დიდი ნორვეგიელი და საქართველო

ზაფრანი

დიდი ნორვეგიელი და საქართველო

2015 აგვ 23 17:24:33

საქართველოს თავის დროზე მრავალი ცნობილი მწერალი სტუმრობდა და მათი ვიზიტების შესახებ ყველასათვის არის ცნობილი. ჩვენი საზოგადოებრიობა მათ ქართველთათვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით იღებდა და ჩამოსულებიც უკან ღრმა შთაბეჭდილებებით ბრუნდებოდნენ.

ერთადერთი დიდი მწერალი,  რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და არც ერთ ქართველ კოლეგას არ შეხვედრია, რომლისთვისაც არამც თუ საზეიმო შეხვედრა, სუფრაც კი არ გაუშლიათ, იყო ნორვეგიელი მწერალი, 1920 წლის ნობელის პრემიის ლაუერატი კნუტ ჰამსუნი. სხვადასხვა მიზეზების გამო ჰამსუნმა იმ დროს ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.

კნუტ ჰამსუნი საქართველოს 1910 წლის ზაფხულში ეწვია და ალბათ უპრიანი იქნება, ფართო საზოგადოებისათვის ეს ერთი შეხედვით უცნობი და იმავდროულად დავიწყებას მიცემული ფაქტი,  გავიხსენოთ.

თავდაპირველად ცნობილი ნორვეგიელი მწერლის მოკლე ბიოგრაფიას გაგახსენებთ. მან ლიტერატურულ მოღვაწეობას  1877 წელს მოკიდა ხელი. მისი ნამდვილი გვარი ჰედერსონი იყო და ფსევდონიმი ჰამსუნი მშობლიური სოფლის ჰამსუნდის საპატივცემულოდ აიღო. მისი პირველი ნოველა სწრაფად დაიბეჭდა, ხოლო ბალადა "პაემანმა" სამშობლოში პოპულარობა მოუტანა.

1882 წელს საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, მაგრამ იქაურმა კლიმატმა ჯანმრთელობა შეურყია და კვლავ ნორვეგიაში დაბრუნდა. თუმცა ხელმოკლეობამ მწერალი აიძულა რომ თავშესაფარი ისევ ოკეანისგაღმა ეძებნა. აქ დაიბეჭდა მისი პირველი რომანი "შიმშილი", რომელმაც ჰამსუნი როგორც პროფესიონალი მწერალი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია. 1892 წელს, მისმა მეორე რომანმა "მისტერიებმა" მას საყოველთაო აღიარება მოუტანა.

აქედან მოყოლებული, მწერალმა შექმნა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, რომელთაგანაც გამოირჩევა რომანები: "ჰანი", "მიწის მადლი" (ამ რომანს 1920 წელს ნობელის პრემია მიენიჭა), "ვიქტორია". საინტერესოა, რომ თავის დროზე "ვიქტორია" ქართულ ენაზეც ითარგმნა. მას გამოეხმაურა კონსტანტინე გამსახურდიაც, რომელმაც 1915 წლის 2 ივლისს ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება"-ს წერილი მისწერა და კნუტ ჰამსუნის შემოქმედებას მაღალი შეფასება მისცა. 1923 წელს კი გამსახურდიამ ნორვეგიელ კოლეგას ესე მიუძღვნა.

მეორე მსოფლიო ომის დროს მწერალმა გერმანელი ფაშისტებისადმი გარკვეული სიმპათიები გამოხატა. ომის დასრულების შემდეგ მშობელმა ერმა კნუტ ჰასმსუნი სამშობლოს ღალატისათვის სასამართლოში მისცა და ნორვეგიის საზოგადოებამაც ბოიკოტი გამოუცხადა. სამი წელი ელოდა სასამართლოს.

ეს დრო ჰამსუნისათვის ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი აღმოჩნდა. მამა არც შვილმა დაინდო, რომელმაც საქვეყნოდ განაცხადა, რომ ჰამსუნი "განუდგა თავისი ხალხის რიტმს და ისტორიული ბორბლის ქვეშ მოექცა". ბოლოს და ბოლოს კნუტ ჰამსუნი ხანდაზმულობამ გადაარჩინა და მკაცრ სასჯელსაც გადაურჩა. კვლავ დაიწყეს მისი რომანების ბეჭდვა.

