პლეხანოველი მარინა, ბახუსი და... ქართველი პოლიტიკოსები

ზაფრანი

პლეხანოველი მარინა, ბახუსი და... ქართველი პოლიტიკოსები

26 ივლ. 2015, 17:48:37

სახალისო მოგონებები ქართველ პოლიტიკოსებსაც გააჩნიათ. მათი უმეტესობა მხიარული ადამიანები არიან და ხასიათის ამ თვისებას საქართველოს პარლამენტის სხდომებზე ხშირად ამჟღავნებენ. თანამემამულე პოლიტიკოსები უცხოელი კოლეგების მსგავსად ხელჩართულ ბრძოლაში იშვიათად ებმებიან, სამაგიეროდ ერთმანეთთან სიტყვიერ პაექრობაში საკუთარ მახვილგონიერებას ხშირად ამტკიცებენ. დღევანდელ წერილში ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიას გაგაცნობთ.

ჩვენი დღევანდელი "მოგონებების" პირველი გმირი დავით საგანელიძე ბრძანდება. ალბათ არ გაგიკვირდებათ და ბატონ დეპუტატს ქეიფი ძალიან ჰყვა რებია. ამ გატაცებით  ადრეული სიჭაბუკის ასაკში "დაავადებულა".

"სუფრასთან მოლხენა მართლა მიყვარს. ქეიფზე ცეკვაც  მოსულა  და სიმღერაც, აბა როგორ!.. პირველი დალევა კი... ეს დღე არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან.

მოკლედ, პირველი ჩემი დათრობა კარგად მახსოვს: ბიჭები მეგობართან შევიკრიბეთ სახლში – ფიზიკაში უნდა გვემეცადინა. ალბათ  მეშვიდე კლასში ვიქნებოდით. გავიხედეთ, ამ ჩვენმა ძმაკაცმა კონიაკის ბოთლი გააძრო. კარგად გეახელით და, მართლა არ მახსოვს, იქიდან როგორ წამოვედი, სახლში როგორ მივედი, საწოლს როგორ მივაგენი. ყველაფერი საშინელება მე დამემართა, გონზე არ ვიყავი. ეს პირველი დათრობისას იყო, თორემ, ახლა დალევასაც ვირგებ, თამადობასაც "ვქაჩავ" და მოლხენასაც კარგად ვახერხებ ჭიქით ხელში".

დალევა ბატონ კახა კუკავასაც უყვარს.  ალეკო შალამბერიძე იგონებდა:

"ქართული სუფრისა და ჩვენი ტრადიციების შესახებ კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ ზედმეტი განმარტება აღარ იქნება საჭირო.

ერთ მშვენიერ დღეს დაბადების დღე აქვს  კობა დავითაშვილს.  ყველანი ვემზადებით ღონისძიების ჩასატარებლად და გვინდა  კარგად აღვნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი.

წავედით ერთ-ერთ რესტორანში. ჩატარდა კონკურსი თამადის დანიშვნაზე და კახა კუკავამ გაიმარჯვა. გაუბრწყინდა კახას სახე და ემზადება, კარგი სიტყვაკაზმულობით რომ გაგვაოცოს. მას სიტყვა-პასუხი კი აქვს, როგორიც საჭიროა, მაგრამ "გაბარიტებით" ვერაა ისეთი, რომ სვავებივით კაცები დაათროს. ვამჩნევთ  კახა  შეძლებისდაგვარად ისხამს ღვინოს მუცელში, რომ თანამესუფრეების დაცინვის ობიექტი არ გახდეს. თანდათან ვხედავთ, რომ კახას მუცელი ებერება და ისეა უკვე, სადაცაა გასკდება.

