ოლღა ბებია

ზაფრანი

ოლღა ბებია

2 მაი. 2015, 18:48:03

რამდენჯერმე მსახიობების გარემოცვაში მოვხვდი და აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიის ადამიანებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია „სახალისო ისტორიების“ მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მაგალითად პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, მსახიობების მიერ ნათამაშევი როლები კი დროის ყველა გამოცდას უძლებს და მაყურებლის გულებშიც ადგილს მუდმივად იკავებს.

დღევანდელ წერილში ტრადიციულად ქართული სცენისა და ეკრანის მთავარი მომქმედი გმირების მორიგ „თავგადასავლებს“ შემოგთავაზებთ.

„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ნებისმიერი ქართველისათვის განსაკუთრებით გამორჩეულ სურათთა კატეგორიას მიეკუთვნება. ოლღა ბებიის როლს, ყველასათვის სათაყვანებელი, ქალბატონი სესილია თაყაიშვილი ასრულებდა. ძალიან ცოტამ თუ იცის, როგორი მსხვერპლი გაიღო ამ ფილმის გადაღების წინ ქალბატონმა სესილიამ.

ოლღა ბებიას როლს სრულად რომ ჩასწვდომოდა, მეტი დამაჯერებლობა და ბუნებრიობა ჰქონოდა გადასაღებ მოედანზე, სესილიამ საღი კბილები დაიძრო. ეს ნამდვილი ამბავია. ის მაშინ 55 წლის იყო. ოლღა ბებია მტკიცედ შევიდა საუკეთესო თეატრალურ და კინოსახეთა ქართულ საგანძურში.

თავად ამ ფილმის გადაღების პროცესი მეტად „ხმაურიანად“ მიმდინარეობდა. ზურიკელას როლის შემსრულებელი სერგო ორჯონიკიძე უკვე მოგვიანებით იხსენებდა: „ სკოლიდან მომავალმა ზურიკელამ ღელე გადაირბინა, ბებია კი ვერ გადადიოდა. რეჟისორმა მითხრა: „შენ უნდა დაბრუნდე უკან, აიყვანო ხელში ბებია და გადმოიყვანოო“.

14 წლის ვიყავი, როგორია პატარა ბიჭმა ხელში აიყვანო ამხელა ქალი და გადმოიყვანო? მეც ჩემი თავმოყვარეობა მქონდა. ვფიქრობდი, ახლა რომ ხელში ავიყვანო და გადმოსვლისას წყალში ჩამივარდეს, მერე რა ვქნა-მეთქი. გადავედი, მოვკიდე ხელი სესილიას, მეგონა მძიმე იქნებოდა, სულაც არ აღმოჩნდა მძიმე, მსუბუქი მეჩვენა და გადმოვიყვანე. 13 დუბლი გადაიღეს. არაქათი გამომეცალა. სესილია მიხვდა, რომ აღარ შემეძლო და კისერზე მებღაუჭებოდა, მართლა არ ჩამაგდოსო“.

ამ სურათში ოლღა ბებია ამბობს: „ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამოვიდესო“. მართლაც მოგვიანებით ზურიკელა, იგივე სერგო ორჯონიკიძე ექიმი გამოვიდა და ავადმყოფობის დროს სესილიას გვერდიდან არ მოსცილებია.

გუგული მგელაძის ფილმში „ფესვები“ დოდო აბაშიძემ თავისი ბოლო როლი ითამაშა. სურათის პრემიერისას ის უკვე საავადმყოფოში იწვა. ბატონი გუგული მოგვიანებით იხსენებდა: „ეპიზოდი, სადაც დოდო ტაქსში ზის და პარიზის ქუჩებში, შვილიშვილთან ერთად გურულ სიმღერას მღერის, კინაღამ ჩაიშალა, რადგან მსახიობმა განაცხადა, რომ ხშირი მოძრაობის გამო პარიზის ქუჩებში საჭესთან ვერ დაჯდებოდა. ეს მაშინ, როცა ჩვენი საფრანგეთში ცხოვრება უზარმაზარი თანხა ჯდებოდა. ერთი გამნათებელი გვყავდა, მივიდა დოდოსთან და ეუბნება: ჩვენ აქ სამშობლოსათვის ვიღებთ ფილმს და შენ რას გვიშვებიო., არა გრცხვენიაო? დოდომ მოუსმინა, დაჯდა ტაქსზე და წავიდა“.

„რაჭა ჩემი სიყვარულის“ გადაღებისას, ქალაქ ბრატისლავაში მიმავალმა ქართველმა მსახიობებმა ტელევიზორები წაიღეს გასაყიდად. ამ „სავაჭრო ოპერაციის“ ერთ-ერთი „მონაწილე“ გურამ ლორთქიფანიძე იხსენებდა: „პატარა ტელევიზორები გადისო, ვიღაცამ გვითხრა და მე, იპოლიტე ხვიჩიამ და დოდომ ვიყიდეთ. გავდივართ „ტამოჟნიაზე“, გვართმევენ. როგორც იყო გავიტანეთ. დიდი „ბარიგები“ ვართ, რა. რამდენიმე დღეში მეუბნება იპოლიტე: არ გადის, ბიჭო, ტელევიზორები, არ ყიდულობენო. დოდომ და იპოლიტემ დასცხეს იქ ერთმანეთს. შენ რა მსახიობი ხარ, მე ყველა მიცნობს, შენზე მაგარი მსახიობი ვარო.

იპოლიტემ: აბაშიძეები გამყიდვლები ხართ, ხალხს ყიდდითო. შეხედა დოდომ, იპოლიტე სანაპიროზე დგას ტრუსიკ-მაიკით (რას ჰგავდა) და შენისთანას გავყიდიდით, აბა რას ვიზამდითო. მოკლედ როგორც იყო, გავყიდეთ ის ტელევიზორები და რა ვიყიდეთ-ორი ტრუსიკი, „ადიდასის“ მაისური და წამოვედით. ხომ იცით, მაშინ ჩვენთან რა ხდებოდა. ეხლა ყველაფერია, მაგრამ ფული არ არის“.

ქართული კომედია „რეკორდი“ ერთი პერიოდი თაროზე იმტვერებოდა და აკრძალულიც იყო. მის რეჟისორს გურამ პატარაიას განსაკუთრებული ძალისხმევა დაჭირდა, რომ „რეკორდი“ ეკრანებზე გამოსულიყო. ამ კინოსურათის დაწუნების მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის აზრით, მასში მილიცია გაბიაბურებული იყო. მოგვიანებით, ედუარდ შევარდნაძეს ქალბატონ ვიქტორია სირაძისათვის უთქვამს, რომ წასულიყო და სურათი თავად ენახა.

საბედნიეროდ, ჩინოვნიკებს ეს კომედია მოეწონათ და ფართო ჩვენებისათვის გზა დაულოცეს. ხუტა–უფროსის როლს მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ასრულებდა. ამ ფილმის შემდეგ ქართველი „წესრიგის დამცველები“ ბატონ გოვენს განსაკუთრებით დაუძმაკაცდნენ და სხვადასხვა სუფრებზეც ხშირად ეპატიჟებოდნენ. ყველასათვის მოულოდნელად ჭეიშვილი ე. წ. „შავებშიც“ მეტად მიღებული ადამიანი გახდა. როდესაც ამისი მიზეზი იკითხა, შემდეგი პასუხი მიიღო: „აბა გაიხსენე, ღინტუს რომ უთხარი, პატიმარს ჩიტის რძე არ მოაკლოო, ამის გამო ხარ დასაფასებელიო“.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...