომისიის ... ...
  • "პრემიერის განცხადება სწორია, თუმცა, ამ მოლაპარაკებისთვის არც სომხეთია მზად და არც აზერბაიჯანი"პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, სწორია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თქმით, „საქართველო მზადაა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში უმასპინძლოს“. როგორც მან განაცხადა, თუ ასეთი მოლაპარაკებები გაიმართება, მასში ბუნებრივად ჩაერთვება თურქეთიც და რუსეთიც. ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, ამ ოთხეულისთვის თბილისი მისაღები არ იქნება, როგორც მოლაპარაკების ცენტრი. „ვფიქრობ, რომ სწორი განცხადებაა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკება კარგია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს მოლაპარაკება შედგა, თბილისში გაიმართოს და არა სხვა რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, ამ მოლაპარაკებებისთვის ჯერ არც სომხეთია მზად და არც აზერბაიჯანი. თურქეთი ღიად აკეთებს განცხადებას, რომ გვერდში დაუდგება აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების დროს და მოლაპარაკებების მაგიდასთანაც, ხოლო რუსეთ-სომხური ურთიერთობები მშვენივრად ვიცით, ანუ, თუ მოლაპარაკებები გაიმართება, ამ მოლაპარაკებებში ბუნებრივად ჩაერთვება თურქეთიც და რუსეთიც. ამ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ამ ოთხეულისთვის თბილისი მისაღები იყოს, როგორც მოლაპარაკების ცენტრი. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, განცხადება სწორად არის გაკეთებული. მზად უნდა ვიყთ, რომ მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად, რადგან თუ ეს დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, გავლენას მოახდენს არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანზე, არამედ ჩვენს მდგომარეობაზე, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და ასევე, სუვერენული თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ დაინტერესებული უნდა ვიყოთ, რომ საომარი მოქმედებები შეწყდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს“,-აცხადებს ძაბირაძე. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, შესაძლოა, რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანას შეეცადოს. „არსებობს ჩვენთვის ერთი სახიფათო სცენარი- რამდენიმე თვის წინ სომხეთ-აზერბაჯანს შორის დაპირისპირება საქართველოსთან ახლოს მოხდა და არა მთიან ყარაბაღში, თუმცა დროულად მოგვარდა. თუ ამ კონფლიქტიდან რუსეთს რაიმე ხელს აძლევს, ეს არის ის, რომ კონფლიქტი და ეთნიკური დაპირისპირება გადმოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს პრობლემები 80-90-იან წლებშიც იყო, თუმცა მოხერხდა კონფლიქტების ლოკალიზება და თავიდან აცილება, თუმცა სიმპტომები უკვე ჩანს. თუ ეს ხანგრძლივი კონფლიქტი იქნება, შესაძლოა ამას საქართველოს ტერიტორიებზე პრობლემებისა და დაპირისპირების გადმოტანა მოჰყვეს“,- ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. მისი განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება არ უნდა სურდეთ, რადგან მათზეც ნეგატიურად აისახება. „არ მგონია, რომ დღეს რუსეთსა და თურქეთს ამ კონფლიქტში ფართომასტაბიანი ჩართულობა აწყობდეთ, რადგან გარდა იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდება, ეს ამ ქვეყნების ეკონომიკაზეც იმოქმედებს. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, თუ ისინი ღიად ჩაერთვებიან ამ კონფლიქტში, მითუმეტეს, თუ საუბარი იქნება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე, ეს ჩვენთვისაც კატასტროფა იქნება. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყანა, რასაც დამატებით პრობლემები მოჰყვება. ამიტომ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში რუსეთი და თურქეთი უფრო მეტად დაინტერესებული უნდა იყვნენ კონფლიქტის დარეგულირებით და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ისინი ნაბიჯების გადადგმას შეეცდებიან“, _ აცხადებს ძაბირაძე. წყარო: ... ...
