„ბაბნიკი“ ლიონიას თავგადასავალი

ზაფრანი

„ბაბნიკი“ ლიონიას თავგადასავალი

16 მაი. 2015, 19:25:34

დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან დაგაბრუნებთ და იმდროინდელი სსრკ-ის პირველ პირებზე რამდენიმე სახალისო ისტორიას შემოგთავაზებთ.

ჩვენი პირველი სტუმარი ლეონიდ ბრეჟნევი იქნება. წინა საუკუნის 70-იან წლებში გადაცემა „ვრემიაში“ ქვეყნის პირველ პირს ლამის ყოველდღე ვხედავდით. მასზე არაერთი ანეგდოტიც დადიოდა. სიმართლე ითქვას და თავისებურად „კეთილი“ ადამიანი ბრძანდებოდა და  ქართველების მიმართ თითქოს სიძულვილით არ იყო განწყობილი.

ამ მოგონების ავტორი ბატონი არსენ მუშკუდიანი გახლავთ, რომელიც მაშინ გენსეკის პირად დაცვაში მუშაობდა.
„ლეონიდ ბრეჟნევი საკმაოდ გულისხმიერი ადამიანი იყო, არც ქართველები სძულდა და მიუხედავად იმისა, რომ სმა უყვარდა, არასოდეს ჩავარდნილა ღორულ სიტუაციაში.

ლეონიდ ილიჩი მაგარი „ბაბნიკი“ იყო და ხშირ შემთხვევაში, მე მიხდებოდა მასთან ჩუმ პაემანზე მისული ლამაზმანის იმგვარად შეყვანა, რომ ზედმეტ თვალს ეს არ დაენახა.

სამოციანი წლების მიწურულია, ბრეჟნევი საკუთარ ოჯახთან ერთად იალტაში ისვენებს და მეც იქ ვარ. იმ პერიოდში იქვე, იალტაში ძალიან ცნობილი საბჭოთა ქალბატონი (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ) მართავდა კონცერტებს, რომელიც ამავდროულად მეგობრობდა ბრეჟნევთან.

ერთ დღესაც გენსეკის მეუღლე სოჭში გადაფრინდა და მომღერალი ქალი აგარაკზე ბრეჟნევთან ჩუმად მივიყვანე. წყვილი აბანოში განმარტოვდა.

დაახლოებით ნახევარ საათში ბრეჟნევის ცოლი მოულოდნელად დაბრუნდა და აბანოსკენ გაეშურა. ბოდიშობის დრო არ იყო. გენმდივანთან შევედი და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოვახსენე. ლეონიდ ილიჩი არ დაბნეულა, თავის ლამაზმანს თმებში ჩაავლო ხელი და აუზში ჩააყვინთინა, ხოლო მე კი მოვასწარი, იმ ქალის ტანისამოსი ჩავყარე აუზში.

ბრეჟნევის ცოლი ვერაფერს მიხვდა. ქმარს ორიოდე წუთი ესაუბრა და შემდეგ იქაურობა დატოვა. როგორც კი მეუღლე გავიდა, ლეონიდ ილიჩმა სასწრაფოდ ამოათრია წყლიდან გონწასული ლამაზმანი მომღერალი, რომელსაც უნებლიედ მყვინთაობა მოუწია. მე და ბრეჟნევმა ქალი მოვასულიერეთ. ამ ქალბატონის უკან წაყვანა მე მომიწია და ის ისევე ჩუმად გავიყვანე აგარაკიდან, როგორც შემოვიყვანე“.

გავაგრძელოთ ლეონიდ ბრეჟნევზე საუბარი. ბედის ირონიით, ბატონ ილია ნახუცრიშვილს ბრეჟნევის ახლოს გაცნობის პატივი ერგო.

„ჩემი თაობის უნივერსიტეტელებს კარგად ემახსოვრებათ პარტისტორიის ერთი ლექტორი (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან მის შთამომავლებს გული არ ვატკინო), რომელსაც არაერთი სტუდენტი ჰყავდა გამწარებული. ძველი კომუნისტი, ინტრიგანი და ძაღლი კაცი იყო, რომლისაც ყველას ეშინოდა. მას, თვით სულმნათი, ბატონი ნიკო კეცხოველიც კი ერიდებოდა, რომელიც იმჟამად უნივერსიტეტის რექტორი იყო.
ამ ლექტორმა თავი გაიგიჟა და ნიშანს არ მიწერდა. ისე დამიდგა საქმე, რომ მეოთხე კურსიდან მრიცხავდნენ. გასაჭირი ჩემს მეგობარს, ლევან ალასანიას შევჩივლე, რომელიც მოსკოვში, თეატრალურზე სწავლობდა და ბრწყინვალე პაროდისტი გახლდათ. მან მთხოვა, რომ ნიკო კეცხოველის ბინის ტელეფონი გამეგო და რექტორს მოსკოვიდან აუცილებლად დაურეკავდა.

