ცნობილი ქალი პოლიტიკოსები

ზაფრანი

ცნობილი ქალი პოლიტიკოსები

12 ნოე. 2016, 16:07:22

ბენაზირ ბჰუტო – ისლამური რესპუბლიკა პაკისტანის პრემიერ-მინისტრი 1988-1990 და 1993-1996 წლებში. თანამედროვე მსოფლიოში პირველი ქალი-პოლიტიკოსი, რომელიც მუსლიმანებით დასახლებული ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს ედგა სათავეში. ბენაზირი ისლამური სამყაროს ისტორიაში პირველი ქალი-მმართველი იყო. იგი აქტიურად იბრძოდა კორუფციისა და სიღარიბის წინააღმდეგ, თუმცა 1996 წელს მისი გადადგომა სწორედ კორუფციულ სკანდალს უკავშირდებოდა, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა, რამდენიმე წლით დაეტოვებინა პაკისტანი. 2007 წელს პაკისტანის ქალაქ რავალპინდში გამართულ მიტინგზე ბენაზირ ბჰუტო მოკლეს ტერორისტული აქტის დროს. აღსანიშნავია, რომ ბჰუტოს პირად დაცვას ეცვა ჯავშანჟილეტები, ხოლო თვითონ ბენაზირს – არა. ტერორისტმა გულსა და კისერში ესროლა ბჰუტოს, რის შემდეგაც თავი აიფეთქა.

კორასონ აკინო – ფილიპინების პრეზიდენტი 1986-1992 წლებში. ის იყო პირველი პრეზიდენტი ქალი აზიის ქვეყნებში. ჟურნალმა „თაიმმა“ 1986 წელს აკინო „წლის ადამიანად“ დაასახელა. გარდა ამისა, იმავე ჟურნალმა ის მეოცე საუკუნის 20 ყველაზე გავლენიან აზიელს შორის მოიხსენია.

ელენ ჯონსონ-სირლიფი პირველი ქალია, რომელიც სათავეში ჩაუდგა აფრიკულ სახელმწიფოს. პოლიტიკური მიმომხილველები ჯონსონ-სირლიფს მარგარეტ ტეტჩერს ადარებენ და „აფრიკელ რკინის ლედად“ მოიხსენიებენ. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჯონსონ-სირლიფმა ხმების რაოდენობით, უკან მოიტოვა ყოფილი ლიბერიელი ფეხბურთელი, ლეგენდარული ჯორჯ ვეა.

ანგელა მერკელი ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალ-პოლიტიკოსად ითვლება მსოფლიოში. გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი მერკელი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად როგორც ევროპაში, ისე დანარჩენ მსოფლიოში.
მარგარეტ ტეტჩერი – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-1990 წლებში, ცნობილი, როგორც „რკინის ლედი“; პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ქალია, რომელსაც ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი ბრიტანეთში. დასავლეთში ის ითვლება „ცივი ომის“ გამარჯვებულად ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან ერთად. მარგარეტ ტეტჩერის „რკინის ლედის“ სტილს დღემდე ჰყავს თაყვანისმცემლები. თანამედროვე ქალი-პოლიტიკოსები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ მსოფლიო ლიდერობაზე, ცდილობენ, რომ რაღაცით მაინც დაემგვანონ მას.

ინდირა განდი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966-1977 და 1980-1984 წლებში; მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ინდოელი ხალხი „ერის დედად“ მოიხსენიებს. მისი განკარგულებებიდან კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი „იძულებითი სტერილიზაციის“ პოლიტიკას უკავია. ამ გზით განდიმ დემოგრაფიული კრიზისის გამომწვევი პრობლემების მოგვარებას დაუდო სათავე. ინდირა განდი საკუთარმა პირადმა მცველმა მოკლა, მისი ფერფლი ჰიმალაების თავზე გაფანტეს.