კნუტ ჰამსუნი საქართველოში 1910 წლის ზაფხულში ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად. ოთხცხენიანმა ეტლმა ჩამოიყვანა ვლადიკავკაზიდან საქართველოს სამხედრო გზით. აქ მიღებული შთაბეჭდილებები მან აღწერა წიგნში"“მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში", რომელშიც თავისი მიაგო საქართველოს ბუნებას, ტრადიციებს, თბილისს.

ჩვენს ქალაქში ჩამოსული მწერალი მეუღლესთან ერთად კეთილმოწყობილ სასტუმრო “ლონდონში" დაბინავდა. ჰამსუნი თბილისში და საერთოდ საქართველოში ძირითადად დაბალი ფენის წარმომადგენლებს ხვდებოდა და მაინც  საქართველოს დედაქალაქმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

განსაკუთრებით ეს ითქმის მის აზიურ ნაწილზე. თუმცა, ჯერ კიდევ თბილისში შემოსვლამდე ვერ მალავდა თავის გაოცებას: "ჩვენ თბილისს ვუახლოვდებით. გზა მდინარე მტკვრის ნაპირს მიჰყვება, მტკვარი კი დიდებული და ლამაზი მდინარეა". თავად თბილისის ხილვის შემდეგ მწერალს შემდეგი ფრაზები დასცდა:  "აი თბილისიც. ქალაქი, რომელზეც ასე ბევრს წერდნენ რუსი პოეტები და სადაც თამაშდება მრავალი რუსული რომანის მოქმედება. წუთით ბავშვად ვიგრძენი თავი, ვიცქირები შორს და მესმის როგორ მიცემს გული".

მწერალს თბილისში განსაკუთრებით დამახსოვრებია ქალაქის უძველესი ნაწილი:  "ჩვენ ხშირად ვბრუნდებით ქალაქის აზიურ უბანში, რომლის ცქერით ვერ ვძღებით". არც ადგილობრივ მკვიდრთ ივიწყებდა ჰამსუნი. მას მოსწონს ქართველები, მათი ტრადიციები: "კავკასიელები ლამაზი ხალხია, მშვენიერი ტანსაცმელი აქვთ, ბუნებაც მომაჯადოებელია, ეს აღთქმის ქვეყანაა, აქ დაირწა კაცობრიობის აკვანი. აქაურებმა გაუძლეს უამრავ ბრძოლებს და ახლაც ძლიერნი არიან".

კნუტ ჰამსუნმა იმოგზაურა ბათუმშიც. აქ იგი ციებ-ცხელებით დაავადდა და ადგილობრივმა მკვიდრმა უმკურნალა.

დადგა საქართველოსთან გამოთხოვების დღეც. გაუჭირდა თურმე მწერალს ქართულ სამყაროსთან გამომშვიდობება: "ხვალ ჩვენ მივემგზავრებით, მალე დავტოვებთ ამ ქვეყანას, მაგრამ მთელი სიცოცხლე იმედს არ დავკარგავ მასთან ხელმეორედ შეხვედრისას. მე ხომ მტკვრის წყალი დამილევია".

მოგვიანებით, კნუტ ჰამსუნმა ერთ-ერთ წერილში საქართველო შემდეგნაირად მოიხსენია. "ეს ქვეყანა არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰგავს, რომელსაც მე ვიცნობ და იმ გრძნობით ვარ შეპყრობილი, რომ მთელი სიცოცხლე სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ".

კნუტ ჰამსუნმა ქართულ თემას უძღვნა სამმოქმედებიანი დრამა "თამარ მეფე", რომელიც პირველად ნორვეგიის ქალაქ ქრისტიანსენში წარმოუდგენიათ.

სამშობლოში მიბრუნებულმა კნუტ ჰამსუნმა ხანდაზმულობაში ერთხელ კიდევ მოინდომა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ბედმა არ გაუმართლა. იგი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, 1952 წლის 19 თებერვალს ნორჰოლდში.