ლევანი მოსკოვში წავიდა, მე კი ოთხი დღის შემდეგ ბატონმა ნიკომ თავისთან გამომიძახა და მითხრა: „ბიჭო, წუხელ ამხანაგმა ლეონიდ ილიას - ძე ბრეჟნევმა დარეკა და მთხოვა, რომ პარტისტორიასთან დაკავშირებული პრობლემა მოგიგვარო. ვინაა, ბიჭო, ამხანაგი ბრეჟნევი შენიო?’ უცებ დავიბენი, შემდეგ კი მივუგე რომ ახლობელი იყო.

მოკლედ საგანი ჩამაბარებინეს და მომდევნო კურსზეც გადავედი. ამ ამბიდან ერთ წელიწადში ბრეჟნევი საქართველოში ჩამოვიდა. კეცხოველმა თავისთან დამიბარა, - ბრეჟნევი ზეგ ჩვენთან, უნივერსიტეტში მოდის და სტუდენტების სახელით შენ უნდა გამოხვიდე საზეიმო სხდომაზე და მისასალმებელი სიტყვა წაიკითხოო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, სიტყვაც წავიკითხე და შემდეგ ბანკეტზეც დამასწრეს, რომელიც რესტორან „არაგვში“ ჩატარდა. გენერალური მდივანი საკმაოდ ჩაბუჟბუჟდა და უცებ თითით მომიხმო (მე, მის მოპირდაპირე მხარეს ვიჯექი ბატონ ნიკოსთან ერთად) და მეუბნება: „ამხანაგო ნახუცრიშვილი, თქვენმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს ღირსეული და ნიჭიერი ახალგაზრდობა ეზრდებაო“. შემდეგ ბრეჟნევმა, ჩემთან ერთად ვახტანგურად დალია, გვერდით მომისვა და სუფრის ბოლომდე არ მომიშორა“.

ბრეჟნევიდან ნიკიტა ხრუშჩოვზე გადავიდეთ. ეს ადამიანი საქართველოში დღემდე განსაკუთრებით ეჯავრებათ. ალბათ გახსოვთ, რომ თავის დროზე ნიკიტას ქართველების ციმბირში გადასახლება სურდა.

ეს პიროვნება თავისი არაორდინალური ქცევით ყოველთვის გამოირჩეოდა. არაყი უყვარდა და დათრობის შემდეგ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა. სტალინის დროს ნიკიტა იმდროინდელი საბჭოთა „სამეფო კარის“ მასხარას როლს ასრულებდა. როდესაც ქვეყნის პირველი პირი გახდა, უცხოეთში ყოფნისას თავი არაერთხელ შეირცხვინა. თუნდაც ფეხსაცმლის გახმაურებული „საქმე“ გავიხსენოთ, როდესაც აშშ-ში ვიზიტისას ფეხზე გაიხადა და დარბაზში მყოფ პატივსაცემ საზოგადოებას „ტუფლი“ სულ მაგიდაზე უბრახუნა.

ხრუშჩოვს ქართველები სძულდა და ამ გრძნობას არასოდეს მალავდა. დღევანდელ წერილში ერთ ნაკლებად გახმაურებულ შემთხვევას გაგაცნობთ. ნიკიტა საქართველოში ბრძანდებოდა და წინანდალში მცხოვრებმა თუთიყუშმა მასზე შური იძია. რასაც „უფროსს“ მაშინდელი ქართული პარტიული ნომენკლატურა ვერ უბედავდა, პატარა ჩიტმა გაბედა და ხრუშჩოვს თავისი ადგილი მიუჩინა.

სიტყვას კვლავ არსენ მუშკუდიანს გადავცემთ.

„კაგებეს“ მეცხრე სამმართველოს სახელმწიფოს მაღალჩინოსანთა დაცვის ფუნქცია ეკისრებოდა და ამ უწყებაში ოცი წელი ვიმუშავე. სტალინისა და ბერიას სიკვდილის შემდეგ, ხრუშჩოვმა ძველი კადრები დაითხოვა და მე, ერთადერთი ქართველი დავრჩი.

ხრუშჩოვის დაცვაში ვმუშაობდი. თავდაპირველად პერიმეტრის კონტროლი მევალებოდა, მოგვიანებით კი დამაწინაურეს და მის პირად მცველად გადამიყვანეს.

