როგორ სახლებში ცხოვრობენ დედამიწის უმდიდრესი ადამიანები

ზაფრანი

როგორ სახლებში ცხოვრობენ დედამიწის უმდიდრესი ადამიანები

2015 აგვ 7 18:34:36

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი – უორენ ბაფეტი, რომელსაც იცნობენ თიკუნით "ომაჰელ ორაკული" და მისი პირადი კაპიტალი 50 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, 1958 წელს, 31 500 დოლარად ნაყიდ სახლში ცხოვრობს. მისი ფართობი 557 კვადრატული მეტრია და მასში 5 საძინებელია. სახლში ბაფეტს ყველა პირობა აქვს შექმნილი, თავი კომფორტულად იგრძნოს. ბინაშივე აქვს ხელბურთის სათამაშო დარბაზიც კი, სადაც მეგობრებთან ერთად უყვარს გართობა 80 წლის მილიარდერს.

"მაიკროსოფტის" დამაარსებლისა და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მილიარდერის, ბილ გეითსის საცხოვრებელს "ჭკვიან სახლს" უწოდებენ, რადგან იგი ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით არის აღჭურვილი. გეითსის ვილა სიეტლის შემოგარენში, ვაშინგტონის ტბის ნაპირზე დგას. სახლში არის დახურული აუზი წყალქვეშა მუსიკალური სისტემით. ხელოვნური  პლაჟი, სადაც ჰავაის კუნძულებიდან ჩამოტანილი ქვიშაა. 23 ავტომობილზე განსაზღვრული ავტოფარეხი, სპორტული დარბაზი, საოფისე შენობა და პლანეტარიუმი. გეითსის "ჭკვიანი" სახლის მშენებლობა 7 წელი მიმდინარეობდა და მშენებლობის პროცესს ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირად ღირებული არქიტექტორი, ჯეიმს კატლერი ხელმძღვანელობდა. პროექტის განხორციელებაში მას 30 დიზაინერი, 300 ხელოსანი, 104 ელექტრიკოსი და 4 ლანდშაფტის დიზაინერი ეხმარებოდა. გეითსის სახლის ღირებულება 147,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომპიუტერულ მაგნატს და მილიარდერ მაიკლ დელს მოკრძალებული ცხოვრების სტილი ხიბლავს. თუმცა, მისი სახლის ფართობი, რომელიც ტეხასის შტატში, ოსტინში მდებარეობს, 3, 066 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს და ადგილობრივი მცხოვრებნი მას "სასახლეს" უწოდებენ, მაღალი ღობისა და საიმედო დაცვის გამო.

რუსი-ებრაელი მილიარდერი ლევ ლევაევი, რომელიც ალმასების ბიზნესშია ჩართული, 65 მილიონ დოლარად შეფასებულ ექსკლუზიურ და ექსტრავაგანტურ სახლში ცხოვრობს  ლონდონში, რომელსაც "პალადიუმის" სახელით იცნობენ. 17 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სახლის ერთი კვადრატული მეტრი 3 823 დოლარი ღირს, რაც ორჯერ აღემატება ლონდონის საშუალო დონის ფართის ფასს. სახლი ტყვიაგაუმტარი კარებითა და ფანჯრებით არის აღჭურვილი, აუზი კი მოოქრული ფილებითაა მოპირკეთებული. ლევაევს აქვს ასევე, საკუთარი 50-ადგილიანი კინოთეატრი და საპარიკმახერო.

ინდოელი მეტალურგიის მაგნატი, ლაკშმი მიტალი ლონდონში, კენსინგტონში მდებარე ფეშენებელური აპარტამენტების მფლობელია. სახლი 120 მილიონ დოლარად არის შეფასებული და ბრუნეის სულთნის სასახლის მეზობლად მდებარეობს. სახლში განთავსებულია 12 საძინებელი, თურქული აბანო, 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი. მოპირკეთებულია სასახლე, იმავე კარიერიდან ჩამოტანილი მარმარილოთი, საიდანაც ტაჯ-მაჰალი მარაგდებოდა მშენებლობის დროს.

დონალდ ტრამპი სამსართულიან ბინაში ცხოვრობს, რომელიც მანჰეტენზე მდებარე "ტრამპთაუერის" ბოლო სართულებზეა განლაგებული. ბინის ღირებულება 50 მილიონი დოლარია და ის მთლიანად მარმარილოთი და ოქროთია მოპირკეთებული. ბინის ერთი სართული მეფე ლუდოვიკო მეთექვსმეტის სტილშია გაკეთებული და ის მთლიანად ტრამპის მეხუთე შვილს, პატარა ბერონს ეკუთვნის.

ჰოლივუდელი რეჟისორი და მილიარდერი, ჯორჯ ლუკასი თავის რანჩოზე "სკაიუოკერში" ცხოვრობს და მუშაობს. რანჩო 5156 აკრზეა გაშენებული და კალიფორნიაში, მერინში მდებარეობს. რანჩოს ემსახურება კერძო სახანძრო სამსახური, რადგან სპეცეფექტების მოყვარული რეჟისორი ხშირად აწყობს ექსპერიმენტებს რანჩოს ტერიტორიაზე.