 ახალი ამბები
  • ხუნდაძე: რამდენიმე დღეა მონიტორინგს ვუწევთ რეგიონებს„უკვე რამდენიმე დღეა მონიტორინგს ვუწევთ  რეგიონებს, ძირითადად, ჰოსპიტალური სექტორის მიმართულებით. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ  ჩვენ ახლა  იმ ფაზაში შევდივართ, სადაც პირველი მიღების ზოლი, სწორედ, ჰოსპიტალური სექტორი იქნება", - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში"  ქვეყნის რეგიონებში  კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში  განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას. მისივე თქმით, მონიტორინგი, უკვე განხორციელდა: ქუთაისში, ფოთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, რუსთავში, ბოლნისში და აჭარაში. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, მონიტორინგი ამჟამად გახორციელდება სამეგრელოში, შემდეგ კი სხვა რეგიონებში. „რა თქმა უნდა, იქნება რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და ასე ყველა რეგიონს შევამოწმებთ და ვნახავთ. ჩვენ არა მხოლოდ რევიზიას ვაკეთებთ, არამედ ადგილზე ვაკეთებთ ხარვეზების იდენტიფიცირებას, ვაძლევთ რეკომენდაციებს და რჩევებს.  ჩვენ ახალი მექანიზმი შევიმუშავეთ დღეს. კერძოდ,   ყველა რეგიონს ეყოლება ლიდერი ამ მიმართულებით, რომელიც მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ზედამხედველობის კუთხით, მონიტორინგს გაუწევს ჰოსპიტალური სექტორის მზაობას.  ამ ვერტიკალში ე.წ ლიდერები, ძირითადად, დეპუტატები იქნებიან. ისინი შევლენ  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მართვის რგოლში და შემდეგ, რა თქმა უნდა, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, პირდაპირი კომუნიკაცია გვექნება პრემიერმინისტრთან", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჰოსპიტალური სექტორი მზად უნდა იყოს ყველაზე რთული  სცენარისათვის, რომ ამას ნამდვილი მზაობა ერქვას. „ჩვენ ვამოწმებთ პერსონალის მზაობას. მათ უტარდებათ კონსულტაციები. ისინი გადიან გადამზადებას, ტრენინგებს, რომ ამ სიტუაციაში იცოდნენ როდის, სად და როგორ უნდა მოიქცნენ. ვამოწმებთ ინდივიდუალური  დაცვის საშუალებებს, რომ მათ ჰქონდეთ მარაგები, ასევე, რომ არ იყო ინფექციის კვეთები კლინიკებში და სწორად იყოს გამოყოფილი სივრცეები. ჩვენ ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ სასუნთქი აპარატების მზაობას", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​ ... ...
  • ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ ქ.ბორჯომში ცხოველის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ ა.ს.-ს ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა.ს.-მ ქ.ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ქ.თ.-ს ძაღლი გადააგდო, რის შედეგად ცხოველმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ა.ს. 2020 წლის 8 აპრილს დააკავეს. მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) წარედგინა. 2020 წლის 10 აპრილს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ბრალდებულ ა.ს.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა - ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, რასაც პროკურატურა გაასაჩივრებს კანონით დადგენილ ვადაში და წესით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ა.ს.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდათბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ (www.eyca.org) წევრი გახდა. ასოციაციის წევრობა საქართველოს დედაქალაქს ანიჭებს უფლებას, ევროპის ახალგაზრდული ბარათი ქართველ ახალგაზრდებსა და სტუდენტებზე გასცეს. ბარათის საშუალებით, ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, ევროპის 36 ქვეყანაში 60 000-მდე პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ფასდაკლებით ისარგებლონ. ბარათის მფლობელები ფასდაკლებას მიიღებენ შემდეგი მიმართულებებით: მოგზაურობა, სასტუმროები, კულტურული ღირსშესანიშნაობები, კვების ობიექტები, ქსელური მაღაზიები და სხვა. „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაცია“ 1987 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე, ასოციაცია ევროპის 36 ქვეყანაში 40 ორგანიზაციას აერთიანებს და გაცემული აქვს 6 მილიონი ბარათი. ბარათის მთავარი მიზანი სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური მიმართულებით, ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერაა. საქართველო ასოციაციის 37-ე ქვეყანა გახდა და მას ორგანიზაციაში თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების (EuropeanYouthCardAssociation) სახით, თბილისის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს, რომელსაც ბარათის გაცემის ექსკლუზიური უფლება გააჩნია. საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ბარათის გაცემა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება.       ... ...
  • თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრება დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრა გრძელდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მერიის ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 400-მდე ზეხმელი და დაავადებული ფიჭვი მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს. სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე მავნებელი მწერია გავრცელებული. დედაქალაქში ამ დროისთვის, ჯამში, 40 000-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრა. სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად ... ...
  • როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 13 აპრილიდან კი გამოიდარებს და შედარებით დათბება. თბილისში უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...