სასარგებლო რჩევები "ზარმაცი" ქალბატონებისთვი

ზაფრანი

სასარგებლო რჩევები "ზარმაცი" ქალბატონებისთვი

2015 ოქტ 7 18:31:58

სიტყვა "ზარმაცს" შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ. ჩვენ ამ სიტყვაში მხოლოდ თავის მოვლის სიზარმაცე ვიგულისხმეთ. ჩაიხედეთ გულში, ხომ ხშირად დაგზარებიათ ვარჯიში, დიეტის დაცვა ან სახისა და სხეულის მოვლის პროცედურების ჩატარება?! მართალია, ამის გამო ხშირად წუხართ, მაგრამ  მაინც ვერა და ვერ პოულობთ დროს ამ ყველაფრისთვის. არადა, თქვენც გინდათ  კარგად გამოიყურებოდეთ და ქუჩაში თვალი გაგაყოლონ.

დილით, გაღვიძებიდან ხუთი წუთის შემდეგ, ლოგინშივე წაივარჯიშეთ. ვარჯიშის სახეობები თავად შეგიძლიათ, მოიფიქროთ. ამას სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდება.

ვარჯიშის შემდეგ მიიღეთ შხაპი, მოწესრიგდით და მიუჯექით საუზმეს. ფინჯანი ყავა შეგიძლიათ, დამჯდარმა დალიოთ, მაგრამ, თუ რაიმეს მიყოლებასაც აპირებთ, ნება იბოძეთ, ადექით და ასე, ფეხზე მდგომმა მიირთვით.

თუ სამსახური ახლოს გაქვთ, ფეხით წადით (თუნდაც გადასარევი მანქანის მფლობელი იყოთ) და იქიდანაც ფეხით დაბრუნდით. თუ შორს მუშაობთ და საჭესაც ვერ ელევით, აუცილებლად გამოყავით შესვენებიდან 15 წუთი და ფეხით გაიარ-გამოიარეთ. სიარულის დროს ისუნთქეთ ღრმად და შეეცადეთ, მხოლოდ კარგზე იფიქროთ.

როგორი დაღლილიც არ უნდა იყოთ, სახლში იქნებით თუ სამსახურში, სადილიც ფეხზე ამდგარმა უნდა მიირთვათ (წვნიანის გამოკლებით), ოღონდ, ნელ-ნელა. ასე ნაკლებსაც შეჭამთ და  რაც მთავარია, მიღებულ საკვებს კუჭ-ნაწლავი სწრაფად და ადვილად გადაამუშავებს.

მუშაობის დროს, ყოველ ორ საათში გააკეთეთ 5-წუთიანი შესვენება: სკამზე (ან-სავარძელში) მოხერხებულად მოთავსდით, ფეხები გაშალეთ, თვალები დახუჭეთ და თქვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წუთები გაიხსენეთ.

სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს, ალბათ, ერთი სული გაქვთ, როდის წამოწვებით ტელევიზორთან, მაგრამ ათასი საქმე გხვდებათ გასაკეთებელი და  ყველაფერი რომ მოასწროთ, ვახშამს დიდი ლუკმებით და ნახევრად დაუღეჭავად მიირთმევთ, ხომ ასეა?! სწორედ ეს არის გასუქების  წყარო. მოიკრიბეთ ძალისხმევა და ამჯერადაც დაიცავით მთავარი წესი: ივახშმეთ ფეხზე მდგარმა, ნელა და პატარა ლუკმებით. მხოლოდ ამის შემდეგ გეძლევათ უფლება, დაჯდეთ, ცოტა დაისვენოთ და მერე საქმესაც მიხედოთ.

საღამოს, შხაპის ნაცვლად, უმჯობესია,  15-წუთიანი აბაზანა მიიღოთ. კარგი იქნება, თუ წყალში ჩაყრით ზღვის მარილს ან რაიმე მცენარის (პიტნის, გვირილის ან ნაძვის წიწვების) ნაყენს შეურევთ.

დაძინების წინ კი, თუ ელემენტარული ვარჯიშის შესრულების თავი აღარ გაქვთ, რამდენჯერმე კარგად გაიზმორეთ, ისე, რომ ყველა კუნთი მოქმედებაში მოვიდეს. ეს უზრდელობად ნამდვილად არ ჩაგეთვლებათ, რადგან  ოჯახში  ალბათ  უკვე ყველას სძინავს და ვერავინ დაგინახავთ.




 ახალი ამბები
  • ცქიტიშვილის თქმით, უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა დატოვადიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, უმრავლესობა და ფრაქცია რამდენიმე წევრმა დატოვა. მისი ინფორმაციით უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმაც ... ...
  • "არავის სჯერა ქვეყანაში, რომ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილებიან"დავით ბაქრაძის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჰქონდა მოლოდინი, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებდა. მისი თქმით, არავის სჯერა ქვეყანაში, რომ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილებიან: “ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა, ჩვენ კარგად გვახსოვს, რას უშვება ივანიშვილი და "ქართული ოცნება" იმ ადამიანებს, მათივე წევრებს, ვინც რამეში არ ეთანხმება. როგორც კი დათო ჭიჭინაძემ დაიწყო ირაკლი კობახიძის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და პარტიიდან, როგორც კი ეკა ბესელიამ დაიწყო მოსამართლეების სიის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და ამაზრზენად მოექცნენ... ჩვენ კარგად გვახსოვს და ვიცით, როგორ ექცევა ივანიშვილი და უმრავლესობა მისთვის არასასურველ დეპუტატებს... ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო ტყუილი და ამ ტყუილის ფასს დღეს გადაიხდის მთელი საქართველო,“ _ განაცხადა დავით ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი: "ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია”„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა. ერთი რამე ვიცი _ მალე მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს აღარანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, ყველაფერი გამოგვივა“, _ ასე ეხმარეუბა საქართველოს მესამე პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მომხდარ მოვლენებს. წყარო: ... ...
  • „ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ხელისუფლება _ ეს არის განგაშის ზარი“„ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ხელისუფლება _ ეს არის განგაშის ზარი. ამას მოყვება მწვავე პროტესტი, გადაიკეტება ყველაფერი. ჩვენ მას არ მივცემთ უფლებას, მიიტაცოს ხელისუფლება. მან გვითხრა, არ მაინტერესებს ხალხის აზრი ამაზე კი ის მიიღებს პასუხს“, _ თქვა პარლამენტარმა ელენე ... ...
  • ეკა ბესელია: „სახიფათო პროცესი მიმდინარეობს“პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის ჩავარდნის შემდგომ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ახლა სახიფათო პროცესი მიმდინარეობს: „უნდა იყოს პროტესტი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ძალიან გონივრულად“, _ თქვა ეკა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?