ადამიანების პირადი ქიმია

ზაფრანი

ადამიანების პირადი ქიმია

16 იან. 2017, 20:25:37

ადამიანებსაც აქვთ საკუთარი, პირადი ქიმია. დიახ, სწორედ რომ ქიმია. თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ სკოლაში, მარტივ ცდებს რომ ატარებდით, ერთმანეთში ურევდით უფერო სითხეებს და უცებ ის ჟოლოსფერი ხდებოდა, ან – იასამნისფერი... ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ორგანიზმში ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. ზოგჯერ ექსპერიმენტი ამართლებს, ზოგჯერ კი – არა. რა შანსი გვაქვს იმისა, რომ ექსპერიმენტები ჩვენთვის სასარგებლო შედეგებით დასრულდეს? – მაგალითად, შესაძლოა, არც კი იცოდეთ, რომ ტირილიც და სიცილიც ქიმიური რეაქციების შედეგია... ასევე, აჩქარებული გულისცემაც და გაუგებარი მოუსვენრობის განცდაც. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ამ პროცესების მართვა, ხშირ შემთხვევაში, არ შეგვიძლია – აი, შიშის გამომწვევი რეაქციის ერთ-ერთი მიზეზიც. საერთოდ კი, ყველაფერი ჩვენს სისხლში მოფუსფუსე ჰორმონების ბრალია... მივყვეთ თანმიმდევრობით:

1. დოფამინი _ ძალიან ჰგავს ნარკოტიკს. იცით, რომელი განცდაა? შეყვარებულის დანახვისას გული რომ ყელში გებჯინება, სუნთქვა გეკვრება და აზრებს ვერაფრით ალაგებ და ნელ-ნელა ამ ყველაფერზე დამოკიდებული ხდები. თუ ერთხელ მაინც განიცდით დოფამინის გავლენას, ორგანიზმი ისევ მოგთხოვთ ამას. ნებისმიერ ადამიანს უჭირს საყვარელ ადამიანთან განშორება, რადგან, დოფამინის ეფექტის განცდა სჭირდება. თუმცა, დრო და სიმართლე მკურნალია: ორგანიზმი ნელა, მაგრამ მაინც თავისუფლდება ამ მოთხოვნილებისგან და სწავლობს ცხოვრებას ყოველდღიური „ბედნიერების ინიექციების“ გარეშე.
2. ჰორმონი – „ძილი ნებისა“: ოფიციალური სახელია მელატონინი. ძველად, ადამიანებს მიაჩნდათ, რომ  იმიტომ გვძინავს ღამით და ვშრომობთ დღისით, რომ სიბნელეში მუშაობა კომფორტული არ არის. სინამდვილეში, ბიოქიმია თავის წესებს გვკარნახობს. სწორედ ღამით გამომუშავდება ჰორმონი მელატონინი, რომელიც გვაძინებს. ის ჩვენი ორგანიზმის „ღამის დარაჯია“: ებრძვის სტრესს, არეგულირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, ანუ, ამ ჰორმონის 70 პროცენტი ღამით გამომუშავდება.

3. „ნდობის ჰორმონი“ – ოქსიტოცინი: ძალიან საყვარელი ჰორმონია. მისი  „კარნახით“ გვიჩნდება სურვილი ჩახუტების, მოხვევის, ნდობის, ვინმეს მხართან მიყუჟვის... ეს ჰორმონი ჭარბი რაოდენობით აქვთ კატებსა და ძაღლებს და ამიტომაც მიეკედლებიან ხოლმე ადამიანებს. ოქსიტოცინი ჭარბი რაოდენობით ჩნდება დედის ორგანიზმში, მაშინვე, როგორც კი მისი შვილი ქვეყანას მოევლინება. პატარა ამ ჰორმონს დედის რძიდან შეითვისებს. თუ ზოგჯერ ჩახუტების დაუოკებელი სურვილი გვიჩნდება, ეს ოქსიტოცინის მომატების შედეგია და ძალიან გვჭირდება, განსაკუთრებით კი – მძიმე წუთებში, ოქსიტოცინის რეაქცია ნებისმიერ სიტყვებზე უფრო ეფექტურად მუშაობს.

4. „ბედნიერების ჰორმონი“ – სეროტონინი: – შოკოლადი, ბანანი, შოკოლადის ორცხობილა, ტორტი და – უცებ, ცხოვრება მშვენიერი ხდება. სეროტონინის ნაკლებობა იწვევს დეპრესიასა და სევდას. სეროტონინის გამომუშავებას ხელს უწყობს მზის შუქი. ამიტომაც ვართ ხშირად სევდიან განწყობაზე შემოდგომით და ზამთარში, როცა მზე ღრუბლებს ეფარება.

