ბელადის "ჩიბუხი"

ზაფრანი

ბელადის "ჩიბუხი"

2016 თებ 6 18:00:18

ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ქართველ ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა სამშობლოს გარეთ უწევდათ. უცხო ქვეყანაში ყოფნა ქართველებისათვის მძიმე გახლდათ. ამის მიუხედავად ჩვენებურები საკუთარ ღირსებას არ კარგავდნენ და სხვადასხვა მოულოდნელ სიტუაციებში აღმოჩენილები, წარმოქმნილ პრობლემებს თავს კარგად ართმევდნენ.

საბჭოთა ჯარში სამხედრო სამსახურის თემა ნებისმიერი ქართული ოჯახისთვის მტკივნეული გახლდათ. ამავდროულად, შინ დაბრუნებული ყოფილი ჯარისკაცები არაერთ სახალისო ისტორიებს ყვებოდნენ.

დღევანდელ წერილში კვლავ ძველ დროში დაგაბრუნებთ და ყოფილი დიადი სამშობლოს შეიარაღებული ძალების სამყაროს გაგახსენებთ.

ცნობილმა ქართველმა მსახიობმა გურამ ფირცხალავამ ჯარში სამსახურის დროს მართლაც გმირობა ჩაიდინა და უკრაინელი მეგობარი დიდი განსაცდელისაგან იხსნა, ყოფილი პარლამენტარმა, მამუკა გაჩეჩილაძემ ქართული საზრიანობა გამოიჩინა და სამხედრო სავალდებულო სამსახური „დიდ გასეირნებად“ აქცია, პოლკოვნიკ ავთო ყენიას კი სამხედრო აკადემიის დამთავრებაში ხელი დიდი სტალინის სახელმა შეუწყო.

გურამ ფირცხალავა

„სამხედრო სამსახური მურმანსკის ოლქში მოვიხადე. ნაწილში „სტარიკები“ დამხვდნენ, ამათგან ერთი ვაჟკაცური გარეგნობის უკრაინელი ჯარისკაცი, გვარად ბონდარი აქტიურობდა. მანამ მდია, სანამ საკადრისი პასუხი არ მიიღო. დარწმუნდა რომ ჩემთან მტრობა არ ღირდა და ბოლოს დავძმაკაცდით.

მალე ამ ჩვენს ბონდარს გათავისუფლების დრო მოუვიდა, მაგრამ აშშ-სა და კუბას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, საბჭოთა ჯარში დემობილიზაცია ნახევარი წლით შეაჩერეს. ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა დარდის არაყით გაქარვება სცადა და ერთ არასასიამოვნო ისტორიაში გახვეული აღმოჩნდა, რომლის მთავარი მომქმედი „გმირიც“ მე აღვმოჩნდი.

ნაწილში არსებობდა ტანკის პრინციპზე აგებული და ტანკზე უფრო ძლიერი მანქანა „ბატი“. მას ძირითადად გზების დასაგებად ან თოვლისაგან მათ გასაწმენდად იყენებდნენ, რადგან უზარმაზარი, ბრტყელი და განიერი ცხვირი ჰქონდა. „ბატს“ ბონდარი მართავდა.

ერთხელაც, არყით უგონოდ მთვრალმა უკრაინელმა „ბატი“ გაიტაცა და გეზი ფინეთის საზღვრისკენ აიღო. ახლა ვერ გეტყვით, რისი იმედი მქონდა მაშინ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მის მობრუნებას შევძლებდი. ნაწილის უფროსობამ „ვილისი“ მომცა და გაქცეულ მეგობარს მთელი სისწრაფით დავედევნე.

მალე დავეწიე, გავუსწარი და მანქანა გზის გარდიგარდმო გავაჩერე. ბონდარმა „ბატი“ ჩემს შორიახლოს გააჩერა და მთხოვა გავცლოდი. როდესაც ჩემგან უარი მიიღო, მოულოდნელად ავტომატი მომიშვირა. ნასვამი იყო და თან გაცოფებული. რა უნდა მექნა? ერთი რამ ვიცოდი - ვერ გავიწეოდი. ახლა ადგილიდან დაძვრა და მისთვის გზის დათმობა ჩემს ძალებს აღემატებოდა.

არ ვიცი, ეს ყველაფერი რამდენ ხანს გრძელდებოდა, სავარაუდოდ - წუთები, მაგრამ ბევრს, ალბათ, მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოუწევს ისეთი მძაფრი განცდის გადატანა, როგორიც მე დროის იმ მცირე მონაკვეთში გადავიტანე.

ჩემმა სიჯიუტემ თუ თავგანწირვამ ბონდარი გატეხა. ავტომატი მიწაზე დაანარცხა, „ბატიდან“ ჩამოხტა, მომიახლოვდა, გადამეხვია და მორჩილი ბავშვივით თავი მხარზე დამადო.

ნაწილში ბონდარის მკაცრად დასჯა გადაწყვიტეს. ისევ აქტიურად ჩავერთე საქმეში. თქვენ წარმოიდგინეთ, ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა ჩემი როლი მომხდარ ინციდენტში და ბონდარი არათუ სასჯელისგან გაათავისუფლეს, ორ კვირაში, შინ გაამგზავრეს კიდეც.“

მამუკა გაჩეჩილაძე

„სამხედრო სამსახური უკრაინაში გავიარე. ჩემთან მსახურობდა ერთი ლვოველი ბიჭი, იური ერქვა, მამამისი „ობკომის“  მდივანი იყო, „ვოლგა“ ემსახურებოდა. მეც დავუძმაკაცდი და მოლხენის მეტს არაფერს ვაკეთებდით.

მამაჩემი პარტიული ფუნქციონერი იყო და ჯგუფები დაჰყავდა სამოგზაუროდ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა საქართველოში მსურდა, ამიტომ  სახლში ისეთ წერილებს ვაგზავნიდი, მშობლებს მდუღარე ცრემლი სდიოდათ, ბიჭი გვეღუპება, როგორმე ვუშველოთო. ვწერდი რომ აუტანელი პირობებია, მშიერი ვარ, ფული არა მაქვს, დღედაღამე გვამუშავებენ, ოფიცრები გვჩაგრავენ-მეთქი.

მამას მოზრდილი ჯგუფი ჩეხეთში უნდა წაეყვანა. თან ჩემზე დარდით არის გადარეული. გზად ერთი ღამე კიევის სასტუმროში უნდა გაეთენებინათ. ჩავიდნენ თუ არა კიევში, მაშინვე ჩემკენ გამოქანდა, ჟიტომირში. ნაწილი მოძებნა და ჯარისკაცებს ეკითხება:

- მამუკა გდე, გაჩეჩილაძე, ია ევო ატეც.

ეგ ნაწილში არ იქნებაო – უთხრეს. რას ჰქვია, არ იქნებაო, ცუდად გახდა კაცი.

- ვიდიტე, „ვოლგა“ ნე სტაიტ, - ეუბნებიან.

- კაკაია „ვოლგა“? - ვალიდოლი გადაყლაპა მამაჩემმა.

- ბელაია, - უხსნიან და ქალაქის ბოლოში რესტორნის მისამართი მისცეს, იქ მიაკითხეთო.

ამ დროს ვსხედვართ რესტორანში მეგობრები, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწკეპილები, ღვინით სავსე ჭიქებს ვატრიალებთ და სიმღერა „კარაკუმს“ ვუსმენთ, ძალიან პოპულარული იყო. გავიხედოთ და კარში მამაჩემი არ გამოჩნდა? გახარებულმა გავძახე:

- შალვა პავლოვიჩ, აქეთ, კაკრას მშობლების სადღეგრძელოზე ვართ!

კარგა ხანს მიყურა შორიდან:

- თფუი, შეგირცხვა სინდისი! დედაშენმა შენი წერილების კითხვაზე 20 კილოგრამი დაიკლო, გული ხელით უჭირავს, მე კი ორმოცდაათი კაცი კიევში დავტოვე უპატრონოდ! შვებულება არ აიღო და არ ჩამოხვიდე, თორემ ჩემი ხელით მოგკლავ!

ახლოს არ მოსულა, ერთ-ორი „მამაპაპური“ მომაყოლა, გატრიალდა და წავიდა“.

ავთო ყენია, პოლკოვნიკი

„მოსკოვის სამხედრო აკადემია დავამთავრე. ლექციებს ტოპოგრაფიაში მაიორი მალცევი მიკითხავდა. ძალიან მკაცრი კაცი იყო და, თუ ბოლომდე არ ჩააბარებდი ყველაფერს, ნიშანს არ გაღირსებდა. ამასთან, ძალიან უკარება, მოუსყიდავი ადამიანი იყო და იმის გამო, რომ მის საგანს არ ვსწავლობდი, ამითვალწუნა.

მალცევს ერთი სისუსტე მაინც ჰქონდა - ის სტალინისტი იყო. დიდი ბელადის ხსენებაზე მას ცრემლი მოადგებოდა ხოლმე თვალებზე და ტიროდა. ერთხელ. მორიგი წარუმატებელი ჩათვლის შემდეგ მითხრა:

- სირცხვილი შენ, ყენია, სტალინი ქართველი იყო, შენც მისი თანამემამულე ხარ და მის სახელს არცხვენ. დამეკარგე აქედან, აუცილებლად გაგრიცხავ.

იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ გამომვმძვრალიყავი ამ სიტუაციიდან. ორდღიანი ფიქრის შემდეგ თბილისში დავრეკე და მამაჩემს ვუთხარი:

- მამა, სასწრაფოდ გამომიგზავნე ჩემი აკვნის შიბაქი და ბაბუას დახეული ჩექმები!

- რად გინდა, ბიჭო, ხომ არ გაგიჟდი! - გაოცდა მამაჩემი.

ერთი სიტყვით, მეორე დღეს შიბაქი და ჩექმები უკვე ჩემთან იყო. მე ისინი ფაქიზად გავახვიე და პირდაპირ მალცევთან მივიჭერი.

ჩემი სტალინისტი ლექტორი მარტო ცხოვრობდა კომუნალურ ბინაში და რომ დამინახა, შეეშინდა, თუმცა მაინც შემიპატიჟა და მითხრა:

- ქრთამს არ ვიღებ და თუკი ასეთ რამეს მკადრებ, მაშინ ათიანზეც რომ ჩამაბარო, მაინც გაგრიცხავ.

- არა, რას ბრძანებთ, რის ქრთამი! უბრალოდ, მე ისეთი ნივთები მაქვს, რომელთა ფლობის უფლება მხოლოდ თქვენ გაქვთ, როგორც უმწიკვლო სტალინელს.

ერთი სიტყვით, მალცევს შარდით გაჟღენთილი შიბაქი და აყროლებული, დაფხრეწილი ჩექმები წინ დავუწყე და ვუთხარი:

- ბაბუაჩემი სტალინს მალავდა ხოლმე და ეს ჩექმები და ჩიბუხი რევოლუციონერ კობას დარჩა ჩვენთან. ბაბუამ მე მაჩუქა ისინი, მე კი მათ თქვენ გჩუქნით, უანგაროდ, ნიშნის მოთხოვნის გარეშე.

ჩემმა სიტყვებმა მალცევი შოკში ჩააგდო. მე ამით ვისარგებლე და მისი ბინიდან წამოვედი.

მეორე დღეს აკადემიაში შიბაქმომარჯვებული და დაფხრეწილ ჩექმებში გამოწყობილი მალცევი შემხვდა. ის ამაყად დააბიჯებდა და შიბაქს აბოლებდა, თან ყველას უხსნიდა, რომ ისინი დიდი ბელადის პირადი ნივთები იყო.

მალცევმა სტალინის ხათრით არ გამრიცხა და სამიანი დამიწერა, შიბაქი ფრთხილად მოქაჩა და მითხრა:

- ისეთი ბედნიერი და ამაყი იყავი, როგორც მე ვარ ახლა.

აი, ასე ამაყობდა სტალინისტი მალცევი ჩემი შიბაქით და ბაბუაჩემის დაფხრეწილი ჩექმებით და რომ არა ისინი, მე სამხედრო აკადემიას ვერ დავამთავრებდი“.




 ახალი ამბები
  • NDI-ს გამოკითხულთა 49 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30 პროცენტს მიაჩნია, რომ არ იცვლება, 18 პროცენტი კი, მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ აღნიშნავს, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ... ...
  • NDI: საპენსიო პროგრამაში ჩართულთაგან 30 %-ს სჯერა, რომ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებსეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა (18-39 წლის ასაკი) 27 პროცენტი აცხადებს, რომ საპენსიო პროგრამაში ჩართულია. კითხვაზე, ჩართული ხართ თუ არა სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში, პასუხები შემდეგნაირია (18-39 წლის ასაკი):  27 პროცენტი – დიახ; 71 პროცენტი – არა. ამასთან, იმ 27 პროცენტიდან, ვინ ჩართულია პროგრამაში, მხოლოდ 30 პროცენტს სჯერა, რომ შეძლებს დაგროვილი თანხით სარგებლობას, როცა პენსიაზე გავა. 57 პროცენტს კი, არ სჯერა, რომ საპენსიო თანხებით სარგებლობას შეძლებს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ... ...
  • NDI_ს გამოკითხვა _ რა ასახელებენ ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემადეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24 პროცენტი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა ექიმებისა და პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, ხოლო 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტების საფასური. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს ... ...
  • NDI: ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილი გამოკითხულთა 13%-იაეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილია, გამოკითხულთა 58 პროცენტი კი ამბობს, რომ ნაწილობრივ კმაყოფილია. კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის ხარისხით ნაწილობრივ უკმაყოფილოა გამოკითხულთა 16 პროცენტი, ხოლო ძალიან უკმაყოფილო 9 პროცენტი. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს ... ...
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...