გალახული თამადა

ზაფრანი

გალახული თამადა

2015 დეკ 26 15:49:38

ღვინო და ქართველები ერთგული მეგობრები არიან. ამ სიყვარულმა და ურთიერთგაგებამ დროის მკაცრ გამოცდას თავი ჩინებულად გაართვა. ისინი ძმაკაცობენ, ერთმანეთს არ ღალატობენ და ჭირსა თუ ლხინშიც გვერდი-გვერდ არიან.

ბახუსის ტყვეობაში ყოფნა სასიამოვნო განცდაა და იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მასთან დაკავშირებით მრავალი მოგონება არ გააჩნდეს. საქართველოში ღვინის სმის კულტი ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ამ დარგის “მეცნიერების” განვითარებაში ჩვენს ცნობილ თანამემამულეებს თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეაქვთ.

დღევანდელი სახალისო მოგონებების მთავარი გმირი მისი უდიდებულესობა, ბატონი ბახუსი იქნება და ამ შესანიშნავ „პერსონაჟთან“ დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო „მოგონებას“ შემოგთავაზებთ.

ჩვენი პირველი სტუმარი მსახიობი გიორგი გურგულია იქნება რომელიც ორ სახალისო ისტორიას გაიხსენებს. ბატონი გიორგი თავდაპირველად ერთ ქართულ სუფრას და მის  ორიგინალურ თამადას გაგვაცნობს.

"ერთი კოლორიტი თამადა იყო. მასთან ერთად სუფრასთან ჯდომა ერთ რამედ ღირდა. მოკლედ, ერთ დღესაც თამადად მიიპატიჟეს. დალია დიდი ყანწით სადღეგრძელო, ისევ შეავსო ყანწი ღვინით და ერთ-ერთ თანამოსუფრეს გაუწოდა. იმ კაცმა ხმადაბლა უთხრა, ვერ დავლევ თამადა ბატონო, გული მაწუხებსო. თამადამ რიხიანად შესძახა, რა იყო შე კაი კაცო, გული ჩვენც გვაწუხებს, მაგრამ მაინც ვსვამთ, გული აბა, რისი გულია, თუ არ შეგაწუხა ადამიანიო. იმ კაცმა ისევ ჩუმად მიუგო, არა ბატონო, მარტო გული კი არა, ღვიძლიც მაწუხებსო და ვერ დავლევო.

გადაირია თამადა, რას ჰქვია ღვიძლი გაწუხებს, რომ გეუბნები, გამომართვი ეს ყანწი და დალიე, ჩვენც გვაქვს ღვიძლი, მაგრამ ვსვამთო. შეწუხდა ის კაცი და ისევ უთხრა, ვერ გეახლებით, ნაღვლის ბუშტი მაწუხებს და აქვე მოვკვდები, ეგ რომ დავლიოო. თამადა თავისას უბერავს, ერთ დღეს ჩვენც კი მოვკვდებით, გამომართვი ეს ყანწი, ჩამომძვრა ხელები, ჩვენც გვაქვს ნაღვლის ბუშტი, ვსვამთ, მაგრამ ჯერ ცოცხლები ვართო.

მოკლედ არ მოეშვა. ბოლოს იმ კაცმა ყურში ჩასჩურჩულა თამადას: ნუ დამაძალებ შენი ჭირიმე, პათოლოგიური სიმთვრალე მაქვს, სულ მაგიჟებს სასმელი და გაპათოლოგება ამდენ ხალხში არ მინდაო. გაეცინა თამადას, კარგი რა, ჩვენზე გიჟი როგორ იქნები, ნუ გეშინია, შენ დალიე და ჩვენ აგიტანთო. მოკლედ, თავი ვერაფრით დაიხსნა იმ კაცმა და ბოლოს და ბოლოს, მიიტანა პირთან ეს დიდი, სავსე ყანწი. მოიყუდა... შეისვენა... გააგრძელა დალევა და დაცალა თუ არა, მოკიდა ბოლოში ცარიელ ყანწს ხელი, გააქანა და ისე გლიჯა თავში თამადას, გადააყირავა და ძირს უგონოდ დააგდო.

მერე უთქვამთ თურმე, ეს რა ჰქენი ბიჭო, ეს ჩვენი საამაყო, კოლორიტი თამადა როგორ გაიმეტეო. იმას კიდევ თავი უმართლებია, რა მექნა, არ მინდოდა, ვეხვეწე, ვემუდარე, ნუ დამალევინებ, თორემ გავაპათოლოგებ-მეთქი. არ დამიჯერა და კი მიიღო იმ ყანწით "აბაროტიო".

ნიკო ლეკიშვილს თბილისში კარგი მეგობრის სახელი აქვს. ის ძველი პლეხანოველია და ამ უბანთან ბევრი კარგი და სასიამოვნო მოგონებაც აკავშირებს. მის დიდ სამეგობროში ბევრი ისეთი ადამიანია, რომელთა ისტორიები დღესაც კი კარგად ახსოვთ თბილისში. ერთ-ერთ მათგანს ბატონი ნიკო დღესაც სიამოვნებით იხსენებს.

"ერთი პერიოდი "სუხოი ზაკონი" გამოცხადდა. არ შეიძლებოდა დალევა, რესტორანში ქეიფი.

ერთ დღესაც, კახეთში, "ზაოდობაზე" წავედით მთელი ჩემი სამეგობრო წრე და მაგრად წავუქეიფეთ. ერთ-ერთი მეგობარი იმ დროს ქარხნის დირექტორი იყო, მეორე მეგობარს კი ჩუმად მისთვის სურათები გადაუღია.

ქეიფი რომ დავამთავრეთ, წამოვედით თბილისში. გავიდა რამდენიმე დღე. ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე ვარ და ჩემმა მდივანმა შემომიტანა წერილი, რომელსაც თან ახლავს ფოტოები და წერილი – აი, ნახეთ ფაქტები, თქვენი დირექტორები რა დღეში არიან, გთხოვთ, მიიღოთ ზომებიო. ფოტოზე კი ის ჩემი მეგობარია გადაღებული ხელში უზარმაზარი ყანწით, მეორე სურათზე კი ხელები აქვს გაშლილი და წინ დიდი სუფრა და საჭმელ-სასმელი ჩანს. მაშინვე მივხვდი, ვინც იყო ამ ანონიმური ფოტოებისა და წერილის ავტორი. ეგრევე გადავურეკე ჩემს მდივანს და ვუთხარი ჩემს მეგობარზე – ამა და ამ ქარხნის დირექტორს დაურეკეთ და უთხარით, სასწრაფოდ აქ გაჩნდეს-მეთქი. გაკვირვებია, ნეტავ თვითონ რატომ არ მირეკავს პირადადო. რომ მოვიდა, მოსაცდელში ვაცდევინე ერთი საათი. ამას მიჩვეული არ იყო და სულ მთლად გადაირია, გული გაუსკდა თურმე შიშით, ნეტავ რა ხდება, ეტყობა, რამე სერიოზულიაო. კომპრომატები ჩემს მაგიდაზე გავშალე და ერთი საათის შემდეგ შემოვუშვი ოთახში. ვუთხარი: რა არის, ყველაფერს მიკეთებთ, რომ პრობლემა შემიქმნათ, დაგიშავეთ რამე, ქეიფს უნდა გადამაყოლოთ-მეთქი? გადაირია, რას ვაკეთებ, რა პრობლემებს გიქმნიო. გადახედა ფოტოებს და... ჯერ პატარა ჭიქებით ხელში იყო გადაღებული, მერე ცოტა დიდით, მერე დიდი ყანწით და... დაიწყო გინება: ოხ, ჭიჭინაძე, მე შენი... არ გამისკდა გულიო... მერეღა მიხვდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ ხუმრობა გვაპატია მეგობრებს".

დღევანდელი "ალკოჰოლური მოგონებების" ბოლო სტუმარი თავის დროზე ცნობილი ჯგუფი ოთხი გიას  ერთ-ერთი წევრი, ბატონი გია ნაცვლიშვილი იქნება.

"ერთხელ ახლობელთან მომიწია მისვლა. სუფრა გაიშალა. არ მიყვარს, როცა გადამეკიდებიან გინდა თუ არა იმღერეო. სიმღერასაც ხომ თავისი განწყობა უნდა? ცოტა ეშხში უნდა შეხვიდე, ცოტა განწყობა შეიქმნა, მოშინაურდე... მოკლედ, ჩემს წინ იჯდა უცხო ქალბატონი. ცოტა არ იყოს, კეკლუცობდა. გადამეკიდა, გინდა თუ არა იმღერეთ, ღმერთის წყალობაა, როცა ადამიანს სიმღერის ნიჭი აქვს, ალბათ, როგორ გსიამოვნებთ, როცა სიმღერას გთხოვენ, რატომ არ მღერით, მომღერალი არ ხართო. "გავატარე" მისი ნათქვამი და გავაგრძელე ჭამა.

არ დაშოშმინდა. იმეორა და იმეორა: რატომ არ გინდათ, იმღეროთ, მოგვასმენინეთ თქვენი ნამღერი, სუფრას უხდება ქართული სიმღერაო. ისევ „გავატარე“. მოკლედ, არ გაჩერდა. ავდექი და ბოლოს ვუთხარი: უკაცრავად ქალბატონო, რა პროფესიის ბრძანდებით-მეთქი. გაუკვირდა, რაში გაინტერესებთ ჩემი პროფესიაო. ვუთხარი, მე მომღერალი ვარ და ეს იცით, მეც მაინტერესებს თქვენ რა პროფესიის ადამიანი ბრძანდებით-მეთქი.

გაიპრანჭა და მიპასუხა, გინეკოლოგი გახლავართო. მეც აღარ მოვერიდე და მივახალე: ჰოდა, რომ გადამკიდებიხართ, პროფესიით მომღერალი ხარ და იმღერეო, ახლა რომ გითხრათ, აბორტი გააკეთეთ, რას იზამთ-მეთქი. ამის შემდეგ, ისე გაჩუმდა ის ქალი, აღარ შევუწუხებივარ თავისი მოთხოვნებით. ასე რომ, ზოგჯერ, მართლაც რომ ხერხი სჯობია და არა ღონე და პროფესიული მონაცემი."




 ახალი ამბები
  • ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავესთავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს.  დაკავებულს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.  პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრს ეს იარაღი არასდროს უტარებია.  „ეს დაჭერები, ეს პოლიტიკური რეპრესიები, აი, ეს ძველი ნაცადი მეთოდები, რომლებსაც ახლა კარნახობენ მას მოსკოვიდან, არ გიშველით. ვერ გარეცხავს იმ სისხლს, იმ თქვენს უკვე დალაქავებულ ისტორიას, თუ დროზე არ გაუშვებთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ანტისაოკუპაციო მიტინგებში მონაწილეობდნენ, კობა კოშაძეს, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა, ეს დააჩქარებს თქვენს პოლიტიკურ დასასრულს და თქვენც სამართლებრივად აგებთ ყველა ამ მოქმედებაზე ძალიან მკაცრად პასუხს საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, - განაცხადა კოტე ... ...
  • მერიაში რეორგანიზაციის საკითხი, ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ განსახილველად კვლავ გადადოდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ეროდი გორდელაძის წინადადებით, გახანგრძლივებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის საკითხი, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. _ კომისიაზე კიდევ განვიხილოთ ეს საკითხი და შემდეგ პროექტი სამართლებრივი დასკვნისთვის გადავუგზავნოთ მთავრობის სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტს,  _ თქვა გორდელაძემ. თუ რატომ გზავნიან ექსპერტიზის დეპარტამენტში პროექტს, ამაზე კომისიის წევრმა დეპუტატებმა ლავრენტი ბიგვავამ, ლევან მგელაძემ, შოთა გოგიბერიძემ და  და სხვებმა იმსჯელეს. _სინამდვილეში არ  უნდა გაიგზავნოს, რადგან არსებული კანონმდებლობით , მერიას არავის თანხმობა არ სჭირდება სამსახურების რეორგანიზაციისთვის და დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მერიას პირველ რიგში უნდა წარმოედგინა თავის დებულებაში ცვლილების შეტანის პროექტი და შემდეგ უნდა ჩაეტარებინა რეორგანიზაცია, _ თქვეს მათ. _ესარ არის ის საკითხი, რომელზეც არ გვემსჯელოს. სამჯერ გვქონდა მიწერილი, წარმოედგინათ  მე-40 მუხლში ცვლილების შესახებ, - თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, მერიის დებულებაში, მე-40 მუხლში წერია, რომ მერია საკრებულოსთან ერთად ატარებს რეორგანიზაციას. ეს მისივე  ინიციატივით იყო შესული. როცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომ მერს თავად აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს  რეორგანიზაცია, საკრებულოსგან სამგზის მიმართვის მიუხედავად, შეესწორებინამე-40 მუხლი, მერმა ეს არ გააკეთა. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ  სიტყვა ითხოვა და  ისაუბრა კარიერებთან დაკავშირებით, სადაც დიდია მოსახლეობის  ვნებათაღელვა. _ მთელი კვირაა, დავა და ჩხუბია. თუ რაღაცნაირად არ ჩავერთეთ ამ პროცესში, შესაძლოა სისხლი დაიღვაროს. იმ კარიერების წარმომადგენლები ჩვენ გვადანაშაულებენ, ძალიან ბევრი ლაფსუსია კანონმდებლობაში, _ თქვა მან. დეპუტატმა გოჩა კილაძემ განაცხადა, რომ ლიცენზიები სწორად არის გაცემული, მოპოვება ხდება კანონდარღვევით. _ პირველი, ვინც ხმა ამოიღო ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე  ჩვენი საკრებულო იყო. ჩემი აზრი ასეთია, მერიამ აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს,  კონკრეტულ პირზე. კანონმდებლობა კარგად არის გაწერილი,  აღსრულება არის ნული. მერიამ მიმართოს სასამართლოს ლიცენზიანტის მიერ დარღვევების თაობაზე, მინიმუმ, ჯარიმა კი არა, დაიჭირონ იქნებ, ვინმე. მე კი არ მინდა ეს, მაგრამ არ მგონია ,სასამართლოს გარეშე ეს მოგვარდეს, _ თქვა დეპუტატმა ლავრენტი ... ...
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...