"დილის ხაში"

ზაფრანი

"დილის ხაში"

12 დეკ. 2015, 16:40:53

დღეს შაბათია და მორიგი სახალისო "ისტორიები" უნდა შემოგთავაზოთ. დღევანდელი მოგონებების პირველი სტუმარი, თელაველი კოლორიტი, მსახიობი გეგე სულხანიშვილი იქნება.

„ერთხელ, ხუთი მეგობარი მეწვია თბილისიდან, მაგრად ვიქეიფეთ, ღამე გავათენეთ. დილის 11 საათზე გაიღვიძეს ჩემმა სტუმრებმა და მითხრეს: ხაშზე წაგვიყვანეო. ხაში ხინკალი ხომ არ არი, მიხვიდე და შეგიხვიონ, ხაში ღამით უნდა მოიხარშოს. თუ გათავდა, გათავდა! ეს ახლაა, ღამის 12 საათზე რომ შეხვიდე რესტორანში, ხაშს მაშინაც გაჭმევენ, ადრე არ იყო ასე.

დილის 8 საათზე ან მიუსწრებდი ხაშს სადმე, ან – არა. გადამეკიდნენ ჩემი სტუმრები და წავედით. მოვიარეთ მთელი თელავი, არსად ხაში არაა, უკვე დავიღალე ხაშის ძებნით.

ბოლოს, მივედით ერთ ადგილას, მაგიდაზე ჯერ კიდევ თეფშები ეწყო, არც კი აელაგებინათ. ისე, ცალყბად ვუთხარი – ხაში ხომ არ გაქვთ-მეთქი? დარწმუნებული ვარ, უარს მეტყვის და ცალი ფეხი უკვე კარისკენ მაქვს. რამდენი ხართო? - მკითხა „ბუფეტჩიკმა“. ხუთნი-მეთქი, ვუპასუხე. “ვა, – თან ვფიქრობ, – რა ხდება? „ბუფეტჩიკმა“ მზარეულს გასძახა: ვანო, აბა ერთი ნახე, ხუთი ხაში გამოვაო? ველოდებით იქიდან პასუხს, ყურები გვაქვს დაგრძელებული. პაუზა ცოტა ხანს გაგრძელდა და ვანომ უპასუხა - გამოვაო. დავჯექით მაგიდასთან გახარებულები, მოგვიტანეს არაყი, ისეთი ბედნიერები ვართ, სიზმარში გვგონია თავი.

გაიღო კარი, შემოვიდა ექვსი-შვიდი კაცი, წინ თელაველი მასპინძელი მოუძღვის. იმანაც ჩუმად ჩაიდუდუნა, ხაშიო. მე ჩემს ხაშს ვჭამ, ბოროტი კაცი არ ვარ და მეცოდებიან ის უბედურები, ხომ ვიცი, რომ მეტი ხაში აღარაა. „ბუფეტჩიკმა“ ისევ დაიძახა: ვანო, ექვსი ხაში გამოვაო? ვფიქრობ, ვარიანტი არაა, ხუთი ძლივს გამოიყვანა ვანომ, კიდევ ექვსს გამოიყვანს-მეთქი? ვანომ პაუზა გააკეთა და იქიდან გამოსძახა, გამოვა, გამოვაო. გაუხარდა იმ კაცს, დასხდნენ მისი სტუმრები მაგიდასთან. მე გაკვირვებული დავრჩი, ჩემთვის ვამბობ: ვა, კაცო, ნეტა, რა ხდება-მეთქი. ცოტა ხანში კიდევ შემოვიდა ერთი ათი კაცი, ვანომ კიდევ რომ გამოსძახა გამოვაო. ვეღარ მოვითმინე, წამოვხტი და პირდაპირ „კუხნაში“ შევედი. რასა ხედავს ჩემი თვალები: „კუხნაში“ ხაშით სავსე სამი დიდი ქვაბი დგას, რვაას კაცს მაინც ეყოფა, მაგრამ, საქმე რაშია, იცი?! „ბუფეტჩიკსა“ და ვანოს უნდათ, რომ გაახარონ სტუმრები და იმიტომაც ამბობენ – გამოვაო. აი, ეს არის დალოცვილი კახეთი“.

