სოსოს „თავგადასავალი“

ზაფრანი

სოსოს „თავგადასავალი“

2015 მაი 2 18:50:25

ქართველები განსაკუთრებული მენტალიტეტის მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებში არაერთხელ ვვარდებით. გამონაკლისს არც სპორტის სამყაროს წარმომადგენლები შეადგენენ...

საქართველოში რაგბი გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში განვითარდა. მისი ფუძემდებელი ბატონი ლადო მრელაშვილი გახლდათ. ბევრმა არ იცის, მაგრამ ერთხელ ამჟამინდელი „ბორჯღალოსნების“ წინაპრებს სერიოზული საფრთხე დაემუქრათ და ლამის მთელი გუნდი იმდროინდელი „კგბ“-ს კლანჭებში აღმოჩნდა. ამ „პოლიტიკური ინციდენტის“ მოთავე მაშინ ახალგაზრდა მორაგბე ამირან ლობჟანიძე იყო, რომელმაც ქალაქ რიგაში „ანტიკომუნისტური“ საქციელი ჩაიდინა. უმჯობესი იქნება ამ შემთხვევას თავად ბატონი ლადო თუ მოგვიყვება.

„წინა საუკუნის 60-იან წლებში, რიგაში ვთამაშობდით ერთ-ერთ ტურნირზე. ამ შეჯიბრების ფინალში ადგილობრივ გუნდს შევხვდით და დაძაბულ ბრძოლაში დავმარცხდით. მასპინძლებს, როგორც გამარჯვებულებს, იშვიათი სილამაზის თასი გადასცეს. არადა, თამაშის დაწყებამდე ჩვენს ბიჭებს გულით სურდათ ამ ჯილდოს თბილისში წამოღება.

დინამოელებს იქვე, მოედანზე, ლენინის პორტრეტიანი ჟეტონები ჩამოურიგეს. ჩვენმა მოთამაშე ამირან ლობჟანიძემ დაუარა გუნდს, ყველას გამოართვა საჩუქარი, მუჭში მოაგროვა, მივიდა ტრიბუნებთან და მაყურებლებში გადაყარა.

აბა, ლენინის შეურაცხყოფას მაშინ ვინ გაპატიებდა. ატყდა ერთი ამბავი. იმ საღამოსვე სასტუმროში დაგვადგნენ უშიშროების თანამშრომლები. ამირანი დავმალეთ, არ გამოვაჩინეთ. ქართული მარიფათისა მოგეხსენებათ, ჩავფარცხეთ საქმე.

ბოდიში კი მოვუხადეთ „კაგებეშნიკებს“, მაგრამ თავიც ვიმართლეთ: ჟეტონებზე ბელადის ჯეელობის სურათი იყო ამოტვიფრული და ვერ ვიცანით, თორემ დიდ ლენინს ასეთ რამეს როგორ შევკადრებდით, ჟეტონებიც მაყურებლებში მათი პატივისცემის ნიშნად მოისროლა ლობჟანიძემ-მეთქი“.

ბატონი სოსო ჯაჭვლიანი ერთი ხანი წარმატებული სპორტსმენი გახლდათ. მომავალი პარლამენტარი ერთხელ შორეულ აშშ-ში აღმოჩნდა...

„საერთოდ იმ კატეგორიას მივეკუთვნები, იუმორი რომ უყვართ და ამ დროს არაფერი სწყინთ, თუნდაც მსუბუქი დაცინვა, გამოჯავრება და ა. შ. რამდენიმე წლის წინათ საზღვარგარეთის ტურნეში წარმატებული გამოსვლით აღტაცებას ვერ ვფარავდით.

იმ ტურნირზე ერთი ცნობილი ამერიკელი მკლავჭიდელი, ძალიან დაგვიმეგობრდა და მკლავჭიდის უამრავ საიდუმლოებასაც გვაზიარა. ბოლოს კი მეგობრობის ნიშნად მე და ერთ ჩემს სვან თანაგუნდელს სამკერდე ნიშნები გვისახსოვრა. ნიშანზე ჯანის და ღონის ასოცირებით, უზარმაზარ რქებიანი ხარი იყო გამოსახული. გაოცებული ეს ჩემი სვანი თანაგუნდელი ჩუმად მეკითხება:

- რატომ გვაჩუქა მხოლოდ მე და შენ ეს სამკერდულები ამ ამერიკელმა. თან რქებით? - ვერ ამიხსნი სოსო?
საერთოდ, ასეთი კითხვები მხიარულ ხასიათზე მაყენებს:

- როგორ, შენ ვერ ხვდები, რატომ? - შევუბრუნე კითხვა.

