მავზოლეუმებში დღემდე დასვენებული პოლიტიკური ლიდერები

ზაფრანი

მავზოლეუმებში დღემდე დასვენებული პოლიტიკური ლიდერები

2015 აგვ 17 18:21:51

ვლადიმირ ლენინი

ვლადიმირ ულიანოვი, რომელიც მსოფლიო ისტორიაში ლენინის ფსევდონიმით შევიდა, 1917 წლის ნოემბრიდან სათავეში ედგა საბჭოთა რუსეთს. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1924 წლის 17 იანვარს  გადაწყდა, ბელადის სხეული დროებით შეენარჩუნებინათ, რათა ყველა მსურველს მოეხერხებინა მასთან დამშვიდობება. კრემლის კედლებთან აშენდა მავზოლეუმი და ლენინის მუმიფიცირებული სხეული იქ დაასვენეს. ულიანოვის ოჯახის წევრების პროტესტის მიუხედავად, ლენინის მუმია დღემდე მავზოლეუმშია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამომშვიდობება პროლეტარიატის "მამასთან". ცნობისთვის, მავზოლეუმის დახურვისა და ლენინის დაკრძალვის საკითხი მოსკოვის მერიამ არაერთხელ განიხილა, თუმცა, უშედეგოდ.

მუსტაფა ქემალ ათათურქი

თანამედროვე თურქეთის შემქმნელი მუსტაფა ქემალ ათათურქი, ქვეყანას ოსმალეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. მის მიერ შექმნილი იდეოლოგია, რომელიც ნაციონალური სახელმწიფოს შექმნის იდეაზეა აგებული, თურქეთის კონსტიტუციაშია გაწერილი. ათათურქი 1938 წელს გარდაიცვალა სტამბულში და მისი ბალზამირებული სხეული თავდაპირველად ანკარის ეთნოგრაფიულ მუზეუმში განათავსეს. 1953 წელს ათათურქის სხეული ანიტკაბირის მავზოლეუმში გადაიტანეს, რომლის მშენებლობა 1944 წლიდან მიმდინარეობდა. ათათურქის სხეულის ნახვის საშუალება მხოლოდ თურქეთის არმიის მთავარსარდალსა და სხეულის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ სპეციალისტებს აქვთ.

ხო ში მინი

ვიეტნამის ჩრდილოეთ მხარეში კომუნისტური სახელმწიფოს ავტორი ხო ში მინი 1969 წლამდე უმაღლეს პარტიულ და სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე მსახურობდა. ვიეტნამელი ბელადი 1969 წელს გარდაიცვალა და  ანდერძის თანახმად, მისი ნეშტისთვის კრემაცია უნდა გაეკეთებინათ. თუმცა, ვიეტნამის მთავრობის თხოვნით, საბჭოთა სპეციალისტებმა ხო ში მინის სხეულს ბალზამირება გაუკეთეს და მავზოლეუმში, ჰანოის ცენტრში დაასვენეს, სადაც ის დღემდეა განთავსებული. საინტერესოა, რომ ამერიკა-ვიეტნამის ომის დროს ხო ში მინის მუმიფიცირებულ ცხედარს ვიეტნამელები მალავდნენ.

მაო ძედუნი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პირველი ლიდერი და "კულტურული რევოლუციის" შემოქმედი მაო ძედუნი, კომუნისტების გამარჯვების შემდეგ ჩინეთის ფაქტობრივი მმართველი იყო. მაო 1976 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ მისი მუმიფიცირებული სხეული მავზოლეუმშია განთავსებული პეკინში, აკრძალული ქალაქის მახლობლად, ტიანანმენის მოედანზე. მაო ძედუნის მუმიფიცირებაზე ჩინელი სპეციალისტები მუშაობდნენ.

კიმ ირ სენი

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დიადი ბელადი და სამუდამო პრეზიდენტი, კიმ ირ სენი, ჩრდილოეთ კორეის მმართველი ოჯახის დინასტიის დამაარსებელია. ის იყო სახელმწიფო იდეოლოგიის – ჩუხჩეს ავტორი. 1994 წელს, გარდაცვალების შემდეგ, კიმ ირ სენის სხეული მუმიფიცირებულ იქნა და კიმსუსანის მემორიალურ მზის სასახლეში – მინის სარკოფაგში იქნა დასვენებული. იქვეა გამოფენილი ბელადის პირადი ავტომობილი და მატარებელი.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?