  • დეზინფორმაცია: ვაქცინა საქართველოზე უნდა გამოსცადონ _ ფაქტმეტრიდეზინფორმაცია: ვაქცინა საქართველოზე უნდა გამოსცადონ. ვერდიქტი: ფაქტმეტრის დასკვნით ეს არის ყალბი ამბავი. რეზიუმე:პრორუსული გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ სტატიას ავრცელებს, რომელიც მეტწილად დეზინფორმაციული ხასიათისაა: კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით შემთხვევით თუ განზრახ დამახინჯებულ არასრულ ფაქტებს შეიცავს. რესპონდენტი, ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე), აცხადებს, რომ ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმისა (COVAX Facility) და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ (UNICEF) საქმიანობა გლობალისტური მაფიის მიერ დაგეგმილი ბიოექსპერიმენტის ნაწილია - ისინი არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, არამედ რაღაც ახალი პრეპარატის გამოცდას ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებზე აპირებენ. მეტიც, მამა გიორგი ამტკიცებს, რომ არანაირი ვაქცინა არ იარსებებს, რადგან კლინიკური ცდები ჯერ არ ჩაუტარებიათ. რეალურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ნამდვილად არ არსებობს, თუმცა სატესტო კვლევები, რომელიც სამ ფაზას მოიცავს, ნამდვილად მიმდინარეობს. ამასთან ერთად COVAX Facility-ისა და UNICEF-ის მიზანი, ვაქცინის ხელმისაწვდომობისთანავე (მას შემდეგ, რაც ის წარმატებით გაივლის სატესტო რეჟიმის სამივე ფაზას), მისი სწრაფი, თანაბარი და უსაფრთხო გავრცელებაა. სტატია გაეროს დანაშაულებრივ საქმიანობასთან აკავშირებს და საზოგადოებას მოუწოდებს, დიდი თუ პატარა ფეხზე დადგეს და ვაქცინაზე უარი თქვას. ანალიზი _ „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „გაეროს ბავშვთა ფონდი განვითარებად ქვეყნებში Covid-19-ის საწინააღმდეგო საცდელი ვაქცინის გავრცელებას იწყებს“. სტატია კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმისა (COVAX Facility) და მის ფარგლებში „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს ეხება. სტატიაში მოცემული ინფორმაციები მანიპულაციურია და ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებებს შეიცავს, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. სტატიის ავტორი, ჯაბა ჟვანია, დასაწყისშივე „გაეროს ბავშვთა ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორდის, განცხადებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ „გაეროს ბავშვთა ფონდი“ იყენებს ვაქცინით მომარაგების უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მისი ხელმისაწვდომობისთანავე ყველა ქვეყნისთვის უსაფრთხო, სწრაფი და თანაბარი წვდომა უზრუნველყოს. აქვე ვკითხულობთ, „კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოხდება ვაქცინის პირველი პარტიის გავრცელება, ჯერჯერობით უცნობია“. ორივე ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება: COVAX Facility (რომელსაც ხელმძღვანელობს იმუნიზაციისა და ვაქცინის გლობალური ალიანსი - Gavi, the Vaccine Alliance) ვაქცინის გლობალური გეგმის ფარგლებში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მზადყოფნისთანავე მის შესყიდვებსა და სწრაფ მიწოდებას აპირებს. „გაეროს ბავშვთა ფონდი“ კი ამ ძალისხმევას, COVAX Facility-ის სახელით, დაბალი, შედარებით დაბალი და საშუალო შემოსავლიანი 92 ქვეყნისთვის გაუძღვება. მიუხედავად ამისა, რესპონდენტი, ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე), ამტკიცებს, რომ არანაირი ვაქცინა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან კლინიკური ცდები არ ჩატარებულა. მისი თქმით, ეს გლობალისტური მაფიის ნაწილია და საუბარია ახალ პრეპარატზე, რომლის გამოცდას ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში აპირებენ. რეალურად, ჯერ ვაქცინა ნამდვილად არ არსებობს, რაც სტატიის დასაწყისშივე ავტორის მიერ ისედაცაა აღნიშნული. მტკიცება, რომ კლინიკური ცდები არ ჩატარებულა, მცდარია. ვაქცინების ტესტირება, მასობრივ წარმოებაში გაშვებამდე, რამდენიმე საფეხურს გადის, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე, ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და აკვირდებიან, ისინი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებენ, თუ არა. კლინიკური ტესტირების პირველ ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. მეორე ფაზის განმავლობაში ვაქცინა ასეულობით ადამიანს უკეთდება და მეცნიერები