რუსები და "ორიგინალური" ქართული სუფრა

ზაფრანი

რუსები და "ორიგინალური" ქართული სუფრა

10 ოქტ. 2015, 19:44:01

იყო დრო როდესაც რუსი და ქართველი ხელოვნების მოღვაწეები ერთმანეთთან ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. იმ ხანად, დიად საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, საზღვრებიც გახსნილი იყო და ერთმანეთის მონახულებაც პრობლემა არ იყო.

გავიდა ხანი, პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა. “დედა-რუსეთმა” საკუთარი კლანჭები გამოაჩინა და მიწების წართმევასთან ერთად ერთგვარი  ცივი ომიც  გამოგვიცხადა. კარგი და ცუდი ყოველ ერშია, გამონაკლისს არც ქართველები და რუსებიც წარმოადგენენ. დღევანდელ წერილში იმ ძველ პერიოდს გავიხსენებ, როდესაც ამ ორი მეზობელი ხალხის ხელოვანებს  ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა გააჩნდათ. ეს კონტაქტები მართლაც არსებობდა და მას ისტორიის ფურცლებიდან ვერ ამოშლი.

ვლადიმერ ვისოცკი – ცნობილი მსახიობი, პოეტი, მომღერალი, უნიჭიერესი პიროვნება იყო. ის პოპულარული გახლდათ საქართველოშიც. ჩვენს ქვეყანაში ახლო მეგობარიც ჰყავდა, რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე. სამწუხაროდ, მათი ერთად გადაღებული ფოტოები ბატონ გოგის სოხუმში დარჩა. გოგი ქავთარაძე ვისოცკიზე შემდეგს იხსენებდა: "ვლადიმერი ჩემზე ორი წლით უფროსი იყო. 26-27 წლისა იქნებოდა როცა გავიცანი. რთული ხასიათისა იყო. მიუხედავად ამისა, უცებ დავძმაკაცდით. ჩვენს დაახლოებაში სასმელმაც დიდი როლი შეასრულა, უარს არასოდეს ვამბობდით. არ იფიქროთ, მარტო სასმელში იყო საქმე. ჩვენ სუფრასთან ვსაუბრობდით, ლექსებს ვამბობდით. ვალოდია მღეროდა, გულახდილი იყო. ხშირად ამბობდა, პოეტი ვარ, გული მტკივა, რომ ამას ვერავინ ხვდება. მხოლოდ სიმღერების ავტორად მიმიჩნევენო. გულნაკლული წავიდა ამ ქვეყნიდან.

შემდეგ დაიწყო დიდი მეგობრობა რუსთაველისა და ტაგანკის თეატრებისა. ტაგანკის თეატრს მაშინ მსოფლიოში იცნობდნენ, ამიტომ მისი თბილისში ჩამოსვლა მართლა მოვლენა იყო. ქართულად, გულითადად დავხვდით. გადავწყვიტე ერთ დღეს სიურპრიზი მომეწყო. სუფრაზე მოვატანინე რუსული "სელიოდკა", ახალი ჩაცივებული ლუდი და არაყი, მოხარშული ცხელ-ცხელი კარტოფილი.

სტუმრები გაგიჟდნენ სიხარულით. ერთი წლის შემდეგ ჩვენ ჩავედით საგასტროლოდ მოსკოვში. ახლა ვისოცკიმ მოგვიწყო სიურპრიზი. სპექტაკლის შემდეგ ნამდვილი ქართული სუფრა გაგვიშალა საცივით, ხაჭაპურით და ქართული ღვინით. იმ ღამით გადაღება ჰქონდა, განზე გამიხმო – ლხინში ვერ დავრჩები და არ გეწყინოსო. მხოლოდ თითო სირჩა კონიაკი დავლიეთ. ახლაც მახსოვს, კუთხეში ვისხედით, დიდხანს ვილაპარაკეთ. ერთხელ მითხრა, პოპულარობა ისეთი რამეა, ყველა ვერ უძლებს, ალბათ ვერც მე გავუძლებო.”

თბილისში ხშირად ჩამოდიოდა ცნობილი რუსი მსახიობი ალისა ფრეინდლიხი. ფრეინდლიხს ჩვენს ქალაქში მასპინძლობას ყოფილი ფეხბურთელი, იმ ხანად დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორ-განმკარგულებელი მიხეილ ჯოჯუა უწევდა.