 ახალი ამბები
  • მეოთხე წამლობა თხილის გადასარჩენად (R)უკვე დაიწყეს ფერმერებმა რიგით მეოთხე წამლობა და თხილის შესაწამლი სამუშაოებისთვის ბაღებში გავიდნენ. მესამე წამლობიდან 10-15 დღის შემდეგ პერიოდში ფერმერები მეოთხე შეწამვლის სამუშაოებს ატარებენ.  ეს წამლობა მავნებლებსა და სოკოვან დაავადებებზე ტარდება. ჰექტარზე გათვალისწინებულ 800 ლიტრ სამუშაო ხსნარში საჭიროა 300-300 მილიგრამი შესაწამლი პრეპარატების გახსნა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლამბდაციჰალოტრინისა და პენკონაზოლის მოქმედი ნივთიერების პრეპარატების გაზავება სამუშაო ხსნარში.  ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზუსტად დავიცვათ ტემპერატურის რეჟიმი. შეწამვლა ან დილას, ნამის შეშრობის შემდეგ ან საღამოს მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ტემპერატურა 28 გრადუსს ჩამოსცდება.  თხილის მწარმოებელთ ასოციაციაში აგრონომ კონსულტანტები მზად არიან მისცენ რეკომენდაცია და უპასუხონ ფერმერების ყველა შეკითხვას. ვინაიდან ასოციაციისა და ფერმერების ერთობლივი შრომის შედეგად უნდა მივიდეთ იმ მთავარ მიზნამდე - რასაც მაღალი ხარისხის თხილი სმოსავლის მიღება ჰქვია.  თხილის გადარჩენის პროექტის ფარგლებში 15 000 მდე ფერმერია გაწევრიანებული. მათ დაურიგდათ თხილის შესაწამლი აპარატები და სეზონის განმავლობაში 7 გეგმიური შეწამვლის ფარგლებში ასოციაციის მხრიდან მათ შეუძლიათ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია მიიღონ. ... ...
  • გია ვოლსკი: უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი რუსეთის წისქვილზე"უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რუსეთმა ააშენა გონივრულად.– ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. გია ვოლსკის განმარტებით, ამ ფაქტზე მეტი დაფიქრება და ანალიზია საჭირო. „პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ როგორ მოხდა, ამასთან დაკავშირებით მეტი დაფიქრება და ანალიზი გვმართებს, ვიდრე ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები. საზოგადოების დიდი თუ პატარა ნაწილი აღშფოთებულია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ ადანაშაულებს, ვიღაც აქციას მართავს, მაგრამ ეს არ არის აუცილებლად იმის ინდიკატორი, რომ მართლაც ხელისუფლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ და რუსეთის წისქვილზე დავასხათ უფრო მეტი წყალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა ... ...
  • მრცხვენია, ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს _ ოთხოზორიას დედაჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, - ასე ეხმაურება გიგა ოთხოზორიას დედა პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ყოფნას და თავმჯდომარის ტრიბუნის დათმობას. "ჩვენი შვილების მკვლელების, ასეთი პატივისცემით მიღებით, სახელმწიფოს დაცვით გამოხატვით, შემდეგ ყველანაირად მათი უზრუნველყოფით დაკავებული მთავრობის, მე, მაგალითად, თუ მკითხავთ, არავის არ უნდა სჯეროდეს ამ ადამიანების. ყველაფერი როგორ შეიძლება, ფეხქვეშ გავთელოთ, უარი ვთქვათ იმ ბიჭების სახელის მოხსენებაზე, რომელებმაც თავიანთი საკუთარი სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად. უანგაროდ იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები. ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, ასე იქნება, ალბათ, ყველა შვილ-მკვდარი დედა, რომლის შვილები სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ. ჩვენმა მთავრობამ ის ბოლო ტოტი ჩამოჭრა, რომელ ტოტზეც იყვნენ ისინი ჩაბღაუჭებულები,“ - განაცხადა ოთხოზორიას ... ...
  • ზაქრო, იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე - ვასაძე ქუცნაშვილზეზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე, – ეს განცხადება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  ზაქარია ქუცნაშვილის მისამართით ბიზნესმენმა  ლევან ვასაძემ გააკეთა „ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც ... ...
  • „გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს“_პოლიტოლოგი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზეპარლამენტის თავმჯდომარის სკამი, რომელზეც დღეს რუსი დეპუტატი  გავრილოვი იჯდა, მოგვიანებით   დარბაზიდან სკამი დარბაზიდან გამოიტანეს, შემდეგ კი სკამზე „რუსეთი ოკუპანტია“ წარწერები გააკეთეს. როგორც პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კარგი გამოსავალი იქნება თუ იმ სკამში პარლამენტის თავმჯდომარე აღარ ჩაჯდება და სკამს ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს გადასცემენ. „კარგი გამოსავალი იქნება, რომ ამ სავარძელში აღარ ჩაჯდეს პარლამენტის თავმჯდომარე და გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს. წარწერით, რომ 2019 წლის 20 ივნისს ამ სავარძელში თავს მშვენივრად გრძნობდა რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და რომელიც მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში“,_თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...