ნიკიტა საქართველოში უნდა ჩამოსულიყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ხრუშჩოვს სტალინი ახალი მოთხრილი ჰყავდა, თბილისში კი დახოცილი მომიტინგეების ცხედრები ნორმალურად გაციებული არ იყო და ამის გამო ნიკიტა ყველა ქართველს სძულდა. საქართველოში გამომგზავრებამდე პირველი პირის დაცვის უფროსმა სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა და გვითხრა: „ყურადღებით იყავით, რომ მას ვინმემ ლაყე კვერცხი და ა. შ. არ ესროლოსო“.

ხრუშჩოვი ენერგიული ადამიანი იყო და ეს თვისება ხშირად აგრესიაში გადაიზრდებოდა ხოლმე, განსაკუთრებით კი ქართველების მიმართ და თუკი ის ნასვამი იყო, მაშინ საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა.
სსრკ-ის ხელმძღვანელს ნახევარი საქართველო მოატარეს, სიტყვითაც გამოსვლა ყოველდღიურად უწევდა. რასაკვირველია ჩვენს მიმართ აუგს არ იშურებდა, მაგრამ ვინ გაბედავდა მასთან შეკამათებას? მხოლოდ მაშინ გრძნობდნენ ხოლმე განაწყენებული ქართველი პარტმუშაკები შვებას, როდესაც ხრუშჩოვი დათვრებოდა და მაიმუნობას იწყებდა. ამ დროს ჩვენ ყველაზე მეტი სამუშაო გვქონდა და არც ისე ადვილი იყო „აბუინებული“ ნიკიტა სერგეევიჩის დაშოშმინება.

კახეთში ვართ. რომ მოსაღამოვდა წინანდლის სამთავრობო რეზიდენციაში მივედით, რათა ღამე იქ გაგვეთია. ხრუშჩოვს ვახშამი გაუშალეს, სუფრაზე საუკეთესო ქართული ღვინოები დაუდგეს, მაგრამ აიჩემა არაყი მინდაო და - ჭაჭა მოუტანეს.

ხრუშჩოვი რომ საკმაოდ გამოილეშა, მუსიკა მოითხოვა და როდესაც ჩაურთეს, ცეკვა დაიწყო. ამ ბუქნაობაში რამდენჯერმე იატაკზე გაგორდა და როდესაც მაიმუნობით გული იჯერა, არყის სმა განაგრძო. მალე საკუთარ თავზე კონტროლი საერთოდ დაკარგა, სუფრიდან ადგა, იატაკზე დაოთხდა და ძაღლივით ყეფა დაიწყო. მისი დაშოშმინება ვცადეთ, მაგრამ დაცვის რამდენიმე წევრს ხელზე უკბინა.

სუფრაზე მსხდომ ქართველებს შევხედე და შევნიშნე, რომ ისინი გულში დასცინოდნენ გაძაღლებულ ხრუშჩოვს, თუმცა სახეზე ეს სიხარული არ ემჩნეოდათ.

დარბაზის ერთ კუთხეში გალია ეკიდა, სადაც ლამაზი თუთიყუში იყო გამომწყვდეული. ხრუშჩოვმა ბრძანა რომ ფრინველი სასწრაფოდ გალიიდან გამოეშვათ. შემდეგ ყველას დაასწრო, ფეხზე წამოდგა, გალიასთან მიიჭრა და კარი გააღო. შეშინებული ფრინველი გარეთ გამოიჭრა და კარადის თავზე დაჯდა. ხრუშჩოვი ჩიტს გაეკიდა, მაგრამ ფეხი დაუცურდა და იატაკზე გაიშხლართა.

უცებ თუთიყუში ადგილს მოსწყდა, ნიკიტასთან მიფრინდა, თავზე დააჯდა, ჯერ თავისი მძლავრი ნისკარტი მას მოტვლეპილ თავში ჩაუკაკუნა, შემდეგ ზედ დაასკინტა და ბოლოს, თუთიყუშებისთვის ჩვეული ხმით ჩაილაპარაკა: „ნიკიტა, ბალ-ვაა-აა-ან“, რის შემდეგაც ადგილს მოსწყდა და ფანჯარაში გაუჩინარდა. თითქმის ყველა ამას ელოდაო, ისეთი სიცილ - ხარხარი ატყდა, რომ ეტყობა, ხრუშჩოვი გონს მოვიდა, ფეხზე წამოდგა და დასკინტული თავით გაუჩინარდა საკუთარ აპარტამენტებში“.




 ახალი ამბები
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...
  • დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ შესაძლებელია- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი. „მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, - განაცხადა ... ...
  • მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს- გამყრელიძე გენადი ონიშენკოს„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის ... ...
  • პაატა იმნაძე: კონდიციონერის გამოყენება საშიშიაოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ნება დართული არ იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა ... ...
  • პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობასდეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე - მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში. „ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ანუ, მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით“, - განმარტა ბექა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?