მსახიობი სასტუმრო "თბილისში" ჩერდებოდა და დროთა განმავლობაში საქართველოს ყველა ღირსშესანიშნაობაც დაათვალიერა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას მიიწვია გიორგი შენგელაიამ თავის მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდიები", ბალეტის მასწავლებლის როლში. ალისას ძალზე უყვარდა ქართველები, როგორც კი დროს გამონახავდა ჩამოდიოდა ხოლმე. მოგვიანებით მიხეილ ჯოჯუა ფუნიკულიორის დირექტორად დანიშნეს. იქ იყო შესანიშნავი საზაფხულო თეატრი. ბატონი მიხეილი რუსეთიდან ცნობილ მსახიობებს ხშირად იწვევდა. რვა საათზე იწყებოდა სპექტაკლი.

ამის შემდეგ მსახიობებს ფუნიკულიორის რესტორანში იწვევდნენ. ერთ მშვენიერ საღამოს რესტორანში ალისა ფრეინდლიხი და მიხეილ ბოიარსკი იმყოფებოდნენ. შემოვიდნენ მაშინდელი საქართველოს მთავრობის წევრები, რომლებსაც ახლდათ სსრ კავშირის ვაჭრობის მინისტრი. ამ ადამიანმა ალისა და მიხეილი რომ დაინახა, ასევე მოსკოვის "მოსსოვეტის" თეატრის მსახიობები გადაირია, ამათ აქ რა უნდათო. ათი წლის მანძილზე გრძელდებოდა ასეთი შეხვედრები. ალისას ძველი თბილისი მოსწონდა განსაკუთრებით. მოსწონდა ქართული ღვინო – ხვანჭკარა. უყვარდა ქართველებთან ერთად ქეიფი.

რევაზ ლაღიძის სიმფონიური სურათი “საჭიდაო” ნებისმიერ ქართველს მოუსმენია, მაგრამ ცოტა მათგანმა თუ იცის, რომ ამ მუსიკალურმა ნაწარმოებმა ცნობილი რუსი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩის აღფრთოვანება გამოიწვია. კომპოზიტორთა კავშირის ერთ-ერთ პლენუმზე პირველად შესრულდა "საჭიდაო". შემდეგ გაიმართა დებატები. მუსიკოსმცოდნე პავლე ხუჭუამ ბრძანა:

“ – რეზო ლაღიძე ბოროტმოქმედია, დიახ, ნამდვილი ბოროტმოქმედი. ის უნდა ჩაკეტო ოთახში, იჯდეს და წეროს მუსიკა. ნაცვლად ამისა, იგი დროს ნადირობასა და თევზაობაში ატარებს და არ უფრთხილდება საკუთარ ნიჭს.”

პლენუმის სტუმართა შორის იყო მეოცე საუკუნის უდიდესი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩი. – უაღრესად თავმდაბალი და მორიდებული პიროვნება. მივიდა ტრიბუნასთან და თქვა:

“ – с удовольствием стал-бы заядлым рыбаком,  если в мою сеть попадеться такая  "золотая  рыбка"  как  "сачидао"

მეორე დღეს კულუარებში ხუმრობდნენ, მონკავშირის მაღაზიაში კომპოზიტორთა გრძელი რიგი დადგაო.

 მრავალ ქართველ ხელოვანს თავის დროზე სწავლა და ცხოვრება მოსკოვში მოუწია. არაერთი მათგანი იმ პერიოდს დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებს. გამონაკლისი არც ცნობილი ქართველი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძეა.

"მოსკოვში რიაზანის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ქართველების საერთო საცხოვრებელში. ერთ ოთახში ვბინადრობდით თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, სულხან ცინცაძე და მე. პელმენს თუ ვიშოვიდით მშიერ მოსკოვში, იმ დღეს ბედნიერები ვიყავით. ერთ პერიოდში ვცხოვრობდით მოსკოვში და ვმეგობრობდით რეზო თაბუკაშვილი, გურამ ასათიანი, გიზი ამირეჯიბი, თამაზ მელიავა, ვახტანგ ფიფია. გოგი და ირაკლი ოჩიაურებს ბიძია გარდაეცვალათ ციმბირში, გადასახლებაში. ჩამოვიდნენ. ნეშტი უნდა წაესვენებინათ. უთხრეს კუბო მოსკოვში იყიდეთ, თორემ ციმბირში ვერ იშოვითო. იყიდეს.

