ახალგაზრდა მილიარდერები

ზაფრანი

ახალგაზრდა მილიარდერები

2016 ოქტ 17 16:14:09

ლარი პეიჯი

„გუგლის” აქციის ფასმა გასულ წელთან შედარებით 28 პროცენტით მოიმატა, რამაც პეიჯის ქონება 4,3 მილიარდი დოლარით გაზარდა. საძიებო გიგანტი კომპანიის გენერალურ დირექტორს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს – მან ხმა დაკარგა და ყელზე მკურნალობს. პეიჯი, სერგეი ბრინთან ერთად, ეკოლოგიური ენერგიის მომხრეა და მისი ინვესტირებით ხდება ელექტრონული ავტომობილების წარმოება „ტესლა მოტორსის” მიერ. პეიჯის სახლი პალო-ალტოში ნამდვილი შედევრია – „ჭკვიანი” სახლი მთლიანად ენერგეტიკულ ეკონომიაზეა დაფუძნებული და მზის ენერგიას იყენებს.

კევინ პლანკი

პლანკი მერილენდის უნივერსიტეტის ამერიკული ფეხბურთის გუნდის წევრი იყო და სწორედ მაშინ შეამჩნია, რომ მოთამაშეების ფორმა უხეში და არაკომფორტული იყო. თავისი ბებიის სარდაფში მან დაიწყო სპეციალური ქსოვილისგან შეკერილი მაისურების წარმოება და კომპანიას „ანდერ არმორი” უწოდა. პლანკი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის დასასრულს კომპანიის შემოსავალი 2,25 მილიარდი დოლარით გაიზრდება, ბიზნესმენს კომპანიის 20 პროცენტი ეკუთვნის და ის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ამერიკაში ტანსაცმლის წარმოებაში.

დენიელ ზიფი

დენიელი მედიამაგნატ უილიამ ზიფის უმცროსი ვაჟია. უილიამი 1994 წელს ჩამოშორდა ბიზნესს და ასპარეზი თავის შვილებს – დირკს, რობერტსა და დენიელს დაუთმო. ზიფების საოჯახო იმპერიაში შედის ჟურნალები: „პოპულარ ავიაშეინი”, „პს მაგაზინი” და „ქარ ენდ დრაივერი”; ცნობილი ამერიკული სამეცნიერო-პოპულარული გამოცემები. ზიფების ახალი თაობა, ასევე, წარმატებით ახორციელებს ინვესტიციებს და მათი შტაბ-ბინა ნიუ-იორკში მდებარეობს.

ელონ მასკი

ქარიზმატული მილიარდერი ელონ მასკი ჰოლივუდური ბლოკბასტერიდან – „რკინის კაცი” ტონი სტარკის პროტოტიპად ითვლება. გასულ წელს მასკი 4,3 მილიარდით გამდიდრდა, რაც მისი წარმატებული ინვესტიციების დამსახურებაა. „ნასა” აქტიურად თანამშრომლობს მასკის კომპანიასთან, რომელიც მზის ელექტროპანლებეის წარმოებით არის დაკავებული; ასევე, იგი სხვადასხვა კოსმოსურ პროექტზე მუშაობს, რომელთა უმეტესობა ამერიკის სახელმწიფო საიდუმლოებაა.

ერიკ ლეფკოვსკი

ერიკ ლეფკოვსკი ინვესტორი და კომპანია „გრუპონის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2006 წელს მას დაურეკა ენდრიუ მეისონმა და შესთავაზა საკუპონო სერვისის შექმნა. ლეფკოვსკიმ მეისონს ერთი მილიონი დოლარი გადასცა და ამ სერვისის ამუშავებაზე თანხმობა განუცხადა. მოგვიანებით საკუპონო სისტემა ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად ზრდად ბიზნესად იქცა, რამაც მისი ავტორები მილიარდერებად აქცია. ბოლო წლებში ლეფკოვსკის კომპანიის საქმეები ისე არ მიდის, როგორც მის მფლობელს სურს, მაგრამ, მილიარდერების რეიტინგში ადგილს მაინც ინარჩუნებს.

მილანე ფრანტცი

მილანე ფრანტცი მილსადენების კომპანია „ენთერფრაიზ პროდაქტს პარტნერსის” დამაარსებლის, 2010 წელს გარდაცვლილი დენ დუნკანის ოთხი შვილიდან ერთ-ერთია. გასული წლის მონაცემებით, მილანეს კაპიტალი 1,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც მამის კომპანიის აქციებზე ფასის მატებამ გამოიწვია.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?