ეს შენიშნა იუბილარმაც და ხმამაღლა შესძახა –  მაგ ოქროსავით კაცს რამე არ მოუვიდეს, მიმიხედეთო. ამასობაში აიღო ყანწი ჩვენი პარტიის წევრმა ქალბატონმა, რომელსაც "მათე ბიჭს" ვეძახით, მე და კუკავას დაგვიწყო შეგულიანება – ესაა თქვენი დალევა, მიდით, შეუბერეთ, ბიჭებოო... კახა დგას წრუწუნასავით გაბერილი მუცლით და წონასწორობას კარგავს. მე კი ვზივარ, მაგრამ ვაი  იმ ყოფას. მაინც არ ვჩერდებოდი და კუკავას დავცინოდი, ნეტავი. რამდენი ლიტრი ჩაისხი მაგ საოხრე მუცელში-მეთქი.

ამასობაში  მე მოვიყუდე ფიალით ღვინო და მომენტალურად გავითიშე. ცხვირი ჩავყავი შიგ და ფშვინვაც ამომხდა. როგორც იქნა, თანაპარტიელებმა და მათ შორის "მათე ბიჭმა" მომიკიდეს მხარზე და სახლამდე მიმათრიეს, ხოლო წრუწუნასავით მუცელგაბერილი კუკავა მარტო "მათე ბიჭის" გაცილებას დასჯერდა და თავის ფეხით გაეცალა იქაურობას. რომ არა ყოჩაღი "მათე ბიჭი", ჩვენი მომხედავი კაციშვილი არ იყო – ქართული სუფრისა და კარგი ღვინის გადამკიდე, ისე ვიყავით ყველანი უკლებლივ გათიშულები".

ბახუსთან "ახლო ურთიერთობა" ყოფილ პარლამენტარს, ცნობილ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანსაც გააჩნია. ერთხელ  ამ გატაცების  გამო ბატონი ჯანსუღი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

რამდენიმე წლის წინ ჯანსუღ ჩარკვიანი "პახმელიაზე" ბრძანდებოდა და რუსთაველზე სუფთა ჰაერზე სეირნობდა. ჩაუარა იუსტიციის სამინისტროს. გახსოვთ  ალბათ, იუსტიციის მინისტრობის პერიოდში სააკაშვილმა სამინისტროს წინ თეთრ ფორმაში გამოწკეპილი ბიჭები რომ გააშეშა. იმ დროს ჯანსუღსაც თეთრები ეცვა. გაუსწორდა მათ, ეგონა, სარკეში ჩავიხედე და თავს გაორებულად ვხედავო. ცოტა არ იყოს შეშინდა კაცი, თვალები მოიფშვნიტა. მერე იფიქრა, ეს ორი კაცი თაბაშირის მანეკენი იქნებაო და მათ ყურადღებით დააკვირდა. ამ დროს ერთმა ბიჭმა თვალები დაახამხამა. შეხტა ჯანსუღი, მერე წამოიძახა, გაცოცხლდით, თქვე დალოცვილებოო და მკვირცხლად გაქუსლა უკანმოუხედავად".

ალბათ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი თბილისელი კოლორიტი - პლეხანოველი მარინა. მარინას ქალაქში ყველა იცნობდა და გამონაკლისს არც თანამემამულე პოლიტიკოსებიც შეადგენდნენ.

ყოფილი პარლამენტარი კობა ამირხანაშვილი იხსენებს.

"კარგად ვიცნობდი მარინას... ახალგაზრდობაში მართლა ლამაზი ქალი იყო. მერე ვიღაც კაცმა შეაცდინა და ტყუპი ბიჭებიც ეყოლა მისგან. ამის მერე ფსიქიკა ცოტა შეელახა, თორემ ისე, საღი აზროვნება ჰქონდა, ბევრს "გადაუჯოკრავდა". მერე დაიწყო დალევა და ბოჰემური ცხოვრება.

 უნდა გენახათ, ისე ატრიალებდა ჭიქას ორი თითით, რომ წვეთი არ ეღვრებოდა იქიდან. გამგები და კაი გულის ქალი იყო, საწყალი.