 ახალი ამბები
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში _ დაკავებულია ბიზნესმენის შვილიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სპეცოპერაციიყო. სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით ... ...
  • ქალის ტვირთის შემეცნებითი არსი ორი საუკუნის მიჯნაზე: „კოვიდ ცხრამეტმა “ პოზიტიურად გაგვამჟღავნა“გასული საუკუნის დასაწყისში, საზოგადოებრივი ცხოვრების ფონს მკვეთრად აჩნდა ქალის როლი პოლიტიკაში , მის მიერ  იდეისთვის თუ  სიყვარულისთვის ყველაფრის დათმობა. ეს   ხშირად ტრაგიკული ფინალით მთავრდებოდა. ასერომ არ ყოფილიყო,   ეს მოვლენა კლასიკოსი მწერლების შემოქმედებაში  ასახვას ვერ ჰპოვებდა.  იმავე  გასული საუკუნის მიწურულს , როცა მონსტრი სახელმწიფო დაინგრა და ქართული  პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობა ქაოსისა და სიღატაკისკენ დაეშვა,  სამწუხაროდ ამ ვითარებაშიც  ქალის როლი მეხამრიდს დაემსგავსა.   სამუსაოს   საძებნელად  ჩვენი ქალების გზა უცხოეთისკენ  ,  სტამბულისკენ ან სტამბულის გავლით, სხვა ქვეყნებისკენ მიიმართა. ეს იყო გზა,  განსაკუთრებით მომავალი თაობის შიმშილისგან  ხსნისა და  მათი ფიზიკურად გადარჩენისთვის. საკითხავია,  რომელმა დრომ როგორ და რა ფორმითა და შინაარსით მოითხოვა ქალისგან თაგანწირვა თუ თავდადება.  რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს ,ყოველმხრივ  პოზიტიურ  ჭრილში, როგორც საკუთარი ქეისით, ისე სხვათა მიმართ გაწეული თანადგომით ,  ქალი პანდემიის პირობებში წარმოჩნდა.  თან არაერთგზის და არაერთგან! გურიის სინამდვილეში, ქალთა აქტიურობა  განსაკუთრებით  წარმოჩინდა როგორც ცალკეული  ქეისით, ისე კონკრეტულ ჯგუფსა თუ ორგანიზაციაში, სადაც მთლიანად ქალთა შემადგენლობა მუშაობს. „ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგტა კავშირს“, რომლის  სრულ აემადგენლობას ქალები წარმოადგენენ, 24 წლიანი ტრადიცია გააჩნია სოლიდარობის, საზოგადოებისადმი მხარდაჭერის და სოციალური პასუხისმგებლობის საქმეში.   პანდემიის პროცესში მთელ  გუნდს და მათ აღზრდილებს თუ აღსაზრდელებს  გაუჩნდათ სურვილი,  როგორმე დახმარებოდნენ ადამიანებს და საამისოდ მოეძებნათ   არაერთი მიმართულება. ერთ-ერთი პირველი, ვინც სოლიდარობისაქციაში ჩაება, საკუთარი სურვილით პირბადეები შეკერა და  მერე უსასყიდლოდ დაარიგა,  კავშირის ახალგაზრდული მიმართულების მენეჯერი, სოფო კალანდაძე იყო.   ხაზგასმით   უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში პირბადეები ბევრმა შეკერა და მერე გაყიდა, რაც დადებითი  მოვლენაა  მცირე ბიზნესის  საწარმოებლად. თუმცა, ქალბატონმა სოფომ უსასყიდლოდ დაარიგა და მიუხედავად მისი სურვილისა, ამის შესახებ არავის სცოდნოდა,  უცებ გაიგეს ამ  ჰუმანური ნაბიჯის შესახებ: -შინ მქონდა უამრავი ნაჭერი. ბუნებრივი და ხარისხიანი ქსოვილები, რასაც სახალისო ისტორია აქვს - ბებია კერავდა და იმდროინდელი ბევრი საუკეთესო ნაჭერი  ოჯახში შენახული იყო.  რაკი ეს აღმოვაჩინე სახლში,   თან შინ უნდა ვყოფილიყავი და ვუცქერდი ტელევიზორს, სადაც პირბადეების დეფიციტზე ყოველ წუთს საუბრობდნენ,  გადავწყვიტე,  შემეკერა. ინტერნეტში სასწრაფოდ მოვძებნე თარგი, ავარჩიე  საუკეთესო ქსოვილები და შეკერვისთანავე დავიწყე საჩუქრად გაცემა.  გულწრფელად ვამბობ, არც გაყიდვაზე მიფიქრია და არც თვითპიარზე.   ჩემი საფიქრალი ახლა ის იყო, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა დაცული, მით მეტად   დაცული ვიქნებოდით მე და ჩემი ოჯახი, ჩემი მცირეწლოვანი შვილები. ინტერნეტის მეშვეობით ვწერდი და მივუთითებდი ერთ-ერთ ლოკაციას ქალაქ ოზურგეთში, რომ იქ განსაზღვრულ დროს მოსულიყვნენ... ერთმა გოგონამ ფოტო გადამიღო და შევეწინააღმდგე.   ვიმეორებ,  ეს პიარისთვის არ  მინდოდა _  - გვიამბობს  ქალბატონი სოფო. იმავე  კავშირის , ანასეული ს  ხანდაზმულთა  თავშესაფრის მცოხვრებ მოხუცთა ნაბიჯი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ  ბრძოლაში ძალზე გულწრფელი და ამაღელვებელიც იყო.  მოხუცები, რომელთაც მხოლოდ იქეტთ  ეხმარება სახელმწიფო, ასევე კონკრეტული პირები, ამჯერად, ასაკისა თუ შესაძლელონბის მიუხედავად,  თავად გამოვიდნენ სხვათა დასახმარებლად:  _ჩვენ რა შეგვეძლო? გადავწყვიტეთ, ექიმებისთვის დახმარება. ისინი  რომლებიც თან გვყვებიან, სულ დადიან აქ, იღებენ ანალიზებს, ცდილობენ , სოცოცხლე გგვიხანგრძლივონ,  ახლა  24 საათის განმავლობაში, პირბადით მდგომნი, თავგანწირულად  ემსახურებოდნენ ქვეყანას.  გადავწყვიტეთ,    მათთვის საგანგებოდ მოგვემზადებინა  ლანჩი.  გავიხსენეთ, თუკი რამ ვიცოდით. მოვამზადეთ და გავუგზავნეთ.  „კეთილი გულიტ მოძღვნილი, მცირედიც შეიწირების“.   ჩვენგან რასაც იმსახურებენ, იმის გადახდა არ  შეგვიძლია, თუმცა, ცოტათი  ხომ გავახარეთ? _ გვეუბნება ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარი, როზა ღუღუნიშვილი. მზარეული თინათინ დარჩია  კი იხსენებს მათ ფუსფუსს, ცრემლიან თვალებს და ურთიერთშეჯიბრსაც, რაც შეიძლება უკეთესი  სადილის კეთების ხელოვნება  ეჩვენებინათ ჩვენი ექიმებისთვის.  _არ გვეგონა, თუ ერთხელ მაინც გავახარებდით იმ ექიმებს, რომლებიც ჩვენ მუდამ თავს გვევლებიან. კორონამ ამ საქმეში გამოცდა მოგვიწყო. ჩვენც   შევძელით, ჩაგვებარებინა ეს გამოცდა. დღეგრძელობა ჩვენს  ექიმებს, - გვეუბნებიან ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარები: ლიანა მამულაშვილი, ბაბული დოლიძე, ელენე ჭანტურია, ნინა მოსკალენკო, ნადია ფლოროვა, ელიზავეტა  ივანოვა, როზა ბერიანიძე... ასევე  სიხარული დამადლიერებამოჰყვა ოზურგეთში,   „ლიდერთა სკოლის“ და მის აღსაზრდელთა ნაბიჯს, სამეზობლო თემში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულებისა და  სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის  გაეწიათ მხარდაჭერა , ქვეყანაში მიმდინარე მძიმე მოვლენის დროს. _ სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს და მარტოხელა  ხანდაზმულ  პირებს,  ჩვენი სკოლის აღსაზრდელებმა  გაზაფხულზე საჩუქრად  მიუტანეს ბოსტნეულის ჩითილები.  დაეხმარნენ დარგვაში და პერიოდულად მონაწილეობას დღემდე იღებენ მათ მოვლა-პატრონობაში, _ გვეუბნებასკოლის წარმომადგენელი ნონა სადრაძე. კორონა ვირუსის ფაქტორმა საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა ქობულეთში მცხოვრები   ქალბატონის, ინდმეწარმე ნათელა ბაუჟაძის ბიზნესს.    _მართალია, ქობულეთში გამოჩნდა კორონა ვირუსი, მაგრამ აქ  მას დახვდა „სამოთხის კლასტერი“ ყვავილთმოყვარე ქალბატონის სახით, _ ასე ხუმრობენ დღეს ამ ქალაქში. თუ რატომ, ამას თვით ქალბატონი ნათელას საუბრიდან ვიგებთ: _პანდემიამ, თითქოს, უცებ და უხილავად შემოგვიტია. უცებ დაიკეტა მაღაზიები, გაწყდა კავშირები, ვერ ვიყიდეთ პრეპარატები, კონტეინერები, რის გამოც უამრავი ვარდი თუ სხვადასხვა დასახელების ყვავილი ვიზარალეთ.  ჩაურგავად  დარჩენილი ყვავილები დაკნინდა, . ბოლქვიანების ჩახმობა ნაკლებად წამგებიანი იყო და ნებას მივუშვით. მერე  სათესლე მასალად   გამოყენება შეიძლებოდა.   სასწრაფოდ ავამოქმედეთ   ინტერნეტ-ქსელი. სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა. ასე  ონლაინ-რეჟიმში ვაწვდიდით  ჩვენს კლიენტებს ნერგებს.  ისინი ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით,   ადვილად  არჩევდნენ სასურველი ყვავილების,   სხვადასხვა დეკორატიული მცენარეების ნერგებს. თითქმის,  საქართველოს ყველა კუთხეში გავგზავნეთ. მაქსიმალური ძალისხმევის   ფასად  შევძელი  ის, რომ  ზარალიც ასევე მაქსიმალურად  შემემცირებინა.  თუმცა,  6 ათას ლარამდე ღირებულების ნერგები მაინც ვიზარალე.  მართალია, საჩუქრად სულ მაქვს ადამიანებისთვის განკუთვნილი, მაგამ ამჯერად   უფრო უხვად გავეცი ბოლქვები თუ ნერგები.  ყველას ვურჩევდი, რომ წამოეწყოთ   პატარა ბიზნესი, რაც არაერთს დაუჯდა ჭკუაში. მირჩევნია, ერთჯერადად,  საკვები პროდუქტით დახმარებას, ასეთი საჩუქრით დავხმარებოდი.  ზოგმა საკუთარ კარმიდამოში დარგულ ნაჩუქარ ყვავილებს, „კოვიდის კუნძულებიც“   შეარქვა დამცირე ბიზნესის დაწყებაც გადაწყვიტა. . ანუ,  ცნობილი სიბრძნე, თევზის ჭამა კიარა, მისი  დაჭერა  უნდა ასწავლო ადამიანს, მგონი, კოვიდ-19 -მა უფრო ღიად დაგვანახა, _ ამობოს ქალბატონი ნათელა ბაუჟაძე. ის  კმაყოფილებასაც გამოთქვამს, რომ  პანდემიით  გამოწვეულმა გასაჭირმა, არა მარტო გზები ჩაკეტა და კარანტინში მოაქცია სამყარო,  პარალელურად,    არაერთი პრობლემის მოგვრების გზაც გახსნაო. _ასაკში ვარ, ბევრი  გასაჭირი მინახავს, თუმცა კოვიდ-19 -მა მოახერხა და  ქალები პოზიტიურადაც  გაგვამჟღავნა, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვათა მიმართ.  გახსოვთ, გასული საუკუნის მიწურული, ქალებმა საკუთარი თავი, ასე ვთქვათ, დასაჯეს, რომ შვილები და ოჯახი გადაერჩინათ. დღემდე ბევრი უცხო ქვეყანაშია გადაკარგული.  შეესაძლოა, ადამიანები გავხდით უფრო პოზიტიურები,  სხვათა  გასაჭირის  გაზიარებისა და საყოველთაო საშიშროების წინაშე  გამკლავებისას, - ასკვნის ის. უეჭველად  უნდა  დავეთანხმოთ   ქალბატონ ნათელას.  როგორი ძნელბედობის ჟამიც  უნდა ჩამოდგეს,  აშკარაა,  ჩვენი ქალბატონები,   წამგებიან თავგანწირვაზე მეტად, თვითრეალიზებას  ცდილობენ.  პრობლემებთან გამკლავებისას ჭიდილში მაღალი  შეგნებით წარმოაჩენენ,  როგორც  პირად „მეს“, ისე სხვებს. ამით კი   სოციუმს  შთააგონებენ , რომ სიცოცხლე მშვენიერია, რომ  არ არსებობს დაუძლეველი გასაჭირი და წინააღმდეგობა, რომელსაც ერთად ვერ მოერევიან. და ბოლოს, საქართველოში გავრცელებული  ხუმრობის: , „ქალი საუკეთესო  მონა-პოვარია,“  _ ანტონიმად ,  ხუმრობის გარეშე,  შეიძლება , ვთქვათ, რომ  თითოეული ჩვენი  ქალი ქვეყნის საიმედო ... ...
  • სახლში, რომელიც დაიწვა, არავინ ცხოვრობდა _ ხანძარი შემოქმედშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა. ოზურგეთელმა მეხანძრე-მაშველებმა პირველი სართულის გადარჩენა მოახერხეს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, სახლში წლების მანძილზე არ ცხოვრობდნენ. სახლის მფლობელები მხოლოდ თხილის სეზონზე ჩამოდიოდნენ. ამ დროისთვის უცნობია მიზეზი, რამ გააჩინა ცეცხლი მიტოვებულ ... ...
  • ხანძარი ოზურგეთში - შემოქმედში სახლი დაიწვაამ წუთებში ხანძარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში. დაიწვა ადგილობრივი მცხოვრებლის სახლი. ამ დროისთვის სახლში არავინ ცხოვრობდა _ პატრონი სხვა ქალაქში ცხოვრობს. ადგილზე მისულმა ოზურგეთის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძარი ჩააქრეს. დეტალებს „გურიანუსი“ მალე ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური  ცენტრის მომაცემებით, .4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ქარელში. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ მუხილეთში, 5 კმ-ის სიღრმეზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...