"კარენოი" თბილისური ამბები

ზაფრანი

"კარენოი" თბილისური ამბები

2015 ოქტ 10 19:37:47

ძველ თბილისში ურთიერთობებს, ქეიფს, ძმაკაცობას, მეგობრობას და ჩხუბსაც კი სხვაგვარი ხიბლი ჰქონდა. ბევრი სწორედ ქუჩაში სწავლობდა საუკეთესო ჩვევებს, მაშინ სხვანაირი გაგება და სხვაგვარი სიტყვა-პასუხი იცოდნენ. თბილისი ის ქალაქია, სადაც არაფერი იმალება, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებიან, სადაც განსხვავებული ურთიერთობები იციან და აქ ყველა ყველას ახლობელ-ნაცნობია. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ მათ, ვინც აქ ცხოვრობს და ნაღდი, „კარენოი“ თბილისელია.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან დაბრუნება და მკითხველისთვის იმ დროს თბილისში არსებული ურთიერთობების გახსენება მსურს. უფროსი თაობის წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ქალაქელობა დიდი პასუხისმგებლობაა, თბილისელობა კი - ყველაზე საპატიო ტიტული.

დღევანდელი წერილის პირველი სტუმარი ბატონი ვალერიან სულაკაური იქნება. ბატონი ვალერიანი თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს, რადგან ცხოვრების განმავლობაში არაერთ ცნობილ და საინტერესო პიროვნებასთან მოუწია ურთიერთობა. ვალერიან სულაკაური ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებულ ერთ შემთხვევას გაიხსენებს.

"სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალურ სკოლაში ვსწავლობდი, კურსანტებს გვეძახდნენ. სკოლის მოსწავლეებს სპეციალური სამხედრო ფორმები გვეცვა. ალბათ, 16 წლის ვიყავი, როცა ნოდარ დუმბაძე დააპატიმრეს. მისი თაობის მწერლები "პერედაჩებს" უკეთებდნენ, მაგრამ ციხეში არ ატანინებდნენ. მე კი, რადგან სამხედრო ფორმა მეცვა, პრობლემა არ მქონდა.

მოვიდოდნენ ეს მწერლები, მომიტანდნენ ნოდარისთვის გამზადებულ "პერედაჩებს," მეც მივადგებოდი ციხის კარს და ჩემი ჩაცმულობის წყალობით, ურიგოდ იღებდნენ ამანათს. მოკლედ, ასე რამდენიმე "პერედაჩი" შევუგზავნე. მერე, რომ გათავისუფლდა, წლების შემდეგ შევხვდი პირადად და ახლოს გავიცანი. ვეხუმრებოდი ხოლმე, მე რომ არა, აბა ვინ გამოგკვებავდა, სულ ურიგოდ და დაუგვიანებლად გიგზავნიდი ამანათებს-მეთქი. ისიც ღიმილით მიქნევდა თავს: აბა, აბა, შენი სამხედრო ფორმის ვალი მთელი ცხოვრება გამყვებაო".

თავისი ქალაქური ამბებით, ჩვენი შემდეგი სტუმარი ბატონი ვახტანგ ცხადაძეა.

"ჩემს ახალგაზრდობაში, თბილისი თავისებური ქალაქი იყო. მაშინ ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა აქ, ქალაქი უბნებად იყო დაყოფილი და ყველა ერთმანეთს იცნობდა. მაშინდელი თბილისი, გულწრფელად გეტყვით და, მენატრება. სულ სხვა გაგება, სულ სხვა რაინდული საქციელი და ურთიერთობები იყო მაშინ. ყველამ იცოდა, ვინ ვისთან დადიოდა, ვინ ვისი შეყვარებული იყო, ვინ კარგი თამადა და ვინ - კარგი დამრტყმელი. უბანში რომ დოდო აბაშიძე და თენგიზ კეკელიძე ცხოვრობდნენ, იქ ცუდი რა მოხდებოდა?