5. ენდორფინი - საკმაოდ უცნაური ჰორმონია. შეგინიშნავთ, როგორ გიუმჯობესდებათ განწყობა ცეკვის ან ბადმიტონის თამაშის დროს? – ეს ენდორფინები „მუშაობს“, ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში სტრესისა და ტკივილის შედეგების აღმოსაფხვრელად გამოიყოფა. დიდი ფიზიკური დატვირთვის დროსაც, პასუხი ენდორფინების „შეტევაა“ და თუ ეს არ ხდება, მაშინ დეფიციტი ხელოვნურად უნდა შეივსოს – ეს აუცილებელია: ირბინეთ დილაობით და მიიღეთ კუთვნილი სიამოვნება.

6. ადრენალინი - ეს ცნობილი ჰორმონია! ნებისმიერი ადამიანი კრიტიკულ მომენტში ან ექსტრემალურ სიტუაციაში ნამდვილ სუპერმენად იქცევა ხოლმე და თავისთვისაც კი წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ავლენს. ადრენალინი ორგანიზმს „საფრთხის“ რეჟიმში რთავს. ორმაგი დატვირთვით იწყებენ მუშაობას ორგანოები, რომ შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდნენ. მაგრამ, დიდი რაოდენობით ადრენალინის გამომუშავების შემდეგ ორგანიზმი საოცრად იღლება და ეს ბუნებრივია. ამიტომ, დაისვენეთ! – იმუნური სისტემა ადრენალინის აგრესიის შემდეგ უნდა აღდგეს.




 ახალი ამბები
  • N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულების მაღაზიის თანამშრომლების კოვიდ-19-ით დაინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა (R)მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქსნის ციხეში მაღაზიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ტელეკომპანიის რესპოდენტი იყო ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა: "მთელი დღეა გვირეკავენ პატიმრები და გვეუბნებიან, რომ ციხე არის ჩაკეტილი და შესვლა შეუძლებელია. ჩვენი ინფორმაციით, კორონა დაუდასტურდა გამყიდველს, რომელიც იქ ყიდის სხვადასხვა პროდუქციას."  სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და ქსანში მდებარე არც ერთი დაწესებულების (N10 და N15) მაღაზიის თანამშრომლებში covid-19 არ დაფიქსირებულა. სიცრუეა ისიც, თითქოს "ციხე არის დაკეტილი". ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში მხოლოდ ის შეზღუდვები მოქმედებს, რაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების ამოქმედების შემდეგ ყველა დანარჩენ დაწესებულებაშია შემოღებული. კერძოდ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრებს შეჩერებული აქვთ ხანგრძლივი პაემნის უფლება, ხოლო ხანმოკლე პაემნები მინის ბარიერის გამოყენებით მიმდინარეობს. არანაირი განსაკუთრებული შეზღუდვა ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში არ მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ მთავარმა არხმა ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურთან გადაამოწმა და მიიღო პასუხი, რომ ეს არის სიცრუე. ამასთან ტელეკომპანიამ ინფორმაცია გადაამოწმა კერძო კომპანიაში, რომელიც პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიებში ოპერირებს და კომპანიამაც არ დაუდასტურა ეს ფაქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ადვოკატ კობაიძის ინტერვიუზე დაყრდნობით.  სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება პატიმრების და მათი ოჯახის წევრების შეშფოთება ... ...
  • "მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას" _ ქარტიამედიასაშუალებების ნაწილმა დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის” ფილიალში მიმდინარე საპოლიციო ოპერაცია. სიუჟეტებში ჩანდა პოლიციელთა გადადგილება, შეიარაღება, ასევე მძევლები, რომელთა სიცოცხლეც ბანკში შეჭრილი პირების მხრიდან საფრთხის ქვეშაა. კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება.მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობით: არ შეექმნას საფრთხე ადამიანებს; არ შეეშალოს ხელი საპოლიციო ოპერაციებს; არ მიეწოდოს დამნაშავეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას და გაიაზრონ ის შედეგები, რაც შესაძლოა, გადაცემული კადრებისა და ინფორმაციის გამო ... ...
  • ვმოქმედებთ შსს-ს მითითებებით - "საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებსზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ისინი შსს-ს მითითებების შესაბამისად მოქმედებენ: ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს - აცხადებენ ბანკში შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე საათია, ზუგდიდის ცენტრში მდებარე საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც 19 მძევალი ჰყავს აყვანილი. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიებს ითხოვს. თავდამსხმელი შსს-ს მოუწოდებს პერიმეტრიდან გაიყვანოს სპეცრაზმი და ამისთვის მან უწყებას 2-საათიანი ვადაც ... ...
  • შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნაშსს-ში რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. ბრიფინგის თემა ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებია, სადაც ბანკში შეჭრილ შეიარაღებულ თავდამსხმელს 19 მძევალი ჰყავს ... ...
  • რა ხდება ბანკში, სადაც შეიარაღებული პირები არიან - ფოტო ადგილიდანრამდენიმე საათია ზუგდიდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, აყვანილი ჰყავთ მძევლები.  გურია ნიუსი გთავაზობთ ფოტოს ადგილიდან, რა ხდება ბანკში, სადაც შეირაღაებული პირები ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...