- როგორ უნდა მივხვდე, ხარია და რქები აქვს, რომელი კოლმეურნეები ჩვენ გვნახა.

- მართლა არ იცი? - არ ვეშვები.

- არა.

- იმიტომ რომ ჩვენ სვანები ვართ, გაგვახარა-მეთქი.

მაშინვე დაიჯერა და მთელი გზა, რაც ვიარეთ, ასე სჯეროდა. თბილისში რომ ჩამოვფრინდით, ვიფიქრე, ახლა არავის უთხრას რაც ვემასხრე და არ შემარცხვინოს ახლობლებში-თქო. თავიდან ავუხსენი ყველაფერი. საქმეში კი გაერკვა, მაგრამ მგონი პირველი ვერსია უფრო ესახელებოდა და თუ არ მომჩვენებია, ის ახალი განმარტება, ცოტა არ იყოს, ეწყინა კიდეც...“

ახლო წარსულში პოპულარუმა ფეხბურთელმა მანუჩარ მაჩაიძემ თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. ერთ მშვენიერ დღეს თბილისის „დინამო“ ინდონეზიაში აღმოჩნდა...

„1972 წელია. ინდონეზიაში გავემგზავრეთ ტურნეში. მოგეხსენებათ საბჭოთა სპორტსმენებს როგორ „მეურვეობდა“ კგბ საზღვრის იქით.

ამ უცხო ქვეყანაში ჩვენთვის ყველაფერი უჩვეულო და ახალი ხილი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად რამაც გაგვაოცა, იქაური გოგონების უკომპლექსობა და თავაშვებულობა იყო. შეგვკრიფეს ჩვენს საელჩოში და გვარიგებენ:

- ფრთხილად იარეთ ქუჩაში. პროვოკაციას არ წამოეგოთ. აქ ძალიან ავხორცი მეძავები დადიან. მომენტს არ უშვებენ, განსაკუთრებით მოსწონთ თეთრკანიანი მამაკაცები, უფრო განსაკუთრებით - ფეხბურთელები და კიდევ უფრო მეტად - თბილისელი ფეხბურთელები.

შეეშინდათ ჩვენებს. ამიტომ სულ ერთად დავდიოდით კინოსა თუ მაღაზიებში.

ერთი მორიგი გუნდური გასეირნება გვაქვს. პირველ ხანებში თითქოს ყველაფერი მშვიდობიანად მიდიოდა. მანქანიანი „ნაშები“ გვივლიდნენ გარშემო. ამ ამბავში ვართ და ხელმარცხნივ ჩოჩქოლი ატყდა. სანამ მდგომარეობაში გავერკვეოდით, კაცის განწირული ხმა მოგვესმა:

- პამაგიწე რებიატააა! სპასიწეეე!

კი გაგვიკვირდა, ნეტავი ვინაა ამ შუა ინდონეზიაში, ეს საწყალი ვიღაცა რუსი რომ გამოუჭერიათ-თქო, მაგრამ მერე დაგვცეცხლა ტვინში, როდესაც გოგოებით გარშემორტყმული ჩვენი „მიამიტი“ მწვრთნელი გავრილ კაჩალინი დავინახეთ ამ გაჭირვება-გაუგებრობაში.

მაშინ კი დავიკაპიწეთ ხელები მადლიერმა შეგირდებმა და ბრძოლის შუაგულში გადავეშვით. თავგამოდებამ შედეგი გამოიღო, ძლივს, როგორც ქუთაისლები იტყვიან, ძლივს „დავჩხვენით“ ხელიდან მოძალადე გოგოებს ჩვენი ჭარმაგი, უდანაშაულო „ტრენერი“, ყოფილი ძიუდოისტი გურამ გოგოლაური ერთხელ ესპანეთში კორიდას დაესწრო...