ერთი ამბავი მინდა გავიხსენო. ცოლი ახალი მოყვანილი მყავს და მივსეირნობთ კინოში. ამ დროს მარინა "გამეჩითა". შორიდანვე მომაძახა, "ვა, კობა-ჯან  საღოლ, რა კარგი გოგო დაგითრევია". კარგად მომისმინე, რასაც გეტყვი, პირველი შვილი ბიჭი გეყოლება და გიორგი დაარქვიო.

გავიდა რამდენიმე თვე და მართლა არ ახდა მარინას წინასწარმეტყველება?! ბიჭი მეყოლა და გიორგი დავარქვი. მარინა ძირითადად დადიანის ქუჩაზე იჯდა  და მოწყალებას თხოულობდა. არ არსებობდა  ქალაქელ კაცს გაევლოს იქ მანქანით და თუ მართლა ჯიბეში ფული გააჩნდა, მარინასთვის არ ეჩუქებინა.  მარინა იმ ფულით ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა – უპატრონო ბავშვთა სახლს ეხმარებოდა. მიდიოდა იქ და ბოლო კაპიკამდე ბავშვებს აძლევდა ფულს. მან რამდენიმე ოჯახი გადაარჩინა შიმშილს".

მარინას "კონსერვატიული პარტიის" წევრი გია ყრუაშვილიც იცნობდა.

"ადრე  ბავშვობის პერიოდში, როცა სკოლაში ვსწავლობდი, ძალიან ბევრი კოლორიტი ადამიანი ტრიალებდა ჩემ გვერდით – გიჟიც და ჭკვიანიც. კარგად მახსოვს კიკა, მარინა, რომელმაც რამდენჯერმე დაგვპატიჟა მე და ჩემი ორი მეგობარი.

მაშინდელ პუშკინის სკვერში ლუდის ავტომატები იყო, სადაც კარგი ხორციანი "პერაშკები" იყიდებოდა. ბიჭები ვგიჟდებოდით იმ ფუმფულა "პერაშკებზე". მარინამ ერთხელ დაგვინახა, რომ ცოტა ფული გვქონდა, თავად კარგი სუფრა ჰქონდა გაშლილი და მიგვიწვია. ოღონდ არ უგრძნობინებია, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით და ფული არ გვქონდა. თავადაც მოწყალებით ცხოვრობდა. ღვინოს სვამდა, ორი თითით დაატრიალებდა ჭიქას და დაურტყამდა.

იმ დროს მე და ჩემი მეგობრები სკოლიდან "შატალოზე  ვიყავით გამოსულები. ცოტა მოგვიანებით, ჩვენმა ხელმძღვანელმა დაგვინახა მარინასთან ერთად, თან თითო კათხა ლუდი გვედგა. მორალის კითხვა დაგვიწყო. მარინამ ისეთი უწმაწური სიტყვებით შეამკო ის,  ატირებული გავარდა.

მეორე დღეს ჩვენს მშობლებს სკოლაში მოუწიათ მისვლა დირექტორთან. თქვენი შვილები გიჟებთან ერთად ლუდხანაში დადიანო, უთხრეს. ამის მიუხედავად, ჩვენ გვეამაყებოდა, რომ მარინასთან ნაქეიფრები ვიყავით. კარგი პურისმჭამელი და კარგი მოქეიფე ქალი იყო.

თბილისში მას   პოპულარობით იშვიათად  თუ ჯობდა ვინმე. ასე ვცელქობდით და ვხალისობდით ბიჭები. მაშინ თბილისში მართლა ბევრ კოლორიტს შეხვდებოდი, მარტო რუსთაველის პროსპექტზე გასეირნება ერთი დიდი სიამოვნება იყო. ახლა კი დროც შეიცვალა და ჩვენი მენტალიტეტიც. აღარც ის ადათ-წესებია,  ადრე რომ იყო".




 ახალი ამბები
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...