დოდოს არასდროს დაუჩაგრავს თავისზე სუსტი და, თუ ვინმე სუსტს დაჩაგრავდა, იმას უეჭველად გამოექომაგებოდა. ვაკეში კი იყო ამირან დუმბაძე. ტანად სუსტი იყო, არ ასკდებოდა „მუსკულები“, მაგრამ, ისე ჩხუბობდა, უნდა გენახათ. ერთხელ, კუს ტბაზე ვართ ასული ბიჭები. გავიხედეთ, ვიღაცეები მანქანებით ამოვიდნენ. ბუჩქებში დავიმალეთ. ასე შევესწარით დუელს. ამირან დუმბაძე და მასზე ტანად საკმაოდ მოსული ბიჭი დაეტაკნენ ერთმანეთს. ახლა რომ ამბობენ, "ბოი ბეზ პრავილო", ეს იქ უნდა გენახათ. ისე ლამაზი, კორექტული ჩხუბი გამართეს მუშტით, თვალს ვერ მოაშორებდით. წარმოიდგინეთ, ამ პატარა კაცმა ისე გალახა იმხელა კაცი, სულ სისხლი ადინა. ბოლოს ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ჩასხდნენ მანქანებში და გამობრუნდნენ. ამ ამბის შემდეგ ამირანის საქციელი ლეგენდად იქცა და მთელი ვაკის ბიჭებმა „განტელებით“ ვარჯიში დაიწყეს“.

ნება მომეცით ბატონ ვახტანგს სიტყვა კიდევ ერთხელ გადავცე.

"ჯანსუღ ჩარკვიანის ენამოსწრებულობა ცნობილი ამბავია. ერთხელ, თამადა ვიყავი ქორწილში და ხელისმომკიდეების სახელები შემეშალა სადღეგრძელოს თქმის დროს. ჯანსუღმა ნამუსი "მომწმინდა" - არ გაიკვირვოთ, ხალხნო, წინა ქორწილის კონსპექტი აქვს წამოღებულიო.

მოკლედ, ერთხელ ჯანსუღი მისულა ისეთ სუფრაზე, სადაც არავის იცნობდა. სთხოვეს, თამადად დადექიო, მაგრამ უარი უთქვამს - არავის ვიცნობ და უხერხულიაო. მოკლედ, მოუწია თამადის გვერდით დაჯდომა. გადმოიწევა თურმე თამადა ჯანსუღისკენ და ჩასჩურჩულებს ყურში: ბატონო ჯანსუღ, ეგერ რომ კაცია, რა ჰქვიაო. ეს აზრზე არ არის, მაგრამ, უთხრა - ჟორაო. ოჰ, მადლობაო. გავიდა ცოტა ხანი, ისევ ჩასჩურჩულა: იმის გვერდით რომ კა -ცი ზის, იმას რა ჰქვიაო. იმას, თენგიზიო. კიდევ გადაიხარა და ჰკითხა: ეგერ იმ კაცსო? ამოუვიდა ჯანსუღს ყელში და მიაძახა: თუ კაცი ხარ, შემეშვი, რას შემაწუხე, მაგდენი რომ მცოდნოდა, შენ დამასწრებდი თამადობასო?!"

კორკოტა, იგივე გიორგი კორკოტაშვილი მეგობრებისთვის საყვარელი ადამიანია. მათ გამო უკან არასდროს დაუხევია და დღესაც სიამოვნებით იხსენებს იმ წლებს, როცა ნაღდი თბილისელობა და ქალაქელობა მართლაც სავიზიტო ბარათი იყო.

