პრეზიდენტები და მათი საყვარლები

ზაფრანი

პრეზიდენტები და მათი საყვარლები

2015 ივლ 30 18:19:47

მერილინ მონრო

მერილინ მონრო მეოცე საუკუნის ცნობილი ადამიანების საყვარლებს შორის ყველაზე ცნობილი საყვარელი იყო. მისი და პრეზიდენტ ჯონ კენედის რომანის შესახებ დღემდე საუბრობენ და ეს თემა აქტუალობას არ კარგავს. კენედიმ და მონრომ ერთმანეთი 1960 წელს გაიცნეს, თუმცა, მათი რომანი ერთი წლის შემდეგ დაიწყო, ამასთან, თეთრ სახლში მონრო მხოლოდ ოფიციალური ვიზიტების დროს მიდიოდა. ამერიკის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები 24-საათიანი რეჟიმით უთვალთვალებდნენ მონროს, რადგან, პრეზიდენტთან რომანის გამო, მას შეეძლო, ზიანი მიეყენებინა სახელმწიფოსთვის. არსებობს ვერსია, რომ მონროს სიკვდილი 1962 წელს სწორედ კენედისთან რომანს უკავშირდებოდა – სექსსიმბოლომ ძალიან ბევრი რამ იცოდა და მისი მოშორება აუცილებელი გახდა.

მონიკა ლევინსკი

ამერიკის კიდევ ერთი პრეზიდენტის სასიყვარულო რომანი 1990-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ თემად იქცა მსოფლიოში. საუბარია ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სასიყვარულო ურთიერთობაზე, რომლის აფიშირებით ლევინსკი საქვეყნოდ გახდა ცნობილი. თემის გაჟონვისთანავე კლინტონმა დაიფიცა, რომ არ ჰქონია სექსი ლევინსკისთან, თუმცა, მონიკამ ინტიმური ურთიერთობის დამადასტურებელი ფაქტების გამჟღავნება დაიწყო – მან ის კაბა აჩვენა საზოგადოებას, რომელიც ეცვა კლინტონთან სექსის დროს და, ასევე, სხვა დამადასტურებელი ცნობებიც წარადგინა. კლინტონის კარიერაში ლევინსკის ისტორია შავ ლაქად ითვლება, ხოლო მონიკა ლევინსკიმ პრეზიდენტთან რომანით სიცოცხლის ბოლომდე გაინაღდა პოპულარობა.

ვერა ბეიკერი

ვერა ბეიკერი ამერიკის კიდევ ერთი პრეზიდენტის საყვარელია. საუბარია ბარაკ ობამაზე, რომელიც, ამერიკული ბულვარული პრესის ცნობით, არც ისეთი სამაგალითო მეოჯახეა, როგორც მასზე საუბრობენ. რამდენიმე ხნის წინ პრესაში გავრცელდა სენსაციური ინტერვიუ, რომელშიც ობამას ყოფილმა მძღოლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი საიდუმლო ვითარებაში ხვდებოდა თავის თანაშემწეს. ისტორია 2004 წელს მოხდა, იმ პერიოდში ობამა ილინოისის შტატის სენატორის თანამდებობისთვის იბრძოდა და ვერა ბეიკერი მას საარჩევნო თანხების მოზიდვაში ეხმარებოდა. მძღოლის თქმით, მან რამდენჯერმე მიიყვანა წყვილი ვაშინგტონის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ისინი ღამით რჩებოდნენ. ამბობენ, რომ მიშელ ობამამ მეუღლის ღალატის გაგებისთანავე ყველა ღონე იხმარა და ჩამოაშორა ქალი, რომელიც მას ოჯახს უნგრევდა. ამჟამად ვერა ბეიკერი მარტინიკაზე ერთ-ერთ ტელეკომპანიაში მუშაობს.

სილვია კრისტელი

განთქმული "ემანუელა" სილვია კრისტელი, საფრანგეთის პრეზიდენტის, ვალერი ჟისკარ დ’ესტენის საყვარელი იყო და ამის შესახებ ყველამ იცოდა, თვით პრეზიდენტს კი ეს ფაქტი საერთოდ არ აწუხებდა. სილვია თან ახლდა პრეზიდენტს ყველა საგარეო და საშინაო ვიზიტის დროს. კრისტელი უბრალო ლამაზმანი არ გახლდათ, ის იყო 1973 წლის საფრანგეთის "მის ტელევიზიის“ ტიტულის მფლობელი, ხოლო, 1974 წელს კინოეკრანებზე გახმაურებული ეროტიკული ფილმის, "ემანუელას" გამოსვლის შემდეგ, 1970-იანი წლების სექსსიმბოლო გახდა.

ალინა კაბაევა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და გიმნასტ ალინა კაბაევას ურთიერთობაში უამრავი საიდუმლოა. მას შემდეგ, რაც ვლადიმირი და ლიუდმილა ოფიციალურად გაიყარნენ, კიდევ უფრო აქტუალური გახდა კაბაევას გვარის ხსენება ამ სკანდალში. პუტინისა და კაბაევას რომანის შესახებ საუბრები 2006 წელს დაიწყო, როდესაც ალინამ სპორტული კარიერა დაასრულა და პრეზიდენტისგან სახელმწიფო ჯილდო მიიღო. ამბობენ, რომ პუტინი ჯერ კიდევ 2008 წელს გაეყარა მეუღლეს და მის პასპორტში მმაჩის ბიუროში გაკეთებული ბეჭედი დიდი ხანია არსებობს, თუმცა, განქორწინების შესახებ ოფიციალურად მხოლოდ 2013 წლის ზაფხულში გახდა ცნობილი. 2009 წელს გავრცელდა ცნობა, რომ კაბაევამ პუტინს ნანატრი ვაჟი გაუჩინა, რომელსაც დიმიტრი დაარქვეს და ინტერნეტში ბავშვის ფოტოებიც კი დაიდო, თუმცა, ინფორმაცია არ დადასტურდა. 2013 წელს ამერიკულმა "ნიუ-იორკ პოსტმა" კიდევ უფრო სენსაციური ცნობა გაავრცელა: თითქოს კაბაევამ პუტინს მეორე შვილი გაუჩინა და შვილებთან ერთად ის სოჭში, პუტინის რეზიდენციაში ცხოვრობს.




 ახალი ამბები
  • კახა სიორიძე ოზურგეთში „ლელოს“ უხელმძღვანელებს„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთში საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ ოფისის გახსნა იგეგმება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთში ახალდაფუძნებულ მოძრაობას შპს “ასკანგელ ალიანსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი კახა სიორიძე უხელმძღვანელებს. კახა სიორიძემ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაადასტურა. „დიახ გიდასტურებთ, რომ “ლელოს“ ოფისი იხსნება ოზურგეთში. დანარჩენი დეტალები შემდეგ კვირაში იქნება  ცნობილი“,_გვითხრა კახა სიორიძე. „ლელოს“ ახალი ოფისის გახსნა ოზურგეთში შემდეგ კვირაშია დაგეგმილი. სწორედ გახსნის დროს გახდება ცნობილი ვინ იქნება კახა სიორიძესთან ... ...
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...