„პურის ჭამაზე“ საუბარი გავაგრძელოთ და სიტყვას მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ბატონ გურამ ჯაშს გადავცემ.

„სუფრაზე მთავარია კარგი ლექსი, სიმღერა და იუმორი. თან, ხომ იცით, ქართველი კაცი როგორი ტრადიციის მოყვარულია და, ღვინოს, დუდუკისა და ქალების გარეშე პეწი ეკარგება ყველაფერს. ესაა ლამაზი ტრადიცია, თორემ, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ლამპის შუშითა და კრამიტით კი არ დავლევდი ღვინოს! თუმცა, სუფრასთან მსხდომმა ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს დრო ლამაზად გაიყვანონ და მალე არ მოეკიდოთ სასმელი.

ერთხელ კაი სუფრაზე ვარ მეგობრებთან ერთად, ხალხი კი მიირთმევს საჭმელს, მაგრამ მაინც ინაზებიან და, რომ იტყვიან, კულტურულად მიირთმევენ სხვადასხვა კერძს. ლხინში რომ ზიხარ, იქ ქვეყანა შენ გიყურებს, აბა, გამობუშტული ლოყებით ვერც იმღერებ, ვერც იხუმრებ და ვერიდებოდით. რომ იტყვიან, ყველანი ჩიტებივით ვიკენკებოდით. მერე, როგორც იქნა, ძლივს მადა გამეხსნა და ხაჭაპურისკენ წავიღე ხელი, ბედი არ გინდა? ზუსტად იმ დროს შუქი ჩაქრა. ვაი, დედა-მეთქი, რომ ამომხდა პირიდან კვნესა, იქ მჯდომს, ყველას, ტანში გასცრა ჩემს ამოგმინვაზე.

როცა აინთო შუქი, რას ხედავენ?! ხელში ჩანგალი მაქვს ჩარჭობილი. როგორც ჩანს, ჩემსავით, შუქის წასვლისას კიდევ ბევრს გაეხსნა მადა და ერთ-ერთმა, მადამორეულმა, ისე გემოზე ჩამარჭო ჩანგალი ხელში, ეგონა, ხაჭაპურს ჩააგემრიელებდა და მე არ შევრჩი ხელში?! ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ ისე გავმწარდი, რომ მას მერე ერთი კვირა ვკვნესოდი. ისეთი სიმწარე არავის გენახოთ. იმ დღიდან ხაჭაპური შემძულდა“.

ჩვენი მომდევნო სტუმარი ანსამბლი „მეტეხის“ ხელმძღვანელი გელოდი ფოცხიშვილი იქნება.

„ახლობელს ბიძა გარდაეცვალა. დაიწყო სამზადისი, გაიმართა მსჯელობა – სად გადაეხადათ ქელეხი, ვინ იქნებოდა თამადა, ვინ შეარჩევდა სუფრისთვის ღვინოს და ასე შემდეგ. მოკლედ, დიდი სჯა-ბაასის შემდეგ, გაარკვიეს, ვის დანიშნავდნენ თამადად და ის ადგილიც შეარჩიეს, საიდანაც ღვინოს ჩამოიტანდნენ. შეიქმნა ოთხკაციანი ბრიგადა ღვინის ჩამოსატანად და ჭირისუფალმა აიჩემა, გინდა თუ არა, თამადა ჩაუდგეს სათავეში ამ საქმეს, წაჰყვეს მათ და, თავად გასინჯოს ღვინო, არ შევრცხვეთ, თავი არ მოგვეჭრას დაპატიჟებულ სტუმრებთანო.

რაღას იზამდა თამადა, უარი ვეღარ თქვა და გაჰყვა მათ. იფიქრა, სადაც ამდენ პატივს ვცემ ცხონებულს, ბოლოს მაინც ვიტყვი, ჩემი ხელმძღვანელობით შეირჩა ღვინო და მოება თავი ამ საქმეს ბოლომდეო. გავიდა სამი-ოთხი საათი, არ ჩანან. აფორიაქდნენ ჭირისუფლები, სად წავიდნენ აქამდეო.

გავიხედეთ, გაჩერდა დიდი „გრუზავიკი“. საბარგულზე შემოდებულია ღვინის ბოცები, მაგრამ ბრიგადის წევრები და თამადა არ ჩანან. ვკითხეთ მძღოლს: ის პატიოსანი ხალხი სად არიანო? გაეცინა: ეგე, ზემოთ ღვინის ბოცები დევს, ჩამოიღეთ და მანდვე წვანან ისინიც, თან გადმოაყოლეთო. თურმე, ღვინის ასარჩევად რომ მისულან, ამდენ რჩევა-რჩევაში ისე დამთვრალან, ფეხზე ვეღარ იდგნენ. რას ვიზამდით? გადმოვიღეთ ბოცები და ისინიც გადმოვასვენეთ მკვდრებივით.

შეუცვლელი ვინ არის? ჰოდა, სასწრაფოდ შეიკრიბა ისევ ჭირისუფალი, იფიქრეს, ერთის ნაცვლად ექვსი არ გაგვიხდეს დასასაფლავებელიო, გადააყენეს თამადა და ახალი დანიშნეს. ერთი სიტყვით, თამადა არც დასაფლავებას დასწრებია, არც ქელეხს და ყველაფერი რომ ჩამთავრდა, მერე გამოფხიზლდა და გამოჩნდა. რომ გაიგო, მკვდარი დაასაფლავესო, სინანულით გამოთქვა საყვედური: კაცო, უჩემოდ როგორ დაასაფლავეთ ის პატიოსანი კაცი, მაგის გამო კინაღამ მეც წერილი წავიღე. ისეთი „რეჩი“ მქონდა მომზადებული, ისე უნდა მეთამადა, საცოდავს რომ მოესმინა, უკან მობრუნდებოდაო. ჭირისუფალი გადაირია: რას ამბობ კაცო, შენს გამოფხიზლებას რომ დავლოდებოდით, ხომ დავიხოცებოდით ნამტირალევი, ის მკვდარი აქეთ შეგვეხვეწებოდა, მომასვენეთ ახლა, ხალხნი არ ხართო?! ჰოდა, რაც შეეხება შენს მომზადებულ „რეჩს“ და მის მობრუნებას იმქვეყნიდან, თუ კაცი ხარ თავი გაგვანებე. კიდევ კარგი, გადაგაყენეთ თამადობიდან, თორემ ხარჯი გაგვიღია, ძლივს დაგვისაფლავებია და ახლა იქ განისვენოს მშვიდად, შეირგოს და შეგვარგოს რაც დავხარჯეთო“.

მომღერალი და ფიზიკოსი გია ღარიშვილი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბატონ გიას გასახსენებელი არაერთი „ორიგინალური ისტორია“ მუდამ გააჩნია და ორ მათგანს ამჟამად მოგვიყვება.

„ერთხელ, ორი მანქანით მივდიოდით საძმაკაცო. „გაიშნიკებმა” გააჩერეს წინ მიმავალი ჩვენი მეგობრის მანქანა. ჩვენც, რასაკვირველია, უკან მივადექით და გავჩერდით. მაშინ ის დრო იყო მანეთი რომ მანეთობდა. წინა მანქანაში ადმინისტრატორი იჯდა და მას ჰქონდა ფული. იფიქრა, ამათ ფული რომ არ მივცეთ, ისე არ გაგვიშვებენო, გაიკრა ჯიბეზე ხელი და ამოიღო 500 მანეთი – სულ მანეთიანები და სამმანეთიანები. ამ დროს მძღოლმა საბუთები გადააწოდა „გაიშნიკს”, ადმინისტრატორმა კი ფულის გადათვლა დაიწყო მისაცემად, მაგრამ, უცბად, ჩაიქროლა დიდმა ტრაილერმა.

ისეთი ჰაერის ტალღა წამოვიდა, ეს ხუთასი მანეთი ჰაერში აფრინდა. დააჭყიტეს თვალები „გაიშნიკებმა”, გაეკიდნენ ამ ფულს და დაიწყეს შეგროვება. რამდენი მანქანა გაივლიდა, აფრიალდებოდა მანეთიან-სამმანეთიანები ჰაერში და ისინიც დაიწყებდნენ ხტუნვასა და ხელების ფოთიალს ჰაერში. ისე დაიღალნენ, ქანცი გაუწყდათ. მოკლედ, იმდენი ქნეს საცოდავებმა, ერთ საათში ძლივს შეაგროვეს ის ფული. მერე ამბობდნენ, რა ღმერთი გაგვიწყრა და რაღა მაინცდამაინც თქვენ გაგაჩერეთო. რაც მთავარია, მანქანიდან გადმოსული რომ დაგვინახეს, წვალებით შეგროვებული თანხა მძღოლს უკან დაუბრუნეს“.

დღევანდელი მოგონებების დასასრულს სიტყვას კვლავ გია ღარიშვილს გადავცემ.

„ერთხელ, მეგობრებთან ერთად მანქანით მივდივართ. ყოფილ ლენინის მოედანზე მილიციელმა გაგვაჩერა – მძღოლს საბუთები გამოართვა და ჯარიმას უწერს. ვიფიქრე, იქნებ ჩემმა ცნობადობამ გაჭრას-მეთქი. შემომხედა – ვერ მიცნო. გულზე ეწერა სახელი და გვარი. ამოვიკითხე და მივხვდი, როგორ უნდა მემოქმედა. ვუთხარი: რას შვრები, შე კაი კაცო, ჯარიმას როგორ გვიწერ, არ გახსოვარ, შენთან სახლში ვარ ნამყოფი-მეთქი?

დაკვირვებით ამხედ-ჩამხედა. სახეზე ეწერა, რასაც ფიქრობდა: ორი ვარიანტია – ბოლოს და ბოლოს, ქართველები ვართ. თუ ეს კაცი ჩემს სახლშია ნამყოფი და არ მახსოვს – ეს ჩემი შეურაცხყოფაა. თუ მე არ ვიყავი სახლში და ეს იქ იყო, მაშინ, რა უნდოდა ჩემს სახლშიო. ვერ გასცა პასუხი თავის ნაფიქრალს. საბუთები დაკეცა, გაუწოდა მძღოლს და მე დამიწყო დაჟინებით ყურება. მეც არ ვახსენებ თავს. ვხედავ, „იზმენაში” ჩავარდა. ბოლოს ვუთხარი: კარგი, ჰო, ნუ გაიჭყლიტე ტვინი ამდენი ფიქრით, სახლში ტელევიზორი არ გაქვს-მეთქი? მაქვს, მაგრამ, შენთან რა კავშირშია ჩემი ტელევიზორიო.

გამეცინა: რა კავშირში და, „ოთხი გია” რომ მღერის, ერთხელ მაინც არ მოგისმენია, შე კაი კაცო-მეთქი? შემოირტყა თავში ხელი, გადამეხვია – როგორ არ მომისმენია, მეც არ ვთქვი, საიდან ვიცნობ ამ კაცს-მეთქი? თან გცნობდი, თან – ვერა, რა აღარ ვიფიქრე, თუ გინდა, ჩემს მანქანაზე „კანარეიკას” ჩავრთავ და ისე მიგაცილებთ, სადაც მიდიხართო, – აი, ეს იყო თბილისელობა, გაგება და ურთიერთობა, რაც იმდროინდელ ჩვენს ქალაქს ახასიათებდა და ჩვეულებრივი მომენტი იყო“.




 ახალი ამბები
  • რას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიკორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა. ეზუგბაიას თქმით, ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა მარნეულის სოფელ მარეთიდანაა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია და ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს. „თითქმის სამჯერ ნაკლებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები გამოჯანმრთლებულებთან შედარებით“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. საქართველოში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი ... ...
  • EMC აზარტული ინდუსტრიისგან ბავშვთა დაცვას მოითხოვსEMC არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის, წლების მანძილზე, მოუგვარებელ პრობლემას ეხმაურება. ბავშვთა სიღარიბის მაღალ მაჩვენებელთან და განათლების სისტემაში არსებულ ჩავარდნებთან ერთად, ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა მძიმე გამოწვევად რჩება, რომელიც ქრონიკული სიღარიბისა და ფსიქოსოციალური პრობლემების რისკს ზრდის. არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო გარემოსა და ჯანსაღი განვითარების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უმოკლეს დროში შეიმუშავოს აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მექანიზმები და არ დაუშვას მათში არასრულწლოვანთა მონაწილეობა. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აზარტულ თამაშებში ჩართული არასრულწლოვნების შესახებ გამოქვეყნებული საგანგაშო კვლევის მიხედვით 15 წლამდე მოზარდთა 34%-ს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში, 27%-ს კი - ბოლო 1 წლის განმავლობაში. ამგვარი აქტივობების ადრეული ასაკიდან დაწყება ზრდასრულ ასაკში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თამაშზე დამოკიდებულება დაავადებად/აშლილობად მიიჩნია და შესაბამისი კლასიფიკაციაც მიანიჭა, ევროპის კომისიამ კი მიიღო რეკომენდაციები ონლაინ აზარტული მომსახურებების მომხმარებელთა და მოთამაშეთა დაცვისა და მცირეწლოვანთა ონლაინ აზარტული თამაშებისგან დაცვის შესახებ. დოკუმენტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, დაარეგულირონ აზარტული თამაშები და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით (მათ შორის, აზარტული თამაშების რეკლამირების მკაცრი რეგულირებით, ასაკის შემოწმების მექანიზმითა თუ კონტროლის პროგრამებით) უზრუნველყონ აღნიშნულ თამაშებში არასრულწლოვნების ჩართვის პრევენცია. მიუხედავად არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ ბავშვის უფლებათა კოდექსის ჩანაწერებისა და აზარტულ და მომგებიან თამაშებში ბავშვების ჩართვის აკრძალვისა, სახელმწიფოს კვლავ არ შეუქმნია ეფექტიანი საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო როგორც პრევენციის, ისე პრობლემაზე რეაგირების მიმართულებით. სათამაშო ბიზნესი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად რჩება. დღეს საქართველოში მოქმედი 10 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან 3 ტოტალიზატორია. სექტორის ბრუნვამ, 2018 წელს, 14 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სათამაშო ბიზნესის დაბეგვრით მიღებული შემოსავლები ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ხელშესახებ წილს შეადგენენ. აზარტულ თამაშებში ჩართვა უამრავი პრობლემის საფუძველია - მათ შორისაა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ფინანსური პრობლემები, დასაქმებასთან და განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე უსახლკარობა, სუიციდი და სხვა. კრიზისის პირობებში, ეს რისკები განსაკუთრებით სახიფათო ხდება. კორონავირუსის პანდემია საქართველოს უამრავ მოქალაქეს მძიმე ეკონიმიკური წნეხის ქვეშ აყენებს. ცნობილია, რომ ეკონომიკური კრიზისები აზარტულ თამაშებში ჩართულობას ზრდის, თუმცა საქართველოში მოქმედ ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობა არ შეუწყვეტიათ და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მომხმარებლების მიზიდვას ახალი მარკეტინგული კამპანიებით ცდილობდნენ. ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ოჯახებისთვის დამატებით ეკონომიკურ სირთულეებს აჩენს, არასწრულწლოვანთათვის კი ქრონიკული სიღარიბის რისკს ზრდის. ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფები უფრო ხშირად ერთვებიან აზარტულ თამაშებში, აზარტულ თამაშებში ჩართულობა კი, თავის მხრივ, სიღარიბის კვლავწარმოებას უწყობს ხელს. შესაბამისად, საქართველოში აზარტული თამაშების ფართო გავრცელება და სათამაშო ბიზნესის ზომა მძიმე სოციალური ფონის სიმპტომიცაა და მისი შენარჩუნების ინსტრუმენტიც. არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე - უახლესი მონაცემებით საქართველოში ყოველი მესამე, ანუ დაახლოებით 200,000 ბავშვი სიღარიბეში იზრდება - აზარტული თამაშებისა და მათში არასრუწლოვანთა ჩართულობის გავრცელება გადაუდებელი სახელმწიფო ინტერვენციის აუცილებლობას ქმნის. 2019 წლიდან, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და ამ მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კომპონენტი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ნაწილია. თუმცა პრევენციის პოლიტიკა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და უნდა მოიცვას აზარტულ თამაშებში ჩაბმის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე კონკრეტული ინტერვენციების დაგეგმვა. მთავრობის მიერ საკითხის არაპრიორიტეტულად მიჩნევის გამო, სახელმწიფო არათუ არ ზრუნავს ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებასა და ფინანსური რესურსების მობილიზაციაზე, არამედ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შეამცირა იმ კომპონენტის დაფინანსება, რომელიც ნივთიერება დამოკიდებულებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციას ისახავს მიზნად.[5] ამასთან, ქვეყანას დღემდე არ შეუმუშავებია სუიციდის პრევენციის პროგრამები/სტრატეგია, რომლის დაგეგმვისა თუ განხორციელების პროცესში დააიდენტიფიცირებდა სუიციდისა თუ მისი მცდელობების გამომწვევ მიზეზებს, მათ შორის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართებას სუიციდთან; კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია დაწყებითი განათლების სისტემის როლი როგორც არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირებაში, ისე სხვა ფსიქოსოციალური პრობლემების თავიდან აცილებაში. კვლევების თანახმად, სკოლაში შესაბამისი ღირებულებებისა და ნორმების დანერგვას მოსწავლეთა შორის აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირება შეუძლია. პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფოს რეაგირებითი პოლიტიკაც. მნიშვნელოვან პრობლემად უნდა ჩაითვალოს აზარტული თამაშების რეკლამირების დაურეგულირებლობა. კაზიონებისა და ტოტალიზატორების მარკეტინგული კამპანიები შესაძლოა თამაშზე დამოკიდებულების რისკს ზრდიდნენ, ხოლო მათთვის, ვინც დამოკიდებულების დაძლევას ცდილობენ, დამატებით სირთულეებს აჩენდნენ. საგულისხმოა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული თვითიზოლაციის პირობებში მარკეტინგული კამპანიები მომრავლდა, რაც მათ შესაძლო ნეგატიურ გავლენას კიდევ უფრო ზრდის. ამასთან, სუსტია რელევანტური საკანონმდებლო ნორმების აღსრულების მექანიზმები - განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს არაეფექტიანი კონტროლი არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში ჩართვის პროცესებთან დაკავშირებით.[6] პრობლემურია ონლაინ სამორინეებში რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რაც აზარტულ თამაშებს ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომს ხდის. შესაბამისად, არსებობს მისი მკაცრი რეგულირების აუცილებლობა. უმნიშვნელოვანესია, რომ რეგისტრაციის პროცედურებმა არასრულწლოვანთა ჩართულობა გამორიცხოს, ასაკის დაუდგენლად რეგისტრაცია კი შეუძლებელი გახდეს. ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში სახელმწიფოს ვალდებულებების სიმწირე/არარსებობა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების, იდენტიფიცირების, მათი საჭიროებების შესწავლის, როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ სფეროში მათი მხარდაჭერისა და სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს: განახორციელონ საკანონმდებლო ცვლილებები აზარტული თამაშებისა და მისი რეკლამირების აკრძალვის ან მკაცრად და დეტალურად დარეგულირების მიზნით, მათ შორის, არასრულწლოვნების საჭიროებებისა და გამოწვევების მხედველობაში მიღებით.საქართველოს მთავრობას: გამოავლინოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები, ასევე, დამოკიდებული ადამიანებისა და მათი ოჯახების წინაშე არსებული გამოწვევები და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, განახორციელოს ეფექტიანი პრევენციული და რეაგირებითი ინტერვენციები.განახორციელოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხის პრიორიტეტიზაცია ჯანდაცვის პოლიტიკაში და თამაშებზე დამოკიდებული პირები უზრუნველყოს სარეაბილიტაციო და სხვა ტიპის მხარდამჭერი სერვისებით;უზრუნველყოს აზარტულ თამაშებთან დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების ეფექტიანი აღსრულება, _ აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ... ...
  • როგორია COVID-19-თან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია საქართველოში დღეისთვისმთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდ StopCov.ge-ზე საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია განახლდა. StopCov.ge-ს მიხედვით, დღეისთვის საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2508 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი _ ... ...
  • "ცხედრები ძლივს ამოიცნეს" - ვინ არიან ხობში დაღუპული ახალგაზრდებიხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვენენ. "სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ", _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადაცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია. როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-8  ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...