"ოთხი წყალბურთელი ძმაკაცი რესტორნიდან გამოვიდა. ძველ თბილისში რესტორანი „ნად კუროი“ განთქმული იყო. მოკლედ, იქ მაგრად დათვრნენ ძმაკაცები და გამოვიდნენ. თებერვალია. მტკვარს მოაქვს დამდნარი თოვლი, ხე, ბუჩქი... ერთმა თქვა, ვინც არ გადახტეს ახლა ამ წყალშიო. სხვები ხომ არ ჩამორჩებოდნენ და დაეთანხმნენ, მოდიო. ტანსაცმლიანებმა ისკუპეს წყალში. ერთი გადახტა, მეორე მიჰყვა, მესამე მიჰყვა, მეოთხე დგას. ფიქრობს, გადავხტე, არ გადავხტე. თან წყალი ცივია, დახრჩობის დიდი საფრთხეა. ბიჭები წყლიდან უქნევენ ხელ-ფეხს, გადმოხტიო უყვირიან. ამ ტიპმა მიაძახა, ბიჭებო "ინსპექტორები" მაქვს ახალი ნაყიდი, სამასი მანეთი მივეცი, დღეს პირველად მაცვია და როგორ გავიმეტო ამხელა ფასიანი ფეხსაცმელიო. ისინი გადაირივნენ, დაგინებულია ბიჭო, არ შეიწერო, რა გჭირს, ვაჟკაცი არ ხარო. ერთი სიტყვით, ნამუსზე შეაგდეს.

ამ ტიპმა იფიქრა, იფიქრა და ბოლოს გააჩერა ტაქსი. გაიხადა ფეხსაცმელები, ჩაუწყო ტაქსის მძღოლს მანქანაში, ფული გაუწოდა და უთხრა: აჰა, ძმაო, ფული და ეს ფეხსაცმელები სიონის ეკლესიასთან პატარა ბარი რომ არის, იქ მომიტანე, მე ცურვით დაგეწევიო. მძღოლი გამოშტერდა. სანამ ის აზრზე მოვიდა, ამან ისკუპა წყალში. ფეხსაცმელები კულტურულად ტაქსით გაუშვა, თვითონ კი გაყინულ, ბინძურ მტკვარში გადახტა და მოუსვა. ტაქსისტმა მიასწრო დათქმულ ადგილას მოცურავეებს. გააჩერა ტაქსი, გადავიდა, ხელში ფეხსაცმელები უჭირავს. მივიდა ბართან და ბარმენს უთხრა, თუ ძმა ხარ, ოთხი პატარა სირჩა არაყი ჩამოასხიო. ბარმენი გაშტერდა თურმე, ერთი კაცია, ოთხი ჭიქა რად უნდა, ან ფეხსაცმლის ხელში დაჭერა და ასე სიარული რა „პონტიაო“. უკითხავს, ხომ არ „მაღადავებ“, რა ოთხი ჭიქა დაგისხა თუ ძმა ხარ, თან მანქანით ხარო. ტაქსისტს ჩაუცინია, მე არ მინდა ძმაო, ახლა მტკვრიდან ოთხი ბიჭი ამოვა და მათ უნდა დავახვედროო. სულ შეშლილა ბარმენი.

არ გასულა ცოტა ხანი და ის ოთხი გაწუწული ძმაკაციც მოსულა. ის არაყიც უხუხიათ და ფეხსაცმელებიც საღ-სალამათი რომ დახვდათ, მადლობა გადაუხდიათ მძღოლისთვის. კარგა ხანი საუბრობდნენ თბილისში ამ ამბავზე. ეს რა უქნიათ ოთხ ნაგიჟარს, ამ თებერვალში, როგორ გაბედეს ადიდებულ მტკვარში, თანაც, ნასვამებმა შესვლა და ბანაობაო.

დღევანდელ ქალაქურ  ისტორიებს  გია კორკოტაშვილის კიდევ ერთი მოგონებით დავასრულებთ.

"მე, ვახტანგ მესხი, გიგლა ჩიქოვანი და კიდევ რამდენიმე ჩვენი ძმაკაცი ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე ჩამოვდივართ. გავიხედეთ, ოთარ რამიშვილი თავისი სახლის სადარბაზოსთან დგას და შუა გაწევ-გამოწევაშია, ყველას სახლში ეპატიჟება, არადა, თავად არ სვამდა იმ პერიოდში. რომ დაგვინახა, გაუხარდა. გვკითხა, სად მიდიხართ ბიჭებო, რას აპირებთო. ჩვენ ვუპასუხეთ, არაფერს არ ვაპირებთ, რაღაც ატროვებულები ვართ და ჩვენ თვითონ არ ვიცით რა გვინდაო.