მის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე დამატებით ინფორმაციას იღებენ. მესამე ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანს უტარდება, რათა მისი უსაფრთხობა და ეფექტიანობა დადასტურდეს, ასევე იშვიათი გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს. მესამე ფაზის გამოცდები ასევე საკონტროლო ჯგუფს მოიცავს, რომელსაც პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ) უკეთებენ. ვაქცინების გლობალური ალიანსის (Gavi) ვებ-გვერდზე დეტალურადაა მოცემული იმ პოტენციური ვაქცინების ჩამონათვალი, რომლებიც კლინიკური კვლევების პირველ, მეორე ან მესამე ეტაპზეა. უახლესი ინფორმაციით, 9 ვაქცინა მესამე ეტაპზეა, მათ შორისაა ამერიკული კომპანია Moderna-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის პოტენციური ვაქცინები. სტატიაში ფაქტების დამახინჯებაც გვხვდება: თითქოს, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ (WHO) განმარტებით, მათი საქმიანობა ქველმოქმედებაა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებსაც პანდემიასთან ბრძოლისთვის საკმარისი ფინანსები არ გააჩნიათ. მამა გიორგის შეფასებით, ეს იაფფასიანი ბლეფია და დახმარება რომ სურდეთ, ადგებოდნენ და აქ წარმოების განვითარების მიზნით პირდაპირ ინვესტიციებს განახორციელებდნენ. WHO კი განმარტავს, რომ „COVAX-ის საშუალებით ერთობლივი მუშაობა ქველმოქმედებას არ წარმოადგენს, პანდემიის კონტროლი და გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის დაჩქარება ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის“. სტატიაში ხშირია კონკრეტული ფაქტების გარეშე „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“, გაეროსა და მისი ფონდების დისკრედიტაცია. ვაქცინაციისა და გაეროს მიერ „ბავშვთა უფლებების“ დაცვის თემას დანაშაულებრივ საქმიანობასთან აკავშირებენ. მიზეზად კი მამა გიორგი იმას ასახელებს, რომ ასეულობით მილიონს ჰაერში ტყუილად არავინ გაისვრის. აქვე მკითხველს ახსენებს ჰეპატიტის უფასო პროგრამას: „როგორც მაშინ გამოიყენეს ეს ქვეყანა და კიდევ უამრავი ჩვენისთანა გაჭირვებული სახელმწიფო საცდელად, ისე გამოგვიყენებენ ამჯერადაც“. აღნიშნული განცხადება დეზინფორმაციაა. მიზეზი, რატომაც საქართველო C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამაში მოხვდა, არა ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ ქვეყნის მცირე მასშტაბი და ვირუსის მაღალი გავრცელებადობაა. აღსანიშნავია, რომ ამავე პროგრამის ფარგლებშია ისლანდიაც. უახლესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებსაც ყველა კლინიკური კვლევა გავლილი აქვს, კომპანია „გილეადი“ საქართველოს უფასოდ აწვდის. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საქართველო მედიკამენტების საცდელად გამოიყენეს, მცდარია. აღსანიშნავია ისიც, რომ მკურნალობის შემდეგ ტესტირება 38 538 ბენეფიციარს ჩაუტარდა, მათი 98.6% (38 006) განიკურნა. გიორგი რაზმაძე რუსულ ვაქცინასაც ახსენებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ზემოაღნიშნული ფონდები არაფერს ამბობენ მასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ რუსულ ვაქცინას აკრიტიკებს და მის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რუსეთის კლინიკური კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციამ კი აღნიშნულ ნაბიჯს კლინიკური კვლევების პრინციპების უხეში დარღვევა უწოდა. ვინაიდან რუსული ვაქცინა სრულად ტესტირებული არაა, მას გვერდითი მოვლენების გამოწვევისა და არაეფექტიანობის მაღალი რისკი აქვს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვაქცინების უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის, დანიელ სალმონის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ტესტირების მესამე ფაზის გამოტოვება სახიფათო ნაბიჯია, რადგან ამ ფაზაში უნდა დადასტურდეს ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება. ვაქცინა ამავე ფაზაში განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებსა (მათ შორის, ბავშვებზე) და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე უნდა დაიტესტოს. რუსულ ვაქცინაზე მომუშავე მკვლევრების მტკიცებით კი, დროის დაზოგვის მიზნით, ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რაც მის უსაფრთხოებას განსაკუთრებით საეჭვოს ხდის. რუსულ ვაქცინასა და მასზე გავრცელებულ ყალბ ამბებზე ჩვენს არაერთ სტატიაშია საუბარი. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls