სიყვარულის გამო მამაკაცმა 295 კილოგრამი დაიკლო

ზაფრანი

სიყვარულის გამო მამაკაცმა 295 კილოგრამი დაიკლო

1 მაი. 2015, 13:35:32

54 წლის ბრიტანელმა პოლ მეისონმა საყვარელი ქალბატონის გამო თითქმის 300 კილოგრამი დაიკლო. ამ ინფორმაციას  ტაბლოიდი "Mirror"-ი ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით მეისონი ჯერ კიდევ 2013 წელს 445 კილოგრამს იწონიდა და რებეკა მაუნტინის გაცნობის შემდეგ ექიმების დახმარების გარეშე მან ზუსტად 295 კილოგრამი დაიკლო.

2013 წელს ბოსტონელმა რებეკა მაუნტინმა დოკუმენტური ფილმი იხილა ბრიტანეთის ყველა მძიმე წონოსანი ადამიანის შესახებ და მას სოციალურ ქსელში მიწერა. ამერიკელის თქმით, მას აინტერესებდა ხომ არ სჭირდებოდა 445 კილოგრამიან მამაკაცს დახმარება. შედეგად მათ საუბარი „სკაიპის“ საშუალებით გააგრძელეს, რომელიც მათთვის მოულოდნელად 4,5 საათი გაგრძელდა.

"რებეკას გაცნობამდე მთელი დღეები ვიწექი საწოლში და მხოლოდ საჭმელზე ვფიქრობდი. საჭმელი ჩემთვის თავისებურ ესკაპიზმს წარმოადგენდა. საყვარელი პროდუქტების გადაყლაპვისას მეყსეულად ვხდებოდი სამყაროში, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობდი“ - განაცხადა ყოფილმა ფოსტალიონმა.

თუმცა რებეკას გაცნობის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და როგორც მეისონი ამბობს, ამის შემდეგ „ცხოვრების სუნთქვა შეიგრძნო“. გიგანტმა გადაწყვიტა რაც არ უნდა მომხდარიყო წონაში დაეკლო და მკაცრი დიეტის დაცვა დაიწყო. შ

ედეგად პოლ მეისონმა ექიმების დახმარების გარეშე თითქმის 300 კილოგრამი დაიკლო. ამის შემდეგ უკანასკნელი სტადია რჩებოდა: მას წონის გაუგონარი დაკლების შემდეგ წარმოქმნილი ზედმეტი კანის მოცილება სჭირდებოდა, რომელიც 21 კილოგრამს შეადგენდა.

2015 წლის აპრილის დასაწყისში მეისონმა ნიუ-იორკის კლინიკა "Lenox Hill"-ში  ოპერაცია გაიკეთა, სადაც მას ზედმეტი კანი მოაჭრეს. საკმაოდ რთული ოპერაცია ცხრა საათის განმავლობაში გრძელდებოდა და წარმატებით დასრულდა.

ამჟამად პოლ მეისონი ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის კურსს გადის და საყვარელ ქალბატონთან დაქორწინებისთვის ემზადება, რომლის წონაც ცნობისთვის მხოლოდ 50 კილოგრამს შეადგენს.




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...