ოთარს სახე გაებადრა, მაგარი პურმარილი მაქვს სახლში, ღვინოც მაქვს და გეპატიჟებით ჩემთანო. ჩვენც მეტი რა გვინდოდა? კარგი პურმარილი, კარგი სასმელი, კარგი სიმღერა, გარეთ სიცივე და სახლში სითბო. მახსოვს, გარეთ თოვდა. ოთარი არ სვამდა, სამაგიეროდ, გიტარას უკრავდა და საოცარ ისტორიებს გვიყვებოდა. შევამჩნიეთ, რომ ხშირად გადიოდა ოთახიდან. ცოლმა ჰკითხა, რა არის, ოთარ, რა ხშირად ტოვებ სუფრას, რა გჭირსო. მანაც უპასუხა, ტუალეტში მინდება ხშირ-ხშირად, გავცივდი და ცისტიტი მაქვსო. ჩვენც დავიჯერეთ. სინამდვილეში, თურმე ოთარს, დამალული აქვს იქ სასმელი, გადის და ჩუმ-ჩუმად წრუპავს. არადა, ნელ-ნელა ქეიფის ეშხში რომ შედიოდა და სიმღერას უმატა, კი გაგვიკვირდა, მაგრამ აბა, რას წარმოვიდგენდით? გაგვითავდა სუფრასთან ღვინო. მე ვუთხარი, სახლში წამალივით ღვინო მაქვს, წავალ და მალევე დავბრუნდები-მეთქი.

გამოვედი. სად არის ტაქსი? დავადექი ქუჩას ფეხით. იმხელა თოვლი მოვიდა, რომ გზაშიც არ დამეწია მანქანა. შანიძის ქუჩამდე ასე ვიარე. სახლიდან გამოვიტანე ოცდაორლიტრიანი ჭურჭლით ღვინო. ისეთი მძიმე იყო, ოთარისთან სახლში ნამდვილად ვეღარ ავიტანდი ფეხით. მეუღლემ მითხრა, აგერ ციგა მაქვს და იქნებ ამით აიტანოო. დავდგი ეს ჩემი ღვინო იმ ციგაზე და ცურვა-ცურვით ავიტანე ეს ღვინო.

ნახევარი ვაკე და ვერა მომდევდა, მიხვდნენ, მაგარი ქეიფისთვის იყო განკუთვნილი ეს სასმელი. მივედი როგორც იქნა, ოთარის სახლამდე და თან იმ ღვინოს ოთხი-ხუთი დაუპატიჟებელი სტუმარიც მივაყოლე. წარბიც არ შეუხრია მასპინძელს. ის ღამე სიმღერებით და საოცარი ამბების მოყოლაში გავათენეთ. ეს ერთ-ერთი თბილისური, ამბავია, რომელიც ჩემს მეხსიერებაში არასდროს წაიშლება და რომელსაც ყოველთვის ღიმილით და სიამაყით ვიხსენებ. აი, ასეთი სტუმარმასპინძლობა ვიცოდით ჩვენს ქალაქში".




 ახალი ამბები
  • სემეკში თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები  გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ახალი რეგულაციით,   კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში განისაზღვრა თავმჯდომარის არჩევის წესი და პროცედურა. წესის შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობას. ახალი პროცედურების მიხედვით, კენჭისყრის შედეგების დამტკიცება მოხდება საჯარო სხდომაზე. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ათვლა დაიწყება საჯარო სხდომაზე კენჭისყრის შედეგების დამტკიცების მომენტიდან. საჯარო სხდომა ხვალ, 22 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.  (R) ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge-ს საქართველომ პირველად უმასპინძლა (R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ NASA Space Apps Challenge Abastumani-ს უმასპინძლა. 18-20 ოქტომბერს გამართული ჰაკათონის მთავარი მიზანი იყო ისეთ ინოვაციურ თემებზე მუშაობა, რომლებიც მიმართულია კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატიკის მოგვარებისკენ. მაგალითად, როგორიცაა გლობალური დათბობა და მისი მავნე შედეგები, ოკეანის გასუფთავება მავნე ნივთიერებებისა და ნაგვისგან, მთვარის მტვრის იდენტიფიცირება და მისი ნეგატიური გავლენის შემცირების მექანიზმები და ა.შ.  ჰაკათონის ფარგლებში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში გამართული Space Apps Challenge-ის მონაწილეებს, საქართველოშიც ჰქონდათ ხუთი სამუშაო თემა: ოკეანეები, მთვარე, მზის სისტემის პლანეტები და ეგზოპლანეტები, გზა დედამიწიდან ვარსკვლავებისკენ, ცხოვრება ჩვენს სამყაროში. თემის არჩევის შემდეგ, მონაწილეებმა 48 საათის განმავლობაში იმუშავეს ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: ღია ოკეანეში ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გადაჭრა, ვიდეოთამაშის მოფიქრება კოსმოსური ნარჩენების შესაგროვებლად; ციფრული გლობუსის ვებაპლიკაციის შექმნა, რომელიც დედამიწის სამეცნიერო მონაცემების ვიზუალიზაციას NASA-ს Web WorldWind-ის გამოყენებით შეძლებს და სხვა.  „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტების განხორციელების მხარდაჭერა. განსაკუთრებით ისეთი ფორმატისა, რომელშიც გამორჩეულ და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა,  ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით ინოვაციების ხელშეწყობა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.  ინფორმაციისთვის, NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად იმართება 200 სხვადასხვა ადგილას და 48 საათი მიმდინარეობს. ის ინოვაციათა ინკუბატორის პროგრამაა. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც შეუსრულდა 18 წელი და დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევებით, კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით. პირველ და მეორე ადგილზე გასულ პროექტებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. გამარჯვებულია გუნდი Algien პროექტით -  Nature at work, რომელიც ორიენტირებულია  წყლის რესურსების მართვისა და რისკების შემცირების სფეროში მწვანე ინფრასტრუქტურის რთული ამოცანების გადაჭრაზე. ასევე, გუნდი Baby Shark პროექტით- Ship chain, რომელიც  ღია ოკეანეში ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გადაჭრას ემსახურება. NASA Space Apps Challenge ჰაკათონის საუკეთესო პროექტებს Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარადგენენ. ... ...
  • ოზურგეთის "ლაშეს" სტადიონის შეტრიალების ინიციატივით დასრულებული ხანგრძლივი დავა ხმაური და ხანგრძლივი დავა მოჰყვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარებულ თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში  გამარჯვებული პროექტის _  „ლაშეს სტადიონის კეთილმოწყობა“ _ ავტორებთან, მხარდამჭერებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად განხილვას. მხარდამჭერი მოქალაქეები, მწვრთნელი აკაკი ათუაშვილი, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარომადგენლები დიდხანს დაობდნენ ლაშეს  სტადიონის ტერიტორიის განაშენიანების პროექტზე, რომლისთვისაც 75 ათასი ლარია გათვალისწინებული. აზრთა სხვადასხვაობა თავიდან გამოიწვია შენობის და სხვა ნაგებობების  განთავსების თემამ. _ ჩვენ  ვინც ვართ  ფეხბურთის სპეციალისტები და როგორც ვიტყვით, ის აზრი გათვალისწინებული უნდა იქნეს. მაქვს კითხვა, არის თუ არა სტადიონი სტანდარტში ჩამჯდარი? იქ კეთდება სარბენი ბილიკები, კალათბურთის მოედანი, მაგრამ ჩვენ ფეხბურთის კუთხით ვუყურებთ პირველ რიგში, დღეს აქ ვერ  ვხედავ პიროვნებას, ვინც პროექტი დაწერა, _ თქვა  მწვრთნელმა აკაკი ათუაშვილმა, რაზეც უპასუხეს, რომ პროექტი შედგა ხალხის გამოკითხვის მხარდაჭერით. _ მოსახლეობის გამოკითხვას  მე ვუძღვებოდი, კარგად ვიცი, რა უნდათ _ დიდი ჯოხით  როდის შემორეკონ ძროხები სტადიონზე, _ თქვა გაბრაზებულმა მწვრთნელმა. შეღობვა, სანიაღვრე არხების მოწყობა, დამატებითი სივრცის გამოყოფა _  ეს და კიდევ მრავალი პრობლემური საკითხი წამოსწიეს განხილვის მონაწილეებმა, თუმცა, აკაკი ათუაშვილი დაჟინებით  ითხოვდა სტადიონის მიმდებარე სივრცის გადიდებას, რაც გასახდელების ბოლომდე,   საზღვრის ღობემდე მიწევას გულისხმობდა. _ ვარჯიში სხვა რამეა და თამაში _ სხვა! როცა ვარჯიშია, შეიძლება სტადიონის ერთ ნახევარზე ერთმა ჯგუფმა  ივარჯიშოს და მეორეზე _ მეორემ.  ჩვენ გვჭირდება სივრცე და ეს სივრცე გვაქვს და ამისდაკარგვა არ შეიძლება.  გასახდელები უნდა მივიწიოთ, რომ სივრცე გათავისუფლდეს, _ ასე ვინ  შეადგინა ეს პროექტი, მეარ მეასმის, _ არ ცხრებოდა ათუაშვილი.   _ გადაწყვეტილი არაფერია. ეს პროექტი  თქვენია, თქვენ მოიგეთ და როგორც გსურთ, ისე უნდა გაკეთდეს. გამოგიგზავნით  გენგეგმას, ერთხელ კიდევ დავსხდეთ, შეიტანეთ ცვლილებები, როგორც ჩათვლით საჭიროდ, _ უთხრა ათუაშვილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა ალეკო ბერიძემ, რომელიც განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა და გამუდმებით არწმუნებდა ლაშეს სტადიონის მოწყობის მხარდამჭერებს, რომ ყველაფრი ისე გაკეთდებოდა, როგორც მათ სურდათ. _მე თანახმა ვარ, თუ სტადიონი შეტრიალდება, სივრცე მეტი დარჩება. გარდა ამისა, ახლანდელ შემთხვევაში  დასავლეთ და აღმოსავლეთ  მიმართულებები არ არის გათვალისწინებული  და მეკარეს მზე პირდაპირ  თვალებში ანათებს, _ თქვა ბერიძემ. _აგაშენა  ღმერთმა, მეც ამის თქმა მინდოდა, მაგრამ ბოძების ხელახლა ამოთხრა და სხვა სამუშაოები დამატებით ხარჯებს მოითხოვს და ამიტომ ვერ ვთქვი, _ თქვა ათუაშვილმა. _სჯობს ათასი ლარით მეტი დაიხარჯოს და მოვიძიოთ ეს თანხა, ვიდრე 75 ათას ლარიანი პროექტი გახორციელდეს და უყაირათოდ გაიხარჯოს და ხელახლა გახდეს საკეთებელი, _ უთხრა მას ალეკო ბერიძემ. ხანგრძლივი დავისა და ხმამაღალი  უთანხმოების გამოხატვით გაწელილი  განხილვა მალევე დასრულდა შეთანხმებით, _ მიიღეს  სტადიონის შეტრიალების  გადაწყვეტილება.    დააზუსტეს,  რომ ასეთ შემთხვევაში  სივრცე მეტი დარჩებოდა და აქამდე მიუღწეველი შეთანხმებაც შედგა. „გურია ნიუსის“ კითხვაზე, სტადიონის შეტრიალებით როგორ  მოგვარდებოდა პრობლემა, უფრო ზუსტად რომ ეთქვათ, ალეკო ბერიძემ განაცხადა, რომ მთავარია ისიც,  თამაშის დროს მეკარეს მზე არ მიანათებს თვალებში. _ მზის მინათებისთვის არ დაობდა მწვრთნელი ათუაშვილი. სივრცე აინტრესებდა... _ სხვა რამეზე დაობდა. ის დაობდა, რომ გასახდელი, რომელიც ახლოს არ იყო სტადიონთან, გადატანილიყო ღობესთან და გასახდელს და სტადიონს შორის გამოთავისუფლდებოდა ადგილი. ახლა, სტადიონის შეტრიალებით,  ის სადავო საკითხი ამოვარდა და სივრცეც დარჩება. ამ ყველაფერს როცა ადგილზე ნახავთ, უფრო მიხვდებით. _ თავიდანვე ასე რომ გადაგეწყვიტათ? _ კამათში იბადება ჭეშმარიტება, _ რიტორიკა მოიშველია  ბერიძემ, რის განმტკიცებაშიც მას  საკრებულოს პარატის უფროსი  ნანა თავდუმაძეც შეეშველა: „სამოქალაქო ბიუჯეტირება კარგად ხორცილედება და კონსესუსის მიღწევა შესაძლებელია  მაშინ, როცა  არის უწყვეტი კომუნიკაცია, აზრთა შეჯერება, როგორც დღეს მოხდა აქ,“  _თქვა ... ...
  • სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრაზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა. დაჭრილი 27 წლის ასაკის მამაკაცია. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაშავებული კლინიკაში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას მარჯვენა მხარის მიდამოებში სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს ჭრილობა აქვს მიყენებული, რომელიც ქირურგიულად დამუშავდა. დაჭრილი პალატაში უკვე გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია 1937 წელს დაბადებული ... ...
  • სუს-ის უფროსის ახალი მოადგილე ლილუაშვილის ბიძაშვილია _ ოპოზიციის ბრალდებები და უმრავლესობის განმარტებადანიშნა თუ არა სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, საკუთარ მოადგილედ მისი ახლო ნათესავი _ დღეს ამ თემაზე პარლამენტში კომენტარები დილიდან კეთდება. ოპოზიცია ირწმუნება, რომ სუს-ის უფროსის ახალი მოადგილე, გიგა ნიკოლეიშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილია. პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ლილუაშვილი ქვეყანაში არსებული ნეპოტისტური ცხოვრების წესის პრინციპით მოიქცა, რაც მას არ აკვირვებს.  "თუ ნდობაზეა საკითხი, ვის უნდა ენდოს თუ არა ახლობელს. რა თქმა უნდა, სანდო ადამიანია და სანდოობის პრინციპით და დღეს საქართველოში მოქმედი ნეპოტისტური ცხოვრების წესის პრინციპით მოიქცა, ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. რა გიკვირთ? მე პირიქით გამიკვირდებოდა, რომ ღია კონკურსი გამოეცხადებინათ და მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტი ჩამოეყვანა მოადგილედ," - განაცხადა რომან გოცირიძემ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ და ფაქტს უარყოფენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ არანაირ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს. დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გიგა ნიკოლეიშვილი საკმაოდ გამოცდილი კადრია და ის დიდი ხანია რაც არსებულ სისტემაში მუშაობს. "ბიძაშვილია ნამდვილად? სხვა არაფერი არ აქვს იმ ადამიანს? ანუ მე არ ვიცი ვინაა, მაგრამ მას სხვა დამსახურებები არა აქვს სამსახურში? არ ვიცი, მე ვერ გეტყვით რამდენად ბიძაშვილია თუ არა, მე რამდენადაც ვიცი ეს პიროვნება დიდი ხანია მუშაობს ამ სისტემაში და არის გამოცდილი. დანარჩენი დეტალები არ ვიცი. არ ვიცი ბიძაშვილია თუ არა და ვერ გეტყვით, თქვენ ამბობთ, რომ ბიძაშვილია და შეიძლება არც არის, შეიძლება ნათესავია, საქართველოში ბევრი ვიღაცა ერთმანეთის ნათესავია," - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი. ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...