„ესპანეთი ჩვენმა ახლანდელებმა მესით, გვარდიოლათი, კასილიასით იციან, მაგრამ ბევრმა არ იცის, ჩვენ რა ამბავი გადაგვხდა.

იმ წელს გუნდური ჩემპიონები გავხდით, მაგრამ შეჯიბრების დაწყებამდე ხელმძღვანელობამ ტურნეს გეგმაში ჩვენი კორიდაზე დასწრება დაგეგმა. მთელი ნაკრები და ადგილობრივი მოჭიდავეებიც ერთად წავედით ამ უდიდებულესი სანახაობის სახილველად. სიურპრიზი თურმე იქ გველოდა.

გამორეკეს ეს „საბრძოლო ხარები“. შეაგდეს სპეციალურ ფარეხში და გრძელი, წვეტიანი კეტებით აღიზიანებენ... აღიზიანებენ, რომ მერე ეს უცოდველი, გაბოროტებული პირუტყვები არენაზე გამორეკონ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და სასეირო ჯერ არაფერია. სასეირო სულ 10 წუთში მოხდა.

- ვინაა მსურველი მსოფლიო მოჭიდავეთაგან, რომ არენაზე ჩამოვიდეს!!! მაყურებლებს მიმართავს ადგილობრივი ინფორმატორი...

„ვაი, ჩვენს თავს! - როგორია!“ თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი ინგლისელი მოჭიდავე გადავიდა არენაზე და დანარჩენებს ხელებით ანიშნებს - მოდით, რისი გეშინიათ, მოჭიდავეები არ ხართო?! არა... რაღა ვქნათ ახლა? ჭიდაობა კი ვიცით, მაგრამ შავ ხარებთან რა იჭიდავებს კაცო! ცოტა ხანში ვიღაც რუსი ვიტიუშა მოჭიდავეც გადახტა - „ჩტო ბუდეტ - ბუდეტ, მაც რადნაია“- ო.

გადავხედეთ ერთმანეთს. ამ დროს რამაზ ხარშილაძემ გამოიჩინა შესაშური გამბედაობა. „შენ დაუკარ“! არ უთქვამს, მაგრამ გაბედულად გადახტა და ამოუდგა გვერდში რუს –ინგლისელს. მეტი მსურველი არ აღმოჩნდა და გაუღეს კარები ამ გადარეულ ხარებს.

- რამაზ თავს უშველე! - ვიყვირეთ ჩვენ, მაგრამ ყიჟინაში ჩაინთქა. ხარმა ჰაერი დაყნოსა ავბედითად და რატომღაც ინგლისელი, უზარმაზარი წონის ღიპიანი „მოეწონა“! გაენთო რქებით. ინგლისელს სულ დაავიწყდა საერთოდ ვინ იყო და მოუსვა თავშესაფარში. გაიქცა და მიიღო კიდევაც ორი ძლიერი რქა.

მეორე ხარი რუსს გამოეკიდა, რუსმა იბღავლა და ისიც შეძვრა თავშესაფარში, ინგლისელ ღიპიანს ამოეფარა უკან. ამ ჩვენსას... ხარშილაძეს რატომღაც წითელი ჯემპრი ეცვა მაინცდამაინც იმ დღეს. ბღუუო – დაიძახა ხარმა და სანამ ხარი რაიმე უბედურებას მოიგონებდა ხარშილაძემ წუთში რვა წრე დაარტყა არენას. ბოლოს, რომ შეხედა ხარი აღარ ეშვებოდა, მანაც თავშესაფარს მიაშურა, მაგრამ ნურას უკაცრავად - ღიპიანმა ინგლისელმა არ შეუშვა - სადაა შენი ადგილიო.

გადაირია მაყურებელი. როგორც იქნა „მაშველებმა“ ხარი დაიჭირეს და გადარჩა ჩვენი რამაზი. ოღონდ მთელი თვე რომ ეძინა ასე ხვრინავდა: ხხხ - არი, ხხხ - არიი!!!“




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...