ერთადერთს – თამაზ მელიავას ჰქონდა ოთახი, იმ კუბოზე ცოტა დიდი იყო. დადგეს იქ. ოჩიაურების გამგზავრება გაჯანჯლდა. ამასობაში ისე შევეჩვიეთ კუბოს, ზედ სუფრას ვშლიდით.  გია დანელია მოგვიანებით შემოგვიერთდა. თამაზ მელიავამ მოიყვანა ჩვენთან. თავიდან ძალიან სხვანაირი იყო – სუფთა მოსკოველი, "დედიკოს ბიჭი", არც სვამდა. ჩვენ გავაფუჭეთ. უცებ აუღო ალღო და გაქართველდა".

რუსებთან ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართველ მწერალ ნოდარ დუმბაძესაც. ბატონი ნოდარი მეტად მოსწრებული ენით იყო ცნობილი და მისი ენაკვიმატობის მსხვერპლნი ხშირად ჩვენი ჩრდილოეთელი მეზობლებიც გამხდარან.

ნოდარი ხშირად თხზავდა თავშესაქცევ გონებამახვილურ რუსულ “ჩასტუშკებს” და თავისებურადაც ჩაიღიღინებდა ხოლმე. ხრუშჩოვის პერიოდში, როცა გაზეთებში სოფლის მეურნეობის განვითარების გზებზე აუარებელი იწერებოდა, ასეთი რამ წაიმღერა:

"– наша мама на рассвете поймала аиста.  планомерное развитие сельского хозяйства."

მეორე ''ჩასტუშკაც" იმავე ხანებში ჰქონდა მოგონილი და კოსმოსის ათვისების თემას შეეხებოდა:

" – хорошо, что наш гагарин ни киргиз и ни узбек,  ни грузин и ни татарин,  а советский человек.'

ერთი პერიოდი, ნიკიტა ხრუშჩოვს ქართველების ციმბირში გადასახლება სურდა. იმ წელს თბილისში ძალზე აცივდა და თოვლიც მოვიდა. გადაიხედა ნოდარმა ფანჯარაში: ''ე ბიჭო, მგონი მართლა გაგვასახლა იმ უპატრონომ, რაღაცა არ გავს საქართველოს ეს ყველაფერიო."

ჩვენი დღევანდელი წერილის დასასრულს კი იმ პატარა სახალისო ამბავს გაგახსენებთ, რომელსაც ერთხელ ადგილი სოფელ ჩუმლაყში ჰქონდა. კომუნისტების დროს ჩუმლაყის კინოთეატრში მოიტანეს რუსული მხატვრული ფილმი "დუმი მატერი". გაკვირვებულმა კინოთეატრის მექანიკოსმა ეს სათაური რამდენჯერმე წაიკითხა, შემდეგ ცოტა ხანი იფიქრა და აფიშაზე დიდი ასოებით დააწერა:  "ამ საღამოს. 8 საათზე, ნახირის შემდეგა, ნახამთ რუსულ მხატვრულ ფილმს "დედის დუმები."




 ახალი ამბები
  • სამტრედიაში პირველ-მეორე ადგილებს ,, ქართული ოცნება" და ,, ნაციონალური მოძრაობა" ინაწილებენ54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 51 საარჩევნო უბნიდან დათვლილი ხმებით 19 უბანი მივიდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნანა იმნაძის თქმით, ამ უბნებში თავისი შედეგებით ლიდერობს ,, ქართული ოცნება" და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე: "ჯერ ამის მეტის თქმა არ შემიძლია, მეც დანარჩენს ტელევიზიებით ვისმენ. ამ 19 უბანში ლიდერობს პარტია,, ქართული ოცნება" და მისი კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე. მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".  ამ წუთის მდგომარეობით  ოლქში პროცედურული დარღვევებზე დარეგისტრირებულია 5 ... ...
  • ჭაჭიეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, სავარაუდოდ, ინფიცირებული პირი მივიდაჭაჭიეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, სავარაუდოდ, ინფიცირებული პირი მივიდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება სოფელში თბილისიდან ჩამოვიდა. მას ჩატარებული ჰქონდა პისიარ ტესტი, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო, თუმცა, მოგვიანებით შეატყობინეს, რომ ინფიცირება დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ის საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის ახლობელია და მასთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა, კონტაქტი ჰქონდა უბანზე მყოფ სხვა პირებთანაც. მომხდარის გამო საუბნო კომისიის თავმჯდომარე შეშფოთებას გამოთქვამს. თუმცა, ამბობს, რომ ხმის მიცემა ცესკოსა და ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა, რის გამოც ვირუსის გავრცელების საფრთხე საარჩევნო უბანზე ნაკლებად არის. ჩვენ საოლქო კომისიას მივმართეთ კითხვით, მომხდარის გამო არსებობს თუ არა ცესკოს თანამშრომლების იზოლაციაში გადასვლის აუცილებლობა. მათი პასუხის მიხედვით, ვითარებას შესწავლა სჭირდება. „გურია ნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას იმყოფებოდა თუ არა საარჩევნო უბანზე ინფიცირებული პირი, ჯანდაცვის ცენტრთან ... ...
  • დაიბეჭდა თუ არა ბიულეტენში კანდიდატის გვარი შეცდომით გურიის 24-ე მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლისთვის განკუთვნილ ბიულეტენში, ხუთი ნომრით, მანუჩარ კვირკველია იყრიდა კენჭს.     მანუჩარ კვირკველიას ოფიციალურ გვერდზეც და საარჩევნო მასალებზეც მისი სახელი და გვარი ზუსტად ასე წერია _ მანუჩარ კვირკველია. თუმცა საარჩევნო ბიულეტენებში, მეხუთე ნომრად, მანუჩარ კვირკელიაა წარმოდგენილი. კანდიდატის პრეს სპიკერმა სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა, რომ მანუჩარის გვარი ოფიციალურ დოკუმენტებში იგივეა, რაც სააგიტაციო მასალაზე და საჭიროდ აღარ ჩათვალა დაშტრიხული სახით გადმოეგზავნა პირდობის მოწმობის ფოტო ასლი. ჩვენ ცესკოს ონლაინ ჩათში შევეცადეთ მიგვეღო იურიდიული განმარტება, რა ხდება, თუ აღმოჩნდება, რომ საარჩევნო ბიულეტენში კანდიდატის გვარი შეცდომითაა დაბეჭდილი. გვიპასუხეს, რომ ამ შემთხვევაში, აუცილებელია ცესკოს ოფიციალურად ელექტრონული ფორმით მივმართოთ და პასუხს კანონით გათვალისწინებულ ვადაში ... ...
  • გიგა ბოკერია: “ამ ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება”"ევროპული საქართველოს", ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ოლქში, მეორე ტური ჩატარდება . ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას კონკურენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მურთაზ ზოდელავა იქნება. ამასთან, ბოკერია საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ, მათი კონკურენტების, ამ შემთხვევაში კი, ზოდელავას სასარგებლოდ. მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტური იქნება იმ ოლქშიც, სადაც ის კენჭს იყრიდა. „ფოთში, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღო მანდატი ქართველი ხალხისგან ქვეყნის მართვაზე, ეს არის უკვე ფაქტი. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობამ, მიუხედავად ძალადობისა, მოსყიდვისა, დაშინებისა, რაც ვნახეთ მთელი ამ კამპანიის დროს და განსაკუთრებით დღეს, ზოგიერთ ოლქებში, სამარცხვინო, საგამგაშო ფორმით, მაინც ხმა მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში. ეს არის უკვე ფაქტი. სამწუხაროდ, მანდატების გადანაწილების საბოლოო შედეგი გადაწყდება მეორე ტურში, ესეც ფაქტია. ოლქში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ფოთში სენაკსა და ხობში, დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური და დიდი ალბათობით, „ოცნების“ კანდიდატი იქნება ჩემი კონკურენტი, ბატონ ზოდელავა. რა თქმა უნდა, „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ჩვენს ამომრჩეველს, ხმა მისცეს ივანიშვილის კანდიდატის წინააღმდეგ ჩვენი კონკურენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ბატონ ზოდელავას სასარგებლოდ. ეს ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი სწორი და საჭირო იყო ის გეგმა, რაც ქონდა „ევროპულ საქართველოს“ ერთიანი მაჟორიტარების შეჯერებაზე და როგორი უპასუხისმგებლობა იყო სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან ამ გეგმის ჩაშლა. ეს უკვე წარსულია. მეორე ტურები იქნება და ამ მეორე ტურებში ყველგან უნდა მივცეთ ხმა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ“, _ განაცხადა ... ...
  • თორნიკე ართქმელაძე: "არჩევნებმა ჩაიარა მასიური დარღვევებით"ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხონის ოლქში აცხადებს, რომ არჩევნებმა ჩაიარა დარღვევებით. "არჩევნებმა ჩაიარა მასობრივი დარღვევებით, მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება იყო ძალიან ბევრ ადგილას. შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. ჯერ ამის თქმა ძალიან რთულია, რადგანაც მხოლოდ რამდენიმე უბნის შედეგია მოსული", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" საუბრისას თორნიკე